მონოგრაფია Nº 00955 Rx · რეცეპტით
დიკლონატი® პ
DICLONAT® P
75 მგ/3მლ ამპულა #5
- მოქმედი ნივთიერება
- დიკლოფენაკი (Diclofenac)
- მწარმოებელი
- ტევა, უკრაინა
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფენილძმარჟავას წარმოებულები
- იმპორტიორი საქართველოში
- ტევა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: დიკლოფენაკი. ჯერ ყველაზე იაფი.
ორტოფენი
25მგ ტაბლეტი №30
დიკლოფენაკი გელი
Diklofenak
- 1% 40გ გელი
ბოლტარინ პლუსი
50მგ ტაბლეტი №10
დიკლორონი
Dikloron
100მგ პროლონგირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №10
დიკლორონი
Dikloron
50მგ პროლონგირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №20
დიკლორონი
Dikloron
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №4
დოლარენი
25მგ 5 ამპულა №5
დიკლო-დენკი 100 რეტარდი
Diclo-Denk 100 Retard
100მგ ტაბლეტი #10
დიკლო-დენკი 50
Diclo-Denk 50
50მგ ტაბლეტი #20
ვურდონი
100მგ ტაბლეტი №10
დიკლაკი
150მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
დიკლაკი ID
Diclac® ID
150მგ ტაბლეტი №20
დიკლოფეროლი
DIKLOFEROL
50 მგ ტაბლეტი #20
დიკლოფენაკი ი/მ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10
დიკლოფენაკი
100მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
100მგ ტაბლეტი #20
ბლოკიუმ
1.16% გელი ტუბი №1 50გრ
დიკლორონი
1% გელი №1 50გრ
ვურდონი
50მგ სანთელი №10
ცინეპარ აქტივი
0.01 გელი 1 ტუბი №1
ფელორანი
1% გელი 1 ტუბი №1 60გ
კლოდიფენი
5% გელი ტუბი №1 45გრ
დიკლოფლექსი
5% გელი ტუბი №1 50გრ
კლოდიფენი
Clodifen
0,1% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
დიკლოფტილი
0.1% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
უნიკლოფენი 0,1%
Uniclophen 0,1%
0.1% თვალის წვეთები 5მლ ფლაკონი #1
ვურდონი
1% გელი ტუბი №1 25გრ
დიკლობერლი® N75
Dicloberl® N75
75მგ/3მლ 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
კლოდიფენი
Clodifen
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
დიკლოფეროლი
75მგ/3მლ 5 ამპულა №5
დიკლოფეროლი ენ-გეო ი/მ ი/ვ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
დინაპარი AQ ი/მ ი/ვ
75მგ/1მლ ხსნარი საინექციო №5 1მლ
ვურდონი
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
ნაკლოფენი
Naclofen
75მგ/3მლ ი.მ საინექციო ხსნარი 3მლ ამპულა №5
ვოლტარენი
50მგ ტაბლეტი №20
კლოდიფენი
Clodifen
100მგ რექტალური სუპოზიტორია №6
ნაკლოფენ დუო
Naklofen duo
75მგ პროლონგირებული მოქმედების კაფსულა №20
ფელორანი ფორტე
5% გელი ტუბი №1 120გრ
ვოლტარენი
0.01 გელი 1 ტუბი №1
ვოლტარენი რეტარდი
100მგ ტაბლეტი №30
ვოლტარენი
100მგ სანთელი რექტალური №10
ვოლტარენი ემულგელი
1% გელი ტუბი №1 20გრ
დიკლო-5
5% გელი ტუბი №1 45გრ
ორტოფენი
1% გელი ტუბი №1 40გრ
დიკლორონი
Dikloron
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
ვოლტარენი
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
დიკლაკი ID
Diclac® ID
75მგ ტაბლეტი №20
დიკლოფლექსი ი/ვ ი/მ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო, საინფუზიო ამპულა №10 3მლ
დიკლობერლი® რეტარდი
Dicloberl® retard
100მგ კაფსულა #20
დიკლაკი
5% გელი ტუბი №1 50გრ
ვოლტარინი(ბოლტარინი)
50მგ ტაბლეტი 100 კოლოფი №100
დიკლო-დენკი 100 რექტალი
Diclo-Denk 100 Rectal
100მგ რექტალური სუპოზიტორია №10
დიკლარენი
10მგ გელი 1 ტუბი №1
დოლოტრენი
100მგ სანთელი რექტალური №12
დიკლაკი
Diclac
50მგ ტაბლეტი #20
დიკლაკი
Diclac
დიკლაკი გელი
Diclac® Gel
5% 50გ გელი ტუბში
დიკლარენი
Diclaren
10მგ/გ 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
დიკლარენი
Diclaren
50მგ ტაბლეტი #20
დიკლარენი გელი
Diclaren
10მგ/გ 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
დიკლო-დენკი 75 ინექცია
Diclo-Denk 75 Injection
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
დიკლობათი
Diclobat
2.5% 3 მლ ამპულა №5
დიკლორონი
Dikloron
50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ლამინირებული ტუბი №1
დიკლორონი გელი
Dikloron Jel
5% 50გ გელი ტუბი №1
დიკლოფენაკ ნატრიუმი
Diclofenac sodium
75მგ/3მლ (25მგ/მლ) 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
დიკლოფენაკ ნატრიუმი
Diclofenac sodium
50მგ ტაბლეტი №1000
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
100მგ ტაბლეტი #20
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
50მგ ტაბლეტი #20
დიკლოფენაკი ამპულა
DICLOFENAC
25მგ/3მლ ამპულა #5
დიკლოფეროლი N
DIKLOFEROL N
75 მგ/3 მლ ამპულა #5
დიკლოფლექსი რეტარდი
DICLOFLEX RETARD
100მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი №28
ვოლტარენ® რაპიდი
VOLTAREN® RAPID
25მგ ტაბლეტი №30
კლოდიფენი
CLODIFEN
5% 45გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
კლოდიფენი
CLODIFEN
1% 45გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
ნაკლოფენი
NAKLOFEN
10მგ/1გრ 60გრ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
ნაკლოფენი
Naclofen
50მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ნაკლოფენი
Naclofen
100მგ გახანგრძლივებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტი №20
ნაკლოფენი
Naclofen
50მგ რექტალური სუპოზიტორია №10
ოლფენ გელი
Olfen gell
1% ადგილობრივი გამოყენების გელი 20გ ტუბში
ოლფენი 50
OLFEN-50
50მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი №20
ოლფენი 75
OLFEN 75
2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ოლფენი-100 SR დეპოკაფსულა
OLFEN -100 SR depocaps
გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა №20
ოლფენი-100 რეტროკაფსულა
OLFEN™ -100 Rectocaps
100მგ რექტალური კაფსულა #5
რაპტენ რაპიდი
RAPTEN RAPID
- 50მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10
უმერანი - 75
Umeran -75
75მგ/3მლ 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა № 5
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ქიმიური დასახელება: 2-[(2,6-დიქლორფენილ)ამინო] ბენზილძმარმჟავა (ნატრიუმის მარილის სახით)
წამლის ფორმა:
ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად გამოსაყენებელი ხსნარი.
შემადგენლობა:
1 ამპულა (3 მლ) შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – 75 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს და დამხმარე ნივთიერებებს: ბენზილის სპირტი, მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი. აღწერილობა:
გამჭვირვალე, უფერო ან ღია-ყვითელი ფერის ხსნარი ბენზილის სპირტის სუსტი სუნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: წარმოადგენს ფენილძმარმჟავას დერივატივს. ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიურ და სიცხის დამწევ ეფექტს.
არასელექტიურად თრგუნავს ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოოქსიგენაზა-2-ს. დიკლოფენაკი არღვევს არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმს, თრგუნავს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს. ეს უკანასკნელები წარმოადგენენ ანთების, ტკივილის და ტემპერატურის მომატების მედიატორებს.
დიკლოფენაკი აქვეითებს ტკივილის სინდრომს (როგორც მოსვენების, ასევე მოძრაობის დროს). ამცირებს სახსრის ირგვლივ არსებულ შეშუპებას და რევმატიული დაავადებებისთვის დამახასიათებელ დილის შებოჭილობას. ისევე როგორც სხვა აასს პრეპარტებს, მასაც გააჩნია ანტიაგრეგაციული მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა: 75 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმის ი/მ შეყვანის შემდეგ, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში, რაც შეადგენს 2,5 მკგ/მლ-ს (8 მკმოლ/ლ) აღინიშნება 20 წუთის შემდეგ. იგი პირდაპირპროპორციულია შეყვანილი დოზის სიდიდისა.
2 საათიანი ინფუზიის განმავლობაში 75 მგ. ი/ვ წვეთოვნად შეყვანის შემდეგ დიკლოფენაკის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 1,9 მკგ/მლ-ს (5,9 მკმოლი/ლ). იგი უკუპროპორციულია ინფუზიის ხანგრძლივობის.
პრეპარატის უმეტესი ნაწილი (99%) უერთდება პლაზმის ცილებს, კი ალბუმინებს. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 საათს.
დოზირების რეკომენდირებული ინტერვალების დაცვის შედეგად პრეპარატის კუმულაციის მოვლენები არ გამოვლენილა. კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. გადადის სინოვიალურ სითხეში და მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა შეყვანიდან 3-6 საათის შემდეგ.
პრეპარატი ძირითადად იშლება ღვიძლში. აქტიური ნივთიერების 50% იშლება ღვიძლში `პირველი გასვლის~ დროს. `კონცენტრაცია-დროის~ (AUC) მრუდის ქვეშ არსებული არე 2-ჯერ უფრო მცირეა პრეპარატის პერორალურად მიღების შემთხვევში, ვიდრე იმავე დოზის ინტრავენურად გამოყენების შემთხვევაში. პრეპარატი მეტაბოლიზირდება მრავალჯერადი ან ერთჯერადი ჰიდროქსილირების და კონიუგირების შედეგად. მის მეტაბოლიზმში მონაწილეობას ღებულობს ფერმენტული სისტემა P450 CYP2C9. მეტაბოლიტების ფარმაკოლოგიური აქტივობა გაცილებით დაბალია დიკლოფენაკთან შედარებით. პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. პრეპარატის სისტემური კლირენსი შეადგენს 260 მლ/წთ-ს.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. შეყვანილი დოზის 60% გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების სახით, ხოლო 1%-ზე ნაკლები უცვლელი სახით. პრეპარატების დარჩენილი ნაწილი მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა ნაღველთან ერთად.
ცნობილია, რომ პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე.
დიკლოფენაკის მრავალჯერადი შეყვანის შემდეგ, მისი ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ) მეტაბოლიტების გამოყოფა ძირითადად ხდება ნაღველის საშუალებით. ამასთანავე, სისხლში მათი კონცენტრაცია არ იზრდება. ქრონიკული ჰეპატიტის ან კომპენსირრებული ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკა ისეთივეა, როგორც იმ პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ ღვიძლის დაავადება.
ჩვენებები
- ინტრამუსკულარული ინექციები:
- საყდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი დაავადებები
(რევმატიული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური და ქრონიკული ართრიტი, ანკილოზური სპონდილიტი, მწვავე პოდაგრული ართრიტი)
- მცირე მენჯის ანთებითი პროცესები, ადნექსიტი, პირველადი ალგოდისმენორეა, ღვიძლის ან თირკმლის კოლიკა, პროქტიტი
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული დაავადებები (დეფორმაციული ოსტეოართროზი და ოსტეოქონდროზი)
- ტკივილის სინდრომი (ლუმბაგო, იშიაზი, ნევრალგია, მიალგია, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, რბილი ქსოვილების რევმატიული დაზიანება, თავის და კბილის ტკივილი, შაკიკი და სხვადასხვა გენეზით გამოწვეული ზომიერი სახის ტკივილი)
- ანთებით მიმდინარე პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი
- პოსტოპერაციული ტკივილი
- ტკივილის სინდრომით მიმდინარე ყელის, ყურის და ცხვირის (ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი) ინფექციურ-ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში
- ცხელების სინდრომი
ინტრავენური წვეთოვანი ინფუზია:
პოსტოპერაციული ტკივილის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება ინტრამუსკულარული ინექციის ან ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის სახით. გამოიყენება არა უმეტეს 2 დღის განმავლობაში. თუ საჭიროა მკურნალობის გახანგრძლივება, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება ტაბლეტების ან სუპოზიტორიების სახით.
ინტრამუსკულარული ინექცია:
ძლიერი ტკივილების შემთხვევაში ყოველდღიურად ინტრამუსკულარულად შეჰყავთ 75 მგ. აუცილებლობის შემთხვევაში (ნაღვლის ან თირკმლის კოლიკა) ყოველდღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 150 მგ-მდე (1 ამპულა 2-ჯერ დღეში).
ინტრავენური ინფუზია:
პრეპარატი შეჰყავთ წვეთოვანი ინფუზიის საშუალებით. გამოყენების წინ 1 ამპულა (75 მგ) უნდა გაიხსნას 100-500 მლ 0,9% NaCl ან 5% დექსტროზის ხსნარში (საინფუზიო ხსნარში წინასწარ ამატებენ ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარს – 0,5 მლ 8,4%). მზა ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე. პოსტოპერაციულ პერიოდში განვითარებული ზომიერი ან ძლიერი ტკივილის სინდრომის დროს 30-120 წთ-ს განმავლობაში შეჰყავთ 75 მგ. პრეპარატი. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი განმეორებით შეჰყავთ რამდენიმე საათის შემდეგ. თუმცა 24 საათის განმავლობაში მიღებული პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს 150 მგ-ს.
პოსტოპერაციული ტკივილის პროფილაქტიკის მიზნით ინფუზია ტარდება პრეპარატის დარტყმითი დოზების გამოყენებით – 25-50 მგ. 15-60 წთ-ს განმავლობაში. შემდგომში ინფუზია გრძელდება 5 მგ/სთ სიჩქარით მანამდე, სანამ მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ მიაღწევს 150 მგ-ს.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ:
- ხშირად (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად) აასს-გასტროპათია (გასტრალგია და დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, კუჭის სისავსის შეგრძნება, ბოყინი, გულძმარვა, დიარეა, აბდომინალური ტკივილი, მეტეორიზმი); კუჭ_ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის საყლაპავის, კუჭის დაზიანებები, პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლაის ტრაქტის მრავლობითი დაზიანებები); ნაწლავის პერფორაცია (ინტენსიური მჭრელი ტკივილი, წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, სისხლიანი განავალი, მელენა, ჰემატემეზისი); კუჭ_ნაწლავის ტრაქტის სისხლდენები (ჰემატემეზისი, მელენა); არასპეციფიური კოლიტი, რასაც თან ახლავს სისხლდენა, პირის სიმშრალე, ფაღარათი, პანკრეატიტი, ტოქსიური ჰეპატიტი)
- არა ხშირად (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად) – ღებინება, კოლიტი ან მისი გამწვავება, მადის დაქვეითება ან ანორექსია, სიმშრალე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მტკივნეულობა, სპაზმები, აფთოზური სტომატიტი (ეროზიები, წყლულები, პირის ღრუს ლორწოვანზე თეთრი ნადების განვითარება)
ნერვული სისტემის მხრივ:
- ხშირად (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად) – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
- არა ხშირად (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად) – კრუნჩხვა, ასეპტიური მენინგიტი, მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია, ფსიქიკური რეაქციები, პერიფერიული პოლინეიროპათია (ჰიპოსთეზია, ტრემორი, ხელის და ფეხის კუნთების ტკივილი ან სისუსტე), ძილიანობა, გაღიზიანება და ნევროზი, შიში, უძილობა, დაღლილობა.
გრძნობის ორგანოების მხრივ:
- ხშირად (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად) – ტოქსიკური ამბლიოპია, მხედველობის დაქვეითება, დიპლოპია, სკოტომა, სმენის დაქვეითება და სმენის სხვა დარღვევები, ყურებში შუილი.
კანის მხრივ:
- ხშირად (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად) – კანის ქავილი, კანის გამონაყარი (ძირითადად ერითემატოზური სახის და ურტიკარია), კანის ჰიპერემია.
- არა ხშირად (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად) – მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაილის სინდრომი), ფოტოდერმატიტი (მზით გამოწვეული დამწვრობა, კანის გამონაყარი, პიგმენტაციის დარღვევები).
- იშვიათად ( < 0,001% შემთხვევები) – ინტრამუსკულარული ინექციის ადგილას შესაძლებელია განვითარდეს წვის შეგრძნება, ინფილტრატი, ასეპტიური ნეკროლიზი, ცხიმოვანი ქსოვილის ნეკროზი. ცალკეულ შემთხვევებში ინექციის ადგილას შესაძლოა განვითარდეს ნეკროზი.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ:
- ხშირად (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად) – სითხის შეკავება
- არა ხშირად (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად) – უცნობი გენეზის განმეორებითი ვაგინალური ტკივილი, დისმენორეა, ჰემატურია, ცისტიტი, პოლაკიურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, ოლიგურია ან ანურია, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან გაუარესება, პერიფერიული შეშუპება.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ:
- არა ხშირად (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად) – აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია, შინაგანი სისხლდენის შედეგად განვითარებული ანემია, ექკიმოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია პურპურასთან ერთად ან მის გარეშე. სასუნთქი სისტემის მხრივ:
- არა ხშირად (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად) – ქოშინი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
- ხშირად (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად) – არტერიული წნევის მომატება.
- არა ხშირად(1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად) – არითმია, კარდიალგია და კოლაფსი.
- იშვიათად ( < 0,001% შემთხვევები) – ტკივილი მკერდის არეში, გულის შეგუბებითი უკმარისობის გაუარესება.
ენდოკრინული დარღვევები:
- იშვიათად ( < 0,001% შემთხვევები) – სხეულის მასის დაქვეითება.
ალერგიული რეაქციები:
- იშვიათად ( < 0,001% შემთხვევები) – ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (ფოკალური ჰიპერემია, ჭინჭრის ციება, ქავილი, ქოშინი, კვინკეს შეშუპების განვითარება ქუთუთოების, პარიორბიტალური ქსოვილების, ტუჩების, ენის, სახმო ნაპრალის მიდამოებში, ტკივილი მკერდის უკან, ხმის ჩახლეჩა, ანაფილაქსიური შოკი (ჩვეულებრივ ვითარდება ელვისებურად), ბრონქოსპასტიური ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აასს-ს (მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავის) მიმართ, ასპირინით გამოწვეული ასთმა
- კუჭ_ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენები
- ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვა
- ჰემოსტაზის სხვადასხვა სახის დარღვევები (მათ შორის ჰემოფილია)
- მდგომარეობები რომლის დროსაც გაზრდილია სისხლდენის განვითარების რისკი (მათ შორის ანამნეზში)
- 15 წლამდე ასაკის ბავშვები
- ორსულობა
- ლაქტაციის პერიოდი
- სიფრთხილით: ანემია, ბრონქული ასთმა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპების სინდრომი, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, დივერტიკულიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ წყლულოვანი დაავადებები შეტევისგან თავისუფალ ფაზაში, შაქრიანი დიაბეტი, პოსტოპერაციული პერიოდი, ღვიძლისმიერი მწვავე ინდუცირებადი პორფირია, ხანდაზმული ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა გადამოწმდეს სისხლის პერიფერიული სურათი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციები და აგრეთვე განავალში სისხლის არსებობა.
პრეპარატის მიღებისას პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მოქმედებებისგან, რაც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. ასევე თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: კუჭ_ნაწლავის სიმპტომები, ჰიპოტენზია, ნეფროტოქსიკურობა (თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების ჩათვლით), ჩივილები ცნს-ს მხრივ, დაწყებული მოთენთილობით და ძილიანობით და დამთავრებული კრუნჩხვის და კომის განვითარებით.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ზრდის სისხლში დიგოქსინის, მეთოტრექსატის, ლითიუმის და ციკლოსპორინის პრეპარატების კონცენტრაციას.
ამცირებს დიურეტიკების ეფექტებს. კალიუმშემნახველი დიურეტიკების მკურნალობის ფონზე აძლიერებს ჰიპერკალემიის განვითარების რისკს. ანტიკოაგულანტების და თრომბოლიზური საშუალებების (ალტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, უროკინაზა) მკურნალობის ფონზე ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს (უმეტესად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან).
ამცირებს ჰიპოტენზიური და საძილე საშუალებების ეფექტურობას.
ზრდის აასს-ს პრეპარატების და გლუკოკორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკს (სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან). აგრეთვე ზრდის მეთოტრექსატის და ნეფროტოქსიკური ციკლოსპორინის ტოქსიკურობას. აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს დიკლოფენაკის კონცენტრაციას სისხლში. პარაცეტამოლთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას იზრდება დიკლოფენაკის ნეფროტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი. ამცირებს ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტს.
ცეფამანდოლი, ცეფაპერაზონი, ცეფოტეტანი, ვალპროის მჟავა და პლიკამიცინი ზრდიან ჰიპოპროტრომბინემიის განვითარების რისკს.
ციკლოსპორინი და ოქროს პრეპარატები აძლიერებენ დიკლოფენაკის გავლენას თირკმელებში მიმდინარე პროსტაგლანდინების სინთეზზე, რაც ხელს უწყობს ნეფროტოქსიკური მოვლენების განვითარებას.
ეთანოლთან, კოლხიცინთან, კორტიკოტროპინთან და კრაზანასშემცველ პრეპარატებთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენების განვითარების რისკი.
ფოტოსენსიტიურობის გამომწვევი პრეპარატები აძლიერებენ დიკლოფენაკის ფოტოსენსიტიურ მოქმედებას.
მილაკოვანი სეკრეციის დამთრგუნველი პრეპარატები ზრდიან დიკლოფენაკის კონცენტრაციას პლაზმაში, რითაც აძლიერებენ მის ეფექტურობას და ტოქსიკურ რეაქციებს.
შენახვის პირობები
შენახვის ვადა:
5 წელი.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ნუსხა ბ.
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დოლარენი
500მგ+50მგ ტაბლეტი №10
რადოფენი
ტაბლეტი №10
ბუმანოლი
BUMANOL
10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და (75მგ + 2,63მგ)/3მლ 3მლ საინექციო ხსნარი (გამხსნელი) ამპულა №1
კლოდიფენი ნეირო
CLODIFEN NEURO
კაფსულა №30
ექსიტუმი B12 ამპ
3მლ ხსნარი 3 ამპულა №3 3 მლ
დიკლოზიდი
Dicloside
(75 + 4) მგ / 4 მლ, საინექციო ხსნარი N4 ამპულა
ოპებლოკი
3მლ ხსნარი 5 ხსნარი საინექციო №5
ოქსა B12
OXA® B12
(75მგ + 2მგ + 10მგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6
ბლოკიუმ B-12 ი/მ
(75მგ+2მგ+10მგ)/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 3მლ
ართოტეკი
Arthrotec
75 მგ/0.2 მგ ტაბლეტი N20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.