მონოგრაფია Nº 00760 ურეცეპტო
კლოდიფენი
CLODIFEN
1% 45გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
- მოქმედი ნივთიერება
- დიკლოფენაკი (Diclofenac)
- მწარმოებელი
- Slavia Pharm S.R.L, რუმინეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- World Medicine
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: დიკლოფენაკი. ჯერ ყველაზე იაფი.
ორტოფენი
25მგ ტაბლეტი №30
დიკლოფენაკი გელი
Diklofenak
- 1% 40გ გელი
ბოლტარინ პლუსი
50მგ ტაბლეტი №10
დიკლორონი
Dikloron
100მგ პროლონგირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №10
დიკლორონი
Dikloron
50მგ პროლონგირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №20
დიკლორონი
Dikloron
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №4
დოლარენი
25მგ 5 ამპულა №5
დიკლო-დენკი 100 რეტარდი
Diclo-Denk 100 Retard
100მგ ტაბლეტი #10
დიკლო-დენკი 50
Diclo-Denk 50
50მგ ტაბლეტი #20
ვურდონი
100მგ ტაბლეტი №10
დიკლაკი
150მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
დიკლაკი ID
Diclac® ID
150მგ ტაბლეტი №20
დიკლოფეროლი
DIKLOFEROL
50 მგ ტაბლეტი #20
დიკლოფენაკი ი/მ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10
დიკლოფენაკი
100მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
100მგ ტაბლეტი #20
ბლოკიუმ
1.16% გელი ტუბი №1 50გრ
დიკლორონი
1% გელი №1 50გრ
ვურდონი
50მგ სანთელი №10
ცინეპარ აქტივი
0.01 გელი 1 ტუბი №1
ფელორანი
1% გელი 1 ტუბი №1 60გ
კლოდიფენი
5% გელი ტუბი №1 45გრ
დიკლოფლექსი
5% გელი ტუბი №1 50გრ
კლოდიფენი
Clodifen
0,1% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
დიკლოფტილი
0.1% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
უნიკლოფენი 0,1%
Uniclophen 0,1%
0.1% თვალის წვეთები 5მლ ფლაკონი #1
ვურდონი
1% გელი ტუბი №1 25გრ
დიკლობერლი® N75
Dicloberl® N75
75მგ/3მლ 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
კლოდიფენი
Clodifen
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
დიკლოფეროლი
75მგ/3მლ 5 ამპულა №5
დიკლოფეროლი ენ-გეო ი/მ ი/ვ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
დინაპარი AQ ი/მ ი/ვ
75მგ/1მლ ხსნარი საინექციო №5 1მლ
ვურდონი
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
ნაკლოფენი
Naclofen
75მგ/3მლ ი.მ საინექციო ხსნარი 3მლ ამპულა №5
ვოლტარენი
50მგ ტაბლეტი №20
კლოდიფენი
Clodifen
100მგ რექტალური სუპოზიტორია №6
ნაკლოფენ დუო
Naklofen duo
75მგ პროლონგირებული მოქმედების კაფსულა №20
ფელორანი ფორტე
5% გელი ტუბი №1 120გრ
ვოლტარენი
0.01 გელი 1 ტუბი №1
ვოლტარენი რეტარდი
100მგ ტაბლეტი №30
ვოლტარენი
100მგ სანთელი რექტალური №10
ვოლტარენი ემულგელი
1% გელი ტუბი №1 20გრ
დიკლო-5
5% გელი ტუბი №1 45გრ
ორტოფენი
1% გელი ტუბი №1 40გრ
დიკლორონი
Dikloron
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
ვოლტარენი
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
დიკლაკი ID
Diclac® ID
75მგ ტაბლეტი №20
დიკლოფლექსი ი/ვ ი/მ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო, საინფუზიო ამპულა №10 3მლ
დიკლობერლი® რეტარდი
Dicloberl® retard
100მგ კაფსულა #20
დიკლაკი
5% გელი ტუბი №1 50გრ
ვოლტარინი(ბოლტარინი)
50მგ ტაბლეტი 100 კოლოფი №100
დიკლო-დენკი 100 რექტალი
Diclo-Denk 100 Rectal
100მგ რექტალური სუპოზიტორია №10
დიკლარენი
10მგ გელი 1 ტუბი №1
დოლოტრენი
100მგ სანთელი რექტალური №12
დიკლაკი
Diclac
50მგ ტაბლეტი #20
დიკლაკი
Diclac
დიკლაკი გელი
Diclac® Gel
5% 50გ გელი ტუბში
დიკლარენი
Diclaren
10მგ/გ 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
დიკლარენი
Diclaren
50მგ ტაბლეტი #20
დიკლარენი გელი
Diclaren
10მგ/გ 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
დიკლო-დენკი 75 ინექცია
Diclo-Denk 75 Injection
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
დიკლობათი
Diclobat
2.5% 3 მლ ამპულა №5
დიკლონატი® პ
DICLONAT® P
75 მგ/3მლ ამპულა #5
დიკლორონი
Dikloron
50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ლამინირებული ტუბი №1
დიკლორონი გელი
Dikloron Jel
5% 50გ გელი ტუბი №1
დიკლოფენაკ ნატრიუმი
Diclofenac sodium
75მგ/3მლ (25მგ/მლ) 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
დიკლოფენაკ ნატრიუმი
Diclofenac sodium
50მგ ტაბლეტი №1000
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
100მგ ტაბლეტი #20
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
50მგ ტაბლეტი #20
დიკლოფენაკი ამპულა
DICLOFENAC
25მგ/3მლ ამპულა #5
დიკლოფეროლი N
DIKLOFEROL N
75 მგ/3 მლ ამპულა #5
დიკლოფლექსი რეტარდი
DICLOFLEX RETARD
100მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი №28
ვოლტარენ® რაპიდი
VOLTAREN® RAPID
25მგ ტაბლეტი №30
კლოდიფენი
CLODIFEN
5% 45გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
ნაკლოფენი
NAKLOFEN
10მგ/1გრ 60გრ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
ნაკლოფენი
Naclofen
50მგ რექტალური სუპოზიტორია №10
ნაკლოფენი
Naclofen
50მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ნაკლოფენი
Naclofen
100მგ გახანგრძლივებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტი №20
ოლფენ გელი
Olfen gell
1% ადგილობრივი გამოყენების გელი 20გ ტუბში
ოლფენი 50
OLFEN-50
50მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი №20
ოლფენი 75
OLFEN 75
2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ოლფენი-100 SR დეპოკაფსულა
OLFEN -100 SR depocaps
გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა №20
ოლფენი-100 რეტროკაფსულა
OLFEN™ -100 Rectocaps
100მგ რექტალური კაფსულა #5
რაპტენ რაპიდი
RAPTEN RAPID
- 50მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10
უმერანი - 75
Umeran -75
75მგ/3მლ 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა № 5
ინსტრუქცია
შემადგენლობა
კლოდიფენი, გელი 1%:
გელის 100 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი 1,0 გ.
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი 980, პროპილენგლიკოლი, ტროლამინი, ეთანოლი 96%, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
კლოდიფენი, გელი 5%:
გელის 100 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი 5,0 გ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა, პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი: M02AA15
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოოქსიგენაზა-2-ის არასელექტიურ დათრგუნვასთან, არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დარღვევასა და ანთების კერაში პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირებასთან. კლოდიფენის გამოყენება ანთების დროს იწვევს ტკივილის სინდრომისა და ქსოვილების შეშუპების შემცირებას ან გაქრობას.
ფარმაკოკინეტიკა
კანიდან შეწოვილი დიკლოფენაკის რაოდენობა პროპორციულია ფართობისა, რომელზეც ის დაიტანება, ასევე დამოკიდებულია პრეპარატის ჯამურ დოზასა და კანის ჰიდრატაციის ხარისხზე. პრეპარატის რეკომენდებული წესით წასმისას აბსორბირდება დიკლოფენაკის არა უმეტეს 6%.
მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება ჰიდროქსილირების გზით, რამოდენიმე წარმოებულის წარმოქმნით, რომელთაგან ორი ფარმაკოლოგიურად აქტიურია, თუმცა გაცილებით ნაკლებად, ვიდრე დიკლოფენაკი. დიკლოფენაკი და მისი მეტაბოლიტები უმეტესწილად შარდთან ერთად გამოიყოფა. დიკლოფენაკის საერთო სისტემური კლირენსი სისხლის პლაზმაში საშუალოდ 263±56 მლ/წთ შეადგენს, ხოლო ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი – 1-3 სთ.
ჩვენებები
_ რბილი ქსოვილებისა და სახსრების პოსტტრავმული ანთება (დაჭიმვის, გადატვირთვისა და დაჟეჟილობის შედეგად);
_ რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებები (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, პერიარტიკულური ქსოვილების დაზიანებები და სხვა);
_ ტკივილის სინდრომი და შეშუპება, დაკავშირებული კუნთებისა და სახსრების დაავადებებთან (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, რადიკულიტები, ლუმბაგო, იშიასი და სხვა).
მიღების წესი და დოზირება
კლოდიფენის გელი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის. კლოდიფენის გელის კონცენტრაციის შერჩევა განისაზღვრება ანთებითი პროცესისა და ტკივილის სინდრომის გამოვლინების ხარისხით.
მოზრდილებში და 12 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში კლოდიფენის 1%-იან გელს იყენებენ 3-4-ჯერ დღე-ღამეში. გელის დაახლოებით 5-10 სმ-იანი ზოლი (2-4 გ) უნდა წაისვათ კანზე და მსუბუქად შეიზილოთ. გამოყენებული პრეპარატის რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული უბნის ზედაპირის სიდიდეზე.
მოზრდილებში და 12 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში კლოდიფენის 5%-იან გელს იყენებენ 2-3-ჯერ დღე-ღამეში. გამოყენებული პრეპარატის რაოდენობა – 2 გ-მდე (გელის 4 სმ-მდე სიგრძის ზოლი).
პრეპარატის გამოყენების შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებსა და თერაპიის ეფექტურობაზე. პრეპარატის ორკვირიანი გამოყენების შემდეგ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია თერაპიის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე. რბილი ქსოვილების დაზიანების ან რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადების დროს პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ ზედიზედ 14 დღეზე მეტ ხანს, ხოლო ართრიტით გამოწვეული ტკივილის შემთხვევაში – 21 დღეზე მეტ ხანს (თუ ექიმმა მკურნალობის სხვა სქემა არ დაგინიშნათ). თუ 7 დღის განმავლობაში არ აღინიშნა დადებითი კლინიკური დინამიკა ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
_ კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა;
_ ორსულობის III ტრიმესტრი;
_ 12 წლამდე ბავშვთა ასაკი;
_ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
კლოდიფენის გელი იშვიათად იწვევს გვერდით რეაქციებს. იშვიათად გელის დატანების ადგილზე ვითარდება სიწითლე, ქავილი ან წვის შეგრძნება. ცალკეულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ფოტოსენსიბილიზაცია.
ძალიან იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბრონქული ასთმა, ანგიონევროზული შეშუპება).
განსაკუთრებული მითითებები
კლოდიფენის გელი უნდა წაისვათ მხოლოდ დაუზიანებელ კანზე, ერიდეთ ღია ჭრილობებზე მოხვედრას. წასმის შემდეგ არ უნდა დაიდოთ ოკლუზიური ნახვევი. ერიდეთ პრეპარატის თვალში და ლორწოვან გარსებზე მოხვედრას.
კლოდიფენი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის პორფირიის (გამწვავების სტადიაში), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებების, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევების, გულის ქრონიკული უკმარისობის, ბრონქული ასთმის დროს.
ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
კლოდიფენი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ისეთი სახის სამუშაოს შესრულების უნარზე, რომელიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
ორსულობა და ლაქტაცია
კლოდიფენი უკუნაჩვენებია ორსულობის III ტრიმესტრში. მისი გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
დიკლოფენაკი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ურთიერთქმედების ალბათობა უმნიშვნელოა, ვინაიდან გარეგანი გამოყენებისას დიკლოფენაკის სისტემური აბსორბცია უკიდურესად დაბალია. კლოდიფენის გელმა შეიძლება გააძლიეროს ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი პრეპარატების მოქმედება. კლოდიფენის გელის გამოყენება არ შეიძლება ადგილობრივ კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან გარეგანი გამოყენებისას დიკლოფენაკის სისტემური აბსორბცია უკიდურესად დაბალია. შიგნით შემთხვევითი მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც დამახასიათებელია დიკლოფენაკის პერორალური ფორმებისთვის. სისტემური გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და ადსორბენტის მიღება. მკურნალობა სიმპტომურია.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
კლოდიფენი გელი 1%:
პრეპარატის 45 გ მოთავსებულია ალუმინის ტუბში.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 ალუმინის ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
კლოდიფენი გელი 5%:
პრეპარატის 45 გ მოთავსებულია ალუმინის ტუბში.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 ალუმინის ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი გამოშვების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
III ჯგუფი ურეცეპტოდ.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დოლარენი
500მგ+50მგ ტაბლეტი №10
რადოფენი
ტაბლეტი №10
ბუმანოლი
BUMANOL
10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და (75მგ + 2,63მგ)/3მლ 3მლ საინექციო ხსნარი (გამხსნელი) ამპულა №1
კლოდიფენი ნეირო
CLODIFEN NEURO
კაფსულა №30
ექსიტუმი B12 ამპ
3მლ ხსნარი 3 ამპულა №3 3 მლ
დიკლოზიდი
Dicloside
(75 + 4) მგ / 4 მლ, საინექციო ხსნარი N4 ამპულა
ოპებლოკი
3მლ ხსნარი 5 ხსნარი საინექციო №5
ოქსა B12
OXA® B12
(75მგ + 2მგ + 10მგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6
ბლოკიუმ B-12 ი/მ
(75მგ+2მგ+10მგ)/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 3მლ
ართოტეკი
Arthrotec
75 მგ/0.2 მგ ტაბლეტი N20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.