მონოგრაფია Nº 00944 Rx · რეცეპტით
დიკლობათი
Diclobat
2.5% 3 მლ ამპულა №5
- მოქმედი ნივთიერება
- დიკლოფენაკი (Diclofenac)
- მწარმოებელი
- ბიოპოლუსი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფენილძმარჟავას წარმოებულები
- იმპორტიორი საქართველოში
- ბიოპოლუსი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: დიკლოფენაკი. ჯერ ყველაზე იაფი.
ორტოფენი
25მგ ტაბლეტი №30
დიკლოფენაკი გელი
Diklofenak
- 1% 40გ გელი
ბოლტარინ პლუსი
50მგ ტაბლეტი №10
დიკლორონი
Dikloron
100მგ პროლონგირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №10
დიკლორონი
Dikloron
50მგ პროლონგირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №20
დიკლორონი
Dikloron
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №4
დოლარენი
25მგ 5 ამპულა №5
დიკლო-დენკი 100 რეტარდი
Diclo-Denk 100 Retard
100მგ ტაბლეტი #10
დიკლო-დენკი 50
Diclo-Denk 50
50მგ ტაბლეტი #20
ვურდონი
100მგ ტაბლეტი №10
დიკლაკი
150მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
დიკლაკი ID
Diclac® ID
150მგ ტაბლეტი №20
დიკლოფეროლი
DIKLOFEROL
50 მგ ტაბლეტი #20
დიკლოფენაკი ი/მ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10
დიკლოფენაკი
100მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
100მგ ტაბლეტი #20
ბლოკიუმ
1.16% გელი ტუბი №1 50გრ
დიკლორონი
1% გელი №1 50გრ
ვურდონი
50მგ სანთელი №10
ცინეპარ აქტივი
0.01 გელი 1 ტუბი №1
ფელორანი
1% გელი 1 ტუბი №1 60გ
კლოდიფენი
5% გელი ტუბი №1 45გრ
დიკლოფლექსი
5% გელი ტუბი №1 50გრ
კლოდიფენი
Clodifen
0,1% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
დიკლოფტილი
0.1% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
უნიკლოფენი 0,1%
Uniclophen 0,1%
0.1% თვალის წვეთები 5მლ ფლაკონი #1
ვურდონი
1% გელი ტუბი №1 25გრ
დიკლობერლი® N75
Dicloberl® N75
75მგ/3მლ 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
კლოდიფენი
Clodifen
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
დიკლოფეროლი
75მგ/3მლ 5 ამპულა №5
დიკლოფეროლი ენ-გეო ი/მ ი/ვ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
დინაპარი AQ ი/მ ი/ვ
75მგ/1მლ ხსნარი საინექციო №5 1მლ
ვურდონი
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
ნაკლოფენი
Naclofen
75მგ/3მლ ი.მ საინექციო ხსნარი 3მლ ამპულა №5
ვოლტარენი
50მგ ტაბლეტი №20
კლოდიფენი
Clodifen
100მგ რექტალური სუპოზიტორია №6
ნაკლოფენ დუო
Naklofen duo
75მგ პროლონგირებული მოქმედების კაფსულა №20
ფელორანი ფორტე
5% გელი ტუბი №1 120გრ
ვოლტარენი
0.01 გელი 1 ტუბი №1
ვოლტარენი რეტარდი
100მგ ტაბლეტი №30
ვოლტარენი
100მგ სანთელი რექტალური №10
ვოლტარენი ემულგელი
1% გელი ტუბი №1 20გრ
დიკლო-5
5% გელი ტუბი №1 45გრ
ორტოფენი
1% გელი ტუბი №1 40გრ
დიკლორონი
Dikloron
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
ვოლტარენი
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
დიკლაკი ID
Diclac® ID
75მგ ტაბლეტი №20
დიკლოფლექსი ი/ვ ი/მ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო, საინფუზიო ამპულა №10 3მლ
დიკლობერლი® რეტარდი
Dicloberl® retard
100მგ კაფსულა #20
დიკლაკი
5% გელი ტუბი №1 50გრ
ვოლტარინი(ბოლტარინი)
50მგ ტაბლეტი 100 კოლოფი №100
დიკლო-დენკი 100 რექტალი
Diclo-Denk 100 Rectal
100მგ რექტალური სუპოზიტორია №10
დიკლარენი
10მგ გელი 1 ტუბი №1
დოლოტრენი
100მგ სანთელი რექტალური №12
დიკლაკი
Diclac
50მგ ტაბლეტი #20
დიკლაკი
Diclac
დიკლაკი გელი
Diclac® Gel
5% 50გ გელი ტუბში
დიკლარენი
Diclaren
10მგ/გ 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
დიკლარენი
Diclaren
50მგ ტაბლეტი #20
დიკლარენი გელი
Diclaren
10მგ/გ 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
დიკლო-დენკი 75 ინექცია
Diclo-Denk 75 Injection
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
დიკლონატი® პ
DICLONAT® P
75 მგ/3მლ ამპულა #5
დიკლორონი
Dikloron
50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ლამინირებული ტუბი №1
დიკლორონი გელი
Dikloron Jel
5% 50გ გელი ტუბი №1
დიკლოფენაკ ნატრიუმი
Diclofenac sodium
75მგ/3მლ (25მგ/მლ) 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
დიკლოფენაკ ნატრიუმი
Diclofenac sodium
50მგ ტაბლეტი №1000
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
100მგ ტაბლეტი #20
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
50მგ ტაბლეტი #20
დიკლოფენაკი ამპულა
DICLOFENAC
25მგ/3მლ ამპულა #5
დიკლოფეროლი N
DIKLOFEROL N
75 მგ/3 მლ ამპულა #5
დიკლოფლექსი რეტარდი
DICLOFLEX RETARD
100მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი №28
ვოლტარენ® რაპიდი
VOLTAREN® RAPID
25მგ ტაბლეტი №30
კლოდიფენი
CLODIFEN
5% 45გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
კლოდიფენი
CLODIFEN
1% 45გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
ნაკლოფენი
NAKLOFEN
10მგ/1გრ 60გრ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
ნაკლოფენი
Naclofen
50მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ნაკლოფენი
Naclofen
100მგ გახანგრძლივებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტი №20
ნაკლოფენი
Naclofen
50მგ რექტალური სუპოზიტორია №10
ოლფენ გელი
Olfen gell
1% ადგილობრივი გამოყენების გელი 20გ ტუბში
ოლფენი 50
OLFEN-50
50მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი №20
ოლფენი 75
OLFEN 75
2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ოლფენი-100 SR დეპოკაფსულა
OLFEN -100 SR depocaps
გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა №20
ოლფენი-100 რეტროკაფსულა
OLFEN™ -100 Rectocaps
100მგ რექტალური კაფსულა #5
რაპტენ რაპიდი
RAPTEN RAPID
- 50მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10
უმერანი - 75
Umeran -75
75მგ/3მლ 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა № 5
ინსტრუქცია
შემადგენლობა
- 2,5% 3 მლ ამპულა №5
საინიექციო ხსნარი | 1 მლ | 1 ამპულა
დიკლოფენაკ ნატრიუმი | 25 მგ | 75 მგ
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მანიტოლი, ბენზილის სპირიტი, ნატრიუმის პიროსულფიტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინიექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიკლოფენაკ ნატრიუმი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა. იგი ფენილძმარმჟავას წარმოებულია. პრეპარატს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ზომიერად გამოხატული სიცხის დამწევი მოქმედება აქვს. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების უნარით.
რევმატული დაავადებების დროს პრეპარატი ამცირებს სახსრების ტკივილს მოსვენებულ მდგომარეობაში და მოძრაობისას, ასევე დილის შებოჭილობასა და შეშუპებას, ხელს უწყობს მოძრაობის მოცულობის გაზრდას. იგი ამცირებს ტრავმისა და ოპერაციის შემდგომ ტკივილებს; თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას; ხანგრძლივი გამოყენებისას ახდენს მადესენსიბილიზებელ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
ინტრამუსკულარული ინიექციის შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 75 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმის კუნთში შეყვანისას დაახლოებით 20 წთ-ში მიიღწევა და 2.5 მკგ/მლ-ს შეადგენს.
დიკლოფენაკის 99.7% უკავშირდება პლაზმის ცილებს (ძირითადად ალბუმინებს). მისი განაწილების მოცულობა (Vd) არის 0.12_0.17 ლ/კგ. პრეპარატი აღწევს სინოვიურ სითხეში, სადაც Cmax პლაზმასთან შედარებით 2_4 სთ-ით გვიან მიიღწევა და შენარჩუნებულია 12 სთ-ის განმავლობაში. სინოვიური სითხიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 3_6 სთ-ს შეადგენს.
მეტაბოლიზდება რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომელთაგან ორი მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიურია, მაგრამ ნაკლებად აქტიური, ვიდრე დიკლოფენაკი.
დიკლოფენაკის საერთო კლირენსია 263±56 მლ/წთ. T1/2 პლაზმიდან 1_2 სთ-ს შეადგენს. პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით: 60% _ მეტაბოლიტების სახით, 1%-ზე ნაკლები _ უცვლელი სახით. მისი დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა ნაღვლით, მეტაბოლიტების სახით. პრეპარატი არ კუმულირებს.
ჩვენებები
- მწვავე ან ქრონიკული რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, პოდაგრა;
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული დაავადებები (მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი);
- ტკივილი ხერხემლის არეში, ნევრალგია, მიალგია;
- რბილი ქსოვილების რევმატული დაზიანება;
- ოპერაციისა და ტრავმის შემდგომი ტკივილის სინდრომი და ანთებითი პროცესები; • პირველადი დისმენორეა, ადნექსიტი, პროქტიტი;
- თირკმლის ან ნაღვლის კოლიკა;
- შაკიკის შეტევა;
- LOR-ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (დამხმარე საშუალების სახით).
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი შეჰყავთ დუნდულოს კუნთში ღრმად, ზედა გარეთა კვადრანტში.
პრეპარატის ერთჯერადი სადღეღამისო დოზა შეადგენს 75 მგ-ს (1 ამპულა). მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 150 მგ (2 ამპულა), რომელიც ორ მიღებაზე იყოფა. ამ შემთხვევაში ინტერვალი ინიექციებს შორის რამდენიმე საათს უნდა შეადგენდეს და შემდეგი ინიექცია მეორე დუნდულოში უნდა გაკეთდეს.
მკურნალობის კურსია 1_5 დღე.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დისპეპსია, მეტეორიზმი, აბდომინალური ტკივილი, მელენა, სტომატიტი, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება; იშვიათად _ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და პერფორაცია, პანკრეატიტი, ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, აგზნებადობა, ძილის დარღვევა; იშვიათად _ პარესთეზიები, ტრემორი, კრუნჩხვები, მხედველობის დარღვევა.
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში _ პროტეინურია, ჰემატურია, ნეფროზული სინდრომი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად _ ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ გამონაყარი კანზე, ქავილი, ცალკეულ შემთხვევებში _ სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი.
ადგილობრივი რეაქციები: წვის შეგრძნება შეყვანის ადგილას.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- სისხლმბადი სისტემის უცნობი ეტიოლოგიის ფუნქციის დარღვევა;
- გულის მძიმე უკმარისობა;
- ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა;
- 16 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობა და ლაქტაცია
დიკლოფენაკ ნატრიუმის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში უკუნაჩვენებია.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრებსა და ძუძუთი კვების პერიოდში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ან ახალშობილზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
დიკლოფენაკ ნატრიუმი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ან/და თირკმლის დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების (მათ შორის, ანამნეზში), დისპეფსიური მოვლენების, ბრონქული ასთმის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების, პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი.
მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
დიკლოფენაკ ნატრიუმმა შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, რის გამოც პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში პოტენციურად საშიში ქმედებების შესრულებისას, რომლებიც ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, აგზნებადობა, გულისრევა, ღებინება, აბდომინური ტკივილი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, იშვიათად _ დიარეა, დეზორიენტაცია, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები, ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
მკურნალობა: შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
დიკლოფენაკ ნატრიუმისა და დიგოქსინის, ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის შრატში დიგოქსინისა და ლითიუმის კონცენტრაციის მომატება.
დიკლოფენაკ ნატრიუმმა შეიძლება შეასუსტოს დიურეზულებისა და ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედება.
დიკლოფენაკ ნატრიუმისა და კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ჰიპერკალემია გამოიწვიოს.
დიკლოფენაკ ნატრიუმის გამოყენებამ მეთოტრექსატის მიღებამდე 24 სთ-ით ადრე ან მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში მეთოტრექსატის კონცენტრაციის მომატება, რაც ზრდის მის ტოქსიკურ მოქმედებას.
ერთდროული გამოყენებისას აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს დიკლოფენაკის კონცენტრაციას სისხლის შრატში.
ნატრიუმის დიკლოფენაკმა შეიძლება გამოიწვიოს ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
დიკლოფენაკ ნატრიუმისა და დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ან ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სისხლში გლუკოზის შემცველობისა და სისხლის შედედების რეგულარული კონტროლი.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 15°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
№R-004134
13.12.2010 - 13.12.2015
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დოლარენი
500მგ+50მგ ტაბლეტი №10
რადოფენი
ტაბლეტი №10
ბუმანოლი
BUMANOL
10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და (75მგ + 2,63მგ)/3მლ 3მლ საინექციო ხსნარი (გამხსნელი) ამპულა №1
კლოდიფენი ნეირო
CLODIFEN NEURO
კაფსულა №30
ექსიტუმი B12 ამპ
3მლ ხსნარი 3 ამპულა №3 3 მლ
დიკლოზიდი
Dicloside
(75 + 4) მგ / 4 მლ, საინექციო ხსნარი N4 ამპულა
ოპებლოკი
3მლ ხსნარი 5 ხსნარი საინექციო №5
ოქსა B12
OXA® B12
(75მგ + 2მგ + 10მგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6
ბლოკიუმ B-12 ი/მ
(75მგ+2მგ+10მგ)/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 3მლ
ართოტეკი
Arthrotec
75 მგ/0.2 მგ ტაბლეტი N20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.