მონოგრაფია Nº 00951 ურეცეპტო
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
100მგ ტაბლეტი #20
- მოქმედი ნივთიერება
- დიკლოფენაკი (Diclofenac)
- მწარმოებელი
- ევრომედიკალი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფენილძმარჟავას წარმოებულები
- იმპორტიორი საქართველოში
- ევრომედიკალი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: დიკლოფენაკი. ჯერ ყველაზე იაფი.
ორტოფენი
25მგ ტაბლეტი №30
დიკლოფენაკი გელი
Diklofenak
- 1% 40გ გელი
ბოლტარინ პლუსი
50მგ ტაბლეტი №10
დიკლორონი
Dikloron
100მგ პროლონგირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №10
დიკლორონი
Dikloron
50მგ პროლონგირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №20
დიკლორონი
Dikloron
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №4
დოლარენი
25მგ 5 ამპულა №5
დიკლო-დენკი 100 რეტარდი
Diclo-Denk 100 Retard
100მგ ტაბლეტი #10
დიკლო-დენკი 50
Diclo-Denk 50
50მგ ტაბლეტი #20
ვურდონი
100მგ ტაბლეტი №10
დიკლაკი
150მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
დიკლაკი ID
Diclac® ID
150მგ ტაბლეტი №20
დიკლოფეროლი
DIKLOFEROL
50 მგ ტაბლეტი #20
დიკლოფენაკი ი/მ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10
დიკლოფენაკი
100მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
100მგ ტაბლეტი #20
ბლოკიუმ
1.16% გელი ტუბი №1 50გრ
დიკლორონი
1% გელი №1 50გრ
ვურდონი
50მგ სანთელი №10
ცინეპარ აქტივი
0.01 გელი 1 ტუბი №1
ფელორანი
1% გელი 1 ტუბი №1 60გ
კლოდიფენი
5% გელი ტუბი №1 45გრ
დიკლოფლექსი
5% გელი ტუბი №1 50გრ
კლოდიფენი
Clodifen
0,1% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
დიკლოფტილი
0.1% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
უნიკლოფენი 0,1%
Uniclophen 0,1%
0.1% თვალის წვეთები 5მლ ფლაკონი #1
ვურდონი
1% გელი ტუბი №1 25გრ
დიკლობერლი® N75
Dicloberl® N75
75მგ/3მლ 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
კლოდიფენი
Clodifen
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
დიკლოფეროლი
75მგ/3მლ 5 ამპულა №5
დიკლოფეროლი ენ-გეო ი/მ ი/ვ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
დინაპარი AQ ი/მ ი/ვ
75მგ/1მლ ხსნარი საინექციო №5 1მლ
ვურდონი
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
ნაკლოფენი
Naclofen
75მგ/3მლ ი.მ საინექციო ხსნარი 3მლ ამპულა №5
ვოლტარენი
50მგ ტაბლეტი №20
კლოდიფენი
Clodifen
100მგ რექტალური სუპოზიტორია №6
ნაკლოფენ დუო
Naklofen duo
75მგ პროლონგირებული მოქმედების კაფსულა №20
ფელორანი ფორტე
5% გელი ტუბი №1 120გრ
ვოლტარენი
0.01 გელი 1 ტუბი №1
ვოლტარენი რეტარდი
100მგ ტაბლეტი №30
ვოლტარენი
100მგ სანთელი რექტალური №10
ვოლტარენი ემულგელი
1% გელი ტუბი №1 20გრ
დიკლო-5
5% გელი ტუბი №1 45გრ
ორტოფენი
1% გელი ტუბი №1 40გრ
დიკლორონი
Dikloron
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
ვოლტარენი
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
დიკლაკი ID
Diclac® ID
75მგ ტაბლეტი №20
დიკლოფლექსი ი/ვ ი/მ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო, საინფუზიო ამპულა №10 3მლ
დიკლობერლი® რეტარდი
Dicloberl® retard
100მგ კაფსულა #20
დიკლაკი
5% გელი ტუბი №1 50გრ
ვოლტარინი(ბოლტარინი)
50მგ ტაბლეტი 100 კოლოფი №100
დიკლო-დენკი 100 რექტალი
Diclo-Denk 100 Rectal
100მგ რექტალური სუპოზიტორია №10
დიკლარენი
10მგ გელი 1 ტუბი №1
დოლოტრენი
100მგ სანთელი რექტალური №12
დიკლაკი
Diclac
50მგ ტაბლეტი #20
დიკლაკი
Diclac
დიკლაკი გელი
Diclac® Gel
5% 50გ გელი ტუბში
დიკლარენი
Diclaren
10მგ/გ 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
დიკლარენი
Diclaren
50მგ ტაბლეტი #20
დიკლარენი გელი
Diclaren
10მგ/გ 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
დიკლო-დენკი 75 ინექცია
Diclo-Denk 75 Injection
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
დიკლობათი
Diclobat
2.5% 3 მლ ამპულა №5
დიკლონატი® პ
DICLONAT® P
75 მგ/3მლ ამპულა #5
დიკლორონი
Dikloron
50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ლამინირებული ტუბი №1
დიკლორონი გელი
Dikloron Jel
5% 50გ გელი ტუბი №1
დიკლოფენაკ ნატრიუმი
Diclofenac sodium
75მგ/3მლ (25მგ/მლ) 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
დიკლოფენაკ ნატრიუმი
Diclofenac sodium
50მგ ტაბლეტი №1000
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
50მგ ტაბლეტი #20
დიკლოფენაკი ამპულა
DICLOFENAC
25მგ/3მლ ამპულა #5
დიკლოფეროლი N
DIKLOFEROL N
75 მგ/3 მლ ამპულა #5
დიკლოფლექსი რეტარდი
DICLOFLEX RETARD
100მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი №28
ვოლტარენ® რაპიდი
VOLTAREN® RAPID
25მგ ტაბლეტი №30
კლოდიფენი
CLODIFEN
5% 45გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
კლოდიფენი
CLODIFEN
1% 45გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
ნაკლოფენი
NAKLOFEN
10მგ/1გრ 60გრ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
ნაკლოფენი
Naclofen
50მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ნაკლოფენი
Naclofen
100მგ გახანგრძლივებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტი №20
ნაკლოფენი
Naclofen
50მგ რექტალური სუპოზიტორია №10
ოლფენ გელი
Olfen gell
1% ადგილობრივი გამოყენების გელი 20გ ტუბში
ოლფენი 50
OLFEN-50
50მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი №20
ოლფენი 75
OLFEN 75
2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ოლფენი-100 SR დეპოკაფსულა
OLFEN -100 SR depocaps
გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა №20
ოლფენი-100 რეტროკაფსულა
OLFEN™ -100 Rectocaps
100მგ რექტალური კაფსულა #5
რაპტენ რაპიდი
RAPTEN RAPID
- 50მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10
უმერანი - 75
Umeran -75
75მგ/3მლ 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა № 5
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:^ნატრიუმის დიკლოფენაკი – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მეტოცელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი (აეროსილი), მაგნიუმის სტეარატი, გარსი - Insta Moistshield.
აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამობურცული ტაბლეტი, დაფარული ყვითელი ფერის გარსით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნატრიუმის დიკლოფენაკი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებით.
არა არჩევითად ახდენს 1 და 2 ტიპის ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებას, არღვევს არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმს, ამცირებს პროსტაგლანდინების რაოდენობას ანთების კერაში. რევმატოიდული დაავადებების დროს ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედების შედეგად დიკლოფენაკი მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილს, დილის შებოჭილობას, სასხრების შეშუპებას, რაც აუმჯობესებს სახსრების ფუნქციონალურ მდგომარეობას. ტრავმის და ოპერაციის შემდგომ პერიოდში დიკლოფენაკი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და ანთებით შეშუპებას.
ფარმაკოკინეტიკა
დიკლოფენაკი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება, საკვების მიღება ანელებს შეწოვის სიჩქარეს 1-2 სთ-ით და 2-ჯერ ამცირებს მის მაქსიმალურ კონცენტრაციას. საკვებთან ერთად მიღებისას დიკლოფენაკის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა საშუალოდ 5-6 სთ-ში. დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკის ცვლილებები მრავალჯერადი შეყვანის ფონზე არ აღინიშნება, ორგანიზმში არ კუმულირდება. ბიოშეღწევადობა შეადგენს – 50%, პლაზმის ცილებთან კავშირი – 99% (უპირატესად ალბუმინებთან). აღწევს სინოვიალურ სითხეში. დიკლოფენაკის მაქსიმალური კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში ფიქსირდება 2-4 სთ-ით უფრო გვიან, ვიდრე პლაზმაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი სინოვიალურ სითხიდან შეადგენს 3-6 სთ-ს (აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში პრეპარატის შეყვანიდან 4-6 სთ-ის შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში და მომატებული რჩება კიდევ 12 სთ-ს განმავლობაში). პრეპარატის კლინიკური ეფექტურობის კავშირი მის კონცენტრაციასთან სინოვიალურ სითხეში საბოლოოდ დადგენილი არ არის.
ავადმყოფებში გამოხატული თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი არა ნაკლები 10 მლ/წთ) მატულობს მეტაბოლიტების გამოყოფა ნაღველთან ერთად. ამ დროს მათი კონცენტრაცია სისხლში არ აღინიშნება. პაციენტებში ქრონიკული ჰეპატიტით ან ღვიძლის კომპენსირებული ციროზით დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.
დიკლოფენაკი არ აღწევს დედის რძეში.
ჩვენებები
საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი, პოდაგრული ართრიტი, რბილი ქსოვილების რევმატოიდული დაზიანებები, პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი, მათ შორის რადიკულური სინდრომი, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი). სუსტად და საშუალოდ გამოხატული ტკივილის სინდრომი: ნევრალგია, მიალგია, ლუმბო-იშალგია, პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, თავის ტკივილი, შაკიკი, ალგოდისმენორეა, ადნექსიტი, პროქტიტი, კბილის ტკივილი. კომპლექსურ თერაპიაში ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, გამოხატული ტკივილის სინდრომით, (ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი).
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით, როგორც წესი ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: 1%-ზე ხშირად - აბდომინალური ტკივილი, მუცლის შებერილობის შეგრძნება, დიარეა, ღებინება, ფაღარათი, მეტეორიზმი, პეპტიური წყლული (შესაძლებელი გართულებები - სისხლდენა, პერფორაცია), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; 1%-ზე იშვიათად - ღებინება, სიყვითლე, მელენა, სისხლი განავალში, საყლაპავის დაზიანება, აფტოზური სტომატიტი, პირის და ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ჰეპატიტი (შესაძლებელია ფულმინანტური მიმდინარეობა), ღვიძლის ნეკროზი, ციროზი, ჰეპატორენალური სინდრომი, მადის შეცვლა, პანკრეატიტი, ქოლეცისტოპანკრეატიტი, კოლიტი.
ნერვული სისტემა: 1%-ზე ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; 1%-ზე იშვიათად – ძილის დარღვევა, ძილიანობა, დეპრესია, გაღიზიანება, ასეპტიური მენინგიტი, კრუნჩხვები, სისუსტე, დეზორიენტაცია, კოშმარული სიზმრები, შიშის შეგრძნება.
გრძნობათა ორგანოები: 1%-ზე ხშირად – ხმაური ყურებში; 1%-ზე იშვიათად – არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია, Gგემოს დარღვევა, სმენის დაქვეითება შექცევადი და შეუქცევადი, სკოტომა.
კანის მხრივ: 1%-ზე ხშირად – ქავილი, გამონაყარი; 1%-ზე იშვიათად – ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ეგზემა, ტოქსიური დერმატიტი, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა, მათ შორის სტივენ-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მომატებული ფოტომგრძნობელობა, წერტილოვანი სისხლჩაქცევები.
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: 1%-ზე ხშირად – სითხის შეკავება, 1%-ზე იშვიათად – ნეფროზული სინდრომი, პროტეინურია, ოლიგურია, ჰემატურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, აზოტემია.
სისხლის წარმოქმნის და იმუნური სისტემის მხრივ: 1%-ზე იშვიათად – ანემია (მათ შორის ჰემოლიზური და აპლასტიური ანემია), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენიური პურპურა.
სასუნთქი სისტემა: 1%-ზე იშვიათად – ხველა, ბრონქოსპაზმი, ხახის შეშუპება, პნევმონიტი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: 1%-ზე იშვიათად – არტერიული წნევის მომატება, შეგუბებითი გულის უკმარისობა, ექსტრასისტოლია, ტკივილი გულმკერდის არეში.
ალერგიული რეაქციები: 1%-ზე იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (ჩვეულებრივ ვითარდება სწრაფად), ტუჩების და ენის შეშუპება, ალერგიული ვასკულიტი.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ასევე სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (გართულების ფაზაში), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, “ასპირინული” ასთმა, სისხლის წარმოქმნის პროცესის დარღვევა, ჰემოსტაზი (მ.შ ჰემოფილია), ორსულობა, 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილით ინიშნება შემდეგი დაავადებების დროს: ანემია, ბრონქული ასთმა, შეგუბებითი გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპებითი სინდრომი, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, ნაწლავების ანთებითი დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები გართულებების გარეშე, შაქრიანი დიაბეტი, ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობები, ხანდაზმული ასაკი, დივერტიკულიტი, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები.
ორსულობა და ლაქტაცია
დიკლოფენაკის გამოყენება ორსულობისა (განსაკუთრებით ორსულობის III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების, განავალში სისხლის არსებობის რეგულარული კონტროლი.
პაციენტებმა, პრეპარატის მიღების პერიოდში, თავი უნდა შეიკავონ იმ სახის მოქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქიკურ და მოძრაობით რეაქციებს, ალკოჰოლის მიღებისაგან.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, გონების დაბინდვა, ბავშვებში – მიოკლონური კრუნჩხვა, გულისრევა, აბდომინალური ტკივილი, სისხლდენა, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის შეყვანა, სიმპტომური თერაპია, ფორსირებული დიურეზი. ჰემოდიალიზი მცირედ ეფექტურია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ზრდის დიგოქსინის, მეტოტრექსატის, ლითიუმისა და ციკლოსპორინის პრეპარატების კონცენტრაციას პლაზმაში. ამცირებს დიურეზული საშუალებების ეფექტს, კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებების მიღების ფონზე მატულობს ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი; ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური საშუალებების ფონზე – სისხლდენის რისკი (უფრო ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან). ზრდის სხვა აასპ-ს და გლუკოკორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობას (სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), მეტოტრექსატის ტოქსიურობას და ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობას. აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს დიკლოფენაკის კონცენტრაციას სისხლში. პარაცეტამოლთან ერთდროული გამოყენება აძლიერებს დიკლოფენაკის ნეფროტოქსიურ ეფექტს.
ამცირებს ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტს. ცეფამანდოლი, ცეფოპერაზონი, ცეფოტეტანი, ვალპროის მჟავა და პლიკამიცინი ზრდის ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების რისკს. ციკლოსპორინი და ოქროს შემცველი პრეპარატები ზრდიან დიკლოფენაკის ზემოქმედებას პროსტაგლანდინების სინთეზზე თირკმელებში, რაც იწვევს ნეფროტოქსიურობის მომატებას. ეთანოლთან, კოლხიცინთან, კორტიკოტროპინთან ზრდის სისხლდენის განვითარების საშიშროებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. დიკლოფენაკი აძლიერებს პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც იწვევენ ფოტოსენსიბილიზაციას. პრეპარატები, რომლებიც იწვევენ თირკმლის მილაკების სეკრეციის ბლოკირებას, ზრდიან დიკლოფენაკის კონცენტრაციას პლაზმაში, შედეგად მატულობს მისი ტოქსიკურობა.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტესი 25oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. დაუშვებელია შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დოლარენი
500მგ+50მგ ტაბლეტი №10
რადოფენი
ტაბლეტი №10
ბუმანოლი
BUMANOL
10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და (75მგ + 2,63მგ)/3მლ 3მლ საინექციო ხსნარი (გამხსნელი) ამპულა №1
კლოდიფენი ნეირო
CLODIFEN NEURO
კაფსულა №30
ექსიტუმი B12 ამპ
3მლ ხსნარი 3 ამპულა №3 3 მლ
დიკლოზიდი
Dicloside
(75 + 4) მგ / 4 მლ, საინექციო ხსნარი N4 ამპულა
ოპებლოკი
3მლ ხსნარი 5 ხსნარი საინექციო №5
ოქსა B12
OXA® B12
(75მგ + 2მგ + 10მგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6
ბლოკიუმ B-12 ი/მ
(75მგ+2მგ+10მგ)/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 3მლ
ართოტეკი
Arthrotec
75 მგ/0.2 მგ ტაბლეტი N20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.