მონოგრაფია Nº 00934 ურეცეპტო
დიკლაკი
Diclac
50მგ ტაბლეტი #20
- მოქმედი ნივთიერება
- დიკლოფენაკი (Diclofenac)
- მწარმოებელი
- Salutas Pharma GmbH, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფენილძმარჟავას წარმოებულები
- იმპორტიორი საქართველოში
- სანდოზი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: დიკლოფენაკი. ჯერ ყველაზე იაფი.
ორტოფენი
25მგ ტაბლეტი №30
დიკლოფენაკი გელი
Diklofenak
- 1% 40გ გელი
ბოლტარინ პლუსი
50მგ ტაბლეტი №10
დიკლორონი
Dikloron
100მგ პროლონგირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №10
დიკლორონი
Dikloron
50მგ პროლონგირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №20
დიკლორონი
Dikloron
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №4
დოლარენი
25მგ 5 ამპულა №5
დიკლო-დენკი 100 რეტარდი
Diclo-Denk 100 Retard
100მგ ტაბლეტი #10
დიკლო-დენკი 50
Diclo-Denk 50
50მგ ტაბლეტი #20
ვურდონი
100მგ ტაბლეტი №10
დიკლაკი
150მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
დიკლაკი ID
Diclac® ID
150მგ ტაბლეტი №20
დიკლოფეროლი
DIKLOFEROL
50 მგ ტაბლეტი #20
დიკლოფენაკი ი/მ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10
დიკლოფენაკი
100მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
100მგ ტაბლეტი #20
ბლოკიუმ
1.16% გელი ტუბი №1 50გრ
დიკლორონი
1% გელი №1 50გრ
ვურდონი
50მგ სანთელი №10
ცინეპარ აქტივი
0.01 გელი 1 ტუბი №1
ფელორანი
1% გელი 1 ტუბი №1 60გ
კლოდიფენი
5% გელი ტუბი №1 45გრ
დიკლოფლექსი
5% გელი ტუბი №1 50გრ
კლოდიფენი
Clodifen
0,1% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
დიკლოფტილი
0.1% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
უნიკლოფენი 0,1%
Uniclophen 0,1%
0.1% თვალის წვეთები 5მლ ფლაკონი #1
ვურდონი
1% გელი ტუბი №1 25გრ
დიკლობერლი® N75
Dicloberl® N75
75მგ/3მლ 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
კლოდიფენი
Clodifen
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
დიკლოფეროლი
75მგ/3მლ 5 ამპულა №5
დიკლოფეროლი ენ-გეო ი/მ ი/ვ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
დინაპარი AQ ი/მ ი/ვ
75მგ/1მლ ხსნარი საინექციო №5 1მლ
ვურდონი
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
ნაკლოფენი
Naclofen
75მგ/3მლ ი.მ საინექციო ხსნარი 3მლ ამპულა №5
ვოლტარენი
50მგ ტაბლეტი №20
კლოდიფენი
Clodifen
100მგ რექტალური სუპოზიტორია №6
ნაკლოფენ დუო
Naklofen duo
75მგ პროლონგირებული მოქმედების კაფსულა №20
ფელორანი ფორტე
5% გელი ტუბი №1 120გრ
ვოლტარენი
0.01 გელი 1 ტუბი №1
ვოლტარენი რეტარდი
100მგ ტაბლეტი №30
ვოლტარენი
100მგ სანთელი რექტალური №10
ვოლტარენი ემულგელი
1% გელი ტუბი №1 20გრ
დიკლო-5
5% გელი ტუბი №1 45გრ
ორტოფენი
1% გელი ტუბი №1 40გრ
დიკლორონი
Dikloron
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
ვოლტარენი
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
დიკლაკი ID
Diclac® ID
75მგ ტაბლეტი №20
დიკლოფლექსი ი/ვ ი/მ
75მგ/3მლ ხსნარი საინექციო, საინფუზიო ამპულა №10 3მლ
დიკლობერლი® რეტარდი
Dicloberl® retard
100მგ კაფსულა #20
დიკლაკი
5% გელი ტუბი №1 50გრ
ვოლტარინი(ბოლტარინი)
50მგ ტაბლეტი 100 კოლოფი №100
დიკლო-დენკი 100 რექტალი
Diclo-Denk 100 Rectal
100მგ რექტალური სუპოზიტორია №10
დიკლარენი
10მგ გელი 1 ტუბი №1
დოლოტრენი
100მგ სანთელი რექტალური №12
დიკლაკი
Diclac
დიკლაკი გელი
Diclac® Gel
5% 50გ გელი ტუბში
დიკლარენი
Diclaren
10მგ/გ 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
დიკლარენი
Diclaren
50მგ ტაბლეტი #20
დიკლარენი გელი
Diclaren
10მგ/გ 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
დიკლო-დენკი 75 ინექცია
Diclo-Denk 75 Injection
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
დიკლობათი
Diclobat
2.5% 3 მლ ამპულა №5
დიკლონატი® პ
DICLONAT® P
75 მგ/3მლ ამპულა #5
დიკლორონი
Dikloron
50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ლამინირებული ტუბი №1
დიკლორონი გელი
Dikloron Jel
5% 50გ გელი ტუბი №1
დიკლოფენაკ ნატრიუმი
Diclofenac sodium
75მგ/3მლ (25მგ/მლ) 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
დიკლოფენაკ ნატრიუმი
Diclofenac sodium
50მგ ტაბლეტი №1000
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
100მგ ტაბლეტი #20
დიკლოფენაკი
DICLOFENAC
50მგ ტაბლეტი #20
დიკლოფენაკი ამპულა
DICLOFENAC
25მგ/3მლ ამპულა #5
დიკლოფეროლი N
DIKLOFEROL N
75 მგ/3 მლ ამპულა #5
დიკლოფლექსი რეტარდი
DICLOFLEX RETARD
100მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი №28
ვოლტარენ® რაპიდი
VOLTAREN® RAPID
25მგ ტაბლეტი №30
კლოდიფენი
CLODIFEN
5% 45გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
კლოდიფენი
CLODIFEN
1% 45გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
ნაკლოფენი
NAKLOFEN
10მგ/1გრ 60გრ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
ნაკლოფენი
Naclofen
50მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ნაკლოფენი
Naclofen
100მგ გახანგრძლივებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტი №20
ნაკლოფენი
Naclofen
50მგ რექტალური სუპოზიტორია №10
ოლფენ გელი
Olfen gell
1% ადგილობრივი გამოყენების გელი 20გ ტუბში
ოლფენი 50
OLFEN-50
50მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი №20
ოლფენი 75
OLFEN 75
2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ოლფენი-100 SR დეპოკაფსულა
OLFEN -100 SR depocaps
გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა №20
ოლფენი-100 რეტროკაფსულა
OLFEN™ -100 Rectocaps
100მგ რექტალური კაფსულა #5
რაპტენ რაპიდი
RAPTEN RAPID
- 50მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10
უმერანი - 75
Umeran -75
75მგ/3მლ 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა № 5
ინსტრუქცია
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკ ნატრიუმი.
ნაწლავში ხსნადი ერთი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს.
დამხმარე ნივთიერებები: მონოჰიდრატის ლაქტოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის ოქსიდი კოლოიდური, ეუდრაჟიტი® L 30 D, ტრიეთილციტრატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, ძმარმჟავის ჯგუფის წარმოებულების და მონათესავე ნაერთები.
АТХ კოდი: M01AB05.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიკლაკი® 50 - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია (აასპ) გამოხატული რევმატიზმის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, მაანალგეზირებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით, რომელიც განპირობებულია პროსტაგლანდიდების სინთეზის დათრგუნვით. იგი ამცირებს ტკივილს, ანთებით განპირობებულ შეშუპებას და ციებ-ცხელებას, ასევე თრგუნავს თრომბოციტების ადფ- და კოლაგენ-ინდუცირებულ აგრეგაციას.
ფარმაკოკინეტიკა
სისხლის პლაზმაში მაქსიმალური დონის მიღწევის სიჩქარე დამოკიდებულია კუჭში პასაჟის სიჩქარეზე და მერყეობს 1-დან 16 საათამდე, საშუალოდ შეადგენს 2-3 საათს. პერორალური მიღებისას დიკლოფენაკი მნიშვნელოვანწილად ექვემდებარება ღვიძლში „პირველადი გავლის“ ეფექტს. შეწოვილი მოქმედი ნივთიერების მხოლოდ 35-70% უცვლელი სახით მიეწოდება სისტემურ ცირკულაციას. მოქმედი ნივთიერების დაახლოებით 30% გამოიყობა განავალში და მოქმედი ნივთიერების დაახლოებით 70% გამოიდევნება თირკმელების მიერ ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტების სახით. ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონალური მდგომარეობის მიუხედავად, ნახევრად გამოდევნის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 99% შეადგენს.
ჩვენებები
სახსრებისა და ხერხემლის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება), ოსთეოართროზი, სპონდილოართროზი; სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებები; ნიკრისის ქარის მწვავე ართრიტი; ტრავმისშემდგომი ან ოპერაციის შემდგომი ტკივილი ან ანთებები; არარევმატიული ანთებითი მდგომარეოობების სიმპტომატური მკურნალობა, რომლებსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი (პირველადი დისმენოორეა, ადნექსიტი).
უკუჩვენებები
- ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
- კუჭ-ნაწლავის ან კუჭის წყლული აქტიურ ფაზაში, კუჭის ან ნაწლავების სისხლდენა ან პერფორაცია;
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
- მწვავე ღვიძლის უკმარისობა;
- მწვავე თირკმლის უკმარისობა;
- მწვავე გულის უკმარისობა;
- ასთმის, ჭინჭრის ციების შეტევები ან მწვავე რინიტი, რომლებიც გამოწვეულია აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული პრეპარატების (აასპ) გამოყენებით.
საბავშვო და მოზარდობის ასაკი.
მოქმედი ნივთიერების შემცველობის გამო, პრეპარატი დიკლაკი 50 გამოსადეგი არ არის ბავშვების და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.
განსაკუთრებული მითითებები
ზეგავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (კნტ)
იყო შეტყობინებები სისხლდენების, წყლულების და გარღვევის შესახებ კნტ-ში, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, თერაპიის ნებისმიერ სტადიაზე, წინმსწრები სიმპტომების ან კნტ-ის მძიმე დაავადებების როგორც არსებობისას, ისე არარსებობისას ანამნეზში, უფრო სერიოზული შედეგებით ხანდაზმულ პაციენტებში. კუჭ-ნაწლავური სისხლდენების ან წყლულების წარმოქმნისას პრეპარატს ხსნიან.
დიკლაკის დანიშვნისას პაციენტებში სიმპტომებით, რომლებიც დამახასიათებელია დარღვევებისთვის კნტ-ის მხრიდან, და პაციენტებში ანამნეზში დარეგისტრირებული წყლულებით, სისხლდენებით და კუჭის ან ნაწლავების გარღვევით აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და საგულდაგულო სამედიცინო მეთვალყურეობა. კუჭ-ნაწლავური სისხლდენის რისკი იზრდება აასპ-ს დოზის მომატებისას, პაციენტებში ანამნეზში დარეგისტრირებული წულულით, განსაკუთრებით თუ ის გართულებულია სისხლდენით ან გარღვევით, და ხანდაზმულ პირებში. კნტ-ზე ტოქსიკური ზეგავლენის რისკის შესამცირებლად ასეთ პაციენტებში მკურნალობას იწყებენ და ინარჩუნებენ მინიმალური ეფექტური დოზით.
მოცემულ პაციენტებს, ასევე პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იღებს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების შემცველ პრეპარატებს, ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდის გართულებების განვითარების რისკს კნტ-ის მხრიდან, ესაჭიროებათ კომბინირებული თერაპია სხვა პრეპარატებთან, რომლებიც იცავს კუჭის ლორწოვანს (მაგ., მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები).
მუცლის არეში უჩვეულო სიმპტომების (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენის) შესახებ აუცილებელია აცნობოთ ექიმს, ეს განსაკუთრებით ეხება ხანდაზმულ ადამიანებს. პრეპარატების ერთდროული მიღებისას, რომლებიც ზრდის წყლულების და სისხლდენების განვითარების რისკს (სისტემური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, თრომბოციტების ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების აგრეგაციის ინჰიბიტორები), რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა (იხ. „ურთიერთქმედება სამკურნალწამლო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
ვინაიდან პაციენტების მდგომარეობა წყლულოვანი კოლიტით ან კრონის დაავადებით შეიძლება გაუარესდეს, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და საგულდაგულო სამედიცინო მეთვალყურეობა.
ზეგავლენა გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე
აასპ-ს მიღება, დიკლოფენაკის ჩათვლით, განსაკუთრებით მაღალ დოზებში და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება უკავშირდებოდეს სერიოზული გულ-სისხლძარღვოვანი თრომბოზული მოვლენების (მათ შორის, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი) განვითარების რისკის უმნიშვნელო მომატებას (ასევე იხ. „დოზები და გამოყენების წესი“). პაციენტებმა დადგენილი გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებით ან მისი განვითარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებით (ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევისას) უნდა აცნობონ ექიმს ამ მდგომარეობების არსებობის შესახებ დიკლოფენაკის მიღების ან გამოყენების დაწყებამდე.
იმასთან დაკავშირებით, რომ რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის იზრდება დოზის მომატებასთან და ექსპოზიციის ხანგრძლივობასთან ერთად, აუცილებელია გამოიყენოთ ყველაზე დაბალი ეფექტური სადღეღამისო დოზა მაქსიმალურად ხანმოკლე დროის განმავლობაში. სიმპტომატური მკურნალობის საჭიროება და თერაპიაზე პასუხი აუცილებლად უნდა პერიოდულად გადახედილი იქნას, განსაკუთრებით თუ მკურნალობა 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება.
სერიოზული არტერიული თრომბოზული მოვლენების ნიშნების და სიმპტომების განვითარებისას (მაგ., ტკივილი მკერდის არეში, ქოშინი, სისუსტე, არამკაფიო მეტყველება), რომლებიც შეიძლება განვითარდეს უეცრად, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ჰემატოლოგიური ეფექტები
დიკლაკით და სხვა აასპ-ით ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდირებულია სისხლის სურათის გაკონტროლება. შესაძლებელია თრომბოციტების აგრეგაციის დროებითი დათრგუნვა. პაციენტები ჰემოსტაზის დარღვევებით უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ.
ზეგავლენა სუნთქვის სისტემაზე (ბრონქული ასთმა ანამნეზში)
პაციენტებს ბრონქული ასთმით, სეზონური ალერგიული რინიტით, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებით (პოლიპები ცხვირში), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციებით (განსაკუთრებით ალერგიული რინიტის მსგავსი სიმპტომებით), სხვა ნივთიერებებზე ალერგიული რეაქციებით (გამონაყარით კანზე, ქავილით ან ჭინჭრის ციებით) უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს, შეიძლება აღენიშნოთ აასპ-ის გამოყენებაზე ისეთი რეაქციები, როგორიცაა ბრონქული ასთმის გამწვავება (ე.წ. ანალგეტიკების აუტანლობა/ანალგეტიკური ბრონქული ასთმა), კვინკეს შეშუპება ან ჭინჭრის ციება. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა (მზადყოფნა გადაუდებელი დახმარების გასაწევად).
ზეგავლენა ღვიძლზე და სანაღვლე გზები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის აუცილებელია საგულდაგულო სამედიცინო მეთვალყურეობა, რადგანაც მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
ერთი ან რამოდენიმე ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლები შეიძლება გაიზარდოს. დიკლაკით ხანგრძლივი მკურნალობისას ნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი. თუ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები ნარჩუნდება ან უარესდება, ვითარდება ღვიძლის დაავადების კლინიკური სურათი ან აღინიშნება სხვა გამოვლინებები (მაგ., ეოზინოფილია, გამონაყარი), პრეპარატს ხსნიან. შესაძლებელია ჰეპატიტის განვითარება პროდრომალური სიმპტომების გარეშე.
აღნიშნული პრეპარატის გამოყენება შეიძლება ღვიძლის პორფირიის შეტევის გამშვები ფაქტორი გახდეს, ამიტომ ამ მდგომარეობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილე.
რეაქციები კანის მხრიდან
ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები კანის მძიმე რეაქციების შესახებ, რომლებიც ზოგჯერ ლეტალური შედეგით დამთავრდა (ექსფოლიატური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი). მათი განვითარების რისკი ყველაზე მაღალია თერაპიის დასაწყისში. კანის გამონაყარის, ლორწოვანი გარსების დაზიანების და მომატებული მგრძნობელობის სხვა სიმპტომების პირველივე ნიშნების გაჩენისას პრეპარატს ხსნიან. იშვიათ შემთხვევებში მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქტიკური/ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით) აღინიშნება მაშინაც, თუ პრეპარატი ადრე არ გამოიყენებოდა.
ზეგავლენა თირკმელებზე
იყო შეტყობინებები სითხის შეკავების და შეშუპებების შესახებ; აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში გულის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზიით, ხანდაზმულ პირებში, პაციენტებში, რომელნიც ითავსებენ დიურეტიკებით ან ისეთი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობას, რომელნიც თირკმლის ფუნქციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, აგრეთვე, პაციენტებში უჯრედგარე სითხის მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირებით მიზეზის მიუხედავად (მაგ., ვრცელი ქირურგიული ჩარევის წინ ან მას შემდეგ) (იხ. „უკუჩვენებები“). ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. მკურნალობის შეწყვეტისას ჩვეულებრივ აღინიშნება დაბრუნება თერაპიის წინანდელ მდგომარეობაზე.
პრეპარატს გააჩნია ინფექციის კლინიკური სურათის შენიღბვის უნარი.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ის არ უნდა გამოიყენოთ პაციენტებში ისეთი იშვიათად გავრცელებული თანდაყოლილი პათოლოგიით, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევა.
ფერტილურობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
მონაცემები ორსულ ქალებში დიკლოფენაკის გამოყენების შესახებ არასაკმარისია. ამიტომ უნდა მოერიდოთ დიკლაკის გამოყენებას ორსულობის პირველ ორ ტრიმესტრში, თუ მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისთვის არ აჭარბებს ნაყოფისათვის რისკს. დიკლოფენაკის გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში წინააღმდეგ ნაჩვენებია საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის შესუსტების და/ან ბოტალის სადინრის ნაადრევი დახურვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით (იხ. „უკუჩვენებები“).
დიკლოფენაკი მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში, ამიტომ ბავშვებში არასასურველი ეფექტების განვითარების თავიდან ასაცილებლად მოცემული პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ ძუძთი კვების პერიოდში.
დიკლაკი შეიძლება ნეგატიურად აისახოს ქალის ფერტილურობაზე, ამიტომ ის არ არის რეკომენდირებული იმ ქალებისათვის, ვინც დაორსულობას ცდილობს. ჩასახვის სიძნელეების მქონე ან უშვილობის გამო გამოკვლევაზე მყოფი ქალებისათვის რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა.
ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
გამოყენება არ შეიძლება.
დოზები და გამოყენების ხერხი
პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად და დაავადების სიმძიმის მიხედვით. შესაძლებელია არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა, თუ პრეპარატს მიიღებთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით მაქსიმალურად ხანმოკლე დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კუპირებისთვის.
რეკომენდირებული დოზა მოზრდილთათვის შეადგენს დიკლოფენაკის ნატრიუმის 50-150 მგ (1-3 ტაბლეტი) დღე-ღამეში, რომლებიც დაყოფილია 1-3 ცალკეულ მიღებად.
დოზა ერთ მიღებაზე: 1 ტაბლეტი (50 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკი).
მიღების წესი და დოზირება
შინაგანად მისაღებად. მოცემული ტაბლეტები უნდა მიიღოთ უზმოზე საკვების მიღებამდე 1-2 საათით ადრე, დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობით (1 ჭიქა წყალი) სითხის დაყოლებით.
მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
რევმატიული დაავადებებისას შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატის ხანგრძლივი მიღება.
თუ გამოგრჩათ პრეპარატის დოზის მიღება, მომდევნო მორიგი დოზა არ უნდა გააორმაგოთ.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის და ზემოთ)
საწყისი დოზის კორექცია არ მოითხოვება. ზოგადი სამედიცინო მოსაზრებებით გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში მოითხოვს სიფრთხილეს. კერძოდ, ხანდაზმულ ავადმყოფ პაციენტებში ან პაციენტებში დაბალი წონით რეკომენდირებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება.
პაციენტები დადგენილი გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებით ან გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებით.
ჩვეულებრივ დიკლაკით მკურნალობის დანიშვნა პაციენტებში დადგენილი გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებით (გულის შეგუბებითი უკმარისობა, დამტკიცებული გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადება) ან არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით რეკომენდირებული არ არის. აუცილებლობის შემთხვევაში ასეთი პაციენტების ან პაციენტების გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების (მაგ., ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდიმია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევისას) განვითარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებით მკურნალობა ტარდება მხოლოდ საგულდაგულო განხილვის შემდეგ და მხოლოდ დოზებში ≤ 100 მგ დღე-ღამეში, თუ მკურნალობის ხანგრძლივობა აჭარბებს 4 კვირას (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
პაციენტები თირკმელების ან ღვიძლის დარღვევით
დიკლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის მძიმე თირკმლის ან მძიმე ღვიძლის უკმარისობოთ (იხ. „უკუჩვენებები“). სპეციფიური გამოკვლევები თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების მონაწილეობით არ ჩატარებულა, ამიტომ შეუძლებელია რეკომენდაციების მიცემა დოზის კორექციასთან დაკავშირებით. ამ პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევით რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ბავშვები და მოზარდები
მოქმედი ნივთიერების მაღალი შემცველობის შედეგად პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლის ასაკამდე.
გვერდითი მოვლენები
სიხშირის კატეგორიების მიხედვით არასასურველი რეაქციები განაწილებულია შემდეგი კონვენციის თანახმად (CIOMS III): ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), არც ისე ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10 000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000).
დარღვევები სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (ჰემოლიზური და აპლასტური), აგრანულოციტოზი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
იშვიათი: მომატებული მგრძნობელობა, ანაფილაქტიკური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (ჰიპოტენზიისა და შოკის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება (სახის შეშუპების ჩათვლით).
ფსიქიური დარღვევები
ძალიან იშვიათი: ორიენტაციის დაკარგვა, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები, გაღიზიანებადობა, ფსიქიური აშლილობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. იშვიათი: ძილიანობა. ძალიან იშვიათი: პარესთეზია, მეხსიერების აშლილობები, კრუნჩხვები, შფოთვა, ტრემორი, ასეპტიკური მენინგიტი, დისგევზია, ინსულტი.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრიდან
ძალიან იშვიათი: მხედველობის აშლილობა, მხედველობის ბუნდოვნება, დიპლოპია.
დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრიდან
ხშირი: ვესტიბულარული თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათი: ხმაური ყურებში, სმენის აშლილობები.
დარღვევები გულის მხრიდან
არც ისე ხშირი*: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, ძლიერი გულისცემა, ტკივილი მკერდის არეში.
დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი: არტერიული ჰიპერტენზია, ვასკულიტი.
დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის მხრიდან
იშვიათი: ბრონქული ასთმა (ქოშინის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: პნევმონიტი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეპსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დაქვეითებული მადა. იშვიათი: გასტრიტი, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, ღებინება სისხლით, ფაღარათი სისხლით, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლული (სისხლდენით, გარღვევით ან მათ გარეშე).
ძალიან იშვიათი: კოლიტი (ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება), ყაბზობა, სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავი მილის დაავადებები, დიაფრაგმის მსგავსი ნაწლავური სტრუქტურები, პანკრეატიტი.
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრიდან
ხშირი: ტრანსამინაზების დონის მომატება. იშვიათი: ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. ძალიან იშვიათი: ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა.
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან
ხშირი: გამონაყარი. იშვიათი: ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათი: ბულოზური დერმატიტი, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიატური დერმატიტი, ალოპეცია, სინათლის მგრძნობელობის რეაქცია, პურპურა, შენლეინ-გენოხის პურპურა, ქავილი.
დარღვევები თირკმელების და შარდის გამომყოფი სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი: თირკმელების მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროტული სინდრომი, ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი.
საერთო დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
იშვიათი: შეშუპება.
*სიხშირე ასახავს მონაცემებს, რომლებიც მიღებულია მაღალი დოზით ხანგრძლივი მკურნალობისას (150 მგ/დღე-ღამე).
არტერიული თრომბოზული მოვლენები
დიკლოფენაკის მიღება, განსაკუთრებით მაღალი დოზით (150 მგ დღე-ღამეში) და ხანგრძლივი მკურნალობისას, უკავშირდება არტერიული თრომბოზული მოვლენების განვითარების რისკის მცირე გაზრდას (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი) (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ჭარბი დოზირება
შეიძლება განვითარდეს ღებინება, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, დიარეა, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში ან კრუნჩხვები; მნიშვნელოვანი ინტოქსიკაციისას შესაძლებელია მწვავე თირკმლის უკმარისობა ან ღვიძლის დაზიანება.
ღონისძიებები მწვავე ინტოქსიკაციის დროს: მხარდამჭერი ზომები და სიმპტომატური თერაპია, განსაკუთრებით ისეთი გართულებების განვითარებისას, როგორიცაა ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავური აშლილობები და სუნთქვის დათრგუნვა.
ფორსირებული დიურეზი, დიალიზი ან ჰემოპერფუზია სავარაუდოდ არაეფექტური იქნება.
პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებისას რეკომენდირებულია აქტივირებული ნახშირის მიღება, ხოლო სიცოცხლისთვის სახიფათო დოზის მიღებისას, - კუჭიდან პრეპარატის მოცილება (მაგალითად, ღებინების გამოწვევის, კუჭის ამორეცხვის გზით).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები
დიკლოფენაკთან გამოვლენილი ურთიერთქმედებები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს.
CYP2C9-ს ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ., ვორიკონაზოლი) დიკლოფენაკის დანიშვნისას რეკომენდირებულია სიფრთხილე, ვინაიდან, მისი მეტაბოლიზმის დათრგუნვასთან დაკავშირებით შესაძლებელია დიკლოფენაკის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის და ექსპოზიციის მნიშვნელოვანი მომატება.
ლითიუმი, დიგოქსინი. შესაძლებელია მათი კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში. რეკომენდირებულია შრატში ლითიუმის და დიგოქსინის დონის მონიტორინგი.
დიურეტიკები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები. შეიძლება დააქვეითოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. აუცილებელია არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის ადექვატური რაოდენობა. შეთავსებული თერაპიის დასაწყისში და პერიოდულად შემდგომში, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიურეტიკების და აგფ-ს ინჰიბიტორების მიღებისას ნეფროტოქსიკურობის მომატებულ რისკთან დაკავშირებით (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ციკლოსპორინი. შესაძლებელია ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობის მომატება, რაც დაკავშირებულია თირკმლის პროსტაგლანდინებზე დიკლოფენაკის ზეგავლენასთან. პაციენტებს, ვინც ციკლოსპორინს იღებს, დიკლოფენაკი უნდა დაენიშნოთ უფრო დაბალი დოზებით.
ჰიპერკალიემიის გამომწვევი სამკურნალწამლო საშუალებები (კალიუმდამზოგავი დიურეტიკები, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი ან ტრიმეტოპრიმი). შესაძლებელია შრატში კალიუმის დონის მომატება, რასთანაც დაკავშირებით მოითხოვება მისი ხშირად გაკონტროლება. (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ქინოლონური ანტიბიოტიკები. შესაძლებელია კრუნჩხვების განვითარება.
დიკლოფენაკთან შესაძლო ურთიერთქმედებები
დიკლოფენაკის და სხვა სისტემური აასს-ის ან კორტიკოსტეროიდების კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არასასურველი ეფექტების სიხშირე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია მოერიდოთ სისტემურ აასს-თან ერთად დიკლოფენაკის კომბინირებულ გამოყენებას (ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით).
ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები. შესაძლებელია სისხლდენების რისკის მომატება. აუცილებელია სიფრთხილე და საგულდაგულო მეთვალყურეობა (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
სეროტონინის უკუჩაჭერის სელექტიური ინჰიბიტორები (სუჩსი). შესაძლებელია გაიზარდოს კუჭ-ნაწლავური სისხლდენის რისკი. (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები. დიკლოფენაკის გამოყენება შესაძლებელია პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთობლივად. თუმცა, რეკომენდირებულია კონტროლი სისხლში გლუკოზის დონეზე.
ფენიტოინი. რეკომენდირებულია ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციის მონიტორინგი, ვინაიდან, შესაძლებელია მისი ექსპოზიციის მომატება.
მეტოტრექსატი. მეტოტრექსატით თერაპიის დაწყებამდე ან თერაპიის შემდეგ 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა, ვინაიდან, მეტოტრექსატის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება გაიზარდოს, რაც გააძლიერებს ამ ნივთიერების ტოქსიკურობას.
შენახვა
შეინახეთ არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესები
გაიცემა რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დოლარენი
500მგ+50მგ ტაბლეტი №10
რადოფენი
ტაბლეტი №10
ბუმანოლი
BUMANOL
10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და (75მგ + 2,63მგ)/3მლ 3მლ საინექციო ხსნარი (გამხსნელი) ამპულა №1
კლოდიფენი ნეირო
CLODIFEN NEURO
კაფსულა №30
ექსიტუმი B12 ამპ
3მლ ხსნარი 3 ამპულა №3 3 მლ
დიკლოზიდი
Dicloside
(75 + 4) მგ / 4 მლ, საინექციო ხსნარი N4 ამპულა
ოპებლოკი
3მლ ხსნარი 5 ხსნარი საინექციო №5
ოქსა B12
OXA® B12
(75მგ + 2მგ + 10მგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6
ბლოკიუმ B-12 ი/მ
(75მგ+2მგ+10მგ)/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 3მლ
ართოტეკი
Arthrotec
75 მგ/0.2 მგ ტაბლეტი N20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.