მონოგრაფია Nº 00886 ურეცეპტო
დეკლოსიდი
DECLOSID
30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში
დან29.76 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Beclometasone კლოტრიმაზოლი (Clotrimazole) Gentamicine
- მწარმოებელი
- Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- საშუალებები სოკოს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით
- იმპორტიორი საქართველოში
- World Medicine
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
30გ · 30გრ
30გრ
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
დეკლოსიდი კრემი 30გრ ტუბი #1
ყიდვა ↗29.76 ₾
35.01 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
დეკლოსიდი კრემი 30გრ ტუბი #1
ყიდვა ↗29.76 ₾
35.01 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Beclometasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა: კრემი.
ღია ყავისფერი ერთგვაროვანი კრემი უცხო ჩანართების გარეშე.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი უწყლო 0,25 მგ, კლოტრიმაზოლი 10 მგ, გენტამიცინის სულფატი 1 მგ, კლიოქინოლი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი ღია ფერის პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტომაკროგოლი 1000, პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ქლოროკრეზოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი: D07CC04
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პრეპარატი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის. ბეკლომეტაზონი ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დეკლოსიდი - კომბინირებული პრეპარატი გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით ბეკლომეტაზონის დიპროპიონატით, კლოტრიმაზოლით, გენტამიცინის სულფატით და კლიოქინოლით.
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას.
კლოტრიმაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულს. ახდენს ანტიფუნგალურ მოქმედებას სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რაც იწვევს მემბრანის თვისებების ცვლილებას და უჯრედის ლიზისს. აქტიურია Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes,
Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia
furfur (Pityrosporum orbiculare) მიმართ. კლოტრიმაზოლი ასევე აქტიურია Corynebacterium minutissimum, Strep. spp., Staph.
spp., Trichomonas vaginalis მიმართ.
გენტამიცინის სულფატი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით, ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას. აქტიურად აღწევს რა ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება რიბოსომებს და ამით თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Pseudomonas aeruginosa, E. coli, Aerobacter aerogenes,
Klebsiella spp., Proteus vulgaris; გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus spp., Staphylococcus spp.
კლიოქინოლი ახდენს ანტიბაქტერიულ, ანტისეპტიკურ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას. ადგილობრივი მოქმედება განპირობებულია ელემენტარული იოდის უნარით მოახდინოს ქსოვილოვანი ცილების დალექვა.
ჩვენებები
- დერმატიტები;
- ეგზემა;
- ნეიროდერმიტი;
- ოტომიკოზები;
- ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია;
- ვაგინალური კანდიდოზი;
- კანის ჩირქოვანი დაავადებები;
- გლუვი კანის თითებშუა და სხვა სოკოვანი დაზიანებები.
მიღების წესი და დოზირება
დეკლოსიდი თხელი ფენით დაიტანება 2-ჯერ დღე-ღამეში კანის დაზიანებულ ზედაპირზე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას. გინეკოლოგიაში გამოიყენება ტამპონების სახით.
უკუჩვენებები
- ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი;
- კანის ტუბერკულოზი;
- სიფილისის კანისმიერი გამოვლინებები;
- ჩუტყვავილა;
- მარტივი ჰერპესი;
- პოსტვაქცინალური კანისმიერი რეაქციები;
- ღია ჭრილობაზე დატანება;
- 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: კანის სიწითლე, პრეპარატის დატანების ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა).
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატს არ იყენებენ ოფთალმოლოგიაში. უკუნაჩვენებია თვალის არეში კანზე დატანება.
თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის დატანებას დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე.
პრეპარატის მიმართ მდგრადი ბაქტერიული ან სოკოვანი მიკროფლორის აღმოცენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.
შესაძლებელია ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარება ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტი-კებთან. ხანგრძლივი თერაპიის ჩატარებისას პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით და ექიმის კონტროლის ქვეშ, ვინაიდან შესაძლებელია ბეკლომეტაზონთან დაკავშირებული სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება. დეკლოსიდის, ისევე როგორც სხვა გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოიდული საშუალებების, კანის დიდ ფართობზე გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის დაქვეითება, ქალაშიდა წნევის მომატება.
ორსულობა და ლაქტაცია
დეკლოსიდის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
არ არის დადგენილი, გამოიყოფა თუ არა პრეპარატის კომპონენტები დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში დეკლოსიდის დანიშვნისას უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
არ არის დადგენილი პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, კუშინგის სინდრომის გამოვლინებები) განვითარება.
მკურნალობა: სიმპტომური.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
კრემი, ალუმინის ტუბში 30 გ.
1 ტუბი ჩანართ-ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
III ჯგუფი ურეცეპტოდ.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
კლოტრიმაზოლი
Clotrimazole
1% 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი N1
კლოტრიმაზოლი
100მგ ტაბლეტი ვაგინალური №10
კლოტრიმაზოლი
1% კრემი ტუბი №1 20გრ
კლოტრიმაზოლი
1% ხსნარი ფლაკონი №1 25მლ
კლოტრი-დენკი 1% კრემი
Clotri-Denk 1% Cream
1% კრემი 20გრ ტუბში
კლოტრი-დენკი 100 ვაგინალური
Clotri-Denk 100 Vaginal
100მგ ვაგინალური ტაბლეტები #6 აპლიკატორთან ერთად
დექსა-გენტამიცინი
Dexa-Gentamicin
5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში
დერმატინ კორტი კრემი
15გ კრემი 1 ტუბი №1
ტრიდერმი
Triderm
15გ კრემი ტუბში
ტრიდერმი
Triderm
15გ მალამო ტუბში
კლოტრიმაზოლი არისტო
2% კრემი ვაგინალური ტუბი აპლიკატორით №1 20გრ
ტრიოკლორი
Trioclor
10გრ კრემი, ტუბი
ფარკლობენტი კრემი
Farclobent Cream
(0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1
გინო-ფასტი
Gyno-Fast
100მგ/200მგ რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა №7
ვენტოდუო
100მკგ+50მკგ/1დოზა სუსპენზია საინჰალაციო ფლაკონი №1 200დოზა/10მლ
ბაუმე
BAUME
ყურის წვეთები 5მლ ფლაკონი # 1
გენტამიცინი -EM
Gentamycin -EM
0.4% 10 მლ თვალის წვეთები ტუბში
გენტამიცინი 0,1%
Gentamycin 0,1%
მალამო 15გ ტუბში
გენტამიცინის სულფატი
Gentamicin sulfate
4% 2 მლ ამპულა №10
დექსა-გენტამიცინი
Dexa-Gentamicin
2.5გ თვალის მალამო ტუბში
ვაგიმილტი
VAGIMILT
100მგ/100მგ რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა №7
კლინიზოლი
KLINIZOL
100/100/100მგ ვაგინალური კაფსულა №7
კლორიფორტი
Clorifort
100 მგ ვაგინალური ტაბლეტი N 6 + აპლიკატორი N1
კლოტრიმაზოლი
Clotrimazole
1% გარეგანი გამოყენების კრემი 20გ ტუბში
კლოტრიმაზოლის კრემი
CLOTRIMAZOLE CREAM
1% 20გრ კრემი ალუმინის ტუბი №1
მიკო პლუსი
Mico plus
ვაგინალური სუპოზიტორი №10
ნასობეკი
NASOBEC
სპრეი 50მკგ 200 დოზა
ფორკორიუმი
Forcorium
15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
ცელესტოდერმი-V გარამიცინით
Celestoderm-V with Garamycin
15გ კრემი ტუბში
ცელესტოდერმი-V გარამიცინით
Celestoderm-V® with Garamycin
15გ მალამო ტუბში
ციკლოდერმი C
CiCLODERM C
15გ კრემი ტუბი №1
ციპზოლი
CIPZOL
1% 20გ კრემი
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.