მონოგრაფია Nº 00778 ურეცეპტო
კლოტრიმაზოლის კრემი
CLOTRIMAZOLE CREAM
1% 20გრ კრემი ალუმინის ტუბი №1
- მოქმედი ნივთიერება
- კლოტრიმაზოლი (Clotrimazole)
- მწარმოებელი
- Lark Laboratories, ინდოეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი აი იმპექსი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კლოტრიმაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
კლოტრიმაზოლი
Clotrimazole
1% 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი N1
კლოტრიმაზოლი
100მგ ტაბლეტი ვაგინალური №10
კლოტრიმაზოლი
1% ხსნარი ფლაკონი №1 25მლ
კლოტრიმაზოლი
1% კრემი ტუბი №1 20გრ
კლოტრი-დენკი 1% კრემი
Clotri-Denk 1% Cream
1% კრემი 20გრ ტუბში
კლოტრი-დენკი 100 ვაგინალური
Clotri-Denk 100 Vaginal
100მგ ვაგინალური ტაბლეტები #6 აპლიკატორთან ერთად
კლოტრიმაზოლი არისტო
2% კრემი ვაგინალური ტუბი აპლიკატორით №1 20გრ
კლორიფორტი
Clorifort
100 მგ ვაგინალური ტაბლეტი N 6 + აპლიკატორი N1
კლოტრიმაზოლი
Clotrimazole
1% გარეგანი გამოყენების კრემი 20გ ტუბში
ციპზოლი
CIPZOL
1% 20გ კრემი
ინსტრუქცია
შემადგენლობა
კლოტრიმაზოლი BP 1% w/w 1,086გრ.
კრემის ფუძე, რომელიც შეესაბამება ხარისხის სერტიფიკატს
დამატებითი ნივთიერებები:
თხევადი პარაფინი BBP
11,503 გრ.
თეთრი რბილი პარაფინი BPP
8,848 გრ.
ცეტოსტეარილ ალკოხოლი BP
5,10 გრ.
ცეტომაკროგოლი 1000 BP
2,04 გრ.
ნატრიუმ მეთილ პარაბენი BP
0,204 გრ.
ნატრიუმ პროპილ პარაბენი BP
0,102 გრ.
გლიცერომონოსტეარატი BP
1,202 გრ.
დინატრიუმ EDTA BP
0,102 გრ.
გლიცერინი BP
6,12 გრ.
გამოხდილი წყალი BP q.s.
102 გრ.
ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია: ანტიმიკოზური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები
კლოტრიმაზოლი წარმოადგენს ანტიმიკოზურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ ადამიანებში და ცხოველებში, როგორიცაა სოკოთი გამოწვეული ვაგინური სოკოვანი ინფექციები, სტომატიტი, ლიქენი. აგრეთვე გამოიყენება სპორტსმენებისათვის დამახასიათებელი ტერფის სოკოვანი დაავადების და ქავილის დროს.
In vitro კვლევებში კლოტრიმაზოლს ახასიათებს ფუნგისტატური და ფუნგიციდური მოქმედება ქვემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მიმართ: Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida species, მათ შორის Candida albicans -ის ჩათვლით. ძირითადად, კლოტრიმაზოლის In vitro აქტივობა შეესაბამება ტოლნაფლატის და გრიზეოფულვინის მოქმედებას დერმატოფიტების მიცელიუმის მიმართ (Trichophyton, Microsporum, Epidermophyton) და პოლიენების ჯგუფის პრეპარატების აქტივობას (ამფოტერიცინი B და ნისტატინი) კვირტვოვანი სოკოს მიმართ (Candida). კლოტრიმაზოლის გამოყენებისას In vivo პირობებში (თაგვებში) და In vitro პირობებში (თაგვის თირკმლის ჰომოგენატი) გამოვლენილია კლოტრიმაზოლის და მიკონაზოლის Candida albicans-ის ფსევდომიცელიუმის და მიცელიუმის ზრდის საწინააღმდეგო თანაბარი ეფექტურობა. კლოტრიმაზოლის მიმართ რეზისტენტული სოკოს შტამები იშვიათობაა. Candida guillermondi-ს მხოლოდ ერთ იზოლირებულ შტამს ახასიათებს პირველადი რეზისტენტობა კლოტრიმაზოლის მიმართ. პერორალური მიღებისას კლოტრიმაზოლის შეწოვა პრაქტიკულად არ ხდება. პლაზმის პროტეინებთან შებოჭვა შეადგენს 90%-ს. ძირითადად კლოტრიმაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს.
ჩვენებები
გამოიყენება კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში ყურის ინფექციების დროს.
კლოტრიმაზოლის კრემი გამოიყენება ადგილობრივი მკურნალობისათვის კანდიდოზის დროს, რომელიც გამოწვეულია Candida albicans -ის მიერ. შემომსალტველი ლიქენის დროს, რომელიც გამოწვეულია Malassezia furfur -ის მიერ.
აგრეთვე გამოიყენება ადგილობრივი მკურნალობისთვის შემდეგი დერმალური ინფექციების დროს: tinea pedis, tinea cruris, tinea corporis, რომლებიც გამოწვეულია Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, da Microsporum canis- ის მიერ.
გვერდითი მოვლენები
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა კანზე ლოკალური გაღიზიანების კერის წარმოქმნა სუსტი წვის შეგრძნებით, გაწითლებით და ქავილით.
მიღების წესი და დოზირება
შეიზილეთ კლოტრიმაზოლის კრემის საკმარისი რაოდენობა კანის დაზიანებულ უბანში და გარშემომცველ უბნებში დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს. კლინიკური გაუმჯობესება, რომელიც გამოიხატება ქავილის შემცირებაში, ძირითადად ვითარდება კლოტრიმაზოლის კრემით მკურნალობის პირველი კვირის გასვლისას. იმ შემთხვევაში, როცა კლოტრიმაზოლის მკურნალობის 4 კვირიანი კურსის შემდგომ კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნება, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება.
განსაკუთრებული მითითებები
ძირითადი უსაფრთხოების ზომები: იმ შემთხვევაში, როდესაც კლოტრიმაზოლის კრემით მკურნალობისას აღინიშნება გაღიზიანების ან მომატებული მგრძნობელობის ეპიზოდები, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და მკურნალობის სხვა მეთოდის შერჩევა.
ინფორმაცია პაციენტებისთვის:
საჭიროა მკურნალობის სრული კურსის ჩატარება იმ შეთხვევაში, როდესაც აღინიშნება მხოლოდ სიმპტომების გაუმჯობესება.
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს თუ მკურნალობის სრული კურსის ჩატარების მიუხედავად კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნება.
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ ადგილობრივი მკურნალობისას კანის უბანში აღინიშნება მომატებული გაღიზიანების კერა (სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება, ბუშტების წარმოქმნა, შეშუპება, გამონადენი), რაც მიუთითებს შესაძლო სენსიბილიზაციაზე.
მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ოკლუზიური სახვევების და შებოჭილი ტანსაცმლის ხმარება.
მოერიდეთ ინფიცირების ახალ წყაროებს და რეინფიცირების წყაროებს.
ლაბორატორული კვლევები:
იმ შემთხვევაში, როცა კლინიკური გაუმჯობესება არ ვლინდება, საჭიროა მიკრობიოლოგიური გამოკვლევის განმეორებითი ჩატარება დიაგნოზის დასამტკიცებლად და სხვა პათოგენების გამოსარიცხად, აგრეთვე ანტიმიკოზური მკურნალობის სხვა მეთოდის ასარჩევად.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებულ დოზებში სრულიად უსაფრთხოა და ეფექტური.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სინერგიზმი ან ანტაგონიზმი კლოტრიმაზოლს და ნისტატინს შორის, ან ამფოტერიცინ B-ს და ფლუციტოზინს შორის. ალბიცანს-ის მიმართ ცნობილი არ არის.
კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, გავლენა ნაყოფზე:
თაგვებზე ჩატარებულ 18-თვიან კვლევაში კლოტრიმაზოლის კანცეროგენური მოქმედება გამოვლენილი არ იყო.
კლოტრიმაზოლის მუტაგენური მოქმედების გამოსავლენად ზაზუნებზე ჩატარებულ კვლევაში, შესწავლილია პრეპარატის (კლოტრიმაზოლის) გავლენა სპერმატოფორების ქრომოსომების სტრუქტურული ცვლილებებზე მეტაფაზის პერიოდში. კვლევის ჩატარებამდე ზაზუნებს მისცეს კლოტრიმაზოლის 5 დოზა 100მგ/კგ-ზე. კვლევის შედეგად დადგენილია, რომ კლოტრიმაზოლს არ ახასიატებს მუტაგენური მოქმედება.
გამოყენება ორსულობის პერიოდში: ორსულობის კატეგორია B:
პრეპარატის მოქმედება ორსულობის პერიოდში შესწავლილია კვლევებში ადამიანებზე და ცხოველებზე. კანზე აპლიკაციის (დატანების) შემდგომ ან ინტრავაგინალური შეყვანისას კლოტრიმაზოლის აბსორბცია პრაქტიკულად არ ხდება. კლინიკურ კვლევებში შესწავლილია კლოტრიმაზოლის ვაგინალური გამოყენების გავლენა ორსულ ქალებზე ორსულობის 2-3 ტრიმესტრში. მაგრამ, კვლევები კლოტრიმაზოლის გამოყენების თაობაზე ორსულობის 1 ტრიმესტრში ჩატარებული არ არის.
ჩატარებულია კვლევა ორსულ თაგვებზე, რომელიც შეეხებოდა კლოტრიმაზოლის ინტრავაგინალურ გამოყენებას დოზაში (100მგ/კგ). პრეპარატის უარყოფითი გავლენა ნაყოფზე გამოვლენილი არ არის.
კლოტრიმაზოლის მაღალი დოზების მიღება ვირთხებში და თაგვებში (50- დან 120 მგ/კგ-ზე) ავლენს მის ემბრიოტოქსიკურ მოქმედებას (სავარაუდოდ მეორად ტოქსიურობას ან დედისმიერ ტოქსიურობას), ნაყოფის დაზიანებას, გაყოფის დარღვევას, ცხოვრებისუნარიან ნაყოფთა რაოდენობის შემცირებას, ახალშობილთა ცხოვრებისუნარიანობის შემცირებას, სიკვდილიანობას. მიუხედავად ამისა, კლოტრომაზოლის ტერატოგენური თვისებები არ არის დამტკიცებული კვლევებში თაგვებზე, ბოცვებზე და თაგვებზე შემდეგი პერორალური დოზების გამოყენებით: 200, 180 და 100 მგ/კგ შესაბამისად. პერორალური აბსორბცია თაგვებში შეადგენს მიღებული დოზის 90%.
რადგან რეპროდუქციური კვლევები ცხოველებზე ყოველთვის არ შეესაბამება მოსალოდნელ გვერდით მოვლენებს ადამიანებში, პრეპარატის დამიშვნა ორსულობის 1 ტრიმესტრში გამართლებულია მხოლოდ გამოკვეთილი ჩვენებების არსებობისას.
ლაქტაციის პერიოდი:
ინფორმაცია პრეპარატის ექსკრეციის თაობაზე დედის რძეში არ მოიპოვება. გამომდინარე აქედან, ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პრეპარატის სიფრთხილით მიღება.
შენახვის პირობები
ინახება მზისგან დაცულ მშრალ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდგომ.
ვარგისობის ვადა
3 წელი
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით II ჯგუფი
მწარმოებელი:
LARK LABORATORIES (INDIA) LTD.
SP-1192 E. RIICO Ind. Area, Phase-IV.
Bhiwadi-301019 Distt.- Alwar (Raj.) INDIA
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დერმოკლინი კრემი
DERMOKLIN Cream
10 გრ. კრემი ალუმინის ტუბში
დერმატინ კორტი კრემი
15გ კრემი 1 ტუბი №1
ტრიდერმი
Triderm
15გ კრემი ტუბში
ტრიდერმი
Triderm
15გ მალამო ტუბში
ტრიოკლორი
Trioclor
10გრ კრემი, ტუბი
ფარკლობენტი კრემი
Farclobent Cream
(0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1
დეკლოსიდი
DECLOSID
30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში
გინო-ფასტი
Gyno-Fast
100მგ/200მგ რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა №7
ბაუმე
BAUME
ყურის წვეთები 5მლ ფლაკონი # 1
ვაგიმილტი
VAGIMILT
100მგ/100მგ რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა №7
კლინიზოლი
KLINIZOL
100/100/100მგ ვაგინალური კაფსულა №7
მიკო პლუსი
Mico plus
ვაგინალური სუპოზიტორი №10
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.