მონოგრაფია Nº 00774 ურეცეპტო
კლორიფორტი
Clorifort
100 მგ ვაგინალური ტაბლეტი N 6 + აპლიკატორი N1
- მოქმედი ნივთიერება
- კლოტრიმაზოლი (Clotrimazole)
- მწარმოებელი
- Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- აზოლების ჯგუფი
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი აი იმპექსი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კლოტრიმაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
კლოტრიმაზოლი
Clotrimazole
1% 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი N1
კლოტრიმაზოლი
100მგ ტაბლეტი ვაგინალური №10
კლოტრიმაზოლი
1% ხსნარი ფლაკონი №1 25მლ
კლოტრიმაზოლი
1% კრემი ტუბი №1 20გრ
კლოტრი-დენკი 1% კრემი
Clotri-Denk 1% Cream
1% კრემი 20გრ ტუბში
კლოტრი-დენკი 100 ვაგინალური
Clotri-Denk 100 Vaginal
100მგ ვაგინალური ტაბლეტები #6 აპლიკატორთან ერთად
კლოტრიმაზოლი არისტო
2% კრემი ვაგინალური ტუბი აპლიკატორით №1 20გრ
კლოტრიმაზოლი
Clotrimazole
1% გარეგანი გამოყენების კრემი 20გ ტუბში
კლოტრიმაზოლის კრემი
CLOTRIMAZOLE CREAM
1% 20გრ კრემი ალუმინის ტუბი №1
ციპზოლი
CIPZOL
1% 20გ კრემი
ინსტრუქცია
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
თითოეული შემოუგარსავი პესარიის შემცველობაა:
კლოტრიმაზოლი B.P. . . . . . 100მგ
არა-აქტიური ნივთიერებები:
ლაქტოზა B.P. ....................................................... 362.07მგ
სიმინდის სახამებელი B.P..................................... 220.93მგ
ნატრიუმის სახამებლის გლუკოლატი B.P............. 25.00მგ
მიკროკრისტალინის ცელულოზა AVICEL PH101 BP 211.00მგ
.V.P.K. 30BP ……………………..………............ 19.00 მგ
მაგნიუმის სტერეატი B.P............................................6.00მგ
ტალკი BP ………………..……….......................... 6.00 მგ
გამოხდილი წყალი BP ………………..… საკმ. რაოდ.
ფარმაკოლოგია
ფარმაკოლოგიური თვისებები
კლოტრომაზოლი არის იმიდაზოლის წარმებული, ხასიათდება ანტიმიკოზური მოქმედების ფართო სპექტრით
მოქმედების მექანიზმი:
კლოტრიმაზოლი მოქმედებს სოკოების წინააღმდეგ ეგროსტეროლის სინთეზის ინჰიბიციის გზით. ეგროსტეროლის ინჰიბიცია იწვევს ციტოპლაზმის მემბრანების სტრუქტურულ და ფუნქციონალურ დაშლას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები:
კლოტრიმაზოლს აქვს ფართო ანტიმიკოზური მოქმედების არეალი როგორც ბუნებრივ, ისე ლაბორატორიულ პირობებში, რაც მოიცავს დერმატოფიტებს, სოკოებს და ა.შ. კლოტრიმაზოლი მოქმედებს ფუნგისტატიკურად და ფუნგიციდურად, იმის-და მიხედვით, თუ როგორია მისი კონცენტრაცია ინფექციის კერაში.
სენსიტიური ფუნგალური სახეობების უპირატესი რეზისტანტული ცვალებადობები ძალზე იშვიათია; სენსიტიური სოკოების მეორადი რეზისტანტულობა ვლინდება მხოლოდ ძალზე იშვიათ, ცალკეულ თერაპიულ შემთხვევებში.
ფარმაკოკინეტიკა
ამ პრეპასატოის ფარმაკოკინეტიკა ვაგინალური გამოყენების შემდეგ, გვიჩვენებს, რომ კლოტრმაზოლის მხოლოდ მცირე რაოდენობა (3-დან 10%-მდე) აბსორბირდება. შეწოვილი კლოპტრიმაზოლიოს ფარმაკოლოგიურად არააქტიურ მეტაბოლიტებად სწრაფი ჰეპატური მეტაბოლიზმის გამო, კლოტრიმაზოლის პიკური კონცენტრაცია პლაზმაში, 500მგ დოზის ვაგინალური აპლიკაციის შემდეგ, 10ნგ/მლ-ზე ნაკლებია, რაც ადასტურებს, რომ კლოტრიმაზოლის ინტრავაგინალური გამოყენება არ იწვევს გაზომვად სისტემურ ეფექტებს ან გვერდით ეფექტებს.
ჩვენებები
ვულვო-ვაგინალური კანდიდოზი, ვულვოვაგინალური ტრიქომონიაზი, არასპეციფიური ვაგინიტი, შერეული ვაგინალური ინფექციები და ინფექციური ლეიკორეა, გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიები.
მიღების წესი და დოზირება
თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ დადგინდება, ერთი ვაგინალური ტაბლეტი შეიყვანება საშოში რაც შეიძლება ღრმად (იხ. აპლიკატორის გამპყენებს ინსტრუქცია), ღამით საწოლში დაწოლისას.
ერთი შესაყვანი ტაბლეტი ექვსი თანმიმდევრული დღის განმავლობაში, ან ორი ტაბლეტი სამი თანმიმდევრული დღის განმავლობაში.
განმეორებითი მკურნალობის საჭიროების წარმოშობისას, 2-2 ვაგინალური ტაბლეტი მიიღება 6-12 დღის განმავლობაში. მკურნალობის გამეორება ჩვეულებრივი მოვლენაა, თუკი არაა დასრულებული მკურნალობის სრული კურსი.
ბავშვები: ვაგინალური ტაბლეტები ბავშვებისათვის არ გამოყენება
ტაბლეტების შეყვანის ეფექტი საუკეთესოა ზურგზე წოლისას და როდესაც ფეხები მსუბუქად გაშლილია. რეკომენდირებულია მკურნალობის პერიდოდის ისე შერჩევა, რომ იგი არ დაემთხვეს მენსტრუალურ ციკლს და დასრლუდეს მენსტრუაციის დაწყებამდე. სრული გამოჯანმრთელებისათვის რეკომენდირებულია კლოტრიმაზოლის მაზის წასმა საშოს მიდამოში. რეინფექციის თავიდან ასაცილებლად, კლოტრიმაზოლის მაზი უნდა გამოიყენოს სექსუალურმა პარტნიორმაც.
აპლიკატორის გამოყენების მითითებები:
ნახევრად გადასწიეთ უკან აპლიკატორის პისტონი და მოათავსეთ აპლიკატორში ვაგინალური ტაბლეტი.
ფრთხილად შეიყვაეთ აპლიკატორი საშოში რაც შეიძლება ღრმად. ამისათვის საუკეთესოა, თუ ზურგზე წევხართ.
ფრთხილად გადასწიეთ პისტონი ბოლოსაკენ. ტაბლეტი გადავა საშოში. შემდეგ ამოიღეთ აპლიკატორი.
უკუჩვენებები
ორსულობის პირველი ტრიმესტრი
ჰიპერმგრძნობელობა კლოტრიმაზოლის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ
გვერდითი მოვლენები
ვაგინალურ ლორწოში ძალზე მცირე რაოდენობის კლოტრიმაზოლი აბსორბირდება საიმისოდ, რომ სისტემური ხასიასთის გვერდითი ეფექტები წარმოიშვას. შესაძლოა ადგილი ექნეს ისეთ რეაქციეს, როგორებიცაა ალერგიული დერმატიტი, ადგილობრვი რეაქციები, მათ შორის გაღიზიანება და წვის შეგრძნება, ჰიპერმგრძნობელობა.
ამ პრეპარატის მიღების გამო წარმოშობილი რომელიმე უარყოფითი ეფექტის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.
სპეციალური სიფრთხილის ზომები:
პრეპარატი უნდა გამოიყენოს პარტნიორმაც.
პრეპარატის გამოყენება მენსტრუალური ციკლის პერიოდში არ შეიძლება.
განსაკუთრებული მითითებები
მეძუძურმა დედებმა ეს პრეპარატი უნდა იხმარონ ძალზე ფრთხილად.
კლოტრმაზოლი აზიანებს ლატექსის პრეზერვატივებს და დიაფრაგმებს.
ჭარბი დოზის სიმპტომები და მკურნალობა:
პრეპარატის შემთვევითი მიღებისას პირის ღრუდან, შეიძლება წარმოიშვას კუჭნაწლავისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა ოყოს სიმპტომატური და მხარდამჭერი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პირველი სამი თვის პერიოდში კლოტრიმაზოლის ვაგინალური ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება.
ვაგინალური მიღებისას, კლოტრიმაზოლის შეწოვის შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს.
იმის გამო, რომ უცნობია, ერევა თუ კლოტრიმაზოლი დედის რძეში, მეძუძურმა დედებმა ეს პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა იხმარონ.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
PH მჟავა-შემცველ სხვა საპნებთან ერთად ამ პრეპარატის ხმარება არ შეიძლება.
ამ პრეპარატის მიმართ ალერგიის, ან შეყვანის შემდეგ უეცარი წვის შეგრძნების გაჩენისას, ხმარება შეწყვიტეთ და მიმართეთ ექიმს.
შენახვა: ინახება გრილ, მშრალ ადგილზე, 25˚c-ზე დაბალ ტემპერატურაზე
ვარგისობის ვადა
3 წელი
გაიცემა ექიმის რეცეპტით
მწარმოებელი: “უმედიკა ლაბორატორიზ პვტ. ლტდ.” ნაკვეთი #221, ჯი-აი-დი-სი, ვაპი – 396 195, გუჯარათი, ინდოეთი
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დერმოკლინი კრემი
DERMOKLIN Cream
10 გრ. კრემი ალუმინის ტუბში
დერმატინ კორტი კრემი
15გ კრემი 1 ტუბი №1
ტრიდერმი
Triderm
15გ კრემი ტუბში
ტრიდერმი
Triderm
15გ მალამო ტუბში
ტრიოკლორი
Trioclor
10გრ კრემი, ტუბი
ფარკლობენტი კრემი
Farclobent Cream
(0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1
დეკლოსიდი
DECLOSID
30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში
გინო-ფასტი
Gyno-Fast
100მგ/200მგ რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა №7
ბაუმე
BAUME
ყურის წვეთები 5მლ ფლაკონი # 1
ვაგიმილტი
VAGIMILT
100მგ/100მგ რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა №7
კლინიზოლი
KLINIZOL
100/100/100მგ ვაგინალური კაფსულა №7
მიკო პლუსი
Mico plus
ვაგინალური სუპოზიტორი №10
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.