8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00779 ურეცეპტო

კლოტრიმაზოლი

Clotrimazole

1% 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი N1

დან2.15 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
კლოტრიმაზოლი, 1% 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი N1
მოქმედი ნივთიერება
კლოტრიმაზოლი (Clotrimazole)
მწარმოებელი
Glaxosmithkline Pharmaceuticals S.A., პოლონეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
აზოლების ჯგუფი
იმპორტიორი საქართველოში
გლაქსოსმიტკლაინი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

1% · 15გრ

  • PSP

    კლოტრიმაზოლი - Clotrimazole კრემი 1% 15გ

1% · 20გრ

  • PSP

    კლოტრიმაზოლი - Clotrimazol კრემი 1% 20გ ტუბი

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: კლოტრიმაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

კლოტრიმაზოლი, 100მგ ტაბლეტი ვაგინალური №10

კლოტრიმაზოლი

100მგ ტაბლეტი ვაგინალური №10

კლოტრიმაზოლი ბორშაგოვსკი, უკრაინა
დან3.60 ₾
კლოტრიმაზოლი, 1% ხსნარი ფლაკონი №1 25მლ

კლოტრიმაზოლი

1% ხსნარი ფლაკონი №1 25მლ

კლოტრიმაზოლი ბორშაგოვსკი, უკრაინა
დან3.85 ₾
კლოტრიმაზოლი, 1% კრემი ტუბი №1 20გრ

კლოტრიმაზოლი

1% კრემი ტუბი №1 20გრ

კლოტრიმაზოლი დელფარმ პოზნანი, პოლონეთი
დან3.85 ₾
კლოტრი-დენკი 1% კრემი, 1% კრემი 20გრ ტუბში

კლოტრი-დენკი 1% კრემი

Clotri-Denk 1% Cream

1% კრემი 20გრ ტუბში

კლოტრიმაზოლი RubiePharm Arzneimittel GmbH, გერმანია
დან6.89 ₾
კლოტრი-დენკი 100 ვაგინალური, 100მგ ვაგინალური ტაბლეტები #6 აპლიკატორთან ერთად

კლოტრი-დენკი 100 ვაგინალური

Clotri-Denk 100 Vaginal

100მგ ვაგინალური ტაბლეტები #6 აპლიკატორთან ერთად

კლოტრიმაზოლი Artesan Pharma GmbH & Co.KG, გერმანია
დან10.60 ₾
კლოტრიმაზოლი არისტო, 2% კრემი ვაგინალური ტუბი აპლიკატორით №1 20გრ

კლოტრიმაზოლი არისტო

2% კრემი ვაგინალური ტუბი აპლიკატორით №1 20გრ

კლოტრიმაზოლი ფარმა ვერნიგეროდ, გერმანია
დან15.09 ₾
კლორიფორტი, 100 მგ ვაგინალური ტაბლეტი N 6 + აპლიკატორი N1

კლორიფორტი

Clorifort

100 მგ ვაგინალური ტაბლეტი N 6 + აპლიკატორი N1

კლოტრიმაზოლი Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
ურეცეპტო
კლოტრიმაზოლი, 1% გარეგანი გამოყენების კრემი 20გ ტუბში

კლოტრიმაზოლი

Clotrimazole

1% გარეგანი გამოყენების კრემი 20გ ტუბში

კლოტრიმაზოლი Aflofarm Farmacja Polska Sp. z o.o., პოლონეთი
ურეცეპტო
კლოტრიმაზოლის კრემი, 1% 20გრ კრემი ალუმინის ტუბი №1

კლოტრიმაზოლის კრემი

CLOTRIMAZOLE CREAM

1% 20გრ კრემი ალუმინის ტუბი №1

კლოტრიმაზოლი Lark Laboratories, ინდოეთი
ურეცეპტო
ციპზოლი, 1% 20გ კრემი

ციპზოლი

CIPZOL

1% 20გ კრემი

კლოტრიმაზოლი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

სამკურნალწამლო ფორმა:
გარეგანი გამოყენების კრემი

შემადგენლობა 100გ კრემში:
კომპონენტების დასახელება რაოდენობა, გ
მოქმედი ნივთიერება
კლოტრიმაზოლი 1,00

დამხმარე ნივთიერებები
ბენზილის სპირტი 1,00
ცეტოსტეარილის სპირტი 11,50
ოქტილდოდეკანოლი 10,00
პოლისორბატი-60 1,50
სორბიტან სტეარატი 2,00
სინთეზური სპერმაცეტი 3,00
წყალი* 71,00
დოზირების ერთეულის საერთო მასა 100,000
* წყალი შეყავთ 1,5%-იანი ნაჭარბით, რომელიც ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობისას ქრება

02

ზოგადი დახასიათება

თეთრი ერთგვაროვანი კონსისტენციის მასა.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
ათქ კოდი: D01AC01.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი
კლოტრიმაზოლი არის გარეგანი გამოყენების, სოკოს საწინააღმდეგო ფართო სპექტრის საშუალება. კლოტრიმაზოლის (იმიდაზოლის წარმოებული) სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება დაკავშირებულია სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დარღვევასთან, რაც იწვევს მემბრაბის განვლადობის ცვლილებას და უჯრედის შემდგომ ლიზისს. დაბალი კონცენტრაციებით მოქმედებს ფუნგისტატიკურად, მაღალი დოზებით – ფუნგიციდურად, ამასთან, არა მხოლოდ პროლიფერირებად უჯრედებზე. ფუნგიციდური კონცენტრაციებით ურთიერთქმედებს მიტოქონდრიულ და პეროქსიდაზურ ფერმენტებთან, რის შედეგადაც იზრდება წყალბადის ზეჟანგის კონცენტრაცია ტოქსიკურ დონემდე, რაც ასევე ხელს უწყობს სოკოს უჯრედების დაშლას.
ეფექტურია დერმატოფიტების (Epidermophyton, Microsporum Trichophyton) საფუარას მსგავსების (ძირითადად ჩანდიდა ალბიცანს), ობის სოკოების და უმარტივესების, ასევე ნაირფერი ლიქენის Pიტყრიასის ვერსიცოლორ (Mალაზესსია ფურფურ) და ერითრაზმის გამომწვევის მიმართ. ავლენს ანტიმიკრობულ მოქმედებას გრამ-დადებითი მიკროორგანიზმების და ანაერობების მიმართ. კლოტრიმაზოლი არ მოქმედებს ლაქტობაცილებზე.

05

ფარმაკოკინეტიკა

კლოტრიმაზოლი ცუდად შეიწოვება კანიდან და პრაქტიკულად არ ავლენს სისტემურ მოქმედებას. გარეგანი გამოყენებისას კლოტრიმაზოლის კონცენტრაცია ეპიდერმისში, უფრო მაღალია ვიდრე დერმაში და კანქვეშა ქსოვილში.

მიღების ჩვენება
დერმატოფიტებით, საფუარის მსგავსი სოკოებით, ობის სოკოებით, აგრეთვე კლოტრიმაზოლის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით: ტერფის, მტევნების, ტანის, კანის ნაოჭების მიკოზები; კანდიდოზური ვულვიტი, კანდიდოზური ბალანიტი, ნაირფერი ლიქენი, ერითრაზმები; გარეთა ყურის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

06

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა კლოტრიმაზოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ფერტილობა
ფერტილობაზე კლოტრიმაზოლის გავლენასთან დაკავშირებული კვლევები ადამიანებში არ ჩატარებულა, ცხოველებზე კვლევებში პრეპარატის გავლენა ფერტილობაზე აღმოჩენილი არ არის

07

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები შეზღუდულია. კლინიკურ და ექსპერიმენტულ კვლევებში არ დადგინდა, რომ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში ავლენს უარყოფით ზემოქმედებას ქალის ან ნაყოფის ჯანმრთელობაზე. კლოტრიმაზოლი, კრემის სამკურნალწამლო ფორმით, უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. საკითხი პრეპარატის მეორე და მესამე ტრიმესტრში გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, ექიმის კონსულტაციის შემდეგ.

ლაქტაციის პერიოდი
კლოტრიმაზოლი გამოიყოფა ლაქტატში. პრეპარატის გამოყენების აუციებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენების მეთოდი და დოზები
გარეგანი გამოყენებისთვის. კრემი ისმება კანის დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში. რეციდივების საპროფილაქტიკოდ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფექციის ყველა სიმპტომის გაქრობიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში. კრემი ისმება დაზიანებული კანის სუფთა მშრალ უბნებზე (ნეიტრალური პH-ის მქონე საპნით დაბანილი), ტერფებზე კრემი ისმება თითებს შორის. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, მის ლოკალიზაციაზე, მკურნალობის ეფექტურობაზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

  • დერმატომიკოზები - 3-4კვირის განმავლობაში;
  • ერითრაზმა - 2-4 კვირა;

ნაირფერი ლიქენი - 1-3 კვირა;

  • კანდიდოზური ვულვიტი და ბალანიტი - 1-2 კვირა.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად, მაგრამ რეკომენდებული არ არის მკურნალობის გაგრძელება 3 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში. ინფექციის რეციდივის საპროფილაქტიკოდ პრეპარატის გამოყენება უნდა გაგრძელდეს დაავადების ყველა სიმპტომის გაქრობიდან მინიმუმ 1-2 კვირის განმავლობაში. თუ მკურნალობის 7 დღის შემდეგ სიმპტომები არ უმჯობესდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
არ არსებობს მონაცემები დოზის კორექციის შესახებ ბავშვებში, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში.

08

გვერდითი მოვლენები

გამოვლინების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10), არახშირი (≥ 1/1 000 - < 1/100), იშვიათი (≥ 1/10 000 - < 1/1 000), ძალიან იშვიათი (< 1/10 000) ცალკეული შემთხვევების ჩათვლით), უცნობია (ხისშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
უცნობია: ალერგიული რეაქცია (ვლინდება ჭინჭრის ციებით, გულის წასვლით, არტერიული ჰიპოტენზიით, ქოშინით).
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
უცნობია: გამონაყარი, ქავილი, ბუშტუკოვანი გამონაყარი, აქერცლვა, ტკივილი ან დისკომფორტი, შეშუპება, წვა, გაღიზიანება, ერითემა, ჩხვლეტის შეგრძნება.
თუ ინსტრუქციაში აღნიშნული რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება ან შენიშნავთ ნებისმიერ ეექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ექიმს.

09

ჭარბი დოზირება

სიმპტომები
პრეპარატის შემთხვევით შიგნით მიღებისას შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების გამოვლენა: თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა
კრემის შემთხვევით შიგნით მიღებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა. პრეპარატის გარეგანი გამოყენებისას ჭარბი დოზირება ნაკლებსავარაუდოა.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

შესწავლილი არ არის

11

განსაკუთრებული მითითებები

აუცილებელია თავი მოარიდოთ კრემის წასმას თვალების ლორწოვან გარსზე. არ გადყლაპოთ.
ყველა ინფიცირებულ უბანს უნდა უმკურნალოთ ერთდროულად.
პრეპარატის კლოტრიმაზოლი შემადგენლობაში შედის ცეტოსტეარილის სპირტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ., კონტაქტური დერმატიტი).
ჰიპერმგრძნობელობის სიმტპომების ან გაღიზიანებისას გამოვლენისას მკურნალობას წყვეტენ.
ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ ლატექსის შემცველი კონტრაცეპტივების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება კლოტრიმაზოლთან ერთად გამოყენებისას. შესაბამისად, ამგვარი კონტრაცეპტივების ეფექტურობა შეიძლება დაქვეითდეს. პაციენტებს უნდა ურჩიონ კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება, ყოველ შემთხვევაში კლოტრიმაზოლის გამოყენებიდან ხუთი დღის განმავლობაში მაინც.

პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ მომატებული კონცენტრაციის და სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციების მომთხოვნ ქმედებების შესრულებაზე (ავტოტრანსპორტის მართვა, მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა) მონაცემები არ არსებობს.

12

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

გარეგანი გამოყენების კრემი 1%. 20გ კრემი, შიგნიდან ლაქით დაფარულ ალუმინის, მემბრანის მქონე ტუბში, რომელიც დახურულია პოლიეთილენის ან პოლიპროპულენის ხრახნიანი თავსახურით. 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

13

ვარგისობის ვადა

3 წელი
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ

14

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის რეჟიმი
ურეცეპტოდ.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

დერმოკლინი კრემი, 10 გრ. კრემი ალუმინის ტუბში

დერმოკლინი კრემი

DERMOKLIN Cream

10 გრ. კრემი ალუმინის ტუბში

Beclometasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine SR Medicare, ინდოეთი
დან11.73 ₾
დერმატინ კორტი კრემი, 15გ კრემი 1 ტუბი №1

დერმატინ კორტი კრემი

15გ კრემი 1 ტუბი №1

კლოტრიმაზოლი + hydrocortisone butyrate
დან12.87 ₾
ტრიდერმი, 15გ კრემი ტუბში

ტრიდერმი

Triderm

15გ კრემი ტუბში

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
დან14.06 ₾
ტრიდერმი, 15გ მალამო ტუბში

ტრიდერმი

Triderm

15გ მალამო ტუბში

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
დან14.65 ₾
ტრიოკლორი, 10გრ კრემი, ტუბი

ტრიოკლორი

Trioclor

10გრ კრემი, ტუბი

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine PHIL INTER PHARMA, ვიეტნამი
დან16.79 ₾
ფარკლობენტი კრემი, (0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1

ფარკლობენტი კრემი

Farclobent Cream

(0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine TAI GUK PHARM, კორეა
დან20.83 ₾
დეკლოსიდი, 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში

დეკლოსიდი

DECLOSID

30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში

Beclometasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
დან29.76 ₾
გინო-ფასტი, 100მგ/200მგ რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა №7

გინო-ფასტი

Gyno-Fast

100მგ/200მგ რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა №7

კლინდამიცინი + კლოტრიმაზოლი SRS Pharmaceuticals, ინდოეთი
დან38.93 ₾
ბაუმე, ყურის წვეთები 5მლ ფლაკონი # 1

ბაუმე

BAUME

ყურის წვეთები 5მლ ფლაკონი # 1

Beclometasone + Chloramphenicol + კლოტრიმაზოლი + ლიდოკაინი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
ვაგიმილტი, 100მგ/100მგ რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა №7

ვაგიმილტი

VAGIMILT

100მგ/100მგ რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა №7

კლინდამიცინი + კლოტრიმაზოლი SOFTGEL HEALTHCARE PRIVATE, ინდოეთი
ურეცეპტო
კლინიზოლი, 100/100/100მგ ვაგინალური კაფსულა №7

კლინიზოლი

KLINIZOL

100/100/100მგ ვაგინალური კაფსულა №7

კლინდამიცინი + კლოტრიმაზოლი + მეტრონიდაზოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
მიკო პლუსი, ვაგინალური სუპოზიტორი №10

მიკო პლუსი

Mico plus

ვაგინალური სუპოზიტორი №10

კლოტრიმაზოლი + მეტრონიდაზოლი Kaspar-Chabani Pharma, სირია
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.