მონოგრაფია Nº 01707 Rx · რეცეპტით
კლინიზოლი
KLINIZOL
100/100/100მგ ვაგინალური კაფსულა №7
- მოქმედი ნივთიერება
- კლინდამიცინი (Clindamycin) კლოტრიმაზოლი (Clotrimazole) მეტრონიდაზოლი (Metronidazole)
- მწარმოებელი
- ჯი-ემ-პი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროტოზოას, მიკრობების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- მიმართულება
- გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
კლინიზოლის ვაგინალური კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - კლინდამიცინის ფოსფატი, რაც შეესაბამება კლინდამიცინის 100 მგ-ს, კლოტრიმაზოლი - 100 მგ, მეტრონიდაზოლი - 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ცვილი, მინერალური ზეთი, ჟელატინი, სორბიტოლი, გლიცერინი, მეთილჰიდროქსიპარაბენი, პროპილჰიდროქსიპარაბენი, ტიტანის ოქსიდი, ტარტრაზინი.
მოქმედების მექანიზმი
კლოტრიმაზოლი არის იმიდაზოლის წარმოებული ფართო მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. მისი თერაპიული ეფექტი დამყარებულია უჯრედის მემბრანაში ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებააზე, რაც ცვლის მგრძნობიარე სოკოების უჯრედული მემბრანის შეღწევადობას და იწვევს ციტოპლაზმური მემბრანის სტრუქტურულ და თვისობრივ და შესაბამისად, ფუნქციურ დაზიანებას. ფუნგიციდური მოქმედება გააჩნია Candida albicans და Candida-ს მონათესავე სახეობების მიმართ, აგრეთვე Trichomonas vaginalis მიმართ.
კლინდამიცინი არის ანტიბაქტერიული მოქმედების ლინკოზამიდი, რომელიც უპირატესად მოქმედებს რიგი გრამდადებითი ბაქტერიებისა და ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ. მოქმედების მექანიზმითა და ანტიმიკრობული სპექტრით ახლოსაა ლინკომიცინთან. კლინდამიცინის მოქმედება დამყარებულია ბაქტერიული ცილების სინთეზის ინჰიბირებაზე. ის უპირატესად უკავშირდება 50შ რიბოსომულ სუბერთეულს და გავლენას ახდენს ცილების სინთეზის პროცესზე. კლინდამიცინი ანტიმიკრობული თვისებებს ავლენს; Bacteroides spp., Gardnerella vaginalis., Mobiluncus
spp., Mycoplasma hominis, Peptostreptococcus spp., Haemophilus spp. da Corynebacterium-ის მიმართ.
მეტრონიდაზოლი არის სინთეზური ნიტროიმიდაზოლის წარმოებული, ახასიათებს ანტიბაქტერიული და ანტოპროტოზოული მოქმედება. მოქმედების ზუსტი მექანიზმი სრულად ახსნილი არ არის. მისი ციტოტოქსიკური და ანტიმიკრობული ეფექტები მოიცავს დნმ-ის დაშლას და ნუკლეინის მჟავას სინთეზის ინჰიბირებას. მეტრონიდაზოლი აქტიურია ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა Bacteroides spp., Gardnerella vaginalis-ის უმეტესი შტამის და პროტოზოას, როგორიცაა Trichomonas vaginali-ის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
კლინდამიცინის ადგილობრივად მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში, შრატში მისი ძალიან დაბალი კონცენტრაცია (<5%) აღინიშნება. მისი სისტემური აკუმულაცია არ აღინიშნება.
კლოტრიმაზოლის ინტრავაგინალური შეყვანისას ადამიანებში სისტემური აბსორბცია არის უმნიშვნელო (3-10%).
მეტრონიდაზოლის შრატისმიერი დონე, ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ, არის 20%. ამგვარად, კლინიზოლის გამოყენებისას მოსალოდნელია უმნიშვნელო სისტემური ეფექტები.
ჩვენებები
კლინიზოლი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების დროს:
- ტრიქომონიაზი
- კანდიდოზური ვულვიტი
- ვაგინალური მიკოზები
- ვაგინალური კანდიდოზი
- ბაქტერიული ვაგინიტები
- ინფექციური ლეიკორეა
- შერეული ვაგინალური ინფექციები და
- არასპეციფიკური ვაგინიტი.
უკუჩვენებები
კლინიზოლი უკუნაჩვენებია ანამნეზში კლოტრიმაზოლის (ან აზოლის ჯგუფის), კლინდამიცინის (ან ლინკომიცინის ჯგუფის) და მეტრონიდაზოლის (ან ნიტროიმიდაზოლის ჯგუფის) მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ქალებში.
კლინიზოლი ასევე უკუნაჩვენებია ანამნეზში რეგიონალური ენტერიტის (კრონის დაავადება), წყლულოვანი კოლიტის ან ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის (ფსევდომემბრანული კოლიტის) მქონე ქალებში.
უსაფრთხოების ზომები
კლინიზოლი ინიშნება მხოლოდ ინტრავაგინალურად და არ შეიძლება მათი პერორალურად მიღება.
კლინდამიცინით მკურნალობის დროს, პაციენტ ქალებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ მკურნალობის პერიოდში მოერიდონ სქესობრივ კავშირს, არ გამოიყენონ სხვა ვაგინალური გამოყენების საშუალებები, როგორიცაა ტამპონები ან ვაგინალური გამორეცხვები.
კლინიზოლისადმი არაეფექტურობის შემთხვევაში, თერაპიის სხვა კურსის დაწყებამდე, საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი მიკრობიოლოგიური კვლევები, რათა დადასტურდეს დიაგნოზი და გამოირიცხოს სხვა პათოგენების არსებობა.
კლინიზოლის კაფსულა დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს მღებავ ნივთიერებას ტარტრაზინი (E102), რამაც შესაძლოა განაპირობოს ალერგიული რეაქციის განვითარება.
ორსულობა და ლაქტაცია
ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევებით, კლოტრიმაზოლის ორსულობის პერიოდში გამოყენებისას, დედაზე ან ბავშვზე მავნე ეფექტები არ გამოვლენილა.
მიუხედავად ამისა, ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები კლინდამიცინის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ არ არსებობს. ამიტომ, კლინიზოლი ორსულ ქალებში გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობისას (მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით).
კლინიზოლი სიფრთხილით გამოიყენება მეძუძურ დედებში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
კლინიზოლის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის. მკურნალობის დროს არ გამოიყენება სხვა ვაგინალური გამოყენების საშუალებები, ტამპონები ან ვაგინალური გამორეცხვები.
მიღების წესი და დოზირება
კლინიზოლის ვაგინალური კაფსულა უნდა მოთავსდეს საშოში 6-7 ღამე, უპირატესად დაძინებამდე.
მკურნალობის დრო უნდა შეირჩეს ისე, რომ არ დაემთხვეს მენსტრუალურ ციკლს.
1. კლინიზოლის ვაგინალური კაფსულის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები
2. კაფსულა ვაგინაში უნდა მოთავსდეს რაც შეიძლება ღრმად. ამისათვის უმჯობესია ზურგზე დაწოლა და ფეხების სხეულის გასწვრივ მოთავსება
3. ვაგინალური კაფსულის მოთავსების შემდეგ არ შეიძლება ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა დგომა, სიარული და სირბილი. ამიტომ კლინიზოლის გამოყენება უნდა მოხდეს დაძინებამდე.
4. საუკეთესო შედეგების მისაღებად, გააგრძელეთ თერაპია 6-7 ღამე ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად
5. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ვადამდე, აუცილებელია მკურნალობის ბოლომდე ჩატარება
6. შეწყვიტეთ მკურნალობა მხოლოდ სერიოზული გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ
7. კონკრეტული დოზის გამოტოვებისას, სუპოზიტორია გამოიყენეთ, როგორც კი გაგახსენდებათ.
გვერდითი მოვლენები
კლინიზოლის ვაგინალური კაფსულები ლოკალურად (ინტრავაგინალურად) კარგად გადაიტანება. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა ვაგინალური გაღიზიანება, ქავილი, წვა, ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს და იშვიათად, შარდვის ოდნავ გახშირება და სქესობრივ პარტნიორში ზომიერი წვა ან გაღიზიანება. ძალიან იშვიათად, პაციენტებისათვის ამგვარი გაღიზიანება შეიძლება რთულად ასატანი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ვაგინალური გამოყენების ჟელატინის რბილი კაფსულები; 7 კაფსულა ბლისტერში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
მეტრონიდაზოლი
Metronidazole
250მგ ტაბლეტი №100
კლონტი
Klont
200მგ ტაბლეტი #20
აკუმეტი
5მგ №1
Metrid
500მგ ხსნარი 1 ფლაკონი №1 100 მლ
კლოტრიმაზოლი
Clotrimazole
1% 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი N1
მეტრონიდაზოლი
0.5% ხსნარი საინფუზიო პაკეტი №1 100მლ
კლოტრიმაზოლი
100მგ ტაბლეტი ვაგინალური №10
კლოტრიმაზოლი
1% ხსნარი ფლაკონი №1 25მლ
კლოტრიმაზოლი
1% კრემი ტუბი №1 20გრ
კლოტრი-დენკი 1% კრემი
Clotri-Denk 1% Cream
1% კრემი 20გრ ტუბში
როზამეტი
1% კრემი ტუბი №1 25გრ
ელეგანტ როზა
1% გელი ტუბი №1 30გრ
ფლაგილი
500მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
კლოტრი-დენკი 100 ვაგინალური
Clotri-Denk 100 Vaginal
100მგ ვაგინალური ტაბლეტები #6 აპლიკატორთან ერთად
დერმოკლინი კრემი
DERMOKLIN Cream
10 გრ. კრემი ალუმინის ტუბში
დერმატინ კორტი კრემი
15გ კრემი 1 ტუბი №1
ტრიხოპოლი
250მგ ტაბლეტი №20
ტრიდერმი
Triderm
15გ კრემი ტუბში
ტრიდერმი
Triderm
15გ მალამო ტუბში
კლოტრიმაზოლი არისტო
2% კრემი ვაგინალური ტუბი აპლიკატორით №1 20გრ
Anaerobex
500მგ ტაბლეტი 1 კოლოფი №10
ტრიოკლორი
Trioclor
10გრ კრემი, ტუბი
დალაცინი®
Dalacin®
150მგ კაფსულა №16, 300მგ კაფსულა №16
კლიონ-დ
100მგ+100მგ სანთელი ვაგინალური №10
ფარკლობენტი კრემი
Farclobent Cream
(0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1
კლიერვინი
10გ გელი 1 ტაბლეტი №1
ზერკალინი
10მგ/1მლ ხსნარი გარეგანი №1 30მლ
კლიონ დ 100
KLION D 100
100მგ+100მგ ვაგინალური ტაბლეტი #10
მემიბელ L
სანთელი ვაგინალური №7
კლინდაცინი T
KLINDACIN T
1% 30გ გელი ტუბში
დეკლოსიდი
DECLOSID
30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში
გინოტრანი
GYNOTRAN
500მგ + 100მგ ვაგინალური სუპოზიტორია №14
ნიდამიკონი
750მგ+200მგ პესარია ვაგინალური №7
მიმეტრონ-WM
750მგ+200მგ სანთელი ვაგინალური №7
მეტრონიდაზოლი ვინასი
7.5მგ გელი 1 ტუბი №1
ორნაკლინის ვაგინალური სანთლები
Ornaklin
100მგ ვაგინალური ოვულა №6
ცინოველი
100მგ პესარია ვაგინალური №6
იენლიპი
100მგ სანთელი ვაგინალური №7
ლიმენდა
LIMENDA
750მგ/200მგ ვაგინალური სუპოზიტორია №7
მეტროლაგი
500მგ ტაბლეტი №24
გინო-ფასტი
Gyno-Fast
100მგ/200მგ რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა №7
ვაგინოვა
ტაბლეტი ვაგინალური №7
გინოტრან ფორტე L
Gynotran Forte L
750მგ + 200მგ + 100მგ ვაგინალური სუპოზიტორია №7
ცერვუჟიდი
Cervugid
N12 სანთელი(პესარია)
ბაუმე
BAUME
ყურის წვეთები 5მლ ფლაკონი # 1
დალაცინი 1%
DALACIN 1%
1% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
დალაცინი 2%
Dalacin 2%
2% 20გ ვაგინალური კრემი ტუბში 3 აპლიკატორთან ერთად
დალაცინი C
Dalacin C
600 მგ/4 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №1
დალაცინი C
Dalacin C
300 მგ/2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №1
დუაკი
Duac
10მგ/გ /50მგ/გ ბენზოილ პეროქსიდი 15გ გელი ტუბში
ვაგიმილტი
VAGIMILT
100მგ/100მგ რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა №7
ვაგიმინი
VAGYMIN
500მგ/100მგ/50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10
ვაგიფლორი
Vagiflor
500მგ+100მგ+50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10
კლორიფორტი
Clorifort
100 მგ ვაგინალური ტაბლეტი N 6 + აპლიკატორი N1
კლოტრიმაზოლი
Clotrimazole
1% გარეგანი გამოყენების კრემი 20გ ტუბში
კლოტრიმაზოლის კრემი
CLOTRIMAZOLE CREAM
1% 20გრ კრემი ალუმინის ტუბი №1
მეკლონი
Meclon
100მგ+500მგ ვაგინალური სანთელი #10
მეტრისოლი
METRYSOL
500მგ ტაბლეტი #20
მიკო პლუსი
Mico plus
ვაგინალური სუპოზიტორი №10
ფლაჟილი
FLAGYL
250მგ ტაბლეტი #20
ციპზოლი
CIPZOL
1% 20გ კრემი
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.