მონოგრაფია Nº 00777 ურეცეპტო
კლოტრიმაზოლი
Clotrimazole
1% გარეგანი გამოყენების კრემი 20გ ტუბში
- მოქმედი ნივთიერება
- კლოტრიმაზოლი (Clotrimazole)
- მწარმოებელი
- Aflofarm Farmacja Polska Sp. z o.o., პოლონეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- აზოლების ჯგუფი
- იმპორტიორი საქართველოში
- ეს კა იმპექს
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კლოტრიმაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
კლოტრიმაზოლი
Clotrimazole
1% 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი N1
კლოტრიმაზოლი
100მგ ტაბლეტი ვაგინალური №10
კლოტრიმაზოლი
1% ხსნარი ფლაკონი №1 25მლ
კლოტრიმაზოლი
1% კრემი ტუბი №1 20გრ
კლოტრი-დენკი 1% კრემი
Clotri-Denk 1% Cream
1% კრემი 20გრ ტუბში
კლოტრი-დენკი 100 ვაგინალური
Clotri-Denk 100 Vaginal
100მგ ვაგინალური ტაბლეტები #6 აპლიკატორთან ერთად
კლოტრიმაზოლი არისტო
2% კრემი ვაგინალური ტუბი აპლიკატორით №1 20გრ
კლორიფორტი
Clorifort
100 მგ ვაგინალური ტაბლეტი N 6 + აპლიკატორი N1
კლოტრიმაზოლის კრემი
CLOTRIMAZOLE CREAM
1% 20გრ კრემი ალუმინის ტუბი №1
ციპზოლი
CIPZOL
1% 20გ კრემი
ინსტრუქცია
შემადგენლობა
კლოტრიმაზოლი 1,0გ
გამხმარე ნივთიერებები 100გ-მდე
დამხმარე ნივთიერებების შემადგენლობა:
ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ცეტილის პალმიტატი, ოქტილდოდეკანოლი, პოლისორბატ 60, სორბიტანის სტეარატი, გაწმენდილი წყალი, ბენზილის სპირტი – კონსერვანტად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- კლოტრიმაზოლი წარმოადგენს გარეგანი მოქმედების პრეპარატს. ავლენს ფუნგისტატურ და ფუნგიციდურ მოქმედებას ადამიანის ინფექციის გამომწვევი პათოგენური სოკოკების უმეტესობაზე, კერძოდ:
- დერმატოფიტებზე: Trichophyton sp., Epidermophyton floccosum, Microsporum canis,
- საფუარის მსგავს სოკოებზე: Candida albicans.
- Mellasezia farfur.
პრეპარატის საერთო ცირკულაციაში შეწოვა მინიმალურია : ნაკლებია 0,1%
ჩვენებები
კლოტრიმაზოლი 1% კრემი წარმოადგენს დერმატოფიტების მიერ გამოწვეული კანის მიკოზების, კანის და გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების, ასევე მკრეჭველი სირსველის სამკურნალო პრეპარატს.
პრეპარატი არ გამოიყენება ვაგინალურად და თვალებისთვის.
მიღების წესი და დოზირება
გარეგანი გამოყენებისათვის
თუ არ არის სხვა დანიშნულება, კლოტრიმაზოლი 1% კრემი იხმარება დღეში ორჯერ (დილას და საღამოს) დაზიანებული კანის და მის გარშემო თხელი ფენის სახით. პრეპარატის გამოყენების მინიმალური პერიოდი დაავადების სიმპტომების გაქრობის მიუხედავად, შეადგენს 4 კვირას. ამ მითითების არშესრულება იწვევს ინფექციის რეციდივის განვითარებას. მითითებულ დროში მკურნალობის შედეგების არარსებობისას ან დაავადების გამწვავებისას, დიაგნოზის დასადგენად საჭიროა მივმართოთ ექიმს.
გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციებისას უნდა გაგრძელდეს 1-2 კვირა.
ყურადღება: პრეპარატის წასმამდე საჭიროა დაზიანებული უბნის დაბანა და გამშრალება.
გამოყენებამდე შეამოწმეთ ვარგისობის ვადა.
არ გამოიყენნოთ ვარისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
კლოტრიმაზოლის გარეგანი გამოყენებისას იშვიათად ვლინდება კანის გაღიზიანების ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ერითემა, შეშუპება, მუწუკები, ქავილი, ჭინჭრის ციება, ეპიდერმისის აქერცლვა. ასეთი შემაწუხებელი რეაქციები წარმოადგენენ თერაპიის შეწყვეტის და ექიმის კონსულტაციის საფუძველს.
უკუჩვენებები
კლოტრიმაზოლზე ან რომელიმე კომპონენტზე აწეული მგრძნობელობა. არ გამოიყენება ჩვილ ბავშვებში.
არ გამოიყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით
გაფრთხილებები:
პრეპარატი არ გამოიყენება ექიმიის კონსულტაციის გარეშე:
- იმუნოსუპრესიულ თერაპიას ან ქიმიოთერაპიას დაქვემდებარებულ პაციენტებში
- დიაბეტიანებში
- აივ ინფექციით ინფიცირებულებში
- ორშსულებში და მეძუძურ დედებში
- 11 წლამდე ბავშვებში და ხანდაზმულებში
ორსულობა და ლაქტაცია
ექიმის კონსულაციის გარეშე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში კლოტრიმაზოლის გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
პირველი ტრიმესტრი ითვლება კლოტრიმაზოლის გამოყენების უკუჩვენებად. მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა კლოტრიმაზოლი დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში, მოითხოვს ექიმის კონსულტაციას.
განსაკუთრებული მითითებები
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მოძრავი მექანიკური მოწყობილობების მომსახურეობაზე:
პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ და არ ავლენს გავლენას ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებზე, სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიკური მოწყობილობების მომსახურეობაზე.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დერმოკლინი კრემი
DERMOKLIN Cream
10 გრ. კრემი ალუმინის ტუბში
დერმატინ კორტი კრემი
15გ კრემი 1 ტუბი №1
ტრიდერმი
Triderm
15გ კრემი ტუბში
ტრიდერმი
Triderm
15გ მალამო ტუბში
ტრიოკლორი
Trioclor
10გრ კრემი, ტუბი
ფარკლობენტი კრემი
Farclobent Cream
(0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1
დეკლოსიდი
DECLOSID
30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში
გინო-ფასტი
Gyno-Fast
100მგ/200მგ რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა №7
ბაუმე
BAUME
ყურის წვეთები 5მლ ფლაკონი # 1
ვაგიმილტი
VAGIMILT
100მგ/100მგ რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა №7
კლინიზოლი
KLINIZOL
100/100/100მგ ვაგინალური კაფსულა №7
მიკო პლუსი
Mico plus
ვაგინალური სუპოზიტორი №10
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.