8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00916 ურეცეპტო

დექსა-გენტამიცინი

Dexa-Gentamicin

5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში

დან10.98 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
დექსა-გენტამიცინი, 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში
მოქმედი ნივთიერება
Gentamicine
მწარმოებელი
ურსაფარმი, გერმანია
იმპორტიორი საქართველოში
ურსაფარმი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP

    დექსა-გენტამიცინის - Dexa-Gentamicin თვალის წვეთები 5 მლ

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Gentamicine. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

სამკურნალო წამლის ფორმა: თვალის წვეთები
1 მლ ხსნარის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი 1.0 მგ
გენტამიცინის სულფატი 5.0 მგ
(=3.0 მგ გენტამიცინზე გადაანგარიშებით)
კონსერვანტი
ბენზალკონიუმის ქლორიდი,
დამხმარე ნივთიერებები:
კალიუმის ჰიდროფოსფატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, წყალი ინიექციებისთვის.

აღწერა: უფერო გამჭვირვალე სითხე.

გამოშვების ფორმა:
5 მლ პოლიმერულ ფლაკონი საწვეთურით. რომელიც მოთავ¬სებუ¬ლია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

02

ჩვენებები

  • თვალის წინა კამერის ინფექციები, გამოწვეული გენტამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროფლორით (კონიუქტივიტი, კერატიტი, ბლეფარიტი, ჯიბლიბო);
  • თვალის წინა კამერის ალერგიული პროცესები, ბაქტერიული ინფიცირების თანხლებით;
  • ოპერაციის (კატარაქტის მოშორება, ანტიგლაუკომური ოპერაციები) შემდგომ პერიოდში ანთებითი პროცესების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
03

მიღების წესი და დოზირება

დექსა-გენტამიცინი თვალის წვეთებს იწვეთებენ კონიუქტივალურ პარკში 1-2 წვეთს 4-6-ჯერ დღეში.
დექსა-გენტამიცინით მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, არ აღემატება 2-3 კვირას.
მკურნალობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება ობიექტურ მონაცემებს, რაც შეიცავს პრეპარატის მოქმედების ეფექტურობას, სიმპტომატიკის გამოხატულობას, გვერდითი ეფექტების შესაძლებლობას.

04

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქცია და წვის შეგრძნება პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომისა და სტეროიდული კატარაქტის გაჩენის მიზეზი, ამიტომ პრეპარატის 2 კვირაზე მეტ ხანს გამოყენებისას და, ასევე, ანამნეზში გლაუკომის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდირებულია თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი.
გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ოფთალმოლოგს.

05

უკუჩვენებები

  • კერატიტი, გამოწვეული ჰერპეს ზოსტერ (ხისებრი კერატიტი), ჩუტყვავილა, რქოვანასა და კონიუქტივის სხვა ვირუსული დაავადებები;
  • თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
  • თვალის სოკოვანი დაავადებები;
  • თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები რქოვანას ეპითელის დაზიანებით;
  • რქოვანას ეპითელიოპათია;
  • აწეული თვალის შიდა წნევა;
  • მოცემული პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა.

დექსა-გენტამიცინის თვალის წვეთებით მკურნალობისას კონტაქტური ლინზების გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

06

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში დექსა-გენტამიცინის გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. მაგრამ პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

07

განსაკუთრებული მითითებები

თუ დექსა-გენტამიცინით მკურნალობის დროს პაციენტი, ექიმის ნებართვით, აგრძელებს კონტაქტური ლინზების გამოყენებას, მაშინ პრეპარატის ჩაწვეთებამდე უნდა ამოიღოს კონტაქტური ლინზები და უკან ჩაისვას ჩაწვეთებიდან არა ნაკლებ 20 წუთში.
დექსა-გენტამიცინი თვალის წვეთების უშუალოდ ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რაც იწვევს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების შენელებას. ამიტომ პრეპარატის გამოყენება მექანიზმებთან მუშაობისა და ავტოტრანსპორტის მართვის წინ არ არის რეკომენდებული.

08

ჭარბი დოზირება

დექსა-გენტამიცინი პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებადაა შესაძლებელი.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ადგილობრივი გამოყენებისას არ არის აღწერილი.

10

შენახვის პირობები

სია ბ. არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 6 კვირის განმავლობაში. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

11

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტით.

12

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

11.11.2010

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

დერმოკლინი კრემი, 10 გრ. კრემი ალუმინის ტუბში

დერმოკლინი კრემი

DERMOKLIN Cream

10 გრ. კრემი ალუმინის ტუბში

Beclometasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine SR Medicare, ინდოეთი
დან11.73 ₾
ტრიდერმი, 15გ კრემი ტუბში

ტრიდერმი

Triderm

15გ კრემი ტუბში

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
დან14.06 ₾
ტრიდერმი, 15გ მალამო ტუბში

ტრიდერმი

Triderm

15გ მალამო ტუბში

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
დან14.65 ₾
ტრიოკლორი, 10გრ კრემი, ტუბი

ტრიოკლორი

Trioclor

10გრ კრემი, ტუბი

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine PHIL INTER PHARMA, ვიეტნამი
დან16.79 ₾
ფარკლობენტი კრემი, (0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1

ფარკლობენტი კრემი

Farclobent Cream

(0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine TAI GUK PHARM, კორეა
დან20.83 ₾
დეკლოსიდი, 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში

დეკლოსიდი

DECLOSID

30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში

Beclometasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
დან29.76 ₾
დექსა-გენტამიცინი, 2.5გ თვალის მალამო ტუბში

დექსა-გენტამიცინი

Dexa-Gentamicin

2.5გ თვალის მალამო ტუბში

დექსამეტაზონი + Gentamicine ურსაფარმი, გერმანია
ურეცეპტო
ფორკორიუმი, 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

ფორკორიუმი

Forcorium

15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

დექსპანთენოლი + Econazole + Gentamicine + მომეტაზონის ფუროატი WERTEKS, რუსეთი
ურეცეპტო

ცელესტოდერმი-V გარამიცინით

Celestoderm-V with Garamycin

15გ კრემი ტუბში

Betamethasone + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
ურეცეპტო

ცელესტოდერმი-V გარამიცინით

Celestoderm-V® with Garamycin

15გ მალამო ტუბში

Betamethasone + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
Rx · რეცეპტით
ციკლოდერმი C, 15გ კრემი ტუბი №1

ციკლოდერმი C

CiCLODERM C

15გ კრემი ტუბი №1

Ciclopiroxolamine + clobetasol + Gentamicine TRIMA Israel Pharmaceutical Products, Maabarot Ltd., ისრაელი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.