8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04026 ურეცეპტო

ფორკორიუმი

Forcorium

15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

ფორკორიუმი, 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
WERTEKS, რუსეთი
იმპორტიორი საქართველოში
მიკროლი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური სახელწოდება:
გენტამიცინი + დექსპანთენოლი + მომეტაზონი + ეკონაზოლი

წამლის ფორმა: კრემი გარეგანი გამოყენებისთვის

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი.

ანტიბიოტიკი-ამინოგლიკოზიდი + ქსოვილის აღმდგენი სტიმულატორი + ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალება + სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

ათქ კოდი

D07XC

02

შემადგენლობა

1 გრ კრემი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: გენტამიცინის სულფატი - 1.0 მგ (გენტამიცინზე გადაანგარიშებით); დექსპანთენოლი - 50.0 მგ; მომეტაზონის ფუროატი - 0.5 მგ; ეკონაზოლის ნიტრატი - 10.0 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი (მინერალური ზეთი) - 120.0 მგ; ცეტოსტეარილის სპირტი - 70.0 მგ; პროპილენგლიკოლი - 50.0 მგ; მაკროგოლი 6 ცეტოსტეარილის ეთერი - 20.0 მგ; მაკროგოლი 25 ცეტოსტერილური ეთერი - 20.0 მგ; ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი - 2.0 მგ; გასუფთავებული წყალი - 1.0 გ. - მდე.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი გარეგანი გამოყენებისთვის.

აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო (ფუნგიციდური) და რეგენერაციული ეფექტი. წამლის აქტიურობას განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ფარმაკოლოგიური მოქმედება.

გენტამიცინი

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიციდულად და უზრუნველყოფს კანის პირველადი და მეორადი ბაქტერიული ინფექციების მაღალეფექტურ გარეგან მკურნალობას. აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ: Pseudomonas aeruginosa, Aerobacler aerogcnes, Escherichia coli, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniae; გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus (კოაგულაზა – დადებითი, კოაგულაზა – უარყოფითი და ზოგიერთი შტამები, რომლებიც ახდენენ პენიცილინაზას პროდუცირებას).

დექსპანთენოლი

დექსპანთენოლი არის პანტოტენის მჟავის წარმოებული. პანტოტენინის მჟავა არის B ჯგუფის წყალში ხსნადი ვიტამინი (ვიტამინი B5) - რომელიც წარმოადგენს კოფერმენტი A-ს შემადგენელ ნაწილს. ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ახდენს უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, აჩქარებს მიტოზს და ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს. პანტოტენის მჟავის საჭიროების ზრდა შეინიშნება კანის ან ქსოვილების დაზიანების შემთხვევაში, მისი დეფიციტი შეიძლება ანაზღაურდეს დექსპანტენოლის გარეგანი გამოყენებით. აღწევს კანის ყველა ფენაში. აქვს რეგენერაციული, სუსტი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

მომეტაზონი

სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდი (გკს), აქვს ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური ეფექტი. გკს ახდენს იმ ცილების გამონთავისუფლების ინდუცირებას, რომლებიც ახდენენ ფოსფოლიპაზას A2-ის დათრგუნვას, რომელიც ცნობილია ლიპოკორტინის სახელით და აკონტროლებენ ისეთი ანთებითი მედიატორების ბიოსინთეზს, როგორიცაა პროსტაგლანდინები და ლეიკოტრიენები, მათი საერთო წინამორბედის - არაქიდონის მჟავას განთავისუფლების ინჰიბირებით.

ეკონაზოლი

ეკონაზოლი არის იმიდაზოლის სინთეზური წარმოებული. მას აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი. ახდენს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებას, რომელიც არეგულირებს მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის გამტარიანობას. ადვილად იხსნება ლიპიდებში და კარგად აღწევს ქსოვილებში. აქტიურია დერმატოფიტების Trichophyton, Microsporum, Epidermophyton წინააღმდეგ, საფუარი მსგავსი სოკოების Candida, Coryncbacterium minutissimum, ისევე როგორც Malassczia furfur (Pityrosporum orbiculare), რომელიც იწვევს სხვადასხვაფერ პიტირიაზს და ზოგიერთი გრამდადებით ბაქტერიების (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები) წინააღმდეგ.

04

ფარმაკოკინეტიკა

გენტამიცინი

გარეგანი გამოყენებისას შეიწოვება მცირე რაოდენობით. დაბალი აბსორბციის შედეგად პრაქტიკულად არ აქვს სისტემური ეფექტი.

დექსპანთენოლი

გარეგანი გამოყენებისას შეიწოვება და გარდაიქმნება პანტოტენის მჟავად, უკავშირდება პლაზმის ცილებს. პანტოტენის მჟავა ორგანიზმში არ განიცდის მეტაბოლიზმს და გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელების საშუალებით.

მომეტაზონი

გარეგანი გამოყენებისას მომეტაზონის აბსორბცია დაბალია. დაუზიანებელ კანზე ერთჯერადი გამოყენებიდან (ოკლუზიური სახვევის გარეშე) 8 საათის შემდეგ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში აღინიშნება დოზის დაახლოებით 0.4%. ანთებითი და დაზიანებული კანის შემთხვევაში შეწოვა იზრდება. მომეტაზონი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით და მცირე რაოდენობით ნაღველში.

ეკონაზოლი

ეკონაზოლი გარეგანი გამოყენებისას, აღწევს კანის ყველა ფენაში და ფრჩხილის ფირფიტაში. თერაპიული კონცენტრაცია იქმნება ეპიდერმისის რქოვან და სხვა ფენებში, ისევე როგორც დერმაში. კანზე გამოყენებისას სისტემური შეწოვა უმნიშვნელოა. გამოყენებული დოზის 1% -ზე ნაკლები გამოიყოფა ნაწლავებისა და თირკმელების მეშვეობით.

05

ჩვენებები

ანთებითი გენეზის დერმატოზების მკურნალობა თანმხლები ბაქტერიული და მიკოზური ინფექციით ან მეორადი ინფექციის დიდი ალბათობით (მარტივი და ალერგიული დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა, დერმატომიკოზი (დერმატოფიტოზი, კანდიდოზი, სხვადასხვაფერის პიტირიაზი), განსაკუთრებით საზარდულის არეში და დიდ ნაკეცებში, მარტივი ქრონიკული პიტირიაზი).

06

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა დექსპანთენოლის, ეკონაზოლის, გენტამიცინის, მომეტაზონის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;

ვაქცინაციის შემდგომი კანის რეაქციები;

კანის ტუბერკულოზი;

სიფილისის კანის გამოვლინებები;

ჩუტყვავილა;

მარტივი ჰერპესი;

ღია ჭრილობების არეში გამოყენება, წყლულები;

ვარდისფერი ფერიმჭამელა;

პერიორალური დერმატიტი;

აკნე, კანის ატროფია, პერიანალური და გენიტალური ქავილი;

ძუძუთი კვების პერიოდი;

ბავშვთა ასაკი 18 წლამდე (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადასტურებული).

სიფრთხილით

ორსულობა

კანის დიდ ფართობებზე გამოყენება;

ხანგრძლივი გამოყენება;

გამოყენება კანის მთლიანობის დარღვევისას;

ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას;

სახის კანზე და ინტერტროგინოზული კანიზე დატანა.

07

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულობის დროს პრეპარატ ფორკორიუმის გამოყენების კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ორსულობის დროს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ორსულობის დროს, თქვენ არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ფორკორიუმი კანის დიდ ფართობზე დიდი ხნის განმავლობაში.

ძუძუთი კვების პერიოდი

ცნობილი არ არის, გარეგანი გამოყენებისას გკს თუ გადადის დედის რძეში. ამასთან დაკავშირებით, მეძუძური დედის მიერ შეწყვეტილი უნდა იყოს ძუძუთი კვება ან მეძუძური დედის მიერ ფორკორიუმის გამოყენება.

08

მიღების წესი და დოზირება

გარეგანი გამოყენებისათვის.

კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებზე თხელი ფენად, ნაზად წაუსვით, დღეში 2-ჯერ, სანამ არ მიიღებთ დადებით კლინიკურ შედეგს. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია დაზიანების ზომაზე, ადგილსა და დაავადების სიმძიმეზე და როგორც წესი გრძელდება 1-2 კვირა. ფეხის დერმატომიკოზის შემთხვევაში მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას. პრეპარატ ფორკირიუმის გამოყენება 4 კვირაზე მეტი არ არის რეკომენდებული.

თუ მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან გამოჩნდება ახალი სიმპტომები, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. გამოიყენეთ პრეპარატი მხოლოდ იმ დოზებით და გამოყენების წესის შესაბამისად, რომელიც მოცემულია ინსტრუქციაში. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებამდე გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

გვერდითი ეფექტი

გვერდითი ეფექტების განვითარების კლასიფიკაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად:

ძალიან ხშირად ≥ 1/10;

ხშირად ≥ 1/100-დან <1/10 -მდე;

ნაკლებად ხშირად ≥ 1/1000-დან <1/100 -მდე;

იშვიათად ≥ 1/10000-დან <1/1000-მდე;

ძალიან იშვიათად <1/10000, ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით;

სიხშირე უცნობია - შეუძლებელია არსებული მონაცემებით დაადგინეს სიხშირე.

იმუნური სისტემის დარღვევები:

ძალიან იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება;

ნერვული სისტემის დარღვევები:

ძალიან იშვიათად - წვის შეგრძნება;

სიხშირე უცნობია - პარესთეზია.

მხედველობის ორგანოს დარღვევა:

სიხშირე უცნობია - მხედველობის დაბინდვა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

ხშირად - ქავილი, წვის შეგრძნება;

ძალიან იშვიათად - ფოლიკულიტი, ერითემა, კონტაქტური დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კანის აქერცვლა, პერიორალური დერმატიტი, კანის მაცერაცია, ატროფიული ზოლები (სტრიები), ტელეანგიოექტაზი;

სიხშირე უცნობია - მეორადი ინფექცია, ფურუნკულოზი, გაღიზიანება, კანის სიმშრალე, კანის ატროფია, პიგმენტაციის ცვლილება, ჰიპერტრიქოზი, აკნეფორმული დერმატიტი, კანის ადგილობრივი ატროფია.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები დატანის ადგილზე:

ხშირად - ტკივილი დატანის ადგილზე;

იშვიათად - დისკომფორტის შეგრძნება, შეშუპება.

გკს-ის გარეგანი ფორმების დიდი ხნის განმავლობაში და / ან კანის დიდ ფართობებზე ან ოკლუზიური ნახვევით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გლუკოკორტიკოსტეროიდებისთვის დამახასიათებელი სისტემური მოქმედების გვერდითი მოვლენები, მათ შორის თირკმელზედა უკმარისობა და იცენკო-კუშინგის სინდრომი.

09

ჭარბი დოზირება

გკს-ის მაღალი დოზით ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენებისას, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარება და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები, მათ შორის იცენკო-კუშინგის სინდრომი.

გენტამიცინის ერთჯერადი დოზის გადაჭარბებას არ ახლავს რაიმე სიმპტომების გამოვლენა. ხანგრძლივმა ან რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს დაზიანების ადგილზე არამგრძნობიარე მიკროფლორის მნიშვნელოვანი ზრდა, მათ შორის სოკოვანი.

ეკონაზოლის გარეგანი გამოყენებისას ერთადჯერადი დოზის გადაჭარბება არ იწვევს რაიმე სიმპტომების გამოვლენას.

დექსპანთენოლის დოზის გადაჭარბებით გარეგანი გამოყენებისას, არ არის მოსალოდნელი რაიმე სიმპტომების გამოვლინება.

მკურნალობა

სიმპტომური. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. საჭიროების შემთხვევაში, ნაჩვენებია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, მედიკამენტის გამოყენების შეჩერება. არამგძნობიარე მიკროორგანიზმების უკონტროლო ზრდის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და შეირჩეს შესაბამისი მკურნალობა.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

კვლევები პრეპარატი ფორკორიუმის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ არ ჩატარებულა, მაგრამ არ არის რეკომენდებული სხვა გარეგანი გამოყენების პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენება.

ეკონაზოლი, რომელიც შედის პრეპარატ ფორკორიუმის შემადგენლობაში, არის CYP3A4 / 2C9 ინჰიბიტორი.

დაბალი სისტემური შეღწევადობის გამო, კანზე გამოყენებისას, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. ამავდროულად, დაფიქსირდა პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ურთიერთქმედების შემთხვევები. პაციენტები, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, მაგალითად ვარფარინს ან აცენოკუმაროლს, უნდა იყვნენ ფრთხილად და ასევე აკონტროლონ ანტიკოაგულანტური ეფექტი.

11

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი ფორკორიუმი არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიაში გამოყენებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებში და პერიორბიტალურ არეში.

თვალში შემთხვევით მოხვედრის დროს ჩამოიბანეთ სუფთა წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით და სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ოკლუზიურ სახვევებში, გარდა საჭიროების შემთხვევისა.

არ უნდა იქნას გამოყენებული წვივის ვარიკოზული ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ და ღია ჭრილობების შემთხვევაში.

სხეულის ზოგიერთი ნაწილში (საზარდულის ნაკეცები, იღლიის ფოსოები და პერიანალური არე) არსებობს ზოლების (სტრიების) განვითარების მაღალ რისკი, შესაბამისად, სხეულის ამ ნაწილებში პრეპარატის ხანგრძლი გამოყენება უნდა შეიზღუდოს.

თუ პრეპარატი ფორკორიუმის გამოყენებისას აღინიშნება გაღიზიანება ან მომატებული მგრძნობელობის ნიშნები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტისთვის უნდა შეირჩეს მკურნალობის სხვა კურსი.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომლებიც გვხვდება გკს სისტემური გამოყენებისას, მათ შორის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, ასევე შეიძლება აღინიშნოს გკს-ს გარეგანი გამოყენების შემთხვევაში. ადგილობრივი გკს-ს სისტემური აბსორბცია შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, სხეულის ფართო ზედაპირების მკურნალობისას ან ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს სისტემური გკს-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები.

გკს-ს სისტემური და ადგილობრივი (მათ შორის ინტრანაზალური, ინჰალაციით და ინტრაოკულური) გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დარღვევა. თუ პაციენტს აქვს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა ან მხედველობის სხვა დარღვევა, რეკომენდებულია პაციენტმა მიმართოს ოფთალმოლოგს, რომ გამოვლინდეს მხედველობის დარღვევების შესაძლო მიზეზები, მათ შორის, კატარაქტა, გლაუკომა ან იშვიათი დაავადებები, მაგალითად, ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქ), რომლებიც აღინიშნებოდა ზოგიერთ შემთხვევაში გკს-ის სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.

უნდა გვახსოვდეს, რომ გკს აქვთ უნარი შეცვალონ კანის გარკვეული დაავადებების გამოვლენა, რამაც შეიძლება გაართულოს დიაგნოზირება. გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდების გამოყენება შეიძლება იყოს ჭრილობების შეხორცების შეფერხების მიზეზი. სიფრთხილით გამოიყენეთ კანის ატროფიული ცვლილების მქონე პირებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

გკს-ით ხანგრძლი მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის განვითარება, რომელიც ვლინდება ინტენსიური დერმატიტის ფორმით, კანის სიწითლე და წვის შეგრძნება. ამიტომ, მკურნალობის ხანგრძლივი კურსის შემდეგ, პრეპარატ ფორკირიუმის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით, მაგალითად, წყვეტილი მკურნალობის რეჟიმი, ვიდრე სრულად შეწყდება გამოყენება.

გარეგანი გამოყენებისას გენტამიცინის სისტემური შეწოვა შეიძლება გაიზარდოს, თუ იგი გამოიყენება კანის დიდ ფართობზე, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას ან კანის ნახეთქების არსებობის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევებში, არსებობს გენტამიცინის შეწოვის პოტენციური შესაძლებლობა და შესაბამისად ოტოტოქსიურობის სიმპტომების და სხვა არასასურველი მოვლენების განვითარება, რომელიც დამახასიათებელია გენტამიცინის სისტემური გამოყენებისას.

შესაძლოა, ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარება.

გენტამიცინის ხანგრძლივი გარეგანი გამოყენებისას შეინიშნება არამგძნობიარე მიკროფლორის ზრდა. მოცემულ შემთხვევაში, ისევე როგორც გაღიზიანების, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების და სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და დანიშნოს შესაბამისი მკურნალობის კურსი.

არ არსებობს მონაცემები ფორკორიუმის უარყოფითი მოქმედებების შესახებ სანტრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე, აგრეთვე სხვა მოქმედებების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვს კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული ბუნდოვანი მხედველობის განვითარების შესაძლებლობის შესახებ. არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, თავი უნდა შევიკავოთ მითითებული საქმიანობის შესრულებისგან.

12

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.

15 გ ალუმინის ტუბში. დალუქული პოლიმერული თავსახურით.

თითოეული ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

13

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

14

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

15

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

პანთენოლი, სპრეი 150მლ

პანთენოლი

Panthenol

სპრეი 150მლ

დექსპანთენოლი Aflofarm Farmacja Polska Sp. z o.o., პოლონეთი
დან10.20 ₾
დექსა-გენტამიცინი, 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში

დექსა-გენტამიცინი

Dexa-Gentamicin

5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში

Gentamicine ურსაფარმი, გერმანია
დან10.98 ₾
პანტომეკოლი პლიუსი, 30გ №1

პანტომეკოლი პლიუსი

30გ №1

Chlorhexidine + დექსპანთენოლი
დან11.13 ₾
ამეტაზონი მალამო, 0.1% 30მლ ადგილობრივი გამოყენების მალამო პოლიმერული მასალის ბოთლი N1

ამეტაზონი მალამო

Ametazon ointment

0.1% 30მლ ადგილობრივი გამოყენების მალამო პოლიმერული მასალის ბოთლი N1

მომეტაზონის ფუროატი Bilim Pharmaceuticals, თურქეთი
დან11.30 ₾
Codermo, 0.1% მალამო 1 ტუბი №1

Codermo

0.1% მალამო 1 ტუბი №1

მომეტაზონის ფუროატი
დან11.31 ₾
კოდერმო, 0.1% მალამო №1 30გრ

კოდერმო

0.1% მალამო №1 30გრ

მომეტაზონის ფუროატი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან11.31 ₾
დერმოკლინი კრემი, 10 გრ. კრემი ალუმინის ტუბში

დერმოკლინი კრემი

DERMOKLIN Cream

10 გრ. კრემი ალუმინის ტუბში

Beclometasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine SR Medicare, ინდოეთი
დან11.73 ₾
ქსილოდექსი, (0.5მგ+50მგ)1მლ სპრეი ცხვირის №1 10მლ

ქსილოდექსი

(0.5მგ+50მგ)1მლ სპრეი ცხვირის №1 10მლ

დექსპანთენოლი + ქსილომეტაზოლინი ამანტისმედი, ბელარუსი
დან11.90 ₾
პანთენოლი 5% კრემი, 5% 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1

პანთენოლი 5% კრემი

Psoderm 0.05% Krem

5% 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1

დექსპანთენოლი DEVA Holding, თურქეთი
დან12.00 ₾
ელოკომი, 0.1% კრემი ტუბი №1 15გრ

ელოკომი

0.1% კრემი ტუბი №1 15გრ

მომეტაზონის ფუროატი ორგანონ ჰეისტი, ბელგია
დან12.87 ₾
ტრიდერმი, 15გ კრემი ტუბში

ტრიდერმი

Triderm

15გ კრემი ტუბში

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
დან14.06 ₾
პანთენოლი, 5% კრემი 30 გრ

პანთენოლი

Panthenol

5% კრემი 30 გრ

დექსპანთენოლი Aflofarm Farmacja Polska Sp. z o.o., პოლონეთი
დან14.28 ₾
ტრიდერმი, 15გ მალამო ტუბში

ტრიდერმი

Triderm

15გ მალამო ტუბში

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
დან14.65 ₾
ტრიოკლორი, 10გრ კრემი, ტუბი

ტრიოკლორი

Trioclor

10გრ კრემი, ტუბი

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine PHIL INTER PHARMA, ვიეტნამი
დან16.79 ₾
ასპინატურა, 20მლ სპრეი 1 ფლაკონი №1

ასპინატურა

20მლ სპრეი 1 ფლაკონი №1

დექსპანთენოლი + Sea water
დან17.42 ₾
რეკრეოლი, 5% მალამო ტუბი №1 50გრ

რეკრეოლი

5% მალამო ტუბი №1 50გრ

დექსპანთენოლი გრინდეკსი, ლატვია
დან17.76 ₾
ნასოალდო, 50მკგ/დოზა 140 დოზა ნაზალური დოზირებული სპრეი ბალონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით

ნასოალდო

Nasoaldo

50მკგ/დოზა 140 დოზა ნაზალური დოზირებული სპრეი ბალონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით

მომეტაზონის ფუროატი Laboratorio Aldo-Unión, ესპანეთი
დან19.00 ₾
ქსილაზოლი, (0,5მგ + 50მგ)/მლ 10მლ ნაზალური სპრეი ბავშვებისთვის ფლაკონი №1

ქსილაზოლი

XYLAZOL

(0,5მგ + 50მგ)/მლ 10მლ ნაზალური სპრეი ბავშვებისთვის ფლაკონი №1

დექსპანთენოლი + ქსილომეტაზოლინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან19.23 ₾
ბეპანთენი, 30გ კრემი №1

ბეპანთენი

30გ კრემი №1

Chlorhexidine + დექსპანთენოლი
დან20.01 ₾
მეტაფიქსი, 50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის №1 120დოზა

მეტაფიქსი

50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის №1 120დოზა

მომეტაზონის ფუროატი ბიოდილ ფარმაციუტიკალსი, ინდოეთი
დან20.50 ₾
მომენექსი, 50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 140დოზა

მომენექსი

50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 140დოზა

მომეტაზონის ფუროატი რეკორდატ ილაჩ, თურქეთი
დან20.83 ₾
ფარკლობენტი კრემი, (0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1

ფარკლობენტი კრემი

Farclobent Cream

(0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine TAI GUK PHARM, კორეა
დან20.83 ₾
ეტარინი, 50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 16.8გრ

ეტარინი

50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 16.8გრ

მომეტაზონის ფუროატი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან20.84 ₾
ეტაციდი, 0,05% 14 გ ნაზალური სპრეი ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით

ეტაციდი

ETACID

0,05% 14 გ ნაზალური სპრეი ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით

მომეტაზონის ფუროატი World Medicine Ophthalmics
დან20.84 ₾
მომეტაზონი APO, ნაზალური სპრეი 50მკგ. 140 დოზა

მომეტაზონი APO

Mometasone APO

ნაზალური სპრეი 50მკგ. 140 დოზა

მომეტაზონის ფუროატი Apotex, კანადა
დან20.84 ₾
მონექსი, 50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 140დოზა

მონექსი

50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 140დოზა

მომეტაზონის ფუროატი დროგსან ილაჩი, თურქეთი
დან20.84 ₾
ნასომეტი 0.05% ნაზალური სპრეი, ნაზალური სპრეი 50მკგ.140 დოზა

ნასომეტი 0.05% ნაზალური სპრეი

Nassomet 0.05% Nasal Spray

ნაზალური სპრეი 50მკგ.140 დოზა

მომეტაზონის ფუროატი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან20.84 ₾
ნეპტა, 50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის №1 18გრ/140დოზა

ნეპტა

50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის №1 18გრ/140დოზა

მომეტაზონის ფუროატი დევა ჰოლდინგი, თურქეთი
დან20.84 ₾
რენოქსი, 50მკგ/დოზა 140 დოზა (18გ) ნაზალური სპრეი, სუსპენზია ქარვისფერი მინის ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით

რენოქსი

RENOX

50მკგ/დოზა 140 დოზა (18გ) ნაზალური სპრეი, სუსპენზია ქარვისფერი მინის ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით

მომეტაზონის ფუროატი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან20.84 ₾
სანტამონტი, 50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 18გრ/140დოზა

სანტამონტი

50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 18გრ/140დოზა

მომეტაზონის ფუროატი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან20.84 ₾
ქსილაზოლი, (1მგ + 50მგ)/მლ 10მლ ნაზალური სპრეი ფლაკონი №1

ქსილაზოლი

XYLAZOL

(1მგ + 50მგ)/მლ 10მლ ნაზალური სპრეი ფლაკონი №1

დექსპანთენოლი + ქსილომეტაზოლინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან21.37 ₾
ბეპანთენი პლუს, კრემი ტუბი №1 30გრ

ბეპანთენი პლუს

კრემი ტუბი №1 30გრ

Chlorhexidine + დექსპანთენოლი ჯიპი გრენზაჩ პროდუქტ, გერმანია
დან23.37 ₾
ნაზონექსი, 50მკგ/დოზა 140 დოზა ნაზალური სპრეი პოლიეთილენის ფლაკონი №1

ნაზონექსი

NASONEX

50მკგ/დოზა 140 დოზა ნაზალური სპრეი პოლიეთილენის ფლაკონი №1

მომეტაზონის ფუროატი Schering-Plough Labo N.V, ბელგია
დან28.17 ₾
დეკლოსიდი, 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში

დეკლოსიდი

DECLOSID

30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში

Beclometasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
დან29.76 ₾
ნაზოსტერი, 0.05% 18გ/140 დოზა ნაზალური სპრეი

ნაზოსტერი

Nazoster

0.05% 18გ/140 დოზა ნაზალური სპრეი

მომეტაზონის ფუროატი Santa Farma, თურქეთი
დან40.28 ₾
აიგელ პლუსი, 10გ გელი 1 ტუბი №1

აიგელ პლუსი

10გ გელი 1 ტუბი №1

Carbomer + დექსპანთენოლი
დან41.09 ₾
ელქსერო, 10გ გელი 1 ტუბი №1

ელქსერო

10გ გელი 1 ტუბი №1

დექსპანთენოლი
დან42.40 ₾
Nasaflex, 0.5მგ+1.4მგ/მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 18 მლ

Nasaflex

0.5მგ+1.4მგ/მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 18 მლ

მომეტაზონის ფუროატი
დან59.85 ₾

გენტამიცინი -EM

Gentamycin -EM

0.4% 10 მლ თვალის წვეთები ტუბში

Gentamicine ევრომედიკალი, საქართველო
ურეცეპტო
გენტამიცინი 0,1%, მალამო 15გ ტუბში

გენტამიცინი 0,1%

Gentamycin 0,1%

მალამო 15გ ტუბში

Gentamicine შტადა, გერმანია
ურეცეპტო
გენტამიცინის სულფატი, 4% 2 მლ ამპულა №10

გენტამიცინის სულფატი

Gentamicin sulfate

4% 2 მლ ამპულა №10

Gentamicine ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
დეპანტოლი, კრემი 30გ ტუბი # 1

დეპანტოლი

Depantol

კრემი 30გ ტუბი # 1

Chlorhexidine + დექსპანთენოლი შტადა, გერმანია
ურეცეპტო
დეპანტოლი, ვაგინალური სუპოზიტორია №10

დეპანტოლი

Depantol

ვაგინალური სუპოზიტორია №10

Chlorhexidine + დექსპანთენოლი შტადა, გერმანია
ურეცეპტო
დექსა-გენტამიცინი, 2.5გ თვალის მალამო ტუბში

დექსა-გენტამიცინი

Dexa-Gentamicin

2.5გ თვალის მალამო ტუბში

დექსამეტაზონი + Gentamicine ურსაფარმი, გერმანია
ურეცეპტო

ელოკომი

Elocom

0.1% 15გ მალამო ტუბში

მომეტაზონის ფუროატი Schering-Plough Labo N.V, ბელგია
ურეცეპტო

ელოკომი

Elocom

15 გ მალამო ტუბი #1

მომეტაზონის ფუროატი Schering-Plough Labo N.V, ბელგია
ურეცეპტო

ელოკომი

ELOKOM

0.1% 30მლ ლოსიონი ფლაკონი საწვეთურით №1

მომეტაზონის ფუროატი Schering-Plough Canada Inc, კანადა
ურეცეპტო

ემ-სონ სპრეი

M Son Sprey

50მკგ/დოზა 16.8გ (120დოზა) ნაზალური სპრეი, სუსპენზია პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 მადოზირებელი გამფრქვევი მოწყობილობით

მომეტაზონის ფუროატი DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში
ურეცეპტო
ექტოდერმი, 1მგ/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1

ექტოდერმი

EKTODERM

1მგ/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1

მომეტაზონის ფუროატი LABORATORIO REIG JOFRE S.A., ესპანეთი
ურეცეპტო
მონექსი, 50მკგ/დოზა 140 დოზა ნაზალური სპრეი სუსპენზიის სახით მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი №1

მონექსი

Monex™

50მკგ/დოზა 140 დოზა ნაზალური სპრეი სუსპენზიის სახით მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი №1

მომეტაზონის ფუროატი Drogsan Ilaclari, თურქეთი
ურეცეპტო
რეკრეოლი კრემი, 50 მგ/გ 50 გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

რეკრეოლი კრემი

RECREOL cream

50 მგ/გ 50 გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

დექსპანთენოლი Grindeks, ლატვია
ურეცეპტო
რეკრეოლი მალამო, 50მგ/გ 50გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1

რეკრეოლი მალამო

RECREOL® ointment

50მგ/გ 50გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1

დექსპანთენოლი Grindeks, ლატვია
ურეცეპტო
რენოქსი, 50მკგ/დოზა 140 დოზა (18გ) ნაზალური სპრეი სუსპენზიის სახით მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით

რენოქსი

Renox

50მკგ/დოზა 140 დოზა (18გ) ნაზალური სპრეი სუსპენზიის სახით მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით

მომეტაზონის ფუროატი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
ურეცეპტო
სიკაპროტექტი, 10 მლ თვალის წვეთები ფლაკონში

სიკაპროტექტი

Sicaprotect

10 მლ თვალის წვეთები ფლაკონში

დექსპანთენოლი ურსაფარმი, გერმანია
ურეცეპტო

ცელესტოდერმი-V გარამიცინით

Celestoderm-V with Garamycin

15გ კრემი ტუბში

Betamethasone + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
ურეცეპტო

ცელესტოდერმი-V გარამიცინით

Celestoderm-V® with Garamycin

15გ მალამო ტუბში

Betamethasone + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
Rx · რეცეპტით
ციკლოდერმი C, 15გ კრემი ტუბი №1

ციკლოდერმი C

CiCLODERM C

15გ კრემი ტუბი №1

Ciclopiroxolamine + clobetasol + Gentamicine TRIMA Israel Pharmaceutical Products, Maabarot Ltd., ისრაელი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.