მონოგრაფია Nº 00130 ურეცეპტო
ამეტაზონი მალამო
Ametazon ointment
0.1% 30მლ ადგილობრივი გამოყენების მალამო პოლიმერული მასალის ბოთლი N1
დან11.30 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- მომეტაზონის ფუროატი (Mometasone)
- მწარმოებელი
- Bilim Pharmaceuticals, თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- გარეგანი გამოყენების სტეროიდები
- იმპორტიორი საქართველოში
- ავიტა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
0.1% · 30გრ
-
ავერსი ყველაზე იაფი
ამეტაზონი 0.1% 30გ მალამო
ყიდვა ↗11.30 ₾
-
GPC
ამეტაზონი მალამო 0.1% 30გრ ტუბი #1
ყიდვა ↗11.31 ₾
-
ფარმადეპო
ამეტაზონი მალამო 0.1% 30გრ ტუბი #1
ყიდვა ↗11.31 ₾
30გ · 30გრ
-
PSP
ამეტაზონი - Ametazon მალამო 30გ
ყიდვა ↗11.31 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: მომეტაზონის ფუროატი. ჯერ ყველაზე იაფი.
Codermo
0.1% მალამო 1 ტუბი №1
კოდერმო
0.1% მალამო №1 30გრ
ელოკომი
0.1% კრემი ტუბი №1 15გრ
ნასოალდო
Nasoaldo
50მკგ/დოზა 140 დოზა ნაზალური დოზირებული სპრეი ბალონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
მეტაფიქსი
50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის №1 120დოზა
მომენექსი
50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 140დოზა
ეტარინი
50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 16.8გრ
ეტაციდი
ETACID
0,05% 14 გ ნაზალური სპრეი ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
მომეტაზონი APO
Mometasone APO
ნაზალური სპრეი 50მკგ. 140 დოზა
მონექსი
50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 140დოზა
ნასომეტი 0.05% ნაზალური სპრეი
Nassomet 0.05% Nasal Spray
ნაზალური სპრეი 50მკგ.140 დოზა
ნეპტა
50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის №1 18გრ/140დოზა
რენოქსი
RENOX
50მკგ/დოზა 140 დოზა (18გ) ნაზალური სპრეი, სუსპენზია ქარვისფერი მინის ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
სანტამონტი
50მკგ/1დოზა სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 18გრ/140დოზა
ნაზონექსი
NASONEX
50მკგ/დოზა 140 დოზა ნაზალური სპრეი პოლიეთილენის ფლაკონი №1
ნაზოსტერი
Nazoster
0.05% 18გ/140 დოზა ნაზალური სპრეი
Nasaflex
0.5მგ+1.4მგ/მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 18 მლ
ელოკომი
Elocom
0.1% 15გ მალამო ტუბში
ელოკომი
Elocom
15 გ მალამო ტუბი #1
ელოკომი
ELOKOM
0.1% 30მლ ლოსიონი ფლაკონი საწვეთურით №1
ემ-სონ სპრეი
M Son Sprey
50მკგ/დოზა 16.8გ (120დოზა) ნაზალური სპრეი, სუსპენზია პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 მადოზირებელი გამფრქვევი მოწყობილობით
ექტოდერმი
EKTODERM
1მგ/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1
მონექსი
Monex™
50მკგ/დოზა 140 დოზა ნაზალური სპრეი სუსპენზიის სახით მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი №1
რენოქსი
Renox
50მკგ/დოზა 140 დოზა (18გ) ნაზალური სპრეი სუსპენზიის სახით მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
ინსტრუქცია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისთვის
შემადგენლობა
კრემი 0.1%: ტუბში 30 გ
1გ - მომეტაზონის ფუროატი 1 მგ
პრეპარატი საღებავი ნივთიერების სახით შეიცავს ტიტანის დიოქსიდს.
მალამო 0.1%:: ტუბში 30 გ
1 გ - მომეტაზონის ფუროატი 1 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
მომეტაზონის ფუროატი წარმოადგენს კორტიკოსტეროიდს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, ვაზოკონსტრიქტორული და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
კორტიკოსტეროიდები თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ გამოყოფილი სტეროიდული ჰორმონები და მათი სინთეზური ანალოგებია. ფარმაკოლოგიური დოზებით, ისინი გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული ეფექტების გამო. მათი ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქტორული თვისებების გამო, ადგილობრივად გამოყენებული კორტიკოსტეროიდები ეფექტურია კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების დროს.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების კანიდან შეწოვის მასშტაბები მრავალი ფაქტორით განისაზღვრება, მათ შორისაა შემავსებელი საშუალება და ეპიდერმული ბარიერის მთლიანობა.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შეწოვა შესაძლებელია როგორც დაუზიანებელი, ისე დაზიანებული კანიდან. კანიდან შეწოვის თანაფარდობა პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების, ეპიდერმისის მთლიანობის და ნახვევის არსებობის მიხედვით იცვლება.
მომეტაზონის ფუროატის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, სისტემური აბსორბცია მინიმალურია. გამოყენებული დოზის, დაახლოებით, 0.4% დაუზიანებელი კანის ცირკულაციაში ხვდება. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის შეწოვის შემდეგ, იგი იმავე ფარმაკოკინეტიკურ პროცესებს ექვემდებარება, რასაც სისტემური კორტიკოსტეროიდები, და პლაზმის ცილებს სხვადასხვა თანაფარდობით უკავშირდება. მომეტაზონის ფუროატის მეტაბოლიზმი, ძირითადად, ღვიძლში მიმდინარეობს, ხოლო გამოყოფა თირკმელების საშუალებით ხდება.
დაავადებულ კანზე წასმული მომეტაზონის ფუროატის ეფექტები გამოკვლეულია და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა.
ჩვენებები
- ეგზემა;
- ფსორიაზი;
- ატოპიური დერმატიტი;
- სებორეული დერმატიტი;
- კონტაქტური დერმატიტი;
- მარტივი ქრონიკული ლიქენი;
- წითელი ბრტყელი ლიქენი;
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები;
- მწერის ნაკბენი;
- დამწვრობა.
მიღების წესი და დოზირება
განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
კანის დაზიანებულ უბნებზე უნდა წაესვას ამეტაზონის თხელი აპკი, დღეში ერთხელ.
ამეტაზონთან ერთად არ უნდა გამოიყენოთ ოკლუზიური სახვევები, თუ ამას ექიმი არ გეტყვით. იგი არ უნდა წაესვას საფენის უბნებზე, თუ ბავშვს ჯერ კიდევ საფენები ან პლასტიკური მასალის ტრუსები სჭირდება, ვინაიდან ისინი ოკლუზიურ სახვევებს წარმოადგენენ.
გვერდითი მოვლენები
ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამეტაზონს გვერდითი ეფექტები არ აქვს, თუ ოკლუზიური სახვევი არ გამოიყენება. თუმცა სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მსგავსად, ხანგრძლივად დიდი რაოდენობით ან დიდ ფართობზე გამოყენებას შედეგად შეიძლება გვერდითი ეფექტების განვითარებისთვის საკმარისი აბსორბცია მოჰყვეს. კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება, გაღიზიანება, სიმშრალე, კანის ატროფია, სტრიები და ნაოფლი გამოყენების უბანზე.
უკუჩვენებები
ამეტაზონი უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერსენსიტიურობის ისტორიის მქონე პაციენტებში.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის კატეგორია C
ორსულებში ადგილობრივად გამოყენებული კორტიკოსტეროიდების ტერატოგენული ეფექტების შესახებ ადექვატური და მკაცრად კონტროლირებული კვლევები არ არსებობს. ამიტომ, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება ორსულობის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ პოტენციური სარგებელი ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს ამართლებს.
უცნობია კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური შეწოვა საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ დედის რძეში განსაზღვრადი რაოდენობა აღმოჩნდეს. ვინაიდან ბევრი წამალი გამოიყოფა დედის რძეში, მეძუძურ დედებში ამეტაზონის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
განსაკუთრებული მითითებები
თუ ამეტაზონის გამოყენებისას გაღიზიანება და სენსიტიზაცია განვითარდა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და შესაბამისი თერაპია დაინიშნოს.
ინფექციის განვითარების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს სათანადო სოკოს საწინააღმდეგო ან ანტიბაქტერიული საშუალებები. თუ დადებითი პასუხი მაშინვე არ გამოვლინდა, კორტიკოსტეროიდი უნდა მოიხსნას, სანამ ინფექცია ადეკვატურად კონტროლირებადი არ გახდება.
ხშირია ადგილობრივი და სისტემური ტოქსიურობა, განსაკუთრებით, ხანგრძლივი უწყვეტი გამოყენებისას დაზიანებული კანის დიდ ფართობებზე, მოხრის ადგილებში და ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას. თუ გამოიყენება ბავშვებში ან სახის არეში, კურსი 5 დღით უნდა შემოიფარგლოს, ამასთან, ოკლუზიური საფენები არ უნდა გამოიყენოთ. უნდა ერიდოთ ხანგრძლივ უწყვეტ თერაპიას, მიუხედავად პაციენტის ასაკისა.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების სისტემურმა აბსორბციამ შესაძლებელია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა (HPA) ღერძის შექცევადი დათრგუნვა გამოიწვიოს, მკურნალობის შემდეგ გლუკოკორტიკოსტეროიდების უკმარისობის შესაძლებლობით. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბციის გამო, ზოგიერთ პაციენტში, აგრეთვე, შეიძლება კუშინგის სინდრომის გამოვლინებები, ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია განვითარდეს მკურნალობის პერიოდში.
საერთოდ, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ღერძის ფუნქციის აღდგენა, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შეწყვეტისას, სწრაფად ხდება. იშვიათად, გლუკოკორტიკოიდების უკმარისობის ნიშნების და სიმპტომების გამო, შეიძლება დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდები გახდეს საჭირო.
კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, ნაყოფიერების დარღვევა: ამეტაზონის კანცეროგენული და მუტაგენური პოტენციალის შესაფასებლად გრძელვადიანი კვლევები ცხოველებზე არ ჩატარებულა.
გამოყენება პედიატრიაში: კანის ზედაპირის ფართობის სხეულის მასასთან მაღალი თანაფარდობის გამო, ბავშვები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ვიდრე მოზრდილები. ბავშვებში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება მკურნალობის ეფექტური შედეგების მომცემი მინიმალური დოზებით უნდა მოხდეს.
გამოყენება გერიატრიაში: კლინიკურმა კვლევებმა გამოავლინა, რომ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხრივ, სხვაობა ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ იყო. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს ზოგიერთი ხანდაზმული პირის უფრო მაღალი მგრძნობელობა.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების რეაქციები არ არის დაფიქსირებული.
ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი ამეტაზონი კრემი შეიძლება საკმაო რაოდენობით შეიწოვოს და სისტემური ეფექტები გამოიწვიოს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
წამლებთან ურთიერთქმედებები არ არის დაფიქსირებული.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ამეტაზონი კრემი 0.1% 30 გ ტუბში.
ამეტაზონი მალამო 0.1% 30გ ტუბში.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.