8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04755 ურეცეპტო

პანთენოლი 5% კრემი

Psoderm 0.05% Krem

5% 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1

დან12.00 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
პანთენოლი 5% კრემი, 5% 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1
მოქმედი ნივთიერება
დექსპანთენოლი (Dexpanthenol)
მწარმოებელი
DEVA Holding, თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
ნიუ ჯორჯია-555
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

5% · 30გრ

  • PSP

    პანთენოლი - Panthenol 5% 30გ კრემი

    · მარაგში არ არის

150მლ · 150მლ

  • PSP

    პანთენოლი - Panthenol კრემ-ქაფი დოზატორით 150მლ

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: დექსპანთენოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

პანთენოლი, სპრეი 150მლ

პანთენოლი

Panthenol

სპრეი 150მლ

დექსპანთენოლი Aflofarm Farmacja Polska Sp. z o.o., პოლონეთი
დან10.20 ₾
პანთენოლი, 5% კრემი 30 გრ

პანთენოლი

Panthenol

5% კრემი 30 გრ

დექსპანთენოლი Aflofarm Farmacja Polska Sp. z o.o., პოლონეთი
დან14.28 ₾
რეკრეოლი, 5% მალამო ტუბი №1 50გრ

რეკრეოლი

5% მალამო ტუბი №1 50გრ

დექსპანთენოლი გრინდეკსი, ლატვია
დან17.76 ₾
ელქსერო, 10გ გელი 1 ტუბი №1

ელქსერო

10გ გელი 1 ტუბი №1

დექსპანთენოლი
დან42.40 ₾
რეკრეოლი კრემი, 50 მგ/გ 50 გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

რეკრეოლი კრემი

RECREOL cream

50 მგ/გ 50 გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

დექსპანთენოლი Grindeks, ლატვია
ურეცეპტო
რეკრეოლი მალამო, 50მგ/გ 50გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1

რეკრეოლი მალამო

RECREOL® ointment

50მგ/გ 50გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1

დექსპანთენოლი Grindeks, ლატვია
ურეცეპტო
სიკაპროტექტი, 10 მლ თვალის წვეთები ფლაკონში

სიკაპროტექტი

Sicaprotect

10 მლ თვალის წვეთები ფლაკონში

დექსპანთენოლი ურსაფარმი, გერმანია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

პანთენოლი 5% კრემი

გარეგანი გამოყენებისთვის.

აქტიური ნივთიერება: თითოეული 1 გ კრემი შეიცავს 50 მგ დექსპანთენოლს.

დამხმარე ნივთიერება(ები): ცეტილსტეარილის სპირტი, კრემოფორი A 6, კრემოფორი A 25, თხევადი პარაფინი, მეთილპარაბენი, პროპილენგლიკოლი, პარფიუმი, გამოხდილი წყალი

რა არის პანთენოლი და რისთვის გამოიყენება
პანთენოლი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს დექსპანთენოლს და წარმოადგენს თეთრ, გლუვ და ერთგვაროვან კრემისებრ მასას, სპეციფიკური არომატით.
ხელმისაწვდომია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურის მქონე ალუმინის ტუბებში, რომლებიც შეიცავს 30გ კრემს, და რომელიც თავის მხრივ მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გამოიყენება ინფექციის რისკის მქონე ნებისმიერი ზედაპირული ჭრილობის, ქრონიკული ჭრილობების, როგორიცაა ფეხის წყლულები და ნაწოლები, კანის ინფექციების, მეძუძურ დედებში დახეთქილი ძუძუს თავების, ანალური ნაპრალების, კანის დაზიანებების, ქირურგიული ჭრილობების სამკურნალოდ და საფენებით გამოწვეული გაღიზიანებული კანის ერითემის (სიწითლის) აღმოსაფხვრელად.
ხელს უწყობს ჭრილობების უფრო სწრაფ შეხორცებას და კანის უფრო გლუვ ტექსტურის მიღწევას.
ინარჩუნებს კანის ელასტიურობას და ტენიანობას.

02

უკუჩვენებები

ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ პანთენოლი

თუ:

გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პანთენოლის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პანთენოლის გამოყენებისას
სიფრთხილეა საჭირო თვალებთან, ყურებთან და სხეულის ისეთ ნაწილებთან, როგორიცაა პირი და საშო, კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუნდაც გხებოდათ წარსულში, მიმართეთ ექიმს.

პანთენოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, კრემი არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელებთან.

03

ორსულობა და ლაქტაცია

პანტენოლის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს, მაგრამ არ უნდა წაისვათ კანის დიდ ზედაპირზე.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ლაქტაცია

ლაქტაციის დროს დახეთქილი ძუძუს თავების სამკურნალოდ გამოყენებისას, კრემის წასმის ადგილები უნდა გაიწმინდოს ყოველი ძუძუთი კვების წინ.

მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ დაფიქსირებულა გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პანთენოლის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

პანთენოლმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული) მასში შემავალი მეთილპარაბენის გამო.

პანთენოლმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანის რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი) მასში შემავალი ცეტილსტეარილის სპირტის გამო.

პანთენოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება მასში შემავალი პროპილენგლიკოლის გამო.

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება

პანთენოლის კანზე რეკომენდებული გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

04

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:

ჭრილობები და დამწვრობა: პანთენოლი გამოიყენება დღეში ერთხელ ან ორჯერ, ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირადაც.

მეძუძური დედების მკერდის მოვლისა და მტკივნეული, დახეთქილი ძუძუსთავების შესახორცებლად. პანთენოლი წაისვით ძუძუსთავებზე ყოველი ლაქტაციის შემდეგ.

ძუძუთი კვებამდე ძუძუსთავები წყლით ჩამოიბანეთ.

საფენის გამონაყარი: პანთენოლი წაისვით საფენის ყოველი გამოცვლისას.

მიღების გზა და მეთოდი

პანთენოლი წაისვით თხელ ფენად, რაც შეიძლება ნაზად შეიზილეთ კანის გაღიზიანებულ ადგილას.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

არ საჭიროებს დოზის კორექციას.

გამოყენება ხანდაზმულებში (65 წლის და ზემოთ)

არ საჭიროებს დოზის კორექციას.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

არ საჭიროებს დოზის კორექციას.

თუ ფიქრობთ, რომ პანთენოლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

05

ჭარბი დოზირება

კანზე რეკომენდებულ დოზაზე მეტი დოზით გამოყენების შემთხვევაში, არასასურველი ეფექტები არ არის მოსალოდნელი.

თუ გამოიყენეთ პანთენოლის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ პანთენოლის გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

პანთენოლით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლო გვერდითი მოვლენები:

არცერთი.

06

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, პანტენოლმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მისი ინგრედიენტების მიმართ, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

პანთენოლის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგნაირად;

ძალიან ხშირად ((≥1/10); ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10.000-დან <1/1.000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10.000), უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ შეამჩნევთ შემდეგიდან რომელიმეს:

ძალიან იშვიათად: ალერგიული კანის რეაქციები, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი (კანის დაავადების სახეობა), ალერგიული რეაქციები, ალერგიული დერმატიტი (კანის დაავადების სახეობა), ქავილი, კანის სიწითლე (ერითემა), ქავილით გამოწვეული ბუშტუკების წარმოქმნა (ეგზემა), გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ჭინჭრის ციება), კანის მგრძნობელობა და სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნა.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

თუ შენიშნავთ რაიმე არასასურველ მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ შევინახოთ პანთენოლი

პანთენოლი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

პანტომეკოლი პლიუსი, 30გ №1

პანტომეკოლი პლიუსი

30გ №1

Chlorhexidine + დექსპანთენოლი
დან11.13 ₾
ქსილოდექსი, (0.5მგ+50მგ)1მლ სპრეი ცხვირის №1 10მლ

ქსილოდექსი

(0.5მგ+50მგ)1მლ სპრეი ცხვირის №1 10მლ

დექსპანთენოლი + ქსილომეტაზოლინი ამანტისმედი, ბელარუსი
დან11.90 ₾
ასპინატურა, 20მლ სპრეი 1 ფლაკონი №1

ასპინატურა

20მლ სპრეი 1 ფლაკონი №1

დექსპანთენოლი + Sea water
დან17.42 ₾
ქსილაზოლი, (0,5მგ + 50მგ)/მლ 10მლ ნაზალური სპრეი ბავშვებისთვის ფლაკონი №1

ქსილაზოლი

XYLAZOL

(0,5მგ + 50მგ)/მლ 10მლ ნაზალური სპრეი ბავშვებისთვის ფლაკონი №1

დექსპანთენოლი + ქსილომეტაზოლინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან19.23 ₾
ბეპანთენი, 30გ კრემი №1

ბეპანთენი

30გ კრემი №1

Chlorhexidine + დექსპანთენოლი
დან20.01 ₾
ქსილაზოლი, (1მგ + 50მგ)/მლ 10მლ ნაზალური სპრეი ფლაკონი №1

ქსილაზოლი

XYLAZOL

(1მგ + 50მგ)/მლ 10მლ ნაზალური სპრეი ფლაკონი №1

დექსპანთენოლი + ქსილომეტაზოლინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან21.37 ₾
ბეპანთენი პლუს, კრემი ტუბი №1 30გრ

ბეპანთენი პლუს

კრემი ტუბი №1 30გრ

Chlorhexidine + დექსპანთენოლი ჯიპი გრენზაჩ პროდუქტ, გერმანია
დან23.37 ₾
აიგელ პლუსი, 10გ გელი 1 ტუბი №1

აიგელ პლუსი

10გ გელი 1 ტუბი №1

Carbomer + დექსპანთენოლი
დან41.09 ₾
დეპანტოლი, კრემი 30გ ტუბი # 1

დეპანტოლი

Depantol

კრემი 30გ ტუბი # 1

Chlorhexidine + დექსპანთენოლი შტადა, გერმანია
ურეცეპტო
დეპანტოლი, ვაგინალური სუპოზიტორია №10

დეპანტოლი

Depantol

ვაგინალური სუპოზიტორია №10

Chlorhexidine + დექსპანთენოლი შტადა, გერმანია
ურეცეპტო
ფორკორიუმი, 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

ფორკორიუმი

Forcorium

15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

დექსპანთენოლი + Econazole + Gentamicine + მომეტაზონის ფუროატი WERTEKS, რუსეთი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.