8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01420 Rx · რეცეპტით

გენტამიცინის სულფატი

Gentamicin sulfate

4% 2 მლ ამპულა №10

გენტამიცინის სულფატი, 4% 2 მლ ამპულა №10
მოქმედი ნივთიერება
Gentamicine
მწარმოებელი
ბიოპოლუსი, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სისტემური გამოყენების
იმპორტიორი საქართველოში
ბიოპოლუსი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Gentamicine. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

1 ამპულა (2 მლ) შეიცავს გენტამიცინის სულფატს 80 მგ გენტამიცინზე გადაანგარიშებით.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის პიროსულფიტი, ტრილონი ბ, საინიექციო წყალი

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

გენტამიცინი მოქმედების ფართო სპექტრის, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია. იგი მოქმედებს ბაქტერიციდულად და აქტიურია გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმების – Escherichia coli, Shigella spp., Salmonela spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმების _ Staphylococcus spp.-სა და Streptococcus spp - ს ზოგიერთი შტამების მიმართ.

03

ფარმაკოკინეტიკა

გენტამიცინი სწრაფად შეიწოვება ინტრამუსკულარული ინიექციის შემდეგ. პრეპარატის თერაპიული დოზის კუნთში შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 30_60 წთ-ში მიიღწევა და შენარჩუნებულია 8_12 სთ-ის განმავლობაში. იგი კარგად აღწევს ქსოვილებში, პლევრულ, სინოვიურ და პერიტონეალურ სითხეებში, გადის პლაცენტურ ბარიერს. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 2–3 სთ-ია. პრეპარატი გამოიყოფა თირკმლებით (70%) უცვლელი სახით.

04

ჩვენებები

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: პიელონეფრიტი, ცისტიტი, პნევმონია, პერიტონიტი, სეფსისი, მენინგიტი; კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები და სხვა.

05

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში (წვეთოვნად). მოზრდილებში საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც ორ შეყვანაზე იყოფა. რთული ინფექციებისას დოზა იზრდება 5 მგ/კგ-მდე დღეში. შარდგამომყოფი გზების ინფექციებისას პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 მგ/კგ-ს ორ შეყვანაზე. მკურნალობის კურსია 7_10 დღე.

06

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ბილირუბინის დონის გაზრდა.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა. გრძნობათა ორგანოების მხრივ: სმენის დაქვეითება, ვესტიბულარული დარღვევები, ცალკეულ შემთხვევებში _ შეუქცევადი სიყრუე.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ცხელება, იშვიათად _ კვინკეს შეშუპება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა – ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია, იშვიათად – თირკმლის უკმარისობა.

07

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა გენტამიცინის ან ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, სმენის ნერვის ნევრიტი, თირკმლის მძიმე უკმარისობა, ურემია.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს გენტამიცინის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

09

განსაკუთრებული მითითებები

გენტამიცინი სიფრთხილით გამოიყენება პარკინსონიზმის, მიასთენიის, თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს. გამოყენების პერიოდში საჭიროა თირკმლის, სმენისა და ვესტიბულური აპარატების ფუნქციის კონტროლი.
დაუშვებელია ერთ შპრიცში გენტამიცინისა და სხვა პრეპარატების შერევა.

10

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ნეფრო- და ოტოტოქსიკური მოქმედება.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპიის ჩატარება. ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის (უფრო ეფექტურია) და პერიტონეალური დიალიზის საშუალებით.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

გენტამიცინისა და ამინოგლიკოზიდების, ვანკომიცინის, ცეფალოსპორინების, ეთაკრინის მჟავას ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ოტო- და ნეფროტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
ინდომეტაცინთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება გენტამიცინის კლირენსის შემცირება, რაც ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკს.
გენტამიცინისა და საინჰალაციო სანარკოზე საშუალებების, ოპოიდური ანალგეზიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის განვითარების რისკი.
გენტამიცინისა და `მარყუჟოვანი~ დიურეზულების (ფუროსემიდი, ეთაკრინის მჟავა) ერთდროული გამოყენებისას იზრდება გენტამიცინის კონცენტრაცია სისხლში და გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.

12

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

14

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

№388/ო (1.39)
18.07.2008 - 18.07.2013

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

დერმოკლინი კრემი, 10 გრ. კრემი ალუმინის ტუბში

დერმოკლინი კრემი

DERMOKLIN Cream

10 გრ. კრემი ალუმინის ტუბში

Beclometasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine SR Medicare, ინდოეთი
დან11.73 ₾
ტრიდერმი, 15გ კრემი ტუბში

ტრიდერმი

Triderm

15გ კრემი ტუბში

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
დან14.06 ₾
ტრიდერმი, 15გ მალამო ტუბში

ტრიდერმი

Triderm

15გ მალამო ტუბში

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
დან14.65 ₾
ტრიოკლორი, 10გრ კრემი, ტუბი

ტრიოკლორი

Trioclor

10გრ კრემი, ტუბი

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine PHIL INTER PHARMA, ვიეტნამი
დან16.79 ₾
ფარკლობენტი კრემი, (0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1

ფარკლობენტი კრემი

Farclobent Cream

(0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine TAI GUK PHARM, კორეა
დან20.83 ₾
დეკლოსიდი, 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში

დეკლოსიდი

DECLOSID

30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში

Beclometasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
დან29.76 ₾
დექსა-გენტამიცინი, 2.5გ თვალის მალამო ტუბში

დექსა-გენტამიცინი

Dexa-Gentamicin

2.5გ თვალის მალამო ტუბში

დექსამეტაზონი + Gentamicine ურსაფარმი, გერმანია
ურეცეპტო
ფორკორიუმი, 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

ფორკორიუმი

Forcorium

15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

დექსპანთენოლი + Econazole + Gentamicine + მომეტაზონის ფუროატი WERTEKS, რუსეთი
ურეცეპტო

ცელესტოდერმი-V გარამიცინით

Celestoderm-V with Garamycin

15გ კრემი ტუბში

Betamethasone + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
ურეცეპტო

ცელესტოდერმი-V გარამიცინით

Celestoderm-V® with Garamycin

15გ მალამო ტუბში

Betamethasone + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
Rx · რეცეპტით
ციკლოდერმი C, 15გ კრემი ტუბი №1

ციკლოდერმი C

CiCLODERM C

15გ კრემი ტუბი №1

Ciclopiroxolamine + clobetasol + Gentamicine TRIMA Israel Pharmaceutical Products, Maabarot Ltd., ისრაელი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.