მონოგრაფია Nº 04614 ურეცეპტო
ომესამი D3
Omesam D3
5000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20
დან53.55 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ (Colecalciferol) omega 3 (Omega 3)
- მწარმოებელი
- Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი
ომესამი D3 5000მგ #20კაფს
2.68 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗53.55 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ + omega 3. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
(ომეგა-3, ვიტამინ D3)
შემადგენლობა
ომესამი D3-ის 1000 მგ ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA 18% / DHA 12%) – 1000 მგ-ს და ვიტამინ D3-ს – 1000 სე.
ომესამი D3-ის 2000 მგ ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA 18% / DHA 12%) – 1000 მგ-ს და ვიტამინ D3-ს – 2000 სე.
ომესამი D3-ის 5000 მგ ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA 18 % / DHA 12 %) – 1000 მგ-ს და ვიტამინ D3-ს – 5000 სე.
მოქმედების მექანიზმი
ომესამი D3-ის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების (18% ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) და 12% დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA)) და ვიტამინი D3-ის კომბინაციით.
ომესამი D3-ს ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე გადაინაცვლებენ პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე.
ზოგადად, ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების მოქმედება მდგომარეობს საკვებთან ერთად მიღებული მავნე ცხიმების განეიტრალებაში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე ახდენენ გავლენას. მათი ნაკლებობის შედეგად სისხლძარღვების კედელზე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებენ და აღადგენენ სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და ამცირებენ მის შეღწევადობას; ზრდიან ორგანიზმის მედეგობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადებების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებენ იმუნიტეტს. მათ აქვთ კიბოს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა 3-ის მჟავები ანელებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ეწინააღმდეგებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას, აუმჯობესებენ მეხსიერებას და მხედველობას, მათი დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება და ცვლის პროცესების ნორმალიზება. ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებაში.
კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე საშუალებების სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების დროს.
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება რეგულარულად საკვებიდან. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ის მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.
ვიტამინი D3 - ადამიანის საკვები რაციონის შეუცვლელი შემადგენელი ვიტამინი. არის რაქიტის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ავსებს D3 ვიტამინის დეფიციტს. მონაწილეობას იღებს კალციუმ-ფოსფორის ცვლის რეგულაციაში, აძლიერებს კუჭ-ნაწლავში კალციუმის შეწოვას და თირკმელებში ფოსფატების რეაბსორბციას, ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას, საჭიროა პარაფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ ვიტამინი D3 მონაწილეობს უჯრედების გამრავლების რეგულაციებში, ნივთიერებათა ცვლის პროცესში, გარკვეული ჰორმონების სტიმულაციაში.
ჩვენებები
- მაღალი რისკის ჯგუფებში D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი პერიოდი);
- სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;
- ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
- ოსტეომალაციის პროფილაქტიკა (45 წლის ზემოთ პაციენტებში მინერალური ცვლის დარღვევის ფონზე, ტრავმების შემთხვევაში ხანგრძლივი იმობილიზაციის დროს, ისეთი დიეტების დაცვისას, როდესაც არ ხდება რძის და რძის პროდუქტების მიღება);
- ჰიპოკალციემია;
- ჰიპოკალცემიური ტეტანია;
- ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;
- დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
- ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
- ჰიპოპარათირეოზის და ფსევდოჰიპოპარათირეოზის პროფილაქტიკა;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
- კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;
- ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).
უკუჩვენებები
- შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმი აძლიერებს ომესამი D3-ის მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ომესამი D3-ის ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ომესამი D3 გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
მიღების წესი და დოზირება
ომესამი D3 1000 მგ - ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ომესამი D3 2000 მგ - ინიშნება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ომესამი D3 5000 მგ - ინიშნება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ, ინდივიდუალურად, ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტის ხარისხისა და მიღებულ დოზაზე რეაქციის მიხედვით.
კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.
მიღების ხანგრძლივობა - არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.
გვერდითი მოვლენები
ომესამი D3-ის გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა - იხილეთ შეფუთვაზე.
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
რბილი ჟელატინის კაფსულა; 20 კაფსულა ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დეავიტ ნეო
20000სე/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 10მლ
ფინევიტი-დ3
60000სე ოროდისპერგირებადი ფირფიტა №4
დეტრივიტი
DETRIVIT
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
ვიტაგამა დ3
1000სე ტაბლეტი №50
ტეტესეპტი ვიტამინი D3 7000 კვირის დეპო
Tetesept Vitamin D3 7000 Wochendepot
ტაბლეტი # 12
იუვიტ D3
Juvit D3
10 მლ
კოლედანი
COLEDAN
15 000 სე/მლ 10მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონი საწვეთურით №1
სიმბავიტი დ3 საბავშვო
50000სე/15მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1
სოლფატამი
წვეთები №1 10მლ
სოლფატამი
2000სე ტაბლეტი №60
დეტრი-დროპსი ვიტამინი დ3
15000სე/1მლ წვეთები ორალური №1 10მლ
როტავიტ კალციუმ ფორტე
1000მგ+880სე ტაბლეტი შუშხუნა №20
კალცი დე-დენკი
Calci D-Denk
შუშხუნა ტაბლეტი #20
აქვადეტრიმი ვიტამინი D3
Aquadetrim vitamin D3
15 000 სე/მლ შიგნით მისაღები წვეთები 10 მლ მინის ფლაკონში
დენატურე
Denature
ტაბლეტი №30
სოლიფეროლი D3
Soliferol D3
საღეჭი აბი ანანასის არომატით №20
კალზიდანი K2
Calzidan K2
კაფსულა N30
ოსტეოქეა
Osteocare
ტაბლეტი #90
იბუვიტი დ3
2000სე კაფსულა №30
ოილესენი
Oilsen
10მლ სპრეი N1
ეფაქტივ
1000მგ სპრეი 30 კაფსულა №30
ვიტამინი D3
Vitamin D3
კაფსულა #60
დიფეროლი
diferol
ტაბლეტი #30
ომესამი
Omesam
1000 მგ კაფსულა #20
დეკოლეროლი ფორტე წვეთები
Decolerol Forte Drops
15.000 ს.ე./მლ 10მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
ომეგა
სპრეი 90 კაფსულა №90
ვიტალინკ D3 ფორტე
VITALINK D3 FORTE
ორალური სპრეი 10 მლ, ბანანის არომატით
ომეგა ელეგანტი
1000mg სპრეი 30 კაფსულა №30
ვიტაფეროლი
Vitaferol
15 მლ ფლაკონი დოზატორით
დეკოლეროლ ფორტე
DECOLEROL Forte
სიროფი 150 მლ
დეტრივიტი ჟელი
DETRIVIT JELLY
ლიმონის, ფორთოხლის, ჟოლოსა და ვაშლის არომატის მქონე ჟელი №50
კალციმერინი
Calcimerin
ტაბლეტი #30
დეკოლეროლი 5000
De colerol 5000
5000 ს.ე. (125მკგ) რბილი კაფსულა №28
ბონექსი
BONEX
ტაბლეტი #60
დევიტი
50000სე ტაბლეტი №8
დეკოლეროლი ფორტე
Decolerol Forte
20.000ს.ე. (0,5მგ) რბილი კაფსულა №14
ომესამი ჟელი
Omesam Jelly
ჟელატინის კაფსულა #50
იბუვიტი
4000სე სპრეი 30 კაფსულა №30
ომეგა-3 პრემიუმი
Omega 3 Premium
ჟელატინის რბილი კაფსულა #30
ტრედეროლი
20000სე ტაბლეტი №20
ვიტამარ
სპრეი №60
ვიტროლი ომეგა
სპრეი 90 კაფსულა №90
ვიტაგამა D3 დუო
VITAGAMMA® DUO
ტაბლეტი #50
ვიტაგამა D3 2.000 ს.ე.
VITAGAMMA® D3 2.000 I.E.
ტაბლეტი #50; #100
ომეგა ბლენდი
სპრეი 60 კაფსულა №60
ვიგალექს მაქსი
Vigalex Max
100მკგ (4000სე) ტაბლეტი №30 (2X15
კალციუმის ოროტატი
Calcium Orotate
კაფსულა #30
ვიგალექს ფორტე
Vigalex Forte
50მკგ (2000სე) ტაბლეტი №30 (1X30)
დოპელჰერც სისტემი
№60
ცაინფარმა ომეგა3
1000მგ სპრეი 140 კაფსულა №140
ომეგა ქიდსი
60 საღეჭი ტაბლეტი №60
მიოლერი
სპრეი 60 კაფსულა №60
Mollers
250ml 1 ფლაკონი №1
სანიენსი D3 სპრეი
Sanience D3 sprey
50მლ ორალური სპრეი
D3 ვიტა პლუს
D3 Vita Plus
პროლონგირებული გამოყოფის ტაბლეტი #60
არკოკაფსი ომეგა 3
ARKOKAPS OMEGA 3
კაფსულა #60
აქვადეტრიმ პლუსი
Aquadetrim Plus
20000სე+10000სე/მლ წყალხსნარი 10მლ ფლაკონი #1
ბენე ვიტამინი დ3 კანფეტი
BENE kids Gummy Vitamin D3
საღეჭი 1000სე N60
დეტრი-დროპსი
DETRI-DROPS
წვეთები 10 მლ ფლაკონში
დეტრივიტ 1000 სე
DETRIVIT 1000 IU
რბილი ჟელატინის კაფსულა №60
დეტრივიტი დროპსი
DETRIVIT DROPS
30 მლ ხსნარი
დეტრივიტი მაქსი
DETRIVIT MAX
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
დეტრივიტი ფორტე
DETRIVIT FORTE
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
ვიგანტოლი
Vigantol
0.5მგ/მლ 10მლ შიგნით მისაღები ზეთოვანი ხსნარი ფლაკონში
ვიტაგამა D3 1000 ს.ე.
VITAGAMMA D3 1000 I.E.
1000 ს.ე ტაბლეტი №50
ვიტაგამა D3 5.600 ს.ე.
VITAGAMMA® D3 5.600 I.E.
ტაბლეტი #20; #50
ვიტამინი D3
Vitamin D3
10 მლ წვეთები ფლაკონი №1
ვიტამინი D3 ბენე
Vitamin D3 BENE
რბილი კაფსულა #60
ვიტამინი D3 დროპსი
Vitamin D3 drops
50 მლ ბოთლი საწვეთურით
კალცინორმ - D3
Calcinorm – D3
საღეჭი ტაბლეტები ლიმონის არომატით #20
კალციტრონი
CALCITRON
400მგ/100სე ტაბლეტი №20ტ
კალციტრონი
CALCITRON
600მგ/400სე ტაბლეტი № 20
კალციტრონი
CALCITRON
500მგ/250სე ტაბლეტი № 20
კალციუმი D3 ნიკომედი
CALCIUM D3 NYCOMED
საღეჭი ტაბლეტი (პიტნის) №30
კალციუმი D3 ნიკომედი
CALCIUM D3 NYCOMED
საღეჭი ტაბლეტი (ფორთოხლის) №60
კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე
CALCIUM D3 NYCOMED FORTE
საღეჭი ტაბლეტი (ლიმნის) №60
კოვიტ-D
Covit D
საღეჭი ტაბლეტები #20
მულტი-ტაბსი ბეიბი
Multi-tabs Baby
წვეთები 30მლ ფლაკონი # 1
მცენარეული ომეგა 3,6,9
Flax Seed
1000მგ კაფსულა #60
ნატეკალ D3
NATECAL D3
600მგ+400 ს.ე. ოროდისპერგირებადი ტაბლეტი №60
ნუტრაქსინი ვიტამინი C
Nutraxin vitamin C
ტაბლეტი1000მგ N30
ომატონი ომეგა
410მგ სპრეი 20 კაფსულა №20
ომესამი D3
Omesam D3
1000 მგ ჟელატინის კაფსულა#20
ომესამი კარდიო
Omesam Cardio
რბილი ჟელატინის კაფსულა #20
ომესამი კიდსი
Omesam Kids
750 მგ კაფულა #20
ომესამი სიროფი
OMESAM
120მლ სიროფი ბოთლში ჟოლოს გემოთი
ომესამი ფორტე
Omesam Forte
1500 მგ კაფსულა #30
ომესამი ჯუნიორი
Omesam Junior
20 საღეჭი კაფსულა
ორნაკარდი
Ornacard
500მგ+20მგ+600მგ კაფსულა - # 30
ოსტეოქეა საღეჭი აბები
Osteocare
საღეჭი აბი #30
პროენზი ლედი კალციკუბი
Proenzi Lady Calci Cube
საღეჭი შოკოლადის ტაბლეტი #30
რეგენიუმი
Regenium
პაკეტი #10
სოლგარი ვიტამინი D3
Solagar
1000სე 100 საღეჭი ტაბლეტი
სოლდევიტი
Soldevit
400 სე 11 მლ ფლაკონი დოზატორით
სოლდევიტი
Soldevit
1000 სე 11 მლ ფლაკონი დოზატორით
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.