მონოგრაფია Nº 03800 ურეცეპტო
დეტრი-დროპსი
DETRI-DROPS
წვეთები 10 მლ ფლაკონში
- მოქმედი ნივთიერება
- ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ (Colecalciferol)
- მწარმოებელი
- World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- D3 ვიტამინის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/. ჯერ ყველაზე იაფი.
დეავიტ ნეო
20000სე/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 10მლ
ფინევიტი-დ3
60000სე ოროდისპერგირებადი ფირფიტა №4
დეტრივიტი
DETRIVIT
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
ვიტაგამა დ3
1000სე ტაბლეტი №50
ტეტესეპტი ვიტამინი D3 7000 კვირის დეპო
Tetesept Vitamin D3 7000 Wochendepot
ტაბლეტი # 12
იუვიტ D3
Juvit D3
10 მლ
კოლედანი
COLEDAN
15 000 სე/მლ 10მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონი საწვეთურით №1
სიმბავიტი დ3 საბავშვო
50000სე/15მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1
სოლფატამი
წვეთები №1 10მლ
სოლფატამი
2000სე ტაბლეტი №60
დეტრი-დროპსი ვიტამინი დ3
15000სე/1მლ წვეთები ორალური №1 10მლ
აქვადეტრიმი ვიტამინი D3
Aquadetrim vitamin D3
15 000 სე/მლ შიგნით მისაღები წვეთები 10 მლ მინის ფლაკონში
დენატურე
Denature
ტაბლეტი №30
სოლიფეროლი D3
Soliferol D3
საღეჭი აბი ანანასის არომატით №20
იბუვიტი დ3
2000სე კაფსულა №30
ოილესენი
Oilsen
10მლ სპრეი N1
ვიტამინი D3
Vitamin D3
კაფსულა #60
დიფეროლი
diferol
ტაბლეტი #30
დეკოლეროლი ფორტე წვეთები
Decolerol Forte Drops
15.000 ს.ე./მლ 10მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
ვიტალინკ D3 ფორტე
VITALINK D3 FORTE
ორალური სპრეი 10 მლ, ბანანის არომატით
ვიტაფეროლი
Vitaferol
15 მლ ფლაკონი დოზატორით
დეკოლეროლ ფორტე
DECOLEROL Forte
სიროფი 150 მლ
დეტრივიტი ჟელი
DETRIVIT JELLY
ლიმონის, ფორთოხლის, ჟოლოსა და ვაშლის არომატის მქონე ჟელი №50
დეკოლეროლი 5000
De colerol 5000
5000 ს.ე. (125მკგ) რბილი კაფსულა №28
დევიტი
50000სე ტაბლეტი №8
დეკოლეროლი ფორტე
Decolerol Forte
20.000ს.ე. (0,5მგ) რბილი კაფსულა №14
იბუვიტი
4000სე სპრეი 30 კაფსულა №30
ტრედეროლი
20000სე ტაბლეტი №20
ვიტაგამა D3 დუო
VITAGAMMA® DUO
ტაბლეტი #50
ვიტაგამა D3 2.000 ს.ე.
VITAGAMMA® D3 2.000 I.E.
ტაბლეტი #50; #100
ვიგალექს მაქსი
Vigalex Max
100მკგ (4000სე) ტაბლეტი №30 (2X15
ვიგალექს ფორტე
Vigalex Forte
50მკგ (2000სე) ტაბლეტი №30 (1X30)
სანიენსი D3 სპრეი
Sanience D3 sprey
50მლ ორალური სპრეი
D3 ვიტა პლუს
D3 Vita Plus
პროლონგირებული გამოყოფის ტაბლეტი #60
ბენე ვიტამინი დ3 კანფეტი
BENE kids Gummy Vitamin D3
საღეჭი 1000სე N60
დეტრივიტ 1000 სე
DETRIVIT 1000 IU
რბილი ჟელატინის კაფსულა №60
დეტრივიტი დროპსი
DETRIVIT DROPS
30 მლ ხსნარი
დეტრივიტი მაქსი
DETRIVIT MAX
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
დეტრივიტი ფორტე
DETRIVIT FORTE
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
ვიგანტოლი
Vigantol
0.5მგ/მლ 10მლ შიგნით მისაღები ზეთოვანი ხსნარი ფლაკონში
ვიტაგამა D3 1000 ს.ე.
VITAGAMMA D3 1000 I.E.
1000 ს.ე ტაბლეტი №50
ვიტაგამა D3 5.600 ს.ე.
VITAGAMMA® D3 5.600 I.E.
ტაბლეტი #20; #50
ვიტამინი D3
Vitamin D3
10 მლ წვეთები ფლაკონი №1
ვიტამინი D3 ბენე
Vitamin D3 BENE
რბილი კაფსულა #60
კოვიტ-D
Covit D
საღეჭი ტაბლეტები #20
ნუტრაქსინი ვიტამინი C
Nutraxin vitamin C
ტაბლეტი1000მგ N30
სოლგარი ვიტამინი D3
Solagar
1000სე 100 საღეჭი ტაბლეტი
სოლდევიტი
Soldevit
400 სე 11 მლ ფლაკონი დოზატორით
სოლდევიტი
Soldevit
1000 სე 11 მლ ფლაკონი დოზატორით
ინსტრუქცია
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: პრეპარატის 1 მლ შეიცავს: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 0.375 მგ (15000 სე-ის ექვივალენტი).
დამხმარე ნივთიერებები: პოლიოქსილი 35 აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ბენზილის სპირტი, არომატიზატორი „ტუტი-ფრუტი", დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, გასუფთავებული წყალი.
წვეთები შიგნით მისაღებად, 10 მლ, ქარვისფერ შუშის ფლაკონში, თეთრი ფერის პლასტიკატის თავსახურით და საწვეთურით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ჩვენებები
დეტრი-დროპსი ვიტამინების ჯგუფის პრეპარატია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3).
ვიტამინი D3 წარმოიქმნება ადამიანის კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, აგრეთვე შედის რამოდენიმე სახის საკვებში. იგი ხელს უწყობს თირკმელებით და ნაწლავის საშუალებით კალციუმის ათვისებას და მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში. ვიტამინი D3-ის დეფიციტი – ბავშვებში რაქიტის (ძვლების მინერალიზაციის პროცესის დარვევა) და მოზრდილებში ოსტეომალაციის (ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია) ყველაზე ხშირი მიზეზია.
პრეპარატი დეტრი-დროპსი გამოიყენება:
ბავშვებში რაქიტის (ძვლების მინერალიზაციის დარღვევა გამოწვეული უმეტესად ვიტამინი D3-ის დეფიტით) და მოზრდილებში ოსტეომალაციის (ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია, გამოწვეული უმეტესად ვიტამინი D3-ის დეფიტით) პროფილაქტიკისთვის;
დღენაკლულ ახალშობილებში რაქიტის პროფილაქტიკისთვის;
ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის მაღალი რისკის ჯგუფის ბავშვებსა და მოზრდილებში;
ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის ექიმის მიერ დადგენილი საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის (მალაბსორბციის სინდრომი) მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში;
ბავშვებში რაქიტის და მოზრდილებში ოსტეომალაციის სამკურნალოდ;
ოსტეოპოროზის დროს შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მოზრდილებში;
პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის სამკურნალოდ მოზრდილებში.
უკუჩვენებები
ნუ მიიღებთ დეტრი-დროპსს, თუ:
- აღგენიშნებათ ალერგია ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- გაქვთ სისხლში კალციუმის მომატებული შემცველობა (ჰიპერკალციემია);
- გაქვთ შარდში კალციუმის მომატებული შემცველობა (ჰიპერკალციურია);
- აღგენიშნებათ ფსევდოჰიპოპარათიროეიდოზი (პარათირეოიდული ჰორმონის მეტაბოლიზმის დარღვევა);
- გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან შარდკენჭოვანი დაავადება და მიდრეკილნი ხართ თირკმელებში კენჭების წარმოქმნისადმი;
- აღგენიშნებათ ვიტამინი D3-ის მომატებული შემცველობა სისხლში (D ჰიპერვიტამინოზი).
განსაკუთრებული მითითებები
დეტრი-დროპსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა, თუ:
- ღებულობთ გულის დაავადებების სამკურნალო ზოგიერთ პრეპარატს (მაგალითად, საგულე გლიკოზიდები, როგორიცაა დიგოქსინი).
- გაქვთ სარკოიდოზი (იმუნური სისტემის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში შეიძლება აღინიშნოს ვიტამინი D3-ის მომატებული რაოდენობა).
- ღებულობთ ვიტამინ D3-ის შემცველ სამკურნალო საშუალებებს ან ვიტამინ D3-ით გამდიდრებულ საკვებს ან რძეს.
- ხანგრძლივად იმყოფებით მზეზე პრეპარატით მკურნალობის პერიოდში.
- ღებულობთ კალციუმის შემცველ საკვებ დანამატებს (დეტრი-დროპსით მკურნალობის პერიოდში ექიმი გაგიკონტროლებთ სისხლში კალციუმის შემცველობის, რათა დარწმუნდეს, რომ კალციუმის დონე არ არის ზედმეტად მაღალი).
- აღგენიშნებათ თირკმლის დაზიანება ან დაავადება (შესაძლოა ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში კალციუმის და ფოსფორის კონტროლი).
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
- გულზე ან თირკმელზე მოქმედი პრეპარატები, როგორიცაა საგულე გლიკოზიდები (მაგალითად, დიგოქსინი) ან დიურეტიკები. აღნიშნული პრეპარატების ვიტამინ D3-თან ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია სისხლში და შარდში კალციუმის დონის მატება.
- ვიტამინი D3-ის შემცველი პრეპარატები ან ვიტამინ D3-ით გამდიდრებული საკვები ან რძე.
- რიფამპიცინი, იზონიაზიდი (ტუბერკულოზის სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატების მიღებამ შეიძლება შეამციროს ვიტამინი D3-ის ეფექტურობა.
- შემდეგი პრეპარატები ვიტამინი დ3-ის შეწოვაზე მათი შესაძლო გავლენის გამო:
- ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ანტიკონვულსანტები), ბარბიტურატები.
- გლუკოკორტიკოსტეროიდები (სტეროიდული ჰორმონები, როგორიცაა ჰირდოკორტიზონი ან პრედნიზოლონი).
შემდეგი პრეპარატების გამოყენებისას შესაძლოა ვიტამინი D3-ის ეფექტურობის შემცირება:
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინის შემცველობას (მაგალითად, კოლესტირამინი, კოლესტიპოლი).
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ სისხლში კალციუმის შემცველობას (მაგალითად, კალციტონინი, ეტიდრონატი).
- ზოგიერთი წონის დაკლების მიზნით გამოყენებული სამკურნალო საშუალება, რომლებიც ამცირებს ნაწლავში ცხიმების შეწოვას (მაგალითად, ორლისტატი).
- ზოგიერთი საფაღარათო საშუალება (მაგალითად, თხევადი ვაზელინი).
- მაგნიუმის და ალუმინის შემცველი ანტაციდური საშუალებები (გამოიყენება გულძმარვის და საჭმლის მონელების დარღვევის დროს).
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატით მკურნალობის დაწყენაბმდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
არ მიიღოთ ვიტამინი D-ს შემცველი პრეპარატები სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე, ვინაიდან ლაქტაციის პერიოდში ვიტამინი D-ს ჭარბი რაოდენობის მიღებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეტრი-დროპსის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
პრეპარატი შეიცავს საქაროზას. ეს პრეპარატი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები.
პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ მკურნალი ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
რაქიტის და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა
ბავშვებში და მოზრდილებში ინიშნება 1 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 500 ს.ე.-ს ეკვივალენტურია).
დღენაკლულ ახალშობილებში ინიშნება 2 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000 ს.ე.-ს ეკვივალენტურია). აღნიშნული სადღეღამისო დოზა გამოიყენება კორექტირებული პოსტკონცეპტუალური ასაკის 40 კვირამდე, ხოლო შემდეგ ხდება პროფილაქტიკური დოზის შემდგომი შემცირება. დოზირების რეჟიმი გაინსაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფის ბავშვებსა და მოზრდილებში
1 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 500 ს.ე.-ს ეკვივალენტურია).
ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა მალაბსორბციის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში
6-10 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 3000-5000 ს.ე.-ს ეკვივალენტურია).
რაქიტის მკურნალობა
ახალშობილებში, წლამდე ასაკის და მცირეწლოვან ბავშვებში (0-დან 5 წლამდე) ინიშნება 2-4 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000-2000 ს.ე.-ს ეკვივალენტურია).
ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ინიშნება 4-10 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 2000-5000 ს.ე.-ს ეკვივალენტურია).
ოსტეომალაციის მკურნალობა
მოზრდილებში ინიშნება 2-4 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000-5000 ს.ე.-ს ეკვივალენტურია).
შემანარჩუნებელი თერაპია ოსტეოპოროზის დროს
2 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000 ს.ე.-ს ეკვივალენტურია).
პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის მკურნალობა მოზრდილებში
მოზრდილებში დოზირების რეკომენდირებული დიაპაზონი შეადგენს ყოველდღიურად ვიტამინი D3-ს 20-40 წვეთს ყოველდღიურად (რაც ვიტამინი 10000-20000 ს.ე.-ს ეკვივალენტურია). პრეპარატის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სისხლის შრატში კალციუმის დონეზე. თერაპიის დასაწყისში კალციუმის დონე შრატში უნდა გაკონტროლდეს ყოველ 4-6 კვირაში და შემდგომში ყოველ 3-6 თვეში. აუცილებლობისას დოზა უნდა დაკორექტირდეს შრატში კალციუმის დონის მიხედვით.
ბავშვები:
პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში 2 კვირის ასაკიდან.
მკურნალობის ხანგრძლივობა
რაქიტის პროფილაქტიკა
ახალშობილებში და წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სიცოცხლის მე-2 კვირიდან 1 წლის დასრულებამდე. რეკომენდებულია პრეპარატის მიღების გაგრძელება ბავშვის სიცოცხლის მეორე წელს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
რაქიტისა და ოსტეომალაციის მკურნალობა
თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 6 კვირას პროფილაქტიკური დოზების შემდგომი დანიშვნით. რეკომენდებული არ არის პრეპარატის თერაპიული დოზების გამოყენება 1 წლის განმავლობაში დოზის გადაჭარბების რისკის გამო.
გამოყენების სხვა ჩვენებები
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე.
გამოყენების წესი
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
პრეპარატის დოზის ზუსტად გასაზომად წვეთების დათვლისას ფლაკონი უნდა გეჭიროთ დახრილი 450 კუთხით.
ახალშობილები, წლამდე ასაკის და მცირეწლოვანი ბავშვები (0-დან 2 წლამდე).
მიღების წინ რეკომენდებულია პრეპარატის საჭირო რაოდენობის განზავება ჩაის კოვზი რძით ან წყლით. საკვების შემცველ ბოთლში ან კოვზზე დამატებისას აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ საკვების მიღება მოხდა სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატის სრული დოზის მიღება გარანტირებული ვერ იქნება. წვეთები უნდა დაემატოს შეგრილებულ საკვებში უშუალოდ მოხმარების წინ.
ბავშვები 2 წლის ასაკიდან, 18 წლამდე ასაკის მოზარდები და მოზრდილები
პრეპარატი მიიღება ერთ სუფრის კოვზ სითხესთან ერთად.
იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ დეტრი-დროპსის ჭარბი რაოდენობა
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს პრეპარატის ჭარბი რაოდენობის მიღების შესახებ. შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მომატებული წყურვილის შეგრძნება, 24 სთ-ის განმავლობაში შარდის გამოყოფა ჭარბი რაოდენობით, ყაბზობა, ორგანიზმის გაუწყლოვნება, კალციუმის მომატებული დონე სისხლში და შარდში (ჰიპერკაციემია და ჰიპერკალციურია), რაც ვლინდება ლაბორატორიული კვლევების დროს.
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ დეტრი-დროპსის მიღება
თუ დაგავიწყდათ დეტრი-დროპსის მიღება, მიიღეთ გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება სწრაფად, სანამ არ დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო. თუ დადგა პრეპარატის მომდევნო დოზის მიღების დრო, ნუ მიიღებთ გამოტოვებულ დოზას. დაუშვებელია სამკურნალო საშუალების დოზირების გაორმაგება გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით! შემდგომში პრეპარატი გამოიყენება დოზირების რეკომენდებული რეჟიმის შესაბამისად.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერ¬დითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.
შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების გამოვლენა:
- მადის დაქვეითება, სხეულის მასის შემცირება, წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება
- დეპრესია, ფსიქიკური აშლილობები
- ლიბიდოს დაქვეითება
- თავის ტკივილი, ძილიანობა
- გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება
- სურდო, ცხელება
- კალციუმის მომატებული დონე სისხლში, შარდში და ქსოვილებში
- შარდოვანას და კრეატინინის მომატებული რაოდენობა სისხლში (ურემია)
- კენჭების წარმოქმნა თურკმელებში (ნეფროლითიაზი)
- გახშირებული შარდვა
- ტკივილი კუნთებში და სახსრებში, კუნთოვანი სისუსტე
- ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მატება სისხლში
- გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, მომატებული ოფლიანობა
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თვალების ანთება
- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება
- ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში
- პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცელში ან დიარეა
ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების ან იმ გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული პრეპარატის ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი
გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:
ნუ გამოიყენებთ დეტრი-დროპსს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ დეტრი-დროპსი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
როტავიტ კალციუმ ფორტე
1000მგ+880სე ტაბლეტი შუშხუნა №20
კალცი დე-დენკი
Calci D-Denk
შუშხუნა ტაბლეტი #20
კალზიდანი K2
Calzidan K2
კაფსულა N30
ოსტეოქეა
Osteocare
ტაბლეტი #90
კალციმერინი
Calcimerin
ტაბლეტი #30
ბონექსი
BONEX
ტაბლეტი #60
ომეგა-3 პრემიუმი
Omega 3 Premium
ჟელატინის რბილი კაფსულა #30
ომესამი D3
Omesam D3
2000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20
ომესამი D3
Omesam D3
5000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20
კალციუმის ოროტატი
Calcium Orotate
კაფსულა #30
აქვადეტრიმ პლუსი
Aquadetrim Plus
20000სე+10000სე/მლ წყალხსნარი 10მლ ფლაკონი #1
ვიტამინი D3 დროპსი
Vitamin D3 drops
50 მლ ბოთლი საწვეთურით
კალცინორმ - D3
Calcinorm – D3
საღეჭი ტაბლეტები ლიმონის არომატით #20
კალციტრონი
CALCITRON
400მგ/100სე ტაბლეტი №20ტ
კალციტრონი
CALCITRON
500მგ/250სე ტაბლეტი № 20
კალციტრონი
CALCITRON
600მგ/400სე ტაბლეტი № 20
კალციუმი D3 ნიკომედი
CALCIUM D3 NYCOMED
საღეჭი ტაბლეტი (ფორთოხლის) №60
კალციუმი D3 ნიკომედი
CALCIUM D3 NYCOMED
საღეჭი ტაბლეტი (პიტნის) №30
კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე
CALCIUM D3 NYCOMED FORTE
საღეჭი ტაბლეტი (ლიმნის) №60
მულტი-ტაბსი ბეიბი
Multi-tabs Baby
წვეთები 30მლ ფლაკონი # 1
ნატეკალ D3
NATECAL D3
600მგ+400 ს.ე. ოროდისპერგირებადი ტაბლეტი №60
ოსტეოქეა საღეჭი აბები
Osteocare
საღეჭი აბი #30
პროენზი ლედი კალციკუბი
Proenzi Lady Calci Cube
საღეჭი შოკოლადის ტაბლეტი #30
რეგენიუმი
Regenium
პაკეტი #10
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.