მონოგრაფია Nº 00560 ურეცეპტო
კალციუმი D3 ნიკომედი
CALCIUM D3 NYCOMED
საღეჭი ტაბლეტი (ფორთოხლის) №60
- მოქმედი ნივთიერება
- Calcium carbonate ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ (Colecalciferol)
- მწარმოებელი
- Nycomed Pharma AS, ნორვეგია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- D3 ვიტამინის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- შტადა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/. ჯერ ყველაზე იაფი.
როტავიტ კალციუმ ფორტე
1000მგ+880სე ტაბლეტი შუშხუნა №20
კალცი დე-დენკი
Calci D-Denk
შუშხუნა ტაბლეტი #20
კალცინორმ - D3
Calcinorm – D3
საღეჭი ტაბლეტები ლიმონის არომატით #20
კალციტრონი
CALCITRON
500მგ/250სე ტაბლეტი № 20
კალციტრონი
CALCITRON
400მგ/100სე ტაბლეტი №20ტ
კალციტრონი
CALCITRON
600მგ/400სე ტაბლეტი № 20
კალციუმი D3 ნიკომედი
CALCIUM D3 NYCOMED
საღეჭი ტაბლეტი (პიტნის) №30
კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე
CALCIUM D3 NYCOMED FORTE
საღეჭი ტაბლეტი (ლიმნის) №60
ნატეკალ D3
NATECAL D3
600მგ+400 ს.ე. ოროდისპერგირებადი ტაბლეტი №60
რეგენიუმი
Regenium
პაკეტი #10
ინსტრუქცია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და ნივთიერებათა ცვლა. მინერალური დანამატები. კალციუმის პრეპარატები. კალციუმის პრეპარატები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
ათქ კოდი A12AX
ჩვენებები
- კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- კალციუმისა და D ვიტამინის მიღება დამატებითი თერაპიის სახით ოსტეოპოროზის მკურნალობისას კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტის რისკის მქონე პაციენტებში.
გამოყენების დაწყებამდე საჭირო მონაცემების ჩამონათვალი
უკუჩვენებები
არ მიიღოთ კალცი-D3 ნიკომედი თუ გაქვთ
- ალერგია კალცის, D ვიტამინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ,
- თირკმელების სერიოზული პრობლემები,
- კალციუმის ჭარბი შემცველობა სისხლში და/ან შარდში,
- კენჭები თირკმელებში,
- D ვიტამინის ჭარბი შემცველობა სისხლში,
- ფრუქტოზას, გლუკოზა-გალაქტოზას აუტანლობა.
სიფრთხილის საჭირო ზომები გამოყენებისას
კალცი-D3 ნიკომედის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან
- თუ იტარებთ ხანგრძლივ მკურნალობას, განსაკუთრებით თუ ასევე იღებთ დიურეზულებს (სისხლის წნევის და შარდის შეკავების სამკურნალო საშუალებები) ან საგულე გლიკოზიდებს (გულის დაავადებების სამკურნალო ფუტკარას პრეპარატები);
- თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევის ნიშნები ან ძლიერი მიდრეკილება კენჭების წარმოქმნისკენ;
- თუ გაქვთ სარკოიდოზი (იმუნური სისტემის დაავადება, რომელსაც შეუძლია D ვიტამინის დონის მომატება ორგანიზმში);
- თუ გაქვთ ოსტეოპოროზი და ამავე დროს არ შეგიძლიათ მოძრაობა;
- თუ იღებთ D ვიტამინის შემცველ სხვა პრეპარატებს.
კალციუმისა და D ვიტამინის დამატებითი დოზები უნდა გაკონტროლდეს ექიმის მიერ.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
თიაზიდურ დიურეზულებს შეუძლიათ შეაკავონ შარდით კალციუმის გამოყოფა. სისხლში კალციუმის შემცველობის გაზრდის საშიშროების გამო საჭიროა კალციუმის დონის რეგულარული კონტროლი შრატში კალცი-D3 ნიკომედისა და თიაზიდური დიურეზულების ერთად მიღების დროს.
სისხლში კალციუმის მაღალი შემცველობის დროს საგულე გლიკოზიდებს შეუძლიათ თავისი ტოქსიკური ზემოქმედების გაძლიერება. კალცი-D3 ნიკომედის და საგულე გლიკოზიდების ერთად მიღებისას უნდა გაკონტროლდეს კალციუმის დონე სისხლის შრატში და ელექტროკარდიოგრაფიის (ეკგ) მაჩვენებლები.
კალციუმის კარბონატს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ტეტრაციკლინური რიგის ანტიბიოტიკების შეწოვაზე. ამიტომ ტეტრაციკლინების მიღება უნდა მოხდეს სულ მცირე ორი საათით ადრე ან ოთხ-ექვს საათში კალცი-D3 ნიკომედის მიღებიდან.
ქინოლინის ანტიბიოტიკების ეფექტი შეიძლება შემცირდეს კალციუმთან ერთად მიღებისას. ქინოლინის ანტიბიოტიკების მიღება უნდა მოხდეს ორი საათით ადრე ან ექვს საათში კალცი-D3 ნიკომედის მიღებიდან.
ბისფოსფონატების შემცველი პრეპარატების (ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო პრეპარატები) მიღება უნდა მოხდეს სულ მცირე ერთი საათით ადრე კალცი-D3 ნიკომედის მიღებამდე.
ლევოთიროქსინის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს კალციუმთან ერთად მიღებისას ლევოთიროქსინის შეწოვის დაქვეითების გამო. კალცი-D3 ნიკომედისა და ლევოთიროქსინის მიღებათა შორის არა ნაკლებ ოთხი საათი უნდა გავიდეს.
კალციუმის მარილებს შეუძლიათ შეამცირონ რკინის, თუთიისა და სტრონციუმის რანელატის შეწოვა. შედეგად, რკინის, თუთიის ან სტრონციუმის რანელატის პრეპარატები მიიღება სულ მცირე ორი საათით ადრე ან მერე კალცი-D3 ნიკომედის მიღებიდან.
ორლისტატით მკურნალობამ შეიძლება პოტენციურად დაარღვიოს ცხიმში ხსნადი ვიტამინების (მაგალითად, D3 ვიტამინის) შეწოვა.
სპეციალური გაფრთხილებები
ხანგრძლივი მკურნალობისას ყურადღება უნდა მიექცეს კალციუმის დონეს სისხლის შრატში და გაკონტროლდეს თირკმელების ფუნქცია სისხლის შრატში კრეატინინის დონის გაზომვის მეშვეობით. მეთვალყურეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში საგულე გლიკოზიდებითა და დიურეზულებით თანმხლები მკურნალობისას, და პაციენტებში კენჭების წარმოქმნისკენ ძლიერი მიდრეკილებით. ჰიპერკალციემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების ნიშნების შემთხვევებში უნდა შემცირდეს დოზირება ან შეწყდეს მკურნალობა.
კალციუმის კარბონატი ქოლეკალციფეროლთან სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ჰიპერკალციემიის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების ნიშნების მქონე პაციენტებში, აუცილებელია კალციუმისა და ფოსფატების დონის კონტროლი სისხლსა და შარდში. გასათვალისწინებელია რბილი ქსოვილების კალციფიკაციის რისკი.
D ვიტამინის სხვა წყაროების და/ან კალციუმის შემცველი სამკურნალო პრეპარატების ან საკვები ნივთიერებების ერთად მიღებისას არსებობს ჰიპერკალციემიისა და რძე-ტუტოვანი სინდრომის რისკი შემდგომ თირკმელების ფუნქციის დარღვევით. ასეთ ავადმყოფებში უნდა გაკონტროლდეს კალციუმის დონე შრატში და თირკმლის ფუნქცია.
კალცი-D3 ნიკომედი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ავადმყოფებში, რომლებსაც აწუხებთ სარკოიდოზი, D ვიტამინის მის აქტიურ ფორმაში გაძლიერებული გადაგვარების რისკის გამო. ასეთ პაციენტებს უნდა გაუკონტროლდეთ კალციუმის დონე სისხლის შრატსა და შარდში.
კალცი-D3 ნიკომედი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ იმობილიზირებულ ავადმყოფებს ოსტეოპოროზით, ჰიპერკალციემიის განვითარების რისკის გამო.
პრეპარატი კალცი-D3 ნიკომედი შეიცავს საქაროზას, რომელიც შეიძლება მავნე იყოს კბილებისთვის. ტაბლეტები ასევე შეიცავენ იზომალტს (Е953). ფრუქტოზას ამტანობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების, გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევების და საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობის მქონე პაციენტებმა ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
კალცი-D3 ნიკომედის ერთი ტაბლეტი შეიცავს 23 მგ ნატრიუმს, ესე იგი თითქმის არ შეიცავს ნატრიუმს.
ღვიძლის უკმარისობისას დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობა
კალცი-D3 ნიკომედის გამოყენება ორსულობის დროს ქალებს შეუძლიათ კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში. ორსულობის პერიოდში სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2500 მგ კალციუმს და 4000 სე D ვიტამინს. მაგრამ არ უნდა მოხდეს კალციუმის და D ვიტამინის ჭარბი დოზის მიღება ორსული ქალების მიერ, ვინაიდან მუდმივი ჰიპერკალციემია არასასიკეთოდ მოქმედებს განვითარებად ნაყოფზე.
თერაპიულ დოზებში D ვიტამინს ტერატოგენური მოქმედება არ გააჩნია.
ლაქტაცია
კალცი-D3 ნიკომედის მიღება ლაქტაციის დროს შეიძლება. კალციუმი და ვიტამინი D3 აღწევენ დედის რძეში. ამის გათვალისწინება საჭიროა ბავშვისთვის დამატებით D ვიტამინის ვდანიშვნის შემთხვევებში.
პრეპარატის ზეგავლენის თავისებურებანი სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
კალცი-D3 ნიკომედი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენების რეკომენდაციები
მიღების წესი და დოზირება
კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტი:
- მოზრდილები: თითო ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში;
- ბავშვები: თითო ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში;
დამატებითი თერაპია ოსტეოპოროზის დროს:
მოზრდილები და ხანდაზმულები: თითო ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
შეყვანის მეთოდი და წესი
ტაბლეტი შეიძლება დაიღეჭოს ან გაიწუწნოს.
ჭარბი დოზის შემთხვევაში აუცილებლად მისაღები ზომები
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კალცი-D3 ნიკომედი, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ხსამკურნალო პრეპარატის ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვებისას აუცილებლად მისაღები ზომები
პრეპარატის გამოტოვებული მიღების შესავსებად ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
რეკომენდაციები მედიცინის თანამშრომელთან კონსულტაციისთვის მიმართვის თაობაზე სამკურნალო პრეპარატის მიღების წესის განმარტებისთვის
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ფურცელ-ჩანართის და მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების სრული შესაბამისობით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
არასასურველი რეაქციების აღწერილობა, რომლებიც ვლინდება სპ სტანდარტული გამოყენებისას და ამ შემთხვევაში მისაღები ზომები
ყველა წამლის მსგავსად, კალცი-D3 ნიკომედსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები ზოგიერთ პაციენტში.
არახშირად
სისხლსა (ჰიპერკალციემია) და შარდში (ჰიპერკალციურია) კალციუმის ჭარბი რაოდენობა შეიძლება წარმოიშვას მაღალი დოზების მიღებისას.
იშვიათად
ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა.
ძალიან იშვიათად
ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება. რძე-ტუტოვანი სინდრომი (მოშარდვის ხშირი სურვილი; თავის ხანგრძლივი ტკივილი; ხანგრძლივი უმადობა; ღებინება ან გულისრევა; დაღლილობა ან სისუსტე; ჰიპერკალციემია, ალკალოზი და თირკმლის უკმარისობა). როგორც წესი, აღინიშნება ჭარბი დოზის შემთხვევაში.
უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორებიცაა კვინკეს შეშუპება ან ხორხის შეშუპება.
თუ განიცდით შემდეგ სიმპტომებს: სახის, ენის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არსებობს სისხლში ფოსფატების დონის გაზრდის (ჰიპერფოსფატემია), თირკმელებში კენჭების წარმოქმნის (ნეფროლითიაზი) და თირკმელებში კალციუმის შემცველობის გაზრდის (ნეფროკალცინოზი) რისკი.
წამლის არასასურველი რეაქციების წარმოქმნისას მიმართეთ მედიცინის თანამშრომელს, ფარმაციის თანამშრომელს ან პირდაპირ სამკურნალო პრეპარატებზე არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზას, სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რსს სწუ „სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“
http://www.ndda.kz
დამატებითი მონაცემები
სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი 1250 მგ (500 მგ ელემენტარული კალციუმის ექვივალენტური), ქოლეკალციფეროლი 5,5 მკგ (200 სე ვიტამინი D3) ქოლეკალციფეროლის კონცენტრატის* სახით 2,20 მგ
* ქოლეკალციფეროლის კონცენტრატი შეიცავს, 10% ზედმეტობის ჩათვლით: ქოლეკალციფეროლი 0,0055 მგ, DL-α-ტოკოფეროლი 0,0220 მგ, ტრიგლიცერიდები ჯაჭვის საშუალო სიგრძით 0,0660 მგ, მოდიფიცირებული სიმინდის სახამებელი 1,61 მგ, საქაროზა 0,385 მგ, ნატრიუმის ასკორბატი 0,0880 მგ, კაჟბადის დიოქსიდი 0,0264 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ქსილიტოლი, პიტნის არომატიზატორის გრანულატი (რომელიც შეიცავს იზომალტს, პიტნის გემოვნებით ნივთიერებას, ცხიმმჟავების მონო- და დიგლიცერიდებს), პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სუკრალოზა.
გარეგნულობის, სუნის, გემოს აღწერილობა
მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, უგარსო, თეთრი ფერის პიტნის გემოთი. შეიძლება ჰქონდეთ მცირე წერტილები და არასწორი კიდეები.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
30 ან 120 ტაბლეტი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში სახრახნი თავსახურით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა
30 თვე.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება!
შენახვის პირობები
ინახება მჭიდროდ დახურულ ფლაკონში არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
რეგენიუმი
REGENIUM
საღეჭი ტაბლეტი ლიმონის გემოთი №20
დეავიტ ნეო
20000სე/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 10მლ
ფინევიტი-დ3
60000სე ოროდისპერგირებადი ფირფიტა №4
დეტრივიტი
DETRIVIT
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
ვიტაგამა დ3
1000სე ტაბლეტი №50
შელკალი სიროფი
SHELCAL SYROP
150მლ სიროფი ფლაკონი #1
ტეტესეპტი ვიტამინი D3 7000 კვირის დეპო
Tetesept Vitamin D3 7000 Wochendepot
ტაბლეტი # 12
იუვიტ D3
Juvit D3
10 მლ
კოლედანი
COLEDAN
15 000 სე/მლ 10მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონი საწვეთურით №1
სიმბავიტი დ3 საბავშვო
50000სე/15მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1
სოლფატამი
წვეთები №1 10მლ
გევისკონი
GAVISCON
სუსპენზია 150 მლ
სოლფატამი
2000სე ტაბლეტი №60
დეტრი-დროპსი ვიტამინი დ3
15000სე/1მლ წვეთები ორალური №1 10მლ
გასტროპროტექტი
Gastroprotect
10მგ/165მგ/800მგ საღეჭი ტაბლეტი №24
აქვადეტრიმი ვიტამინი D3
Aquadetrim vitamin D3
15 000 სე/მლ შიგნით მისაღები წვეთები 10 მლ მინის ფლაკონში
დენატურე
Denature
ტაბლეტი №30
სოლიფეროლი D3
Soliferol D3
საღეჭი აბი ანანასის არომატით №20
კალზიდანი K2
Calzidan K2
კაფსულა N30
ოსტეოქეა
Osteocare
ტაბლეტი #90
იბუვიტი დ3
2000სე კაფსულა №30
ოილესენი
Oilsen
10მლ სპრეი N1
ვიტამინი D3
Vitamin D3
კაფსულა #60
დიფეროლი
diferol
ტაბლეტი #30
დეკოლეროლი ფორტე წვეთები
Decolerol Forte Drops
15.000 ს.ე./მლ 10მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
ვიტალინკ D3 ფორტე
VITALINK D3 FORTE
ორალური სპრეი 10 მლ, ბანანის არომატით
ვიტაფეროლი
Vitaferol
15 მლ ფლაკონი დოზატორით
დეკოლეროლ ფორტე
DECOLEROL Forte
სიროფი 150 მლ
დეტრივიტი ჟელი
DETRIVIT JELLY
ლიმონის, ფორთოხლის, ჟოლოსა და ვაშლის არომატის მქონე ჟელი №50
კალციმერინი
Calcimerin
ტაბლეტი #30
დეკოლეროლი 5000
De colerol 5000
5000 ს.ე. (125მკგ) რბილი კაფსულა №28
ბონექსი
BONEX
ტაბლეტი #60
დევიტი
50000სე ტაბლეტი №8
დეკოლეროლი ფორტე
Decolerol Forte
20.000ს.ე. (0,5მგ) რბილი კაფსულა №14
იბუვიტი
4000სე სპრეი 30 კაფსულა №30
ომეგა-3 პრემიუმი
Omega 3 Premium
ჟელატინის რბილი კაფსულა #30
ომესამი D3
Omesam D3
2000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20
ტრედეროლი
20000სე ტაბლეტი №20
ომესამი D3
Omesam D3
5000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20
ვიტაგამა D3 დუო
VITAGAMMA® DUO
ტაბლეტი #50
ვიტაგამა D3 2.000 ს.ე.
VITAGAMMA® D3 2.000 I.E.
ტაბლეტი #50; #100
ვიგალექს მაქსი
Vigalex Max
100მკგ (4000სე) ტაბლეტი №30 (2X15
კალციუმის ოროტატი
Calcium Orotate
კაფსულა #30
ვიგალექს ფორტე
Vigalex Forte
50მკგ (2000სე) ტაბლეტი №30 (1X30)
სანიენსი D3 სპრეი
Sanience D3 sprey
50მლ ორალური სპრეი
D3 ვიტა პლუს
D3 Vita Plus
პროლონგირებული გამოყოფის ტაბლეტი #60
აქვადეტრიმ პლუსი
Aquadetrim Plus
20000სე+10000სე/მლ წყალხსნარი 10მლ ფლაკონი #1
ბენე ვიტამინი დ3 კანფეტი
BENE kids Gummy Vitamin D3
საღეჭი 1000სე N60
გევისკონი
Gaviscon
საღეჭი ტაბლეტი #16
დეტრი-დროპსი
DETRI-DROPS
წვეთები 10 მლ ფლაკონში
დეტრივიტ 1000 სე
DETRIVIT 1000 IU
რბილი ჟელატინის კაფსულა №60
დეტრივიტი დროპსი
DETRIVIT DROPS
30 მლ ხსნარი
დეტრივიტი მაქსი
DETRIVIT MAX
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
დეტრივიტი ფორტე
DETRIVIT FORTE
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
ვიგანტოლი
Vigantol
0.5მგ/მლ 10მლ შიგნით მისაღები ზეთოვანი ხსნარი ფლაკონში
ვიტაგამა D3 1000 ს.ე.
VITAGAMMA D3 1000 I.E.
1000 ს.ე ტაბლეტი №50
ვიტაგამა D3 5.600 ს.ე.
VITAGAMMA® D3 5.600 I.E.
ტაბლეტი #20; #50
ვიტამინი D3
Vitamin D3
10 მლ წვეთები ფლაკონი №1
ვიტამინი D3 ბენე
Vitamin D3 BENE
რბილი კაფსულა #60
ვიტამინი D3 დროპსი
Vitamin D3 drops
50 მლ ბოთლი საწვეთურით
კოვიტ-D
Covit D
საღეჭი ტაბლეტები #20
კურაფლუქს რაპიდი
Curaflux Rapid
პაკეტი #30
მულტი-ტაბსი ბეიბი
Multi-tabs Baby
წვეთები 30მლ ფლაკონი # 1
ნუტრაქსინი ვიტამინი C
Nutraxin vitamin C
ტაბლეტი1000მგ N30
ოსტეოქეა საღეჭი აბები
Osteocare
საღეჭი აბი #30
პროენზი ლედი კალციკუბი
Proenzi Lady Calci Cube
საღეჭი შოკოლადის ტაბლეტი #30
სოლგარი ვიტამინი D3
Solagar
1000სე 100 საღეჭი ტაბლეტი
სოლდევიტი
Soldevit
400 სე 11 მლ ფლაკონი დოზატორით
სოლდევიტი
Soldevit
1000 სე 11 მლ ფლაკონი დოზატორით
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.