8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02717 ურეცეპტო

შელკალი სიროფი

SHELCAL SYROP

150მლ სიროფი ფლაკონი #1

დან15.17 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
შელკალი სიროფი, 150მლ სიროფი ფლაკონი #1
მოქმედი ნივთიერება
Calcium carbonate
მწარმოებელი
Elder Pharmaceuticals, ინდოეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
D3 ვიტამინის პრეპარატები
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP

    შელკალი სიროფი 150მლ.

    15.17 ₾

    17.85 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Calcium carbonate. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს:
ორგანული წყაროდან (ხამანწკების ნიჟარა) მიღებულ 625 მგ კალციუმის კარბონატს, რომელიც შეესაბამება;
ელემენტარული კალციუმი 250 მგ.
ვიტამინი D3 ბფ 125 სე.
საღებავი: კარმოიზინი

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

შელკალიTM (SHELCALTM) სიროფი შეიცავს კალციუმის კარბონატს, რომელიც უზრუნველყოფს ელემენტარული კალციუმის მაქსიმალურ პროპორციას და ასევე შეიცავს D3 ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის აბსორბაციას.
კალციუმი წარმოადგენს ყველაზე მეტად გავრცელებულ მინერალს ორგანიზმში. ის მნიშვნელოვანია ნერვული, ჩონჩხის და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის შენარჩუნებისთვის. კალციუმი ასევე გარკვეულ როლს ასრულებს გულის, თირკმლის და სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებაში, სისხლის კოაგულაციაში და კაპილარების განვლადობაში. კალციუმის მნიშვნელოვანი წილი (99%) ადამიანის ორგანიზმში აღმოჩენილია ჩონჩხის სტრუქტურაში. საკვები კალციუმის წილი, რომელიც შეიწოვება, მერყეობს მრავალ ფაქტორზე დამოკიდებულების მიხედვით, რომელთა შორის არის ორგანიზმის მოთხოვნილებები, მაგრამ ჩვეულებრივ შეადგენს დაახლოებით 30%-ს.
კალციუმის პეროლალური მიწოდება საჭიროა როდესაც მაღალია ფიზიოლოგიური მოთხოვნები, მაგალითად ბავშვობის ან მოზარდთა ასაკში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

03

ფარმაკოკინეტიკა

კალციუმის აბსორბაციის მოცულობა დამოკიდებულია კვებით ფაქტორებზე, წვრილი ნაწლავის მდგომარეობაზე და ფიზიოლოგიურ სტატუსზე. აბსორბაცია იზრდება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
კალციუმის კარბონატი, კუჭის წვენის გავლენით, გარდაიქმნება კალციუმის ქლორიდად და შეიწოვება ნაწლავის მიერ. შრატში კალციუმის დაახლოებით ნახევარი არის პროტეინ დაკავშირებული, 5-10% წარმოდგენილია მცირე, ადვილად ხსნადი დიფუზიური ორგანული მარილების ფორმით და ნარჩენების სახით, თავისუფალი იონები. აბსორბაციის შემდეგ კალციუმი საბოლოოდ ინკორპორირდება ძვლებში და კბილებში. Aბსორბირებული კალციუმის ექსკრეცია ძირითადად ხორციელდება შარდის საშუალებით. D3 ვიტამინი, რომელიც მთლიანად აბსორბირდება წვრილი ნაწლავის მიერ, აძლიერებს კალციუმის აბსორბაციას.
D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) სწრაფად შეიწოვება ორალური მიღებისას. მისი ცირკულაცია ხორციელდება სპეციფიური გამა-გლობულინების საშუალებით, ხანგრძლივად აკუმულირდება ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილში და უმთავრესად გამოიყოფა ნაღველით და ფეკალებით.

04

ჩვენებები

შელკალიTM (SHELCALTM) სიროფი გამოიყენება მინერალ-ვიტამინური დანამატის სახით კალციუმ-დეფიციტური მდგომარეობის დროს და კალციუმის დანამატის სახით ზრდის, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

05

მიღების წესი და დოზირება

პეროლარული დოზა შეადგენს 5-10 მლ-ს დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

06

გვერდითი მოვლენები

შეიძლება გამოვლინდეს გასტროინტესტინალური ტრაქტის სუსტი გაღიზიანება, გულისრევა და ღებინება.

07

უკუჩვენებები

შელკალიTM (SHELCALTM) სიროფი უკუნაჩვენებია ჰიპერკალცემიური მდგომარეობის დროს, როგორიცაა ჰიპერპარათიროიდიზმი, მეტასტაზიური ჰიპერკალციემია და მრავლობითი მიელომა.

სიფრთხილის ზომები:
კალციუმის დანამატებმა შეიძლება გაზარდოს ჰიპერკალციემიის რისკი, როდესაც მისი შეყვანა ხდება დიჰიდრატაციის ან ელექტროლიტური დისბალანსის დროს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დიარეა ან მალაბსორბცია, როგორც წესი საჭიროებენ კალციუმის დანამატებს. კალციუმის დანამატების დანიშვნა ასეთ სიტუაციაში ზრდის კალციუმის ექსკრეციას.

08

ორსულობა და ლაქტაცია

კვლევის მიხედვით, კალციუმი რეკომენდებულია დოზით ორსულობის პერიოდში არ იწვევს რაიმე პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი კალციუმი შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, მისი კონცენტრაცია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გამოიწვიოს რაიმე უარყოფითი ეფექტი ახალშობილებში.

პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში: რეკომენდებული დღიური რაოდენობის მიღების შემთხვევაში, რაიმე პრობლემა ამ პოპულაციაში დადასტურებული არ არის.

პრეპარატის გამოყენება გერიატრიაში:
რეკომენდებული დღიური რაოდენობის მიღების შემთხვევაში, რაიმე პრობლემა ამ პოპულაციაში დადასტურებული არ არის.

09

განსაკუთრებული მითითებები

შელკალიTM (SHELCALTM) სიროფი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილი არიან თირკმელში კონკრემენტების წარმოქმნისადმი და მათში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ჰიპერკალცინურიის გამოსარიცხად შარდის კალციუმის ექსკრეცია შეიძლება განისაზღვროს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის კენჭები.

10

ჭარბი დოზირება

დოზის მწვავე ან ქრონიკული გადაჭარბების შემთხვევაში ვლინდება ჰიპერკალცემია, ჰიპერფოსფატემია და ხანდახან ჰიპერმაგნიემია. რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა თუ პაციენტმა პრეპარატი მიიღო 4 საათის განმავლობაში. უნდა გაკონტროლდეს შრატის კალციუმის დონე და განხორციელდეს ჰიპერკალციემიის შესაბამისი მკურნალობა.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

თავიდან უნდა იქნეს აცილებული შელკალიTM (SHELCALTM) სიროფის ერთდროულად მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა დიგიტალისი, ვერაპამილი, ფენიტონი, თიაზიდური დიურეტიკები ან ანტაციდები.
კალციუმის არხების ბლოკატორები: კალციუმის დანამატების მაღალ დოზებთან ერთად მათი იმავდროულად გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს პაციენტების საპასუხო რეაქცია ვერაპამილზე.
კალციუმის ან მაგნიუმის შემცვლელი პრეპარატები: შელკალTM (SHELCALTM) სიროფთან ერთად მათი ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შრატის კალციუმის ან მაგნიუმის კონცენტრაციები მგრძნობიარე პაციენტებში.
ფენიტონი:U ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ფენიტონის და კალციუმის ბიოშეღწევადობა შესაძლოა არაბსორბციული კომპლექსის ჩამოყალიბების გამო. ასეთ პაციენტებში არ არის რეკომენდირებული შელკალTM (SHELCALTM) სიროფის დანიშვნა ფენიტონის მიღებიდან 1-3 საათის განმავლობაში.
პეროლალური ტეტრაციკლინები, რკინის დანამატები: კალციუმმა შეიძლება დაარღვიოს ტეტრაციკლინების ან რკინის შეწოვა. შელკალTM (SHELCALTM) სიროფის და ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 3 საათი.
თიაზიდური დიურეზიული საშუალებები; რენალი ტუბულარული რეაბსორბციით ან თიაზიდების მიერ კალციუმის ძვლოვანი ქსოვილის გამოთავისუფლება შეიძლება გაძლიერდეს ეგზოგენური კალციუმით.
ატენოლოლი: ატენოლოლის პლაზმური საშუალო პიკური დონე და ბიოშეღწევადობა შეიძლება შემცირდეს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბეტა ბლოკადის შემცირება.
ქინოლონები: ნორფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა შეიძლება შემცირდეს, ხოლო ციპროფლოქსაცინი და ოფლოქსაცინი არ ავლენენ რაიმე სახის ცვლილებებს.

12

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ურეცეპტოდ.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

გევისკონი, სუსპენზია 150 მლ

გევისკონი

GAVISCON

სუსპენზია 150 მლ

Calcium carbonate + Sodium alginate + Sodium hydrocarbonate რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ, დიდი ბრიტანეთი
დან19.90 ₾
როტავიტ კალციუმ ფორტე, 1000მგ+880სე ტაბლეტი შუშხუნა №20

როტავიტ კალციუმ ფორტე

1000მგ+880სე ტაბლეტი შუშხუნა №20

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ კენდი, ბულგარეთი
დან22.98 ₾
კალცი დე-დენკი, შუშხუნა ტაბლეტი #20

კალცი დე-დენკი

Calci D-Denk

შუშხუნა ტაბლეტი #20

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ Losan Pharma GmbH, გერმანია
დან23.81 ₾
გასტროპროტექტი, 10მგ/165მგ/800მგ საღეჭი ტაბლეტი №24

გასტროპროტექტი

Gastroprotect

10მგ/165მგ/800მგ საღეჭი ტაბლეტი №24

Calcium carbonate + ფამოტიდინი + Magnesium hydroxide ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან24.01 ₾
კალციმერინი, ტაბლეტი #30

კალციმერინი

Calcimerin

ტაბლეტი #30

Calcium carbonate + კალციუმის გლუკონატი + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ + Magnesium gluconate + Magnesium oxide + Zinc Walmark, ჩეხეთი
დან38.74 ₾
გევისკონი, საღეჭი ტაბლეტი #16

გევისკონი

Gaviscon

საღეჭი ტაბლეტი #16

Calcium carbonate + Sodium alginate + Sodium hydrocarbonate რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ, დიდი ბრიტანეთი
ურეცეპტო
კალცინორმ - D3, საღეჭი ტაბლეტები ლიმონის არომატით #20

კალცინორმ - D3

Calcinorm – D3

საღეჭი ტაბლეტები ლიმონის არომატით #20

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ PONROY VITARMONYL, საფრანგეთი
ურეცეპტო
კალციტრონი, 600მგ/400სე ტაბლეტი № 20

კალციტრონი

CALCITRON

600მგ/400სე ტაბლეტი № 20

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
კალციტრონი, 500მგ/250სე ტაბლეტი № 20

კალციტრონი

CALCITRON

500მგ/250სე ტაბლეტი № 20

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
კალციტრონი, 400მგ/100სე ტაბლეტი №20ტ

კალციტრონი

CALCITRON

400მგ/100სე ტაბლეტი №20ტ

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
კალციუმი D3 ნიკომედი, საღეჭი ტაბლეტი (ფორთოხლის) №60

კალციუმი D3 ნიკომედი

CALCIUM D3 NYCOMED

საღეჭი ტაბლეტი (ფორთოხლის) №60

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ Nycomed Pharma AS, ნორვეგია
ურეცეპტო
კალციუმი D3 ნიკომედი, საღეჭი ტაბლეტი (პიტნის) №30

კალციუმი D3 ნიკომედი

CALCIUM D3 NYCOMED

საღეჭი ტაბლეტი (პიტნის) №30

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ Nycomed Pharma AS, ნორვეგია
ურეცეპტო
კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე, საღეჭი ტაბლეტი (ლიმნის) №60

კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე

CALCIUM D3 NYCOMED FORTE

საღეჭი ტაბლეტი (ლიმნის) №60

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ Nycomed Pharma AS, ნორვეგია
ურეცეპტო
კურაფლუქს რაპიდი, პაკეტი #30

კურაფლუქს რაპიდი

Curaflux Rapid

პაკეტი #30

Calcium carbonate + Sodium alginate + Sodium hydrocarbonate Zeta Farmaceutice, იტალია
ურეცეპტო
ნატეკალ D3, 600მგ+400 ს.ე. ოროდისპერგირებადი ტაბლეტი №60

ნატეკალ D3

NATECAL D3

600მგ+400 ს.ე. ოროდისპერგირებადი ტაბლეტი №60

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ ITALFARMACO S.p.A., იტალია
ურეცეპტო
პროენზი ლედი კალციკუბი, საღეჭი შოკოლადის ტაბლეტი #30

პროენზი ლედი კალციკუბი

Proenzi Lady Calci Cube

საღეჭი შოკოლადის ტაბლეტი #30

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ + Phytomenadione Walmark, ჩეხეთი
ურეცეპტო
რეგენიუმი, პაკეტი #10

რეგენიუმი

Regenium

პაკეტი #10

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.