მონოგრაფია Nº 01396 ურეცეპტო
გევისკონი
GAVISCON
სუსპენზია 150 მლ
დან19.90 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Calcium carbonate Sodium alginate Sodium hydrocarbonate
- მწარმოებელი
- რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ, დიდი ბრიტანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტაციდური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
200მლ · 200მლ
-
PSP
გევისკონი - Gaviscon ორმაგი მოქმედება 200მლ
ყიდვა ↗19.90 ₾
500მგ+267მგ+160მგ · 200მლ
-
PSP
გევისკონი - Gaviscon სუსპენზია 200მლ
ყიდვა ↗24.63 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Calcium carbonate + Sodium alginate + Sodium hydrocarbonate. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
10 მლ სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნატრიუმის ალგინატი - 500 მგ,
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი- 267 მგ
კალციუმის კარბონატი - 160 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარბომერი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარინატი, მწარე პიტნის ზეთი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა
წებოვანი სუსპენზია, თითქმის თეთრიდან ჩალისფერამდე, პიტნის სუნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
შიგნით მიღებისას გევისკონი სწრაფად რეაგირებს კუჭის მჟავე შემადგენლობაზე. ამ დროს წარმოიქმნება ალგინატის გელი, რომელიც ხელს უშლის გასტროეზოფაგული რეფლექსის წარმოქმნას. რეგურგიტაციის შემთხვევაში, გელი უფრო მეტი ალბათობით, ვიდრე კუჭის შიგთავსი, ხვდება საყლაპავში, სადაც იგი ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ამცირებს.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის გევისკონის მოქმედების მექანიზმი სისხლის სისტემურ დინებაში შეწოვაზე დამოკიდებული არ არის.
ჩვენებები
დისპეფსიის სიმპტომური მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობასთან და გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან (გულძმარვა, ბოყინი), საკვების მიღების შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნება, მ.შ ორსულობის პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება შიგნით.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 10-20 მლ საკვების მიღების შემდეგ და ძილის წინ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა- 80 მლ.
6-12 წლის ბავშვები: 5-10მლ საკვების მიღებათა შემდეგ და ძილის წინ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა- 40 მლ.
უფროსი ასაკის პაციენტებისათვის დოზის შეცვლა საჭირო არ არის.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს გევისკონის გამოყენება შესაძლებელია.
განსაკუთრებული მითითებები
10 მლ სუსპენზია შეიცავს 141 მგ (6.2 მმოლი) ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია მარილის ძალიან შეზღუდული შემცველობით დიეტის დაცვის აუცილებლობისას, მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობის და თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.
7 დღის განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესების არარსებობისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ გააჩნია.
ჭარბი დოზირება
შესაძლოა აღინიშნოს მუცლის შებერილობა. მკურნალობა სიმპტომურია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ცნობილი არ არის.
შენახვის პირობები
ინახება 15-30oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
რეგენიუმი
REGENIUM
საღეჭი ტაბლეტი ლიმონის გემოთი №20
შელკალი სიროფი
SHELCAL SYROP
150მლ სიროფი ფლაკონი #1
როტავიტ კალციუმ ფორტე
1000მგ+880სე ტაბლეტი შუშხუნა №20
კალცი დე-დენკი
Calci D-Denk
შუშხუნა ტაბლეტი #20
გასტროპროტექტი
Gastroprotect
10მგ/165მგ/800მგ საღეჭი ტაბლეტი №24
ნიზიტა
NIZITA
ცხვირის მალამო 20გ ტუბი # 1, ცხვირის მალამო 10გ ტუბი # 1
კალციმერინი
Calcimerin
ტაბლეტი #30
კალცინორმ - D3
Calcinorm – D3
საღეჭი ტაბლეტები ლიმონის არომატით #20
კალციტრონი
CALCITRON
400მგ/100სე ტაბლეტი №20ტ
კალციტრონი
CALCITRON
500მგ/250სე ტაბლეტი № 20
კალციტრონი
CALCITRON
600მგ/400სე ტაბლეტი № 20
კალციუმი D3 ნიკომედი
CALCIUM D3 NYCOMED
საღეჭი ტაბლეტი (ფორთოხლის) №60
კალციუმი D3 ნიკომედი
CALCIUM D3 NYCOMED
საღეჭი ტაბლეტი (პიტნის) №30
კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე
CALCIUM D3 NYCOMED FORTE
საღეჭი ტაბლეტი (ლიმნის) №60
ნატალსიდი
Natalcid
250მგ რექტალური სუპოზიტორია #10
ნატეკალ D3
NATECAL D3
600მგ+400 ს.ე. ოროდისპერგირებადი ტაბლეტი №60
პროენზი ლედი კალციკუბი
Proenzi Lady Calci Cube
საღეჭი შოკოლადის ტაბლეტი #30
რეგენიუმი
Regenium
პაკეტი #10
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.