მონოგრაფია Nº 00561 ურეცეპტო
კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე
CALCIUM D3 NYCOMED FORTE
საღეჭი ტაბლეტი (ლიმნის) №60
- მოქმედი ნივთიერება
- Calcium carbonate ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ (Colecalciferol)
- მწარმოებელი
- Nycomed Pharma AS, ნორვეგია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- D3 ვიტამინის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- შტადა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/. ჯერ ყველაზე იაფი.
როტავიტ კალციუმ ფორტე
1000მგ+880სე ტაბლეტი შუშხუნა №20
კალცი დე-დენკი
Calci D-Denk
შუშხუნა ტაბლეტი #20
კალცინორმ - D3
Calcinorm – D3
საღეჭი ტაბლეტები ლიმონის არომატით #20
კალციტრონი
CALCITRON
500მგ/250სე ტაბლეტი № 20
კალციტრონი
CALCITRON
400მგ/100სე ტაბლეტი №20ტ
კალციტრონი
CALCITRON
600მგ/400სე ტაბლეტი № 20
კალციუმი D3 ნიკომედი
CALCIUM D3 NYCOMED
საღეჭი ტაბლეტი (პიტნის) №30
კალციუმი D3 ნიკომედი
CALCIUM D3 NYCOMED
საღეჭი ტაბლეტი (ფორთოხლის) №60
ნატეკალ D3
NATECAL D3
600მგ+400 ს.ე. ოროდისპერგირებადი ტაბლეტი №60
რეგენიუმი
Regenium
პაკეტი #10
ინსტრუქცია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და ნივთიერებათა ცვლა. მინერალური დანამატები. კალციუმის პრეპარატები. კალციუმის პრეპარატები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
ათქ კოდი A12AX
ჩვენებები
- კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- კალციუმის და D ვიტამინის მიღება დამატების სახით ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს პაციენტებში კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტის რისკით
უკუჩვენებები
არ მიიღოთ კალციუმი-D3 ნიკომედი ფორტე, თუ გაქვთ:
- ალერგია კალციუმზე, D ვიტამინზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე;
- თირკმელებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები;
- კალციუმის ჭარბი შემცველობა სისხლში ან შარდში;
- კენჭები თირკმელებში;
- D ვიტამინის მომატებული შემცველობა სისხლში;
- 18 წლამდე ასაკი.
სიფრთხილის აუცილებელი ზომები გამოყენებისას
ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, კალციუმ-D3 ნიკომედ ფორტეს მიღებამდე
- თუ ხანგრძლივად მკურნალობთ, განსაკუთრებით თუ ასევე იღებთ შარდმდენებს (სამკურნალო საშუალებებს არტერიული წნევის და სითხის შეკავების სამკურნალოდ) ან საგულე გლიკოზიდებს (ფუტკარას პრეპარატები გულის დაავადებების სამკურნალოდ);
- თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევის ნიშნები ან კენჭების წარმოქმნისადმი მაღალი მიდრეკილება;
- თუ გაქვთ სარკოიდოზი (იმუნური სისტემის დაავადება, რომელსაც შეუძლია გაზარდოს D ვიტამინის დონე ორგანიზმში);
- თუ თქვენ გაქვთ ოსტეოპოროზი და ამავე დროს ვერ მოძრაობთ;
- თუ ვიტამინ D-ს შემცველ სხვა მედიკამენტებს იღებთ. კალციუმის და D ვიტამინის დამატებითი დოზები სათანადოდ უნდა გაკონტროლდეს ექიმის მიერ.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
თიაზიდურ შარდმდენებს შეუძლიათ შეაჩერონ კალციუმის გამოყოფა შარდით. სისხლში კალციუმის შემცველობის გაზრდის მომატებული რისკის გამო, საჭიროა შრატში კალციუმის დონის რეგულარული კონტროლი კალციუმ-D3 ნიკოmed ფორტესა და თიაზიდური დიურეზულების ერთდროულად მიღების დროს.
საგულე გლიკოზიდებმა სისხლში კალციუმის მომატებული დონის შემთხვევაში შეიძლება გაზარდონ მათი ტოქსიკური ზემოქმედება. კალციუმ-D3 ნიკomed ფorteს და საგულე გლიკოზიდების ერთდროულად მიღებისას აუცილებელია სისხლის შრატში კალციუმის დონისა და ელექტროკარდიოგრაფიის (ეკგ) მაჩვენებლების კონტროლი.
კალციუმის კარბონატს შეუძლია გავლენა მოახდინოს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების შეწოვაზე. ამიტომ, ტეტრაციკლინების მიღება უნდა მოხდეს კალციუმ-D3 ნიკomed ფorteს მიღებამდე მინიმუმ ორი საათით ადრე ან მიღებიდან ოთხი-ექვსი საათის შემდეგ.
ქინოლონური ანტიბიოტიკების ეფექტი შეიძლება შემცირდეს კალციუმთან ერთდროულად მიღებისას. ქინოლონური ანტიბიოტიკების მიღება უნდა მოხდეს კალციუმ- D3 ნიკomed ფorteს მიღებამდე ორი საათით ადრე ან მიღებიდან ექვსი საათის შემდეგ.
პრეპარატები, რომლებიც ბისფოსფონატებს შეიცავენ (სამკურნალო საშუალებები ოსტეოპოროზის წინააღმდეგ), უნდა იქნას მიღებული კალციუმ-D3 ნიკomed ფorteს მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე.
ლევოთიროქსინის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს კალციუმის ერთდროული გამოყენებისას, ლევოთიროქსინის შეწოვის შემცირების გამო. კალციუმ-D3 ნიკomed ფorteს და ლევოთიროქსინის მიღებას შორის მინიმუმ ოთხი საათი უნდა გავიდეს.
კალციუმის მარილებს შეუძლიათ შეამცირონ რკინის, თუთიის და სტრონციუმის რანელატის შეწოვა. მაშასადამე, რკინის, თუთიის ან სტრონციუმის რანელატის პრეპარატები უნდა იქნას მიღებული კალციუმ-D3 ნიკomed ფorteს მიღებამდე მინიმუმ ორი საათით ადრე ან მიღებიდან ორი საათის შემდეგ.
ორლისტატით მკურნალობამ შეიძლება პოტენციურად დაარღვიოს ცხიმში ხსნადი ვიტამინების (მაგალითად, ვიტამინი D3) შეწოვა.
სპეციალური
განსაკუთრებული მითითებები
ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია სისხლის შრატში კალციუმის დონეზე დაკვირვება და თირკმლის ფუნქციის კონტროლი სისხლის შრატში კრეატინინის დონის გაზომვით. დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში საგულე გლიკოზიდებით და შარდმდენებით თანმხლები მკურნალობის დროს, და პაციენტებში კენჭების წარმოქმნისადმი მომატებული მიდრეკილებით. ჰიპერკალციემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების შემთხვევაში, რეკომენდირებულია დოზირების შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს კალციუმის კარბონატი ქოლეკალციფეროლთან პაციენტებში ჰიპერკალციემიით ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნებით, აუცილებელია კალციუმის და ფოსფატების დონის კონტროლირება სისხლსა და შარდში. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რბილი ქსოვილების კალციფიკაციის რისკი.
D ვიტამინის სხვა წყაროების და/ან კალციუმის შემცველი სამკურნალო პრეპარატების ან საკვები ნივთიერებების ერთდროული გამოყენებისას, არსებობს ჰიპერკალციემიის და რძე-ტუტოვანი სინდრომის რისკი თირკმელების ფუნქციის შემდგომი დარღვევით. ასეთ პაციენტებში უნდა შემოწმდეს კალციუმის შრატისმიერი დონე და თირკმლის ფუნქცია.
კალციუმ-D3 ნიკomed ფorte სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში სარკოიდოზით, D ვიტამინის მის აქტიურ ფორმაში გაძლიერებული გარდაქმნის რისკთან დაკავშირებით. ასეთ პაციენტებში უნდა ჩატარდეს სისხლის შრატსა და შარდში კალციუმის დონის კონტროლი.
კალციუმ-D3 ნიკomed ფorte სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმობილიზირებულ პაციენტებში ოსტეოპოროზით, ჰიპერკალციემიის განვითარების რისკის გამო.
პრეპარატის კალციუმ-D3 ნიკomed ფorte შეიცავს საქაროზას, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს კბილებისთვის. ტაბლეტები ასევე შეიცავს იზომალტს (E953). პაციენტებისთვის ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევებით და საქარაზო-იზომალტაზას უკმარისობით არ არის რეკომენდირებული ამ პრეპარატის მიღება.
კალციუმ-D3 ნიკomed ფorteს ერთი ტაბლეტი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს, ანუ იგი თითქმის არ შეიცავს ნატრიუმს.
ღვიძლის უკმარისობის დროს დოზის კორექცია არ არის საჭირო.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
კალციუმ-D3 ნიკomed ფorte შეიძლება გამოყენებული იქნას ქალების მიერ ორსულობის დროს კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში. ორსულობის პერიოდში სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2500 მგ კალციუმს და 4000 სე ვიტამინ D-ს. მაგრამ თავიდან უნდა იქნას აცილებული კალციუმისა და D ვიტამინის ჭარბი დოზირება ორსულ ქალებში, რადგანაც მუდმივი ჰიპერკალციემია უარყოფითად მოქმედებს განვითარებად ნაყოფზე.
D ვიტამინს თერაპიულ დოზებში არ გააჩნია ტერატოგენული მოქმედება.
ძუძუთი კვება
კალციუმ-D3 ნიკomed ფorte შეიძლება გამოყენებული იქნას ძუძუთი კვების დროს. კალციუმი და ვიტამინი D აღწევენ დედის რძეში. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვისთვის D ვიტამინის დამატებითი დანიშვნის შემთხვევაში.
პრეპარატის ზემოქმედების თავისებურებები სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
კალციუმ-D3 ნიკomed ფorte არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და ხანდაზმული ასაკის პირები: ერთი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
შეყვანის მეთოდი და გზა
შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა ან მოწუწნა.
ზომები, რომლებიც მიღებული უნდა იქნას ჭარბი დოზირების შემთხვევაში
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი კალციუმ-D3 ნიკomed ფorte, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზირება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა პრეპარატის გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
რეკომენდაციები მედიცინის მუშაკთან კონსულტაციისთვის მიმართვასთან დაკავშირებით სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წესის განმარტებისთვის
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი წინამდებარე ჩანართი-ფურცლის და მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების აღწერა, რომლებიც ვლინდება სამკურნალო პრეპარატის სტანდარტული გამოყენებისას, და ზომები, რომლებიც მიღებული უნდა იქნას ამ შემთხვევაში
სხვა მედიკამენტების მსგავსად, კალციუმ-D3 ნიკomed ფorteმ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები ზოგიერთ პაციენტში.
არახშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
კალციუმის გადაჭარბებული რაოდენობა სისხლში (ჰიპერკალციემია) და შარდში (ჰიპერკალციურია) შეიძლება აღინიშნოს მაღალი დოზების გამოყენებისას.
იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი და დიარეა.
ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება. რძე-ტუტოვანი სინდრომი (მოშარდვის ხშირი სურვილი; გახანგრძლივებული თავის ტკივილი; მადის ხანგრძლივი დაკარგვა; გულისრევა ან ღებინება; დაღლილობა ან სისუსტე; ჰიპერკალციემია, ალკალოზი და თირკმლის უკმარისობა). როგორც წესი, აღინიშნება ჭარბი დოზირების დროს.
გვერდითი რეაქციები უცნობი სიხშირით (ვერ შფეასდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კვინკეს შეშუპება ან ხორხის შეშუპება.
თუ თქვენ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: სახის, ენის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
პაციენტებში თირკმელების უკმარისობით არსებობს სისხლში ფოსფატების დონის მომატების (ჰიპერფოსფატემია), თირკმელებში კენჭების წარმოქმნის (ნეფროლითიაზი) და თირკმელებში კალციუმის მომატების (ნეფროკალცინოზი) პოტენციური რისკი.
არასასურველი მედიკამენტური რეაქციების წარმოშობის შემთხვევაში, მიმართეთ მედიცინის მუშაკს, ფარმაცევტს ან პირდაპირ სამკურნალო პრეპარატებზე არასასურველ რეაქციებზე (მოქმედებებზე) მონაცემთა საინფორმაციო ბაზას, სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმოსთვის სამეურნეო მართვის უფლებით „სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“
http://www.ndda.kz
დამატებითი ცნობები
სამკურნალო პრეპარატის
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი 1250 მგ (ელემენტარული კალციუმის ექვივალენტური - 500 მგ), ქოლეკალციფეროლი 11,0 მკგ (ვიტამინი D3 400 სე) 4,40 მგ ქოლეკალციფეროლის კონცენტრატის* სახით,
*ქოლეკალციფეროლის კონცენტრატი შეიცავს, 10% სიჭარბის ჩათვლით: 0.0110 მგ ქოლეკალციფეროლს, 0.0440 მგ DL-α-ტოკოფეროლს, 0.132 მგ საშუალო სიგრძის ჯაჭვის მქონე ტრიგლიცერიდებს, 3.21 მგ მოდიფიცირებულ სიმინდის სახამებელს, 0.770 მგ საქაროზას, 0.176 მგ ნატრიუმის ასკორბატს, 0.0528 მგ სილიციუმის დიოქსიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ქსილიტოლი, ლიმნის არომატიზატორის გრანულატი (რომელიც შეიცავს იზომალტს, ნივთიერებას ლიმნის გემოთი, ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდებს), პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სუკრალოზა.
გარეგანი სახის, სუნის, გემოს აღწერა
მრგვალი, ორმხრივამობურცული, თეთრი ფერის ტაბლეტები გარსის გარეშე, ლიმნის არომატით. შესაძლებელია მცირე ჩანართების და არასწორი კიდეების არსებობა.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
30, 60 ან 120 ტაბლეტი მაღალი სიმკვრივის პოლიეთიელნის ფლაკონში ხრახნიანი თავსახურით. 1 ფლაკონს სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენაზე ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა
30 თვე.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება მჭიდროდ დახურულ ფლაკონში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
რეგენიუმი
REGENIUM
საღეჭი ტაბლეტი ლიმონის გემოთი №20
დეავიტ ნეო
20000სე/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 10მლ
ფინევიტი-დ3
60000სე ოროდისპერგირებადი ფირფიტა №4
დეტრივიტი
DETRIVIT
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
ვიტაგამა დ3
1000სე ტაბლეტი №50
შელკალი სიროფი
SHELCAL SYROP
150მლ სიროფი ფლაკონი #1
ტეტესეპტი ვიტამინი D3 7000 კვირის დეპო
Tetesept Vitamin D3 7000 Wochendepot
ტაბლეტი # 12
იუვიტ D3
Juvit D3
10 მლ
კოლედანი
COLEDAN
15 000 სე/მლ 10მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონი საწვეთურით №1
სიმბავიტი დ3 საბავშვო
50000სე/15მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1
სოლფატამი
წვეთები №1 10მლ
გევისკონი
GAVISCON
სუსპენზია 150 მლ
სოლფატამი
2000სე ტაბლეტი №60
დეტრი-დროპსი ვიტამინი დ3
15000სე/1მლ წვეთები ორალური №1 10მლ
გასტროპროტექტი
Gastroprotect
10მგ/165მგ/800მგ საღეჭი ტაბლეტი №24
აქვადეტრიმი ვიტამინი D3
Aquadetrim vitamin D3
15 000 სე/მლ შიგნით მისაღები წვეთები 10 მლ მინის ფლაკონში
დენატურე
Denature
ტაბლეტი №30
სოლიფეროლი D3
Soliferol D3
საღეჭი აბი ანანასის არომატით №20
კალზიდანი K2
Calzidan K2
კაფსულა N30
ოსტეოქეა
Osteocare
ტაბლეტი #90
იბუვიტი დ3
2000სე კაფსულა №30
ოილესენი
Oilsen
10მლ სპრეი N1
ვიტამინი D3
Vitamin D3
კაფსულა #60
დიფეროლი
diferol
ტაბლეტი #30
დეკოლეროლი ფორტე წვეთები
Decolerol Forte Drops
15.000 ს.ე./მლ 10მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
ვიტალინკ D3 ფორტე
VITALINK D3 FORTE
ორალური სპრეი 10 მლ, ბანანის არომატით
ვიტაფეროლი
Vitaferol
15 მლ ფლაკონი დოზატორით
დეკოლეროლ ფორტე
DECOLEROL Forte
სიროფი 150 მლ
დეტრივიტი ჟელი
DETRIVIT JELLY
ლიმონის, ფორთოხლის, ჟოლოსა და ვაშლის არომატის მქონე ჟელი №50
კალციმერინი
Calcimerin
ტაბლეტი #30
დეკოლეროლი 5000
De colerol 5000
5000 ს.ე. (125მკგ) რბილი კაფსულა №28
ბონექსი
BONEX
ტაბლეტი #60
დევიტი
50000სე ტაბლეტი №8
დეკოლეროლი ფორტე
Decolerol Forte
20.000ს.ე. (0,5მგ) რბილი კაფსულა №14
იბუვიტი
4000სე სპრეი 30 კაფსულა №30
ომეგა-3 პრემიუმი
Omega 3 Premium
ჟელატინის რბილი კაფსულა #30
ომესამი D3
Omesam D3
2000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20
ტრედეროლი
20000სე ტაბლეტი №20
ომესამი D3
Omesam D3
5000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20
ვიტაგამა D3 დუო
VITAGAMMA® DUO
ტაბლეტი #50
ვიტაგამა D3 2.000 ს.ე.
VITAGAMMA® D3 2.000 I.E.
ტაბლეტი #50; #100
ვიგალექს მაქსი
Vigalex Max
100მკგ (4000სე) ტაბლეტი №30 (2X15
კალციუმის ოროტატი
Calcium Orotate
კაფსულა #30
ვიგალექს ფორტე
Vigalex Forte
50მკგ (2000სე) ტაბლეტი №30 (1X30)
სანიენსი D3 სპრეი
Sanience D3 sprey
50მლ ორალური სპრეი
D3 ვიტა პლუს
D3 Vita Plus
პროლონგირებული გამოყოფის ტაბლეტი #60
აქვადეტრიმ პლუსი
Aquadetrim Plus
20000სე+10000სე/მლ წყალხსნარი 10მლ ფლაკონი #1
ბენე ვიტამინი დ3 კანფეტი
BENE kids Gummy Vitamin D3
საღეჭი 1000სე N60
გევისკონი
Gaviscon
საღეჭი ტაბლეტი #16
დეტრი-დროპსი
DETRI-DROPS
წვეთები 10 მლ ფლაკონში
დეტრივიტ 1000 სე
DETRIVIT 1000 IU
რბილი ჟელატინის კაფსულა №60
დეტრივიტი დროპსი
DETRIVIT DROPS
30 მლ ხსნარი
დეტრივიტი მაქსი
DETRIVIT MAX
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
დეტრივიტი ფორტე
DETRIVIT FORTE
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
ვიგანტოლი
Vigantol
0.5მგ/მლ 10მლ შიგნით მისაღები ზეთოვანი ხსნარი ფლაკონში
ვიტაგამა D3 1000 ს.ე.
VITAGAMMA D3 1000 I.E.
1000 ს.ე ტაბლეტი №50
ვიტაგამა D3 5.600 ს.ე.
VITAGAMMA® D3 5.600 I.E.
ტაბლეტი #20; #50
ვიტამინი D3
Vitamin D3
10 მლ წვეთები ფლაკონი №1
ვიტამინი D3 ბენე
Vitamin D3 BENE
რბილი კაფსულა #60
ვიტამინი D3 დროპსი
Vitamin D3 drops
50 მლ ბოთლი საწვეთურით
კოვიტ-D
Covit D
საღეჭი ტაბლეტები #20
კურაფლუქს რაპიდი
Curaflux Rapid
პაკეტი #30
მულტი-ტაბსი ბეიბი
Multi-tabs Baby
წვეთები 30მლ ფლაკონი # 1
ნუტრაქსინი ვიტამინი C
Nutraxin vitamin C
ტაბლეტი1000მგ N30
ოსტეოქეა საღეჭი აბები
Osteocare
საღეჭი აბი #30
პროენზი ლედი კალციკუბი
Proenzi Lady Calci Cube
საღეჭი შოკოლადის ტაბლეტი #30
სოლგარი ვიტამინი D3
Solagar
1000სე 100 საღეჭი ტაბლეტი
სოლდევიტი
Soldevit
400 სე 11 მლ ფლაკონი დოზატორით
სოლდევიტი
Soldevit
1000 სე 11 მლ ფლაკონი დოზატორით
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.