8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03745 ურეცეპტო

კურაფლუქს რაპიდი

Curaflux Rapid

პაკეტი #30

კურაფლუქს რაპიდი, პაკეტი #30
მოქმედი ნივთიერება
Calcium carbonate Sodium alginate Sodium hydrocarbonate
მწარმოებელი
Zeta Farmaceutice, იტალია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტაციდური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
სმარტფარმი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Calcium carbonate + Sodium alginate + Sodium hydrocarbonate. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

კურაფლუქს რაპიდი სუსპენზია

სწრაფი მოქმედების ანტაციდური საშუალება

შემადგენლობა 1 პაკეტში (10 მლ):

აქტიური ნივთიერებები: ნატრიუმის ალგინატი 500 მგ, ნატრიუმის ბიკარბონატი 267 მგ, კალციუმის კარბონატი 160 მგ. (sodium alginate, sodium hydrocarbonate, calcium carbonate).

დამხმარე ნივთიერებები: კარბოპოლი, პიტნის არომატი, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, სუკრალოზა, სტევია, გაწმენდილი წყალი.

რა არის კურაფლუქს რაპიდი?

კურაფლუქს რაპიდი არის სწრაფი, სამმაგი მოქმედების ანტაციდური საშუალება, პერორალური სუსპენზიის ფორმით, რომელიც წარმოდგენილია მონოდოზირებული პაკეტებით.

მოქმედების მექანიზმი

კურაფლუქს რაპიდი პერორალური სუსპენზიის მოქმედება განპირობებულია მასში ნატრიუმის ალგინატის, ნატრიუმის ბიკარბონატისა და კალციუმის კარბონატის არსებობით.

ნატრიუმის ალგინატი წარმოქმნის დამცავ აპკს, რომელიც ეკვრის კუჭისა და საყლაპავის ლორწოვან გარსს და იცავს მას კუჭის წვენის ზემოქმედებისგან.

კუჭის მჟავასთან კონტაქტისას ნატრიუმის ალგინატი შედის ურთიერთქმედებაში და წარმოქმნის გელს, ხოლო კარბონატები გამოყოფენ ნახშირორჟანგს (CO₂), რაც გელს საშუალებას აძლევს კუჭის შიგთავსის ზედაპირზე ტივტივებდეს. შედეგად წარმოიქმნება დამცავი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლას.

ნატრიუმის ბიკარბონატი და კალციუმის კარბონატი ანტაციდებია, რომლებიც კუჭის მჟავასთან რეაგირებენ, ანეიტრალებენ მას და ამცირებენ მაღალ მჟავიანობას.

02

ჩვენებები

კურაფლუქს რაპიდი პერორალური სუსპენზია ნაჩვენებია გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და კუჭის მომატებულ მჟავიანობასთან დაკავშირებული სიმპტომების პრევენციისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა:

მტკივნეული წვის შეგრძნება (გულძმარვა) გულმკერდის მიდამოში, რეფლუქსით გამოწვეული ტკივილი გულმკერდის მიდამოში, წვის ან ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, ბოყინი, მჟავას რეგურგიტაცია, რეფლუქს-ეზოფაგიტი, სპაზმები, საჭმლის მონელების დარღვევა, ჭამის შემდეგ სისავსის შეგრძნება მუცელში, გამაღიზიანებელი ხველა, ლარინგო-ფარინგეალური ანთება, რასაც შეიძლება ახლდეს ხმის ჩახლეჩა/ხმის დაკარგვა (აფონია), ან ყლაპვის გაძნელების შეგრძნება (დისფაგია).

03

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და მოზარდები (12–18 წელი):

მიიღეთ 1 ან 2 პაკეტი (თითოეული 10 მლ) კურაფლუქს რაპიდი პერორალური სუსპენზია ძირითადი კვებების შემდეგ და ძილის წინ.

გამოყენებამდე პაკეტი კარგად შეანჯღრიეთ. გახსენით პაკეტი უშუალოდ გამოყენების წინ და სუსპენზია პაკეტის ძირიდან პირდაპირ პირში ჩაისხით და გადაყლაპეთ ან კოვზზე გადმოწურეთ და ისე მიიღეთ.

12 წლამდე ბავშვები:

პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია, თუმცა მკურნალობა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

რჩევები გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს

გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება (GERD) გულისხმობს კუჭის წვენის საყლაპავში ამოსვლას. ეს იწვევს მჟავას შემცველი კუჭის წვენის რეგურგიტაციას, მკერდის ძვლის უკან წვის შეგრძნებას და სხვა თანმხლებ სიმპტომებს.

როდესაც ირღვევა ლორწოვანი გარსის დაცვისა და კუჭის მჟავიანობის ბალანსი, კუჭის წვენმა შეიძლება დააზიანოს კუჭის შიდა კედელი და გამოიწვიოს წვის შეგრძნება.

სტრესული ცხოვრების წესი და არასწორი კვება დაკავშირებულია კუჭის მჟავას ჭარბ სეკრეციასთან, ამიტომ პრობლემის კონტროლისთვის რეკომენდებულია:

მოერიდოთ კოფეინის/თეინის შემცველ (მაგ. ყავა, ჩაი), ალკოჰოლურ და გაზიან სასმელებს;
მოერიდოთ შოკოლადს, პიტნას, პომიდორს და პომიდვრის პროდუქტებს;

მოერიდოთ უხვ და ცხიმიან კვებას, განსაკუთრებით საღამოს ან ძილის წინ;

შეინარჩუნოთ ნორმალური სხეულის წონა და შეწყვიტოთ მოწევა.

04

განსაკუთრებული მითითებები

კურაფლუქს რაპიდი პერორალური სუსპენზია გამოიყენება საჭიროებისამებრ. მისი უწყვეტი ყოველდღიური გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 30 დღე.

მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები მძიმდება ან არ უმჯობესდება მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ, თუ პრობლემა ხშირად მეორდება ან შეამჩნევთ მის ხასიათში რაიმე ახალ ცვლილებას.

მიმართეთ ექიმს, თუ იცავთ მარილის შემცირებულ დიეტას (მაგალითად ჰიპერტენზიის, გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადებების შემთხვევაში), ასევე ჰიპერკალცემიის ან კალციუმის შემცველი თირკმლის განმეორებითი კენჭების არსებობისას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შესაძლო არასასურველი ეფექტები

პროდუქტმა შეიძლება შეაფერხოს სხვა პერორალურად მიღებული მედიკამენტების შეწოვა. სხვა პერორალური მედიკამენტების ერთდროული მიღებისას მიმართეთ ექიმს. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ 2-საათიანი ინტერვალით.

პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს შებერილობის შეგრძნება. გამოყენების ინსტრუქციის დაცვა ამ რისკს ამცირებს.

05

ორსულობა და ლაქტაცია

ალგინატზე დაფუძნებული პროდუქტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. თუმცა რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია რისკისა და სარგებლის თანაფარდობის და თანმხლები დაავადებების შესაფასებლად.

06

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:

რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა ან ალერგია;

მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობა.

მიმართეთ ექიმს:

თუ პარალელურად იღებთ სხვა პერორალურ მედიკამენტებს;

თუ 7 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ აღინიშნება.

შენახვა

არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე და პაკეტებზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ სინათლისგან დაცულ და სითბოს წყაროებისგან მოშორებულ ადგილას.

არ შეინახოთ მაცივარში.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

რეგენიუმი, საღეჭი ტაბლეტი ლიმონის გემოთი №20

რეგენიუმი

REGENIUM

საღეჭი ტაბლეტი ლიმონის გემოთი №20

Calcium carbonate ჯი-ემ-პი, საქართველო
დან12.50 ₾
შელკალი სიროფი, 150მლ სიროფი ფლაკონი #1

შელკალი სიროფი

SHELCAL SYROP

150მლ სიროფი ფლაკონი #1

Calcium carbonate Elder Pharmaceuticals, ინდოეთი
დან15.17 ₾
როტავიტ კალციუმ ფორტე, 1000მგ+880სე ტაბლეტი შუშხუნა №20

როტავიტ კალციუმ ფორტე

1000მგ+880სე ტაბლეტი შუშხუნა №20

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ კენდი, ბულგარეთი
დან22.98 ₾
კალცი დე-დენკი, შუშხუნა ტაბლეტი #20

კალცი დე-დენკი

Calci D-Denk

შუშხუნა ტაბლეტი #20

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ Losan Pharma GmbH, გერმანია
დან23.81 ₾
გასტროპროტექტი, 10მგ/165მგ/800მგ საღეჭი ტაბლეტი №24

გასტროპროტექტი

Gastroprotect

10მგ/165მგ/800მგ საღეჭი ტაბლეტი №24

Calcium carbonate + ფამოტიდინი + Magnesium hydroxide ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან24.01 ₾
ნიზიტა, ცხვირის მალამო 20გ ტუბი # 1, ცხვირის მალამო 10გ ტუბი # 1

ნიზიტა

NIZITA

ცხვირის მალამო 20გ ტუბი # 1, ცხვირის მალამო 10გ ტუბი # 1

ნატრიუმის ქლორიდი + Sodium hydrocarbonate Engelhard Arzneimittel, გერმანია
დან26.49 ₾
კალციმერინი, ტაბლეტი #30

კალციმერინი

Calcimerin

ტაბლეტი #30

Calcium carbonate + კალციუმის გლუკონატი + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ + Magnesium gluconate + Magnesium oxide + Zinc Walmark, ჩეხეთი
დან38.74 ₾
კალცინორმ - D3, საღეჭი ტაბლეტები ლიმონის არომატით #20

კალცინორმ - D3

Calcinorm – D3

საღეჭი ტაბლეტები ლიმონის არომატით #20

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ PONROY VITARMONYL, საფრანგეთი
ურეცეპტო
კალციტრონი, 400მგ/100სე ტაბლეტი №20ტ

კალციტრონი

CALCITRON

400მგ/100სე ტაბლეტი №20ტ

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
კალციტრონი, 500მგ/250სე ტაბლეტი № 20

კალციტრონი

CALCITRON

500მგ/250სე ტაბლეტი № 20

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
კალციტრონი, 600მგ/400სე ტაბლეტი № 20

კალციტრონი

CALCITRON

600მგ/400სე ტაბლეტი № 20

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
კალციუმი D3 ნიკომედი, საღეჭი ტაბლეტი (ფორთოხლის) №60

კალციუმი D3 ნიკომედი

CALCIUM D3 NYCOMED

საღეჭი ტაბლეტი (ფორთოხლის) №60

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ Nycomed Pharma AS, ნორვეგია
ურეცეპტო
კალციუმი D3 ნიკომედი, საღეჭი ტაბლეტი (პიტნის) №30

კალციუმი D3 ნიკომედი

CALCIUM D3 NYCOMED

საღეჭი ტაბლეტი (პიტნის) №30

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ Nycomed Pharma AS, ნორვეგია
ურეცეპტო
კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე, საღეჭი ტაბლეტი (ლიმნის) №60

კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე

CALCIUM D3 NYCOMED FORTE

საღეჭი ტაბლეტი (ლიმნის) №60

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ Nycomed Pharma AS, ნორვეგია
ურეცეპტო
ნატალსიდი, 250მგ რექტალური სუპოზიტორია #10

ნატალსიდი

Natalcid

250მგ რექტალური სუპოზიტორია #10

Sodium alginate Nizhpharm, რუსეთი
ურეცეპტო
ნატეკალ D3, 600მგ+400 ს.ე. ოროდისპერგირებადი ტაბლეტი №60

ნატეკალ D3

NATECAL D3

600მგ+400 ს.ე. ოროდისპერგირებადი ტაბლეტი №60

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ ITALFARMACO S.p.A., იტალია
ურეცეპტო
პროენზი ლედი კალციკუბი, საღეჭი შოკოლადის ტაბლეტი #30

პროენზი ლედი კალციკუბი

Proenzi Lady Calci Cube

საღეჭი შოკოლადის ტაბლეტი #30

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ + Phytomenadione Walmark, ჩეხეთი
ურეცეპტო
რეგენიუმი, პაკეტი #10

რეგენიუმი

Regenium

პაკეტი #10

Calcium carbonate + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.