8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02089 ურეცეპტო

ნატალსიდი

Natalcid

250მგ რექტალური სუპოზიტორია #10

ნატალსიდი, 250მგ რექტალური სუპოზიტორია #10
მოქმედი ნივთიერება
Sodium alginate
მწარმოებელი
Nizhpharm, რუსეთი
იმპორტიორი საქართველოში
შტადა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

სუპოზიტორიები რექტალური

საერთაშორისო დასახელება: ნატრიუმის ალგინატი

02

შემადგენლობა

ნატრიუმის ალგინატი - 250მგ, ფუძე - ვიტეფსოლი

აღწერილობა: სუპოზიტორიები ღია მონაცრისფრო - მოთეთრო ფერის.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოსტატიკური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის

ფარმაკოლოგიური თვისებები: ნატრიუმის ალგინატი, ბუნებრივი პოლისაქარიდი, მიიღება ყავისფერი წყალმცენარეებისაგან. აქვს გამოხატული ჰემოსტატიკური , ანთებისსაწინააღმდეგო და რეპარაციული მოქმედებით.

03

ჩვენებები

ქრონიკული ანალური ნახეთქები ეპითელიზაციის სტადიაში, ქრონიკული სისხლმდენი ჰემოროი, პროქტოსიგმოიდიტი და სწორი ნაწლავის ანთებითი გამოვლინებები პოსტოპერაციულ პერიოდში.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ბავშვთა ასაკი 14 წლამდე

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატი ნატალსიდი არ არის უკუნაჩვენები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

04

მიღების წესი და დოზირება

სუპოზიტორიები შეჰყავთ რექტალურად. თითო სუპოზიტორია 2 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 7-10 დღე.

05

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები

06

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ნატალსიდი სუპოზიტორია რექტალური 250 მგ. #5 ერთ ბლისტერზე, მუყაოს კოლოფში 2 ბლისტერი.

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.