მონოგრაფია Nº 03152 ურეცეპტო
ვიგანტოლი
Vigantol
0.5მგ/მლ 10მლ შიგნით მისაღები ზეთოვანი ხსნარი ფლაკონში
- მოქმედი ნივთიერება
- ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ (Colecalciferol)
- მწარმოებელი
- Merk KGaA, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- D3 ვიტამინის პრეპარატები
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/. ჯერ ყველაზე იაფი.
დეავიტ ნეო
20000სე/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 10მლ
ფინევიტი-დ3
60000სე ოროდისპერგირებადი ფირფიტა №4
დეტრივიტი
DETRIVIT
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
ვიტაგამა დ3
1000სე ტაბლეტი №50
ტეტესეპტი ვიტამინი D3 7000 კვირის დეპო
Tetesept Vitamin D3 7000 Wochendepot
ტაბლეტი # 12
იუვიტ D3
Juvit D3
10 მლ
კოლედანი
COLEDAN
15 000 სე/მლ 10მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონი საწვეთურით №1
სიმბავიტი დ3 საბავშვო
50000სე/15მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1
სოლფატამი
წვეთები №1 10მლ
სოლფატამი
2000სე ტაბლეტი №60
დეტრი-დროპსი ვიტამინი დ3
15000სე/1მლ წვეთები ორალური №1 10მლ
აქვადეტრიმი ვიტამინი D3
Aquadetrim vitamin D3
15 000 სე/მლ შიგნით მისაღები წვეთები 10 მლ მინის ფლაკონში
დენატურე
Denature
ტაბლეტი №30
სოლიფეროლი D3
Soliferol D3
საღეჭი აბი ანანასის არომატით №20
იბუვიტი დ3
2000სე კაფსულა №30
ოილესენი
Oilsen
10მლ სპრეი N1
ვიტამინი D3
Vitamin D3
კაფსულა #60
დიფეროლი
diferol
ტაბლეტი #30
დეკოლეროლი ფორტე წვეთები
Decolerol Forte Drops
15.000 ს.ე./მლ 10მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
ვიტალინკ D3 ფორტე
VITALINK D3 FORTE
ორალური სპრეი 10 მლ, ბანანის არომატით
ვიტაფეროლი
Vitaferol
15 მლ ფლაკონი დოზატორით
დეკოლეროლ ფორტე
DECOLEROL Forte
სიროფი 150 მლ
დეტრივიტი ჟელი
DETRIVIT JELLY
ლიმონის, ფორთოხლის, ჟოლოსა და ვაშლის არომატის მქონე ჟელი №50
დეკოლეროლი 5000
De colerol 5000
5000 ს.ე. (125მკგ) რბილი კაფსულა №28
დევიტი
50000სე ტაბლეტი №8
დეკოლეროლი ფორტე
Decolerol Forte
20.000ს.ე. (0,5მგ) რბილი კაფსულა №14
იბუვიტი
4000სე სპრეი 30 კაფსულა №30
ტრედეროლი
20000სე ტაბლეტი №20
ვიტაგამა D3 დუო
VITAGAMMA® DUO
ტაბლეტი #50
ვიტაგამა D3 2.000 ს.ე.
VITAGAMMA® D3 2.000 I.E.
ტაბლეტი #50; #100
ვიგალექს მაქსი
Vigalex Max
100მკგ (4000სე) ტაბლეტი №30 (2X15
ვიგალექს ფორტე
Vigalex Forte
50მკგ (2000სე) ტაბლეტი №30 (1X30)
სანიენსი D3 სპრეი
Sanience D3 sprey
50მლ ორალური სპრეი
D3 ვიტა პლუს
D3 Vita Plus
პროლონგირებული გამოყოფის ტაბლეტი #60
ბენე ვიტამინი დ3 კანფეტი
BENE kids Gummy Vitamin D3
საღეჭი 1000სე N60
დეტრი-დროპსი
DETRI-DROPS
წვეთები 10 მლ ფლაკონში
დეტრივიტ 1000 სე
DETRIVIT 1000 IU
რბილი ჟელატინის კაფსულა №60
დეტრივიტი დროპსი
DETRIVIT DROPS
30 მლ ხსნარი
დეტრივიტი მაქსი
DETRIVIT MAX
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
დეტრივიტი ფორტე
DETRIVIT FORTE
30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
ვიტაგამა D3 1000 ს.ე.
VITAGAMMA D3 1000 I.E.
1000 ს.ე ტაბლეტი №50
ვიტაგამა D3 5.600 ს.ე.
VITAGAMMA® D3 5.600 I.E.
ტაბლეტი #20; #50
ვიტამინი D3
Vitamin D3
10 მლ წვეთები ფლაკონი №1
ვიტამინი D3 ბენე
Vitamin D3 BENE
რბილი კაფსულა #60
კოვიტ-D
Covit D
საღეჭი ტაბლეტები #20
ნუტრაქსინი ვიტამინი C
Nutraxin vitamin C
ტაბლეტი1000მგ N30
სოლგარი ვიტამინი D3
Solagar
1000სე 100 საღეჭი ტაბლეტი
სოლდევიტი
Soldevit
400 სე 11 მლ ფლაკონი დოზატორით
სოლდევიტი
Soldevit
1000 სე 11 მლ ფლაკონი დოზატორით
ინსტრუქცია
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
შიგნით მისაღები ზეთოვანი ხსნარი 0,5 მგ/მლ.
პრეპატის 10 მლ ყავისფერ-ნარინჯისფერ შუქისგან დამცავ შუშის ფლაკონში (ტიპი III ევრ. ფარმაკოპეა), მოხუფული საცობი-საწვეთურით თეთრი ფერის პოლიეთილენისაგან და ხრახნიანი თავსახურით თეთრი ფერის პოლიპროპილენისაგან. თითო ფლაკონს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთზად ათავსებენ მუყაოს ყუთში.
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი (40 წვეთი) შეიცავს:
აქტიურ კომპონენტს: ქოლეკალციფეროლს - 0,5 მგ (შეესაბამება ვიტამინი D3-ის 20 000 სე);
დამხმარე ნივთიერებები: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები - 939,5 მგ.
ზოგადი დახასიათება
გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო, ბლანტი ხსნარი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ვიტამინ-კალციუმ-ფოსფორის ცვლის რეგულატორი
ათქ კოდი: A11CC05.
ფარმაკოთერაპიული თვისებები
ფარმაკოლოგიური თვისებები
კოლეკალციფეროლი წარმოადგენს რაქიტის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც ავსებს D3 ვიტამინის დეფიციტს. ის მონაწილეობს კალციუმ-ფოსფორის ცვლაში, აძლიერებს კუჭ-ნაწლავში კალციუმის შეწოვას და თირკმელებში ფოსფატების რეაბსორბციას, ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას და აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ფარმაკოკინეტიკა
კოლეკალციფეროლის აბსორბცია ხდება წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში. სისხლში უკავშირდება ალფა-გლობულინებს და ნაწილობრივ ალბუმინებს. კოლეკალციფეროლი გროვდება ღვიძლში, ძვლებში, ჩონჩხის კუნტებში, თირკმელებში, თირკმელზედა ჯირკვლებში, მიოკარდში, ცხიმოვან ქსოვილში. მაქსიმალური კონცენტრაცია ქსოვილებში მიიღწევა 4-5 საათის შემდეგ, რის შემდეგაც კონცენტრაცია რამდენადმე მცირდება, ნარჩუნდება რა ხანგრძლივი დროის მანძილზე მუდმივ დონეზე. ბიოტრანსფორმაცია წარმოებს ღვიძლში და თირკმელებში: ღვიძლში კოლეკალციფეროლი გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტად კალციფედიოლი (25-დიჰიდროკოლეკალციფეროლი), თირკმელებში - კალციფედიოლიდან გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად კალციტრიოლი (1,25-დიჰიდროქსიკოლეკალციფეროლი) და არააქტიურ მეტაბოლიტად 24,25-დიჰიდროქსიკოლეკალციფეროლი). ექვემდებარება ენტეროჰეპატურ რეცირკულაციას.
გამოყოფა ხდება ძირითადად ნაღველით, უმნიშვნელო ნაწილი - თირკმელებით. კუმულირდება. კოლეკალციფეროლი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძით.
ჩვენებები
- რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფებში (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი), მდგომარეობები კუჭის და/ან წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდეგ);
- ოსტეოპოროზის (სხვადასხვა გენეზის) შემანარჩუნებელი თერაპია;
- ოსტეომალაციის მკურნალობა (45 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მინერალური ცვლის დარღვევების, ტრავმების შემთხვევაში ხანგრძლივი იმობილიზაციის, რძისა და რძის ნაწარმის მიღებაზე უარით დიეტის დაცვის ფონზე);
- ჰიპოპარათირეოზის მკურნალობა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, კალციუმის ნეფროუროლითიაზი, თირეოტოქსიკოზი (ჰიპერმგრძნობელობის ალბათობა), თირკმლის ოსტეოდისტროფია ჰიპერფოსფატემიით, D ჰიპერვიტამინოზი.
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პრეპარატი ათეროსკლეროზის, გულის უკმარისობის, თირკმელების უკმარისობის, სარკოიდოზის და სხვა გრანილემატოზების, ჰიპერფოსფატემიის, ფოსფატური ნეფროუროლითიაზის (მათ შორის ანამნეზში), გულის ორგანული დაზიანებების, ღვიძლის და თირკმელების მწვავე და ქრონიკული დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ჰიპოთირეოზის დროს, ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, D3 ვიტამინის დამატებითი რაოდენობის მიღებისას (მაგალითად, სხვა პრეპარატების შემადგენლობაში).
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში საჭიროა D3 ვიტამინის ადეკვატური მიწოდება.
ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია ჰიპერკალციემიის და ნაყოფში D3 ვიტამინის მეტაბოლიტების ტრანსპლაცენტარული შეღწევის აღნიშვნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტერატოგენური მოქმედება: ნაყოფის გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება, აორტალური სტენოზის განსაკუთრებული ფორმები. D3 ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატ ვიგანტოლს® იღებენ შიგნით რძესთან ან სხვა სითხესთან ერთად.
- რაქიტის პროფილაქტიკა: ჯანმრთელ ბავშვებში ვიგანტოლს® ნიშნავენ სიცოცხლის მეორე კვირიდან თითო წვეთს (შეესაბამება D3 ვიტამინის 500 სე) ყოველდღიურად. დღენაკლულ ბავშვებში ნიშნავენ სიცოცხლის მეორე კვირიდან ორ წვეთს (შეესაბამება D3 ვიტამინის 1000 სე) ყოველდღიურად. პრეპარატს ნიშნავენ სიცოცხლის პირველი და მეორე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთრის თვეების განმავლობაში;
- რაქიტის მკურნალობა: ნიშნავენ პრეპარატ ვიგანტოლის® 2-10 წვეთს (შეესაბამება D3 ვიტამინის 1000-5000 სე) დღეში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1 წლის განმავლობაში;
- D3 ვიტამინის უკმარისობასთან დაკავშირებული დაავადებების გაჩენის რისკის პროფილაქტიკა: პრეპარატ ვიგანტოლის® 1-2 წვეთი (შეესაბამება D3 ვიტამინის 500-1000 სე) დღეში;
- D3 ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკა მალაბსორბციის სინდრომის დროს: პრეპარატ ვიგანტოლის® 6-10 წვეთი (შეესაბამება D3 ვიტამინის 3000-5000 სე) დღეში;
- D3 ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ოსტეომალაციის მკურნალობა; პრეპარატ ვიგანტოლის® 2-10 წვეთი (შეესაბამება D3 ვიტამინის 1000-5000 სე) დღეში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1 წლის განმავლობაში;
- ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი თერაპია: პრეპარატ ვიგანტოლის® 2-6 წვეთი (შეესაბამება D3 ვიტამინის 1000-3000 სე) დღეში;
- ჰიპოპარათირეოზის მკურნალობა: კალციუმის პლაზმური კონცენტრაციის მიხედვით ნიშნავენ პრეპარატ ვიგანტოლის® 20-40 წვეთს (შეესაბამება D3 ვიტამინის 10000-20000 სე) დღეში. სისხლში კალციუმის კონცენტრაცია უნდა შემოწმდეს 4-6 კვირის განმავლობაში, შემდეგ ყოველ 3-6 თვეში და დოზის კორექტირება უნდა მოხდეს სისხლში კალციუმის შემცველობის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
შეკრულობა, მეტეორიზმი, გულისრევა, აბდომინალური ტკივილი, დიარეა, ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება), ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, მადის დაქვეითება, პოლიურია, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, არტერიული წნევის მომატება, არითმია, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ფილტვებში ტუბერკულოზის პროცესის გამწვავება.
ჭარბი დოზირება
D3 ვიტამინის ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები: ადრეული (ჰიპერკალციემიით განპირობებული) - შეკრულობა ან დიარეა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, თავის ტკივილი, წყურვილი, პოლაკოურია, ნიქტურია, პოლიურია, ანორექსია, მეტალის გემო პირში, გულისრევა, ღებინება, უჩვეულო დაღლილობა, საერთო სისუსტე, ადინამია, დეჰიდრატაცია, ჰიპერკალიემია, ჰიპერკალციურია, სისხლის პლაზმაში 25-ჰიდროქსიკოლეკალციფეროლის კონცენტრაციის მომატება; გვიანი - ძვლების ტკივილი, შარდის ამღვრევა (შარდში ჰიალინის ცილინდრების, პროტეინურიის, ლეიკოციტურიის აღნიშვნა), არტერიული წნევის მომატება, კანის ქავილი, თვალების ფოტომგრძნობელობა, კონიუქტივის ჰიპერემია, არითმია, ძილიანობა, მიალგია, გულისრევა, ღებინება, პანკრეატიტი, გასტრალგია, გახდომა, იშვიათად - ფსიქიკის (ფსიქოზის განვითარებამდე) და განწყობის ცვლილებები.
D3 ვიტამინით ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები (რამოდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში მიღებისას მოზრდილებისათვის დოზებით 20000-60000 სე/დღეში, ბავშვებისათვის - 2000-4000 სე/დღეში):
რბილი ქსოვილების, თირკმელების, ფილტვების, სისხლძარღვების კალცინოზი, არტერიული წნევის მომატება, თირკმელების და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა სასიკვდილო გამოსავალამდე (ეს ეფექტები უფროს ხშირად ჩნდება ჰიპერკალციემიასთან, ჰიპერფოსფატემიასთან შეერთებისას), ზრდის დარღვევა ბავშვებში (ხანგრძლივი მიღება დოზით 1800 სე/დღეში).
მწვავე ან ქრონიკული ჭარბი დოზირების დროს აიუცილებელია ღონისძიებების ჩატარება განვითარებადი ჰიპერკალციემიის მკურნალობაზე.
ჰიპერკალციემიის სიმძიმის ხარისხის მიხედვით იღებენ შემდეგ ზომებს: პრეპარატის მოხსნა, დიეტა კალციუმის დაბალი შემცველობით, სითხის დიდი რაოდენობით მიღება, გლუკოკორტიკოსტეროიდების, E ვიტამინის, ასკორბინის მჟავას, რეთინოლის, თიამინის, პანტოტენის მჟავას, რიბოფლავინის დანიშვნა; მძიმე შემთხვევებში - ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარის, ფუროსემიდის, ელექტროლიტების ინტრავენური შეყვანა, ჰემოდიალიზის ჩატარება, კალციტონინის შეყვანა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
ჭარბი დოზირების გამოსარიცხად რიგ შემთხვევებში რეკომენდირებულია სისხლში კალციუმის განსაზღვრა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ფენიტოინი, პრიმიდონი და ბარბიტურატების ჯგუფის პრეპარატები ზრდიან D3 ვიტამინის მოთხოვნილებას ბიოტრანსფარმაციის სიჩქარის გაზრდის გამო.
ხანგრძლივი თერაპია ალუმინის და მაგნიუმის იონების შემცველი ანტაციდების ერთდროულად გამოყენების ფონზე ზრდის მათ კონცენტრაციას სისხლში და ინტოქსიკაციის გაჩენის რისკს (განსაკუთრებით თირკმელების ქრონიკული უკმარისობის არსებობისას).
კალციტონინი, ბიფოსფონატები (მათ შორის ეთიდრონის, პამიდრონის მჟავა), პლიკამიცინი ამცირებენ ეფექტს.
ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი ამცირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ცხიმხსნადი ვიტამინების აბსორბციას, რაც მოითხოვს მათი დოზის გაზრდას.
ზრდის ფოსფორშემცველი პრეპარატების აბსორბციას და ჰიპერფოსფატემიის გაჩენის რისკს.
ნატრიუმის ფტორიდთან ერთდროულად გამოყენებისას ინტერვალი მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 საათს; ტეტრაციკლინის პერორალურ ფორმებთან - არანაკლებ 3 საათი.
გლუკოკორტიკოსტეროიდებით თანმხლებ თერაპიას შეუძლია პრეპარატის ეფექტის შემცირება.
გულის გლიკოზიდებით თანმხლებ თერაპიას შეუძლია მათი ტოქსიკური პოტენციალის გაზრდა ჰიპერკალციემიის განვითარების შედეგად. ასეთ პაციენტებში საჭიროა კალციუმის დონის მაჩვენებლების, ეკგ-ს კონტროლირება და გულის გლიკოზიდების დოზის კორექტირება.
თანმხლები თერაპია ბენზოდიაზეპინის წარმოებულებით ზრდის ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს.
D3 ვიტამინის კომბინირება მეტაბოლიტებთან ან D ვიტამინის ანალოგებთან შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და სისხლის შრატში კალციუმის დონის კონტროლის ქვეშ.
თიაზიდურ დიურეტიკებს შეუძლია შარდით კალციუმის გამოყოფის შემცირება და, შესაბამისად, ჰიპერკალციემიის განვითარების რისკის გაზრდა. ასეთ პაციენტებში აუცილებელია სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მუდმივი მონიტორინგის ჩატარება.
რიფამპიცინს და იზონიაზიდს შეუძლიათ პრეპარატის ეფექტის შემცირება ბიოტრანსფორმაციის სიჩქარის გაზრდის გამო.
არ ურთიერთქმედებს საკვებთან.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ფსევდოჰიპოპარათირეოზის დროს, რადგანაც D ვიტამინისადმი ნორმალური მგრძნობელობის ფაზაში D ვიტამინის მოთხოვნილება შეიძლება შემცირდეს, რაც იწვევს დაგვიანებული ჭარბი დოზირების რისკს. ასეთ შემთხვევებში ჯობია D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტების გამოყენება, რომლებიც იძლევა დოზირების ზუსტი რეგულირების საშუალებას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25oC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
5 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გახსნილი შეფუთვა შეინახეთ არაუმეტეს 6 თვისა.
აფთიაქიიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
როტავიტ კალციუმ ფორტე
1000მგ+880სე ტაბლეტი შუშხუნა №20
კალცი დე-დენკი
Calci D-Denk
შუშხუნა ტაბლეტი #20
კალზიდანი K2
Calzidan K2
კაფსულა N30
ოსტეოქეა
Osteocare
ტაბლეტი #90
კალციმერინი
Calcimerin
ტაბლეტი #30
ბონექსი
BONEX
ტაბლეტი #60
ომეგა-3 პრემიუმი
Omega 3 Premium
ჟელატინის რბილი კაფსულა #30
ომესამი D3
Omesam D3
2000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20
ომესამი D3
Omesam D3
5000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20
კალციუმის ოროტატი
Calcium Orotate
კაფსულა #30
აქვადეტრიმ პლუსი
Aquadetrim Plus
20000სე+10000სე/მლ წყალხსნარი 10მლ ფლაკონი #1
ვიტამინი D3 დროპსი
Vitamin D3 drops
50 მლ ბოთლი საწვეთურით
კალცინორმ - D3
Calcinorm – D3
საღეჭი ტაბლეტები ლიმონის არომატით #20
კალციტრონი
CALCITRON
400მგ/100სე ტაბლეტი №20ტ
კალციტრონი
CALCITRON
500მგ/250სე ტაბლეტი № 20
კალციტრონი
CALCITRON
600მგ/400სე ტაბლეტი № 20
კალციუმი D3 ნიკომედი
CALCIUM D3 NYCOMED
საღეჭი ტაბლეტი (ფორთოხლის) №60
კალციუმი D3 ნიკომედი
CALCIUM D3 NYCOMED
საღეჭი ტაბლეტი (პიტნის) №30
კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე
CALCIUM D3 NYCOMED FORTE
საღეჭი ტაბლეტი (ლიმნის) №60
მულტი-ტაბსი ბეიბი
Multi-tabs Baby
წვეთები 30მლ ფლაკონი # 1
ნატეკალ D3
NATECAL D3
600მგ+400 ს.ე. ოროდისპერგირებადი ტაბლეტი №60
ოსტეოქეა საღეჭი აბები
Osteocare
საღეჭი აბი #30
პროენზი ლედი კალციკუბი
Proenzi Lady Calci Cube
საღეჭი შოკოლადის ტაბლეტი #30
რეგენიუმი
Regenium
პაკეტი #10
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.