მონოგრაფია Nº 04625 ურეცეპტო
ორნაკარდი
Ornacard
500მგ+20მგ+600მგ კაფსულა - # 30
- მოქმედი ნივთიერება
- Coenzyme Q10 L-carnitine omega 3 (Omega 3)
- მწარმოებელი
- PRIMEA Limited, დიდი ბრიტანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
- იმპორტიორი საქართველოში
- ორნადო მედიცინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
L-კარნიტინი - 500 მგ
კოენზიმ Q10 - 20 მგ
ომეგა 3 - 600 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კარდიოპროტექტორული, ნეიროპროტექტორული, ციტოპროტექტორული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
L-კარნიტინს გააჩნია მეტაბოლური, ანაბოლური, ანტიჰიპოქსიური, ანტითირეოიდული, ცხიმოვანი ცვლის მასტიმულირებელი, რეგენერაციული მოქმედება.
L-კარნიტინი – წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების კოფაქტორს, უზრუნველყოფს CoA აქტივობის შენარჩუნებას. ახორციელებს გრძელ-ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს ცხიმოვანი მჟავების b-დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მეტაბოლური ენერგია (ატფ-ის სახით).
აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტატაციდოზს.
ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლში და კუნთებში.
ავლენს ანაბოლურ მოქმედებას, ანელებს ცილების და ნახშირწყლების დაშლას.
ხასიათდება ნეიროტროპული მოქმედებით, ამუხრუჭებს აპოპტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.
L-კარნიტინი ამჟღავნებს მომატებული თიროიდული ჰორმონების მიმართ ანტაგონისტურ მოქმედებას.
ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, აუმჯობესებს საკვების ათვისებას. ამცირებს სხეულის ჭარბ წონას და ცხიმების შემცველობას კუნთებში.
ყველაზე მაღალი კონცენტრაციები აღირიცხება ჩონჩხის კუნთებსა და მიოკარდიუმში.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17 საათს.
გამოიდევნება თირკმელებით (75% 24 საათში).
კოენზიმ Q10 - ხასითდება ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო, ჰიპოტენზიური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში.
კოენზიმ Q10 (უბიქინონი)- აუმჯობესებს ნივთერებათა ცვლის პროცესს, უზრუნველყოფს უჯრედულ დონეზე ენერგიის ( კერძოდ ჟანგბადის) ცვლის პროცესებს ქსოვილებში, განსაკუთრებით მიოკარდიუმის და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში. ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს ორგანიზმს ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან და მონაწილეობს მიტოქონდრიების ბიოენერგეტიკულ ცვლაში.
ომეგა 3-არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებს შრომისუნარიანობას, იგი ასევე ააქტიურებს იმუნურ სისტემას.
ომეგა 3 -მიღებულია თევზის ქონისგან და წარმოადგენს DHA (დეკოზაჰექსანმჟავა) და EPA-ს (ეიკოზაპენტანმჟავა) მდიდარ წყაროს. რომლებიც მიეკუთვნებიან ნახევრადუჯერ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რადგან მათი წარმოქმნა არ ხდება ორგანიზმში და საჭიროა მისი საკვების სახით მიღება. ისინი დადებითად მოქმედებენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენენ ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში.
აფერხებენ თრომბის წარმოქმნის პროცესს, უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.
ჩვენებები
:
Ø გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.
Ø დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
Ø ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია;
Ø კოგნიტური ფუნქციების დარღვევები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
Ø შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
Ø თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი;
Ø სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები; რევმატოლოგიური დაავადებები.
Ø აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
Ø თვალის დაავადებები;
Ø ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
Ø კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
Ø კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული;
Ø ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსის შემდგომ პერიოდში.
უკუჩვენებები
: 12 წლამდე ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები: ორნაკარდის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები თითქმის არ აღინიშნება. შეიძლება ძალიან იშვიათად განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
გამოყენების წესი და
მიღების წესი და დოზირება
: ორნაკარდი ინიშნება 1 კაფსულა დღეში 1-2 ჯერ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია კომპლექსურ თერაპიასთან ერთად, საშუალოდ 1-3 თვე.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ აღინიშნება შეუთავსებლობა სხვა მედიკამენტებთან.
გამოშვების ფორმა: კაფსულა № 30
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ეფაქტივ
1000მგ სპრეი 30 კაფსულა №30
ომესამი
Omesam
1000 მგ კაფსულა #20
ომეგა
სპრეი 90 კაფსულა №90
ლ-კადეტინი
100მგ/1მლ ხსნარი ორალური ფლაკონი №10 10მლ
ომეგა ელეგანტი
1000mg სპრეი 30 კაფსულა №30
კროსოფიტი
100მლ სიროფი 1 ფლაკონი №1 100 მლ
ნოვაკარდი Q10
Novacard Q10
კაფულა # 30
გოლდ L-კარნიტინი
ტაბლეტი შუშხუნა 1 შუშხუნა ტაბლეტი №20
უბიკარი
100მლ სიროფი 1 ფლაკონი №1 100 მლ
ომესამი ჟელი
Omesam Jelly
ჟელატინის კაფსულა #50
ინტელექტა
INTELECTA
პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზით 1 გრ / 10 მლ ფლაკონი
ომესამი D3
Omesam D3
2000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20
ვიტამარ
სპრეი №60
ომესამი D3
Omesam D3
5000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20
ვიტროლი ომეგა
სპრეი 90 კაფსულა №90
ნატურმილი
1500მგ ხსნარი 20 ამპულა №20
ომეგა ბლენდი
სპრეი 60 კაფსულა №60
დოპელჰერც სისტემი
№60
ცაინფარმა ომეგა3
1000მგ სპრეი 140 კაფსულა №140
ომეგა ქიდსი
60 საღეჭი ტაბლეტი №60
მიოლერი
სპრეი 60 კაფსულა №60
Mollers
250ml 1 ფლაკონი №1
არკოკაფსი ომეგა 3
ARKOKAPS OMEGA 3
კაფსულა #60
ბინოქვინი
BinoQvin
200მგ N60 კაფსულა
კარნიფოლი
Carnifol
10მლ ფლაკონი #10
ლამიკარინი
Lamikarini
კაფსულა #180
მცენარეული ომეგა 3,6,9
Flax Seed
1000მგ კაფსულა #60
ომატონი ომეგა
410მგ სპრეი 20 კაფსულა №20
ომესამი D3
Omesam D3
1000 მგ ჟელატინის კაფსულა#20
ომესამი კარდიო
Omesam Cardio
რბილი ჟელატინის კაფსულა #20
ომესამი კიდსი
Omesam Kids
750 მგ კაფულა #20
ომესამი სიროფი
OMESAM
120მლ სიროფი ბოთლში ჟოლოს გემოთი
ომესამი ფორტე
Omesam Forte
1500 მგ კაფსულა #30
ომესამი ჯუნიორი
Omesam Junior
20 საღეჭი კაფსულა
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.