8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01738 ურეცეპტო

ლამიკარინი

Lamikarini

კაფსულა #180

ლამიკარინი, კაფსულა #180
მოქმედი ნივთიერება
L-carnitine
მწარმოებელი
ბიოენერჯი, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
იმპორტიორი საქართველოში
ბიოენერჯი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: L-carnitine. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს: L- კარნიტინი – 324 მგ; ლამინარია – 93 მგ.

02

ჩვენებები

იმუნოდეფიციტი

  • ხშირად მოავადე ბავშვები
  • მადის უქონლობა
  • არითმია
  • გულის უკმარისობა
  • გულის იშემიური დაავადება
  • კარდიომიოპათია
  • ცნს-ში სისხლის მიმოქცევის მოშლა
  • ასთენია და ვეგეტონევროზი

ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა

  • ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება
  • შაქრიანი დიაბეტი
  • დიაბეტური ნეიროპათია
  • თირეოტოქსიკოზი
  • ალკოჰოლიზმი და ნარკომანია
  • ორსულობა და ლაქტაცია
  • კატარაქტის პროფილაქტიკა
  • ლორწოვანი გარსების ეროზია და წყლული
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა
  • პოსტოპერაციული და პოსტტ რავმული პერიოდი
  • ქიმიოთერაპიის შემდგომი სისუსტე
  • მამაკაცთა უნაყოფობა
03

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები - 3 კაფსულა 2-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ბავშვები - 20 მგ კარნიტინი 1 კგ წონა ზე 1-ჯერ დღე ში.

04

გვერდითი მოვლენები

იშვიათად არტერიული წნევის მომატება, გულის ცემის გახშირება, მსუბუქი გასტროინტესტინური მოვლენები (გულისრევა, დიარეა)

05

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ, ურემია.

06

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს ორგანიზმში იქმნება კარნიტინის დეფიციტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც ორსულის ზოგადი სისუსტე, ასევე ნაყოფის ნორმალური ზრდა-განვითარების შეფერხება.
ცნობილია, რომ L-კარნიტინის ბიოსინთეზი არის ასაკდამოკიდებული პროცესი. 1 წლამდე ასაკში გამა-ბუტირობეტაინ-ჰიდროქსილაზას (L-კარნიტინის სინთეზში მონაწილე ფერმენტი) აქტივობა ღვიძლში შეადგენს 12%-ს, ხოლო 3 წლის ასაკისთვის აღწევს 30%-ს. მხოლოდ 15 წლისათვის აღწევს სრულყოფილ აქტივობას.
ახალშობილი L-კარნიტინს იღებს დედის რძიდან. ამიტომ, კარნიტინის დამატება მეძუძური დედის რაციონში უზრუნველყოფს როგორც დედის, ასევე ახალშობილის ორგანიზმში L-კარნიტინის დეფიციტის შევსებას.

  • აუმჯობესებს ლაქტაციას
  • აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან
  • წონის დეფიციტის შემთხვევაში აძლიერებს მადას და ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის განვითარებას
  • შთანთქავს ენდო და ეგზო ტოქსინებს
  • ახდენს ფერმენტული სისტემის სტიმულაციას
  • აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას
07

განსაკუთრებული მითითებები

L-კარნიტინი არის ძირითადი ამინომჟავა, რომელიც ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიებში, რომლებიც წარმოქნიან ენერგიას უჯრედებისთვის და შესაბამისად, მთელი ორგანიზმისთვის. გრძელ ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიაში განიცდის β- და ჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ატფ, როგორც უპირველესი ენერგეტიკული საწვავი.
ცხიმოვანი მჟავების β -ოქსიდაცია უმ ნიშვნელოვანესია კუნთოვანი ქსოვილისათვის, რომლის ნორმალური ფუნქციონირება დამოკიდებულია ცხიმოვანი მჟავების წვის შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიაზე.
L-კარნიტინი ძირითად როლს ასრულებს ენერგიის წარმოქმნაში და განამტკიცებს ორგანიზმის ყველა იმ ფუნქციას, რომელიც დიდი რაოდენობით ენერგიის ხარჯვას მოითხოვს.
ორგანიზმში L-კარნიტინის უკმარისობა იწვევს გულ–სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული და იმუნური სისტემების სხვადასხვა პათოლოგიებს.
ლამინარია (ზღვის კომბოსტო) შეიცავს რკინას და ვიტამინების დიდ რაოდენობას (A, C, D, B1, B2, B3, B6, B12, E, K, PP). შეიცავს ასევე იოდს, კალიუმს, კალციუმს, კობალტს, ფოსფორს და თუთიას.
მნიშვნელოვანია, რომ კარნიტინის სინთეზისა და შეწოვისათვის აუცილებელია რკინისა და ვიტამინების მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი არაეფექტურია. ეს გარემოება დაედო საფუძვლად ლამიკარინის შექმნას.

  • აუმჯობესებს მიოკარდიუმის მუშაობას
  • აღადგენს ენერგიის დეფიციტს კარდიომიოციტებში
  • აუმჯობესებს მიოკარდიუმის გამტარებლობას
  • აუმჯობესებს უჯრედის მეტაბოლიზმს და ამცირებს ჰიპოქსიას
  • იცავს უჯრედებს მეტაბოლიზმის შედაგად წარმოქმნილი ტოქსინებისა და თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან
  • ახორციელებს ქსოვილოვანი აციდოზის პრევენციას
  • ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას

აუმჯობესებს ნერვული უჯრედების მეტაბოლიზმს

  • ამცირებს ჰიპოქსიას იშემიის ზონაში
  • აღადგენს ნეირონების მიელინურ გარსს
  • აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას ნერვულ სინაფსებში
  • აუმჯობესებს მეხსიერებას
  • ანელებს ტვინის დაბერების პროცესს
  • ხელს უწყობს სტრესისა და ნერვული დაძაბულობის მოხსნას

ახდენს გლუკოზის მაქსიმალურ უტილიზაციას, რის შედეგადაც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს

  • აფერხებს დიაბეტური ნეიროპათიის განვითარებას.
  • ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას - იცავს ბროლის ალფა-კრისტალინს შაპერონების მავნეზემოქმედებისგან, რომელიც წარმოიქმნება ჟანგვითი პროცესების დროს. ამცირებს ბროლის პროტეინების პოსტტრანსლაციურ მოდიფიკაციას
  • ავსებს ორგანიზმში იოდის დეფიციტს (1 კაფსულა შეიცავს 30 მკგ იოდს)
  • ასტიმულირებს ღვიძლის ფერმენტულ სისტემას
  • აძლიერებს ცილის სინთეზს, რის შედეგადაც აუმჯობესებს ქსოვილების რეპარაციულ შესაძლებლობებს
  • ააქტიურებს სპერმატოგენეზს და ზრდის სპერმატოზოიდების აქტივობას

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.