მონოგრაფია Nº 03651 ურეცეპტო
კარნიფოლი
Carnifol
10მლ ფლაკონი #10
- მოქმედი ნივთიერება
- Acetyl-L-Carnitine L-carnitine
- მწარმოებელი
- LOGUS PHARMA, იტალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ArtPharma
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
კარნიფოლის 10 მლ შეიცავს:
L-კარნიტინი - 1,3 გრ
აცეტილ-L-კარნიტინი - 0,7გრ
ფოლიუმის მჟავა - 800 მკგ
ფარმაკოლოგიური თვისება:
ლ-კარნიტინი და აცეტილ ლ-კარნიტინი
კარნიტინი ბუნებრივი, ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების კო-ფაქტორს. ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს მათი β- დაჟანგვა, რის შედეგადაც ენერგია ატფ-ის სახით. აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას, ამცირებს ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში. აცეტილ-ლ-კარნიტინი კარნიტინის ახალი, ბიოლოგიურად აქტიური, მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე ფორმაა. იგი გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს და მონაწიელობს აცეტილქოლინის სინთეზში. მონაწილეობს CoA/CoASH-ის ბალანსის დაცვაში, აფერხებს ტოქსიური მეტაბოლიტების წარმოებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უჯრედის მემბრანის დაზიანება. ამციროს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის დონეს, აფერხებს ოქსიდაციურ სტრესს.
ფოლიუმის მჟავა
ფოლიუმის მჟავა, იგივე ვიტამინი B9 წარმოადგენს B ჯგუფის წყალში ხსნად ვიტამინს და აუცილებელია ბიოსინთეზის ყველა რეაქციისათვის, იგი წარმოადგენს კოფერმენტს, რომელიც აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის. ფოლის მჟავა ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს, მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების, ქოლინის ცვლაში. ფოლიმის მჟავა მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმში ენდოგენური კარნიტინის სინთეზისათვის.
ჩვენებები
სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება მოზარდებში 16 წლამდე
კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა)
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია
თირკმლის უკმარისობა; ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი; ქრონიკული პანკრეატიტი; ღვიძლის დაავადებები
კარნიტინის პირველადი (გენეტიკური) და მეორადი დეფიციტი
თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა; დიაბეტი ტიპი 2; სიმსუქნე; ანორექსია
ანემიის პრევენცია და მკურნალობა
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი; მეხსიერების დაქვეითება; ხშირი ავადობა
მამაკაცთა/ქალთა ინფერტილობა
ორსულობა; ნაყოფის ჰიპოქსია; ჰიპოტროფია
ანემიის პრევენცია და მკურნალობა
სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი)
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში
მიღების წესი და დოზირება
5 მლ (½ ფლაკონი) 1-2 ჯერ დღეში
უკუჩვენებები
მოცემული პროდუქტის გმოყენებისას გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
მოერიდეთ მის გამოყენებას მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ არსებული მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
განსაკუთრებული მითითებები
შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებული დოზა. დანამატები არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ბალანსირებული კვების რაციონის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო მოქმედება.
შენახვის პირობები
ინახება გრილ და მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.
გამოიყენეთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის პერიოდის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
10 მლ მოცულობის #10 ფლაკონი გამყოფი ზოლით.
არ შეიცავს გლუტენს, გკუკოზას და ლაქტოზას.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ლ-კადეტინი
100მგ/1მლ ხსნარი ორალური ფლაკონი №10 10მლ
კროსოფიტი
100მლ სიროფი 1 ფლაკონი №1 100 მლ
გოლდ L-კარნიტინი
ტაბლეტი შუშხუნა 1 შუშხუნა ტაბლეტი №20
უბიკარი
100მლ სიროფი 1 ფლაკონი №1 100 მლ
ინტელექტა
INTELECTA
პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზით 1 გრ / 10 მლ ფლაკონი
ნატურმილი
1500მგ ხსნარი 20 ამპულა №20
ლამიკარინი
Lamikarini
კაფსულა #180
ორნაკარდი
Ornacard
500მგ+20მგ+600მგ კაფსულა - # 30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.