8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02282 ურეცეპტო

ომესამი

Omesam

1000 მგ კაფსულა #20

დან31.12 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
ომესამი, 1000 მგ კაფსულა #20
მოქმედი ნივთიერება
omega 3 (Omega 3)
მწარმოებელი
Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

1000მგ · №20

  • ავერსი ყველაზე იაფი

    ომესამი 1000მგ #20კაფს GMP

    1.98 ₾ / ც. × 20

  • PSP

    ომესამი - Omesam 20 კაფსულა

    1.98 ₾ / ც. × 20

№20

  • PSP ყველაზე იაფი

    ომესამი ქიდსი - Omesam Kids 20 კაფსულა

    1.56 ₾ / ც. × 20

    31.12 ₾

    36.61 ₾

    ყიდვა ↗
  • ავერსი

    ომესამი ჯუნიორი#20საღ.კაფს

    2.52 ₾ / ც. × 20

  • PSP

    ომესამი - Omesam კარდიო 20 კაფსულა

    3.47 ₾ / ც. × 20

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: omega 3. ჯერ ყველაზე იაფი.

ეფაქტივ, 1000მგ სპრეი 30 კაფსულა №30

ეფაქტივ

1000მგ სპრეი 30 კაფსულა №30

omega 3
დან28.04 ₾
ომეგა, სპრეი 90 კაფსულა №90

ომეგა

სპრეი 90 კაფსულა №90

omega 3
დან32.97 ₾
ომეგა ელეგანტი, 1000mg სპრეი 30 კაფსულა №30

ომეგა ელეგანტი

1000mg სპრეი 30 კაფსულა №30

omega 3
დან37.50 ₾
ომესამი ჟელი, ჟელატინის კაფსულა #50

ომესამი ჟელი

Omesam Jelly

ჟელატინის კაფსულა #50

omega 3 Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
დან45.00 ₾
ვიტამარ, სპრეი №60

ვიტამარ

სპრეი №60

omega 3
დან51.98 ₾
ვიტროლი ომეგა, სპრეი 90 კაფსულა №90

ვიტროლი ომეგა

სპრეი 90 კაფსულა №90

omega 3
დან56.84 ₾
ომეგა ბლენდი, სპრეი 60 კაფსულა №60

ომეგა ბლენდი

სპრეი 60 კაფსულა №60

omega 3
დან61.90 ₾
დოპელჰერც სისტემი, №60

დოპელჰერც სისტემი

№60

omega 3
დან70.00 ₾
ცაინფარმა ომეგა3, 1000მგ სპრეი 140 კაფსულა №140

ცაინფარმა ომეგა3

1000მგ სპრეი 140 კაფსულა №140

omega 3
დან72.24 ₾
ომეგა ქიდსი, 60 საღეჭი ტაბლეტი №60

ომეგა ქიდსი

60 საღეჭი ტაბლეტი №60

omega 3
დან81.70 ₾
მიოლერი, სპრეი 60 კაფსულა №60

მიოლერი

სპრეი 60 კაფსულა №60

omega 3
დან89.00 ₾
Mollers, 250ml 1 ფლაკონი №1

Mollers

250ml 1 ფლაკონი №1

omega 3
დან90.05 ₾
ომატონი ომეგა, 410მგ სპრეი 20 კაფსულა №20

ომატონი ომეგა

410მგ სპრეი 20 კაფსულა №20

omega 3
ურეცეპტო
ომესამი კიდსი, 750 მგ კაფულა #20

ომესამი კიდსი

Omesam Kids

750 მგ კაფულა #20

omega 3 ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
ომესამი სიროფი, 120მლ სიროფი ბოთლში ჟოლოს გემოთი

ომესამი სიროფი

OMESAM

120მლ სიროფი ბოთლში ჟოლოს გემოთი

omega 3 Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ომესამი ფორტე, 1500 მგ კაფსულა #30

ომესამი ფორტე

Omesam Forte

1500 მგ კაფსულა #30

omega 3 ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
ომესამი ჯუნიორი, 20 საღეჭი კაფსულა

ომესამი ჯუნიორი

Omesam Junior

20 საღეჭი კაფსულა

omega 3 Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ომესამის ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA18%/DHA12%) - 1000 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცერინი, გაწმენდილი წყალი.

მოქმედების მექანიზმი
ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.
ომესამის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომბინაციით (18% ეიკოზაპენტაენის მჟავა EPA და 12% დოკოზაჰექსაენის მჟავა DHA).
ომესამს ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე გადაინაცვლებენ პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე.
ზოგადად, ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების მოქმედება მდგომარეობს საკვებთან ერთად მიღებული მავნე ცხიმების განეიტრალებაში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე ახდენენ გავლენას. მათი ნაკლებობის შედეგად სისხლძარღვების კედელზე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებენ და აღადგენენ სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და ამცირებენ მის შეღწევადობას; ზრდიან ორგანიზმის მედეგობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადებების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებენ იმუნიტეტს. მათ აქვთ კიბოს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა 3-ის მჟავები ანელებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ეწინააღმდეგებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას, აუმჯობესებენ მეხსიერებას და მხედველობას, მათი დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება და ცვლის პროცესების ნორმალიზება. ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებში.
კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე საშუალებების სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ.
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება რეგულარულად საკვებიდან. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ს მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.

02

ჩვენებები

  • ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;
  • დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
  • ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
  • სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;
  • აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
  • ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
  • ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
  • კანის დაავადებები: ფსოარიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;
  • ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).
03

უკუჩვენებები

  • შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ომესამი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

04

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

05

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).
მკურნალობა: სიმპტომური.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამის მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ომესამის ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.

06

მიღების წესი და დოზირება

ომესამი ინიშნება 1 კაფსულა სამჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.

07

გვერდითი მოვლენები

ომესამის გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

08

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 5-25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

09

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რბილი ჟელატინის კაფსულა 1000 მგ; 20 კაფსულა პლასტმასის ბოთლში, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

10

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ურეცეპტოდ!

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ომესამი D3, 2000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20

ომესამი D3

Omesam D3

2000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20

ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ + omega 3 Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
დან47.24 ₾
ომესამი D3, 5000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20

ომესამი D3

Omesam D3

5000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20

ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ + omega 3 Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
დან53.55 ₾

არკოკაფსი ომეგა 3

ARKOKAPS OMEGA 3

კაფსულა #60

Fish oil + omega 3 Arkopharma- არკოფარმა, საფრანგეთი
ურეცეპტო
მცენარეული ომეგა 3,6,9, 1000მგ კაფსულა #60

მცენარეული ომეგა 3,6,9

Flax Seed

1000მგ კაფსულა #60

ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი! + omega 3 HEALTHAID, დიდი ბრიტანეთი
ურეცეპტო
ომესამი D3, 1000 მგ ჟელატინის კაფსულა#20

ომესამი D3

Omesam D3

1000 მგ ჟელატინის კაფსულა#20

ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი! + omega 3 Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ომესამი კარდიო, რბილი ჟელატინის კაფსულა #20

ომესამი კარდიო

Omesam Cardio

რბილი ჟელატინის კაფსულა #20

ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი! + omega 3 Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ორნაკარდი, 500მგ+20მგ+600მგ კაფსულა - # 30

ორნაკარდი

Ornacard

500მგ+20მგ+600მგ კაფსულა - # 30

Coenzyme Q10 + L-carnitine + omega 3 PRIMEA Limited, დიდი ბრიტანეთი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.