მონოგრაფია Nº 03478 ურეცეპტო
არკოკაფსი ომეგა 3
ARKOKAPS OMEGA 3
კაფსულა #60
- მოქმედი ნივთიერება
- Fish oil omega 3 (Omega 3)
- მწარმოებელი
- Arkopharma- არკოფარმა, საფრანგეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- იმპორტიორი საქართველოში
- Arkopharma- არკოფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ყოველი 4 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი-2080მგ, ომეგა 3 - 750 მგ; ეიკოზაპენტანის მჟავა (EPA) - 400მგ; დოკოზაჰექსანის მჟავა (DHA) - 250მგ.
ექსტრაქტი მდიდარია ტოკოფეროლით, პროპილ გალატით და ასკორბილ პალმიტატით.
კაფსულის გარსი: თევზის ჟელატინი - გლიცეროლი
ფარმაკოლოგიური თვისებები
არკოკაფსი ომეგა 3 ის შემადგენელი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მიიღება ნორვეგიული ორაგულისგან უნიკალური ტექნოლოგიით, რაც შედეგად იძლევა უმაღლესი ხარისხის პროდუქტს.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს. მათი მნიშვნელოვანი წარმომადგენლებია ეიკოზაპენტანის (EPA) და დოკოზაჰექსანის (DHA) გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები. ისინი ორგანიზმში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, როგორც უჯრედის მემბრანის შემადგენელი კომპონენტები. აღნიშნული ცხიმოვანი მჟავების შემცველობა განსაკუთრებით მაღალია ბადურაში, თავის ტვინში და სპერმაში. ისინი ორგანიზმში არ წარმოიქმნება, მათი მიღება ხდება გარედან, საკვების საშუალებით.
ორგანიზმში ომეგა-3 ამცირებს კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს, არეგულირებს სისხლში ლიპიდების რაოდენობას, ამცირებს 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის განვითარების რისკს. ომეგა-3 აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ამცირებს კოგნიტური დარღვევების, ალცჰაიმერის დაავადების და დემენციის განვითარების რისკს, აფერხებს ასაკობრივი მაკულური დეგენერაციის განვითარებას და პროგრესირებას. აუმჯობესებს მდგომარეობას მშრალი თვალის სინდრომის დროს. ომეგა-3 ეფექტურია რევმატოიდული ართრიტის დროს სტანდარტულ მკურნალობასთან კომბინაციაში.
ჩვენებები
კარდიოლოგია: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.
ნევროლოგია: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, დეპრესია, შფოთვა, უძილობა, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება.
ოფთალმოლოგია: მაკულოდისტროფიული პროცესები, მშრალი თვალის სინდრომი.
ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, ჰიპერლიპიდემია, ჭარბი წონა.
დერმატოლოგია: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, ტროფიკული წყლულები, აკნე, კანის სტრუქტურის გაჯანსაღება.
ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა.
სპორტული მედიცინა - ფიზიკურ დატვირთვასთან ორგანიზმის სწრაფი ადაპტაცია.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებულია 6 წლის ასაკიდან.
მიიღება 4 კაფსულა დღეში 1 ჭიქა წყლის მიყოლებით.
მკურნალობის კურსი - 1 თვე.
მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში რამოდენიმეჯერ.
განსაკუთრებული მითითებები
თუ ანტიკოაგულანტებით მკურნალობის კურსს გადიხართ, მნიშვნელოვანია არკოკაპს ომეგა-3-ის მიღებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
არ შეიძლება საკვები დანამატის გამოყენება ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩანაცვლების მიზნით.
ორსულობა და ლაქტაცია
არკოკაპს ომეგა 3 გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში.
შენახვის პირობები
შეინახეთ 250-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
60 კაფსულა შეფუთვაში. საკვები დანამატი.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
რეიტოილი
REYTOIL
1000მგ+100მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №20
ეფაქტივ
1000მგ სპრეი 30 კაფსულა №30
ომესამი
Omesam
1000 მგ კაფსულა #20
ომეგა
სპრეი 90 კაფსულა №90
ომეგა ელეგანტი
1000mg სპრეი 30 კაფსულა №30
ომესამი ჟელი
Omesam Jelly
ჟელატინის კაფსულა #50
ომეგა-3 პრემიუმი
Omega 3 Premium
ჟელატინის რბილი კაფსულა #30
ომესამი D3
Omesam D3
2000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20
ვიტამარ
სპრეი №60
ომესამი D3
Omesam D3
5000 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა #20
ვიტროლი ომეგა
სპრეი 90 კაფსულა №90
ომეგა ბლენდი
სპრეი 60 კაფსულა №60
დოპელჰერც სისტემი
№60
ცაინფარმა ომეგა3
1000მგ სპრეი 140 კაფსულა №140
ომეგა ქიდსი
60 საღეჭი ტაბლეტი №60
მიოლერი
სპრეი 60 კაფსულა №60
Mollers
250ml 1 ფლაკონი №1
თევზის ქონი
Nordic Fish Oil
ტაბლეტები #60
მცენარეული ომეგა 3,6,9
Flax Seed
1000მგ კაფსულა #60
ომატონი ომეგა
410მგ სპრეი 20 კაფსულა №20
ომესამი D3
Omesam D3
1000 მგ ჟელატინის კაფსულა#20
ომესამი კარდიო
Omesam Cardio
რბილი ჟელატინის კაფსულა #20
ომესამი კიდსი
Omesam Kids
750 მგ კაფულა #20
ომესამი სიროფი
OMESAM
120მლ სიროფი ბოთლში ჟოლოს გემოთი
ომესამი ფორტე
Omesam Forte
1500 მგ კაფსულა #30
ომესამი ჯუნიორი
Omesam Junior
20 საღეჭი კაფსულა
ორნაკარდი
Ornacard
500მგ+20მგ+600მგ კაფსულა - # 30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.