მონოგრაფია Nº 02203 ურეცეპტო
თევზის ქონი
Nordic Fish Oil
ტაბლეტები #60
- მოქმედი ნივთიერება
- Fish oil
- მწარმოებელი
- ნიუ ნორდიკ, შვედეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ნიუ ნორდიკ
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Fish oil. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
თევზის ქონი (რომელიც შეიცავს 166 მგ ეპმ და 110 მგ დგმ) 1000 მგ
დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი, გლიცეროლი, ანტიოქსიდანტი ვიტამინი E (სადღეღამისო დოზის 10%), გამოხდილი წყალი.
ჩვენებები
თევზის ქონი – ჯანმრთელობის ნატურალური წყაროა ზღვის სიღრმეებიდან მთელი ოჯახისთვის. თევზის ქონი შეიცავს პოლიარაგაჯერებულ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავეებს, რომელიც საჭიროა გონებრივი თვისებების ნორმალური განვითარებისთვის, ნერვული სისტემისთვის, ჩვილების და ბავშვების თვალის ბადურისთვის. ომეგა-3 არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს საკვები, რომელიც შეიცავს ამ ცხიმოვან მჟავეებს.
პოლიარაგაჯერებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეები, ყველაზე მთავარი – ეიკოზოპენტაენის (ეპმ) და დოკოზაგექსანის (დგმ) მჟავა, არის ყველა უჯრედების მემბრანის შემადგენლობითი ნაწილი, რომელიც საჭიროა ორგანიზმის მეტაბოლიზმის პროცესებისა და კარგი მხედველობისთვის.
მიღების წესი და დოზირება
ორსულ ქალებში და 12 თვემდე ბავშვებში გამოიყენება ექიმის კონსულტაციის შემდეგ. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს. მოზრდილებისთვის და მოზარდებისთვის 12 წლის ასაკის ზევით 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს. სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
ყოველდღიური დოზირების გადაჭარბება რეკომენდებული არ არის.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისა და სითბოსგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25oC ტემპერატურისა.
წარმოებულია სისუფთავის და ინგრიდიენტების შემადგენლობის ფარმაცევტული კონტროლის ქვეშ GMP-ის მოთხოვნების თანახმად.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.