მონოგრაფია Nº 03550 ურეცეპტო
ბინოქვინი
BinoQvin
200მგ N60 კაფსულა
- მოქმედი ნივთიერება
- Coenzyme Q10
- მწარმოებელი
- PHARMALUCE, იტალია
- იმპორტიორი საქართველოში
- გეა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
კოენზიმ Q10-200მგ
კოენზიმ Q10 (უბიქინონი) - ენდოგენური ნივთიერება, რომელიც ღვიძლში წარმოიქმნება. მონაწილეობს ქსოვილების სუნთქვაში, ხელს უწყობს უჯრედში ენერგიის წარმოქმნას (ატფ-ს სინთეზი). აძლიერებს მეტაბოლიზმს. როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს და დნმ-ს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.
კოენზიმ Q10 ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში, აძლიერებს ფერმენტულის სისტემის აქტივობას. ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზს და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს ცნს-ში.
ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია და ზრდის ორგანიზმის ანტივირუსულ და ანტიმიკრობულ აქტივობას.
ჩვებებები:
გინეკოლოგია
- უშვილობა
- მორეციდივე აბორტი
- ჰორმონალური ბალანსის დარღვევა,
- ორსულობა;
- პრეეკლამპსია;
- სიმსუქნე;
- შარდ-სასქესო გზების ინფექციური დაავადებების შემდგომი
- რეაბილიტაციის პერიოდი,
ანდროლოგია:
- სპერმატოგენეზის დარღვევა
- უშვილობა,
- ვარიკოცელე,
- პერიონის დაავადება (მტკივნეული ერექცია)
ენდოკრინოლოგია:
- შაქრიანი დიაბეტი,
- თირეოტოქსიკოზი,
- სიმსუქნე,
- გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა;
ნევროლოგია:
- შაკიკი;
- ქრონიკული დაღლილობა;
- ენცეფალოპათია;
- პოლინეიროპათია;
- ინსულტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა;
- დემენცია;
- გაფანტული სკლეროზი;
- ალცჰეიმერის დაავადება;
- მენიერის დაავადება
კარდიოლოგია:
- გულის ქრონიკული უკმარისობა,
- კარდიომიოპათია, არითმია,
- ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი,
- მიოკარდიუმის ინფარქტი
- ანტილიპიდური საშუალებების გვერდითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა
ასევე, ღვიძლის დაავადებები, სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები, ძუძუს კიბო, ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი, იმუნოდეფიციტი, ანემია და ონკოჰემატოლოგიური დაავადებები
მიღების წესი და დოზირება
:
1 კაფსულა 1-ჯერ დღეში
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.