8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01019 Rx · რეცეპტით

დოპროკინი S

Doprokin-S

60მლ ორალური სუსპენზია მინის ფლაკონში საზომი ჭიქით

დან21.83 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
მწარმოებელი
Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
იმპორტიორი საქართველოში
World Medicine
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

60 მლ · 60მლ

  • PSP

    დოპროკინი-S სუსპენზია 60 მლ

60მლ

  • GPC ყველაზე იაფი

    დოპროკინ-S სუსპენზია ორალური 60მლ ფლაკონი #1

    21.83 ₾

    25.69 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    დოპროკინ-S სუსპენზია ორალური 60მლ ფლაკონი #1

    21.83 ₾

    25.68 ₾

    ყიდვა ↗

60მლ · 60მლ

  • ავერსი

    დოპროკინ-S 60მლ სუსპენზია

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: დომპერიდონი + სიმეტიკონი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა: შიგნით მისაღები სუსპენზია.

თეთრი ფერის სუსპენზია ანანასის არომატით.

02

შემადგენლობა

სუსპენზიის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: დომპერიდონი 1 მგ, სიმეთიკონი 4 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, სორბიტოლის ხსნარი 70%, ნატრიუმის კარმელოზა, ანანასის არომატიზატორი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ტიტანიუმის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: A03

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

კუჭ-ნაწლავის ფუნქციური აშლილობის დროს გამოსაყენებელი საშუალებები.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

დოპროკინ-S – ღებინების საწინააღმდეგო საშუალება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის სტიმულატორი.
დომპერიდონი _ პერიფერიული დოფამინური რეცეპტორების სელექტიური ანტაგონისტი, ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებით. ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება შესაძლოა, განპირობებულია პერიფერიული (გასტროკინეტიკური) მოქმედებისა და ქემორეცეპტორულ ტრიგერულ ზონაში დოფამინის რეცეპტორების მიმართ ანტაგონიზმის უნარის შერწყმით.
შიგნით მიღებისას დომპერიდონი ზრდის კუჭის ანტრალური ნაწილის და თორმეტგოჯა ნაწლავის პერისტალტიკური შეკუმშვების ხანგრძლივობას, აჩქარებს კუჭის დაცლას პაციენტებში, რომლებშიც ეს პროცესი შენელებული იყო, და ამაღლებს საყლაპავის ქვედა ნაწილის სფინქტერის ტონუსს.
დომპერიდონი გავლენას არ ახდენს კუჭის წვენის სეკრეციაზე, ცუდად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
სიმეთიკონი – გააჩნია ზედაპირულად აქტიური თვისებები, ამცირებს აირების რაოდენობას ნაწლავებში. ამცირებს რა აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, იწვევს მათ გასკდომას; ბუშტუკების გასკდომისას გამოთავისუფლებულ აირებს ნაწლავის კედლები შთანთქავს ან მათი გამოყოფა პერისტალტიკის წყალობით ხდება.

05

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატ დოპროკინ-S-ის ფარმაკოკინეტიკა განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების – დომპერიდონის და სიმეთიკონის ფარმაკოკინეტიკით.
შიგნით მიღებისას დომპერიდონი არ კუმულირდება და არ იწვევს საკუთარი ცვლის ინდუცირებას. დომპერიდონი 91-93%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. სიმეთიკონი ნაწლავის სანათურში გადანაწილდება. დომპერიდონი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირებისა და N-დეზალკილირების გზით. სიმეთიკონი არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში. შარდთან და განავალთან ერთად გამოყოფილი დომპერიდონის რაოდენობა შეადგენს შიგნით მიღებული დოზის 31% და 66%-ს შესაბამისად. შეუცვლელი სახით გამოიყოფა დომპერიდონის მცირე პროცენტი (10% განავლთან და დაახლოებით 1% შარდთან ერთად). დომპერიდონის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ სისხლის შრატიდან მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი თ1/2 ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 7-9 საათს და იზრდება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (შრატისმიერი კრეატინინის დონე 6 მგ/დლ-ზე მეტი). სიმეთიკონი გამოიყოფა განავალთან ერთად შეუცვლელი სახით.

06

ჩვენებები

  • დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ხშირად ასოცირდება კუჭის შენელებულ დაცლასთან, გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან, ეზოფაგიტთან (გადავსების შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, მუცლის შებერილობის შეგრძნება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ბოყინი, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა და რეგურგიტაცია);
  • ფუნქციური, ორგანული, ინფექციური წარმოშობის ღებინება და გულისრევა, გამოწვეული რადიოთერაპიით, წამლის მიღებით ან დიეტის დარღვევით;
  • ღებინება და გულისრევა, რომელიც გამოწვეულია დოფამინის აგონისტებით (როგორიც არის L-დოპა და ბრომოკრიპტინი) პარკინსონის დაავადების მკურნალობის დროს.
  • ამოქაფების სინდრომი, ციკლური ღებინება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და კუჭის მოტორიკის სხვა დარღვევები ბავშვებში.
07

მიღების წესი და დოზირება

შიგნით მისაღები სუსპენზია.
გამოყენებამდე საჭიროა სუსპენზიის ფლაკონის შენჯღრევა.
მოზარდებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:
ქრონიკული დისპეფსიის დროს ინიშნება სუსპენზიის 10 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში საკვების მიღებამდე 15-30 წუთით ადრე და, საჭიროების შემთხვევაში, ძილის წინ.
გულისრევის და ღებინების დროს ინიშნება სუსპენზიის 10-20 მლ 3-4 ჯერ დღე-ღამეში საკვების მიღებამდე ან ძილის წინ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში:
ქრონიკული დისპეფსიის დროს ინიშნება სუსპენზიის 2,5 მლ სხეულის წონის 10კგ-ზე გადაანგარიშებით 3-ჯერ დღე-ღამეში საკვების მიღებამდე და, საჭიროების შემთხვევაში, ძილის წინ.
გულისრევის და ღებინების დროს ინიშნება სუსპენზიის 5 მლ სხეულის წონის 10კგ-ზე გადაანგარიშებით 3-4 ჯერ დღე-ღამეში საკვების მიღებამდე და ძილის წინ.
დოპროკინ-შ-ის შემადგენლობაში შემავალი დომპერიდონის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 80 მგ-ს (პრეპარატის 80 მლ).

08

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
  • სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;

_ მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია, როცა კუჭის მოტორული ფუნქციის სტიმულაცია შესაძლებელია საშიში იყოს;

  • ჰიპოფიზის პროლაქტინ-მაპროდუცირებელი სიმსივნე (პროლაქტინომა).
09

გვერდითი მოვლენები

გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში  ნაწლავების გარდამავალი სპაზმი (სრულიად შექცევადია და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ).
ცნს-ის მხრივ: იშვიათად  ექსტრაპირამიდული სიმპტომები ბავშვებში; ერთეულ შემთხვევებში  ექსტრაპირამიდული მოვლენები მოზრდილებში (სრულიად შექცევადია და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ). იმის გამო, რომ ჰიპოფიზი ჰემატოენცეფალური ბარიერის გარეთაა, დომპერიდონს შეუძლია გამოიწვიოს შრატში პროლაქტინის დონის მატების ინდუცირება. იშვიათ შემთხვევებში ჰიპერპროლაქტინემიამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიროენდოკრინული დარღვევები. ჩამოუყალიბებელი ჰემატოენცეფალური ბარიერის შემთხვევაში (მაგალითად, ბავშვებში) ან მისი ფუნქციის მოშლისას, ბოლომდე არ შეიძლება გამოირიცხოს ნევროლოგიური ხასიათის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. ენდოკრინული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ჰიპერპროლაქტინემია; იშვიათად  გალაქტორეა, გინეკომასტია.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად  გამონაყარი და ჭინჭრის ციება.

10

განსაკუთრებული მითითებები

გამოყენება ჩვილ ბავშვებში:
იმის გამო, რომ სიცოცხლის პირველ თვეებში ჩვილ ბავშვს მეტაბოლური და ჰემატოენცეფალური ბარიერის ფუნქციები ბოლომდე არა აქვს ჩამოყალიბებული, ნებისმიერი პრეპარატი უნდა დაენიშნოს განსაკუთრებული სიფრთხილით, თვით ჩვილი კი ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დომპერიდონის ზეგავლენის არარსებობა მის მიერ ჰემატოენცეფალური ბარიერის ცუდი განვლადობით აიხსნება.

გამოყენება ღვიძლის დაავადებების დროს:
ღვიძლში დომპერიდონის მეტაბოლიზმის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დომპერიდონი სიფრ¬თხილით უნდა დაენიშნოს ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებს.

გამოყენება თირკმლის დაავადებების დროს:
თირკმლის უკმარისობის დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა. ვინაიდან თირკმელების მეშვეობით შეუცვლელი სახით გამოიყოფა დომპერიდონის ძალიან მცირე პროცენტი, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ერთჯერადი დოზის კორექცია სავალდებულო არ არის. თუმცა, პრეპარატის განმეორებითი დანიშვნისას, მიღების სიხშირე თირკმლის უკმარისობის სიმძიმის გათვა¬ლისწინებით შემცირებულ უნდა იქნას დღე-ღამეში ერთ ან ორჯერად მიღებამდე. შესაძ¬ლოა, გაჩნდეს დოზის შემცირების აუცილებლობაც. ხანგრძლივი თერაპიის დროს საჭიროა ავადმყოფი იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

11

ორსულობა და ლაქტაცია

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, დღე-ღამეში 160 მგ-დე/კგ წონაზე დომპერიდონის შეყვანა არ იწვევდა ტერატოგენურ მოქმედებას. თუმცა, მრავალი სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ორსულობის პირველი ტრიმესტრში დოპროკინ-შ-ის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ მოსალოდნელი თერაპიული სარგებლის შემთხვევაში. დღესდღეობით არ არსებობს მონაცემები ადამიანებში განვითარების მანკების რისკის გაზრდის შესახებ.
მეძუძური დედების რძეში დომპერიდონის კონცენტრაცია 4-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე შესაბამისი კონცენტრაცია პლაზმაში. არ არის ცნობილი, ახდენს თუ არა ეს მაჩვენებელი რაიმე უარყოფით ზეგავლენას ახალშობილზე. ამიტომ, თუკი დედა ღებულობს დოპროკინ-შ-ს, რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ახალშობილზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

12

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ანტიქოლინერგულ პრეპარატებს შეუძლიათ დოპროკინ-S-ის ანტიდისპეფსიური მოქმედების ნეიტრალიზება.
ციმეტიდინის ან ნატრიუმის ჰიდროკარბონატის მიღების შემდეგ მცირდება შიგნით მიღებული პრეპარატის ბიოშეღწევადობა.
არ არის რეკომენდებული დოპროკინ-S-ის ანტაციდურ და ანტისეკრეტორულ პრეპარატებთან ერთდროული მიღება, რადგან პერორალურად მიღებისას ისინი ამცირებენ მის ბიოშეღწევადობას.
დომპერიდონის მეტაბოლური გარდაქმნა ძირითადად ციტოქრომ P450 სისტემის CYP3A4 იზოფერმენტის მონაწილეობით ხდება. In vitro გამოკვლევების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დომპერიდონის იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებამ, რომლებიც მნიშვნელოვნად აინჰიბირებენ ამ ფერმენტს, პლაზმაში დომპერიდონის დონის მომატება შეიძლება გამოიწვიოს.
დოპროკინ-S ასევე შეთავსებადია ნეიროლეფსიურ საშუალებებთან, რომელთა მოქმედებასაც ის არ აძლიერებს; დოფამინერგული რეცეპტორების აგონისტებთან (ბრომოკრიპტინი, L-დოპა), რომელთა არასასურველ პერიფერიულ ეფექტებსაც, როგორიცაა საჭმლის მონელების მოშლა, ღებინება, გულისრევა, იგი თრგუნავს მათი ძირითადი თვისებების ნეიტრალიზების გარეშე.

13

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ძილიანობა, ორიენტაციის მოშლა და ექსტრაპირამიდული რეაქციები, განსაკუთრებით ბავშვებში.
მკურნალობა: გააქტივებული ნახშირის გამოყენება. პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ანტიქოლინერგული საშუალებები, პარკინსონიზმის სამკურნალოდ გამოყენებული საშუალებები ან ანტიჰისტამინური პრეპარატები ეფექტურია ექსტრაპირამიდული გართულებების შემთხვევაში.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
დოპროკინ-შ არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

14

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

შიგნით მისაღები სუსპენზიის 60 მლ მოთავსებულია ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში თავსახურით.
1 ფლაკონი საზომი ჭიქით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

15

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

16

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ფლაკონის გახსნიდან 15 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

17

აფთიაქიდან გაცემის პირობები

II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ესპუმიზანი®, 40მგ კაფსულა #25

ესპუმიზანი®

Espumisan®

40მგ კაფსულა #25

სიმეტიკონი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან6.25 ₾
ესპუმიზანი ® ექსტრა, 125 მგ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №14

ესპუმიზანი ® ექსტრა

Espumisan® Extra

125 მგ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №14

სიმეტიკონი Hermes Arzneimittel GmbH, გერმანია
დან9.82 ₾
კოლინი, 40მგ კაფსულა #30

კოლინი

COLIN

40მგ კაფსულა #30

სიმეტიკონი ავერსი ფარმა, საქართველო
დან10.63 ₾
ესპუმიზანი® L, 40მგ/მლ ემულსია ფლაკონი 30 მლ

ესპუმიზანი® L

Espumisan® L

40მგ/მლ ემულსია ფლაკონი 30 მლ

სიმეტიკონი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან12.05 ₾
კოლინი, 40მგ/მლ 30მლ სუსპენზია

კოლინი

COLIN

40მგ/მლ 30მლ სუსპენზია

სიმეტიკონი ავერსი ფარმა, საქართველო
დან12.40 ₾
დომპერიდონ ბიოგარანი, 10მგ ტაბლეტი №20

დომპერიდონ ბიოგარანი

10მგ ტაბლეტი №20

დომპერიდონი ანფარმა, პოლონეთი
დან13.35 ₾
მეტიგასტი, 140მგ კაფსულა №20

მეტიგასტი

140მგ კაფსულა №20

სიმეტიკონი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან14.88 ₾
დიალაკი, 40მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბანანის გემოთი ქარვისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1

დიალაკი

DIALAC

40მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბანანის გემოთი ქარვისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1

სიმეტიკონი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან16.45 ₾
იმირანი, 10მგ ტაბლეტი №20

იმირანი

10მგ ტაბლეტი №20

დომპერიდონი მედოქემი, კვიპროსი
დან17.67 ₾
ბობოტიკი, 66.66 მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონში

ბობოტიკი

BOBOTIC

66.66 მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონში

სიმეტიკონი პოლფარმა, პოლონეთი
დან17.88 ₾
მეტეოსპაზმილი, კაფსულა #30

მეტეოსპაზმილი

Meteospasmyl

კაფსულა #30

Alverin citrate + სიმეტიკონი Mayoly Spindler, საფრანგეთი
დან18.04 ₾
ესპუმიზანი ბეიბი, 100მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები,ემულსია ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1

ესპუმიზანი ბეიბი

Espumizan Baby

100მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები,ემულსია ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1

სიმეტიკონი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან18.30 ₾
ბიგეტრიკი, ტაბლეტი #20

ბიგეტრიკი

BIGETRIC

ტაბლეტი #20

დომპერიდონი CASASCO laboratories, არგენტინა
დან19.23 ₾
ნორაფლატ® ფორტე, 120მგ საღეჭი ტაბლეტი მარწყვის არომატით №40

ნორაფლატ® ფორტე

Noraflat Forte

120მგ საღეჭი ტაბლეტი მარწყვის არომატით №40

სიმეტიკონი Normon, ესპანეთი
დან20.70 ₾
დომპერიდონი ABC, 10მგ ტაბლეტი №30

დომპერიდონი ABC

Domperidone ABC

10მგ ტაბლეტი №30

დომპერიდონი ABC PHARMACEUTICI, იტალია
დან24.65 ₾
დიალაკი ფორტე, 240მგ ჟელატინის რბილი კაფსულა №20 (1X20)

დიალაკი ფორტე

DIALAC FORTE

240მგ ჟელატინის რბილი კაფსულა №20 (1X20)

სიმეტიკონი Laboratorios ALCALA FARMA, ესპანეთი
დან24.68 ₾
დიალაკი, 120მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №40 (2X20)

დიალაკი

DIALAC

120მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №40 (2X20)

სიმეტიკონი Laboratorios ALCALA FARMA, ესპანეთი
დან26.39 ₾
სიმალგელ, (405მგ+100მგ+125მგ)/5მლ 300მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ხუფით

სიმალგელ

Simalgel

(405მგ+100მგ+125მგ)/5მლ 300მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ხუფით

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide + სიმეტიკონი EIPICO, ეგვიპტე
დან28.28 ₾
ეზოფლუქსი, 10მგ ტაბლეტი №20

ეზოფლუქსი

10მგ ტაბლეტი №20

დომპერიდონი მედოქემი, კვიპროსი
დან29.69 ₾
ულგასიმი, 240მგ კაფსულა #30

ულგასიმი

Ulgasim

240მგ კაფსულა #30

სიმეტიკონი ADAMED, პოლონეთი
დან38.49 ₾
ბრიულიუმ ლინგვატაბსი, 10მგ პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი №20

ბრიულიუმ ლინგვატაბსი

BRULIUM LINGUATABS

10მგ პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი №20

დომპერიდონი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ბრიულიუმი 1მგ/მლ, 1მგ/მლ 100 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ბოთლი N1

ბრიულიუმი 1მგ/მლ

Brulium 1mg/ml

1მგ/მლ 100 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ბოთლი N1

დომპერიდონი Medinfar, პორტუგალია
ურეცეპტო
ბრიულიუმი ლინგვატაბსი, 10მგ ტაბლეტი #20

ბრიულიუმი ლინგვატაბსი

Brulium lingvatabs

10მგ ტაბლეტი #20

დომპერიდონი Brupharmexport, ბელგია
ურეცეპტო
დისფლატილი, 40 მგ/1მლ ფლაკონი 30მლ

დისფლატილი

DISPHLATYL

40 მგ/1მლ ფლაკონი 30მლ

სიმეტიკონი მედა ფარმაცევტიკალს
ურეცეპტო
ინფაკოლი, 40მგ/მლ ორალური სუსპენზია 50მლ ფლაკონში

ინფაკოლი

infacol

40მგ/მლ ორალური სუსპენზია 50მლ ფლაკონში

სიმეტიკონი Forest Laboratories, დიდი ბრიტანეთი
ურეცეპტო
კოლიკ-ეზი, წვეთები 30მლ

კოლიკ-ეზი

Colic EZ

წვეთები 30მლ

ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი! + სიმეტიკონი Vitane Pharma, გერმანია
ურეცეპტო

პმს-დომპერიდონი 10მგ

pms- DOMPERIDONE

10მგ ტაბლეტი #500

დომპერიდონი Pharma science, კანადა
ურეცეპტო
საბ სიმპლექსი, 69.19მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შუშის ფლაკონში საწვეთურით

საბ სიმპლექსი

SAB SIMPLEX

69.19მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შუშის ფლაკონში საწვეთურით

სიმეტიკონი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით
სიმეტიკონი ნორმონი, 120მგ საღეჭი ტაბლეტი №40

სიმეტიკონი ნორმონი

SIMETHICONE NORMON

120მგ საღეჭი ტაბლეტი №40

სიმეტიკონი Normon, ესპანეთი
ურეცეპტო
სიმფენოლი, 30მლ წვეთები მინის ფლაკონში დოზირებული პიპეტით

სიმფენოლი

Simfenol

30მლ წვეთები მინის ფლაკონში დოზირებული პიპეტით

სიმეტიკონი BION Corporation, დიდი ბრიტანეთი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.