მონოგრაფია Nº 01181 ურეცეპტო
ესპუმიზანი®
Espumisan®
40მგ კაფსულა #25
დან6.25 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- სიმეტიკონი (Simethicone)
- მწარმოებელი
- BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ბერლინ-ხემი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
ესპუმიზანი კაფსულა 40მგ #25
0.25 ₾ / ც. × 25
ყიდვა ↗6.25 ₾
7.35 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ესპუმიზანი კაფსულა 40მგ #25
0.25 ₾ / ც. × 25
ყიდვა ↗6.25 ₾
7.35 ₾
-
ავერსი
ესპუმიზანი 40მგ #25კაფს
0.28 ₾ / ც. × 25
ყიდვა ↗6.99 ₾
-
PSP
ესპუმიზანი - Espumisan 40მგ 25 კაფსულა
0.28 ₾ / ც. × 25
ყიდვა ↗7.00 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: სიმეტიკონი. ჯერ ყველაზე იაფი.
ესპუმიზანი ® ექსტრა
Espumisan® Extra
125 მგ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №14
კოლინი
COLIN
40მგ კაფსულა #30
ესპუმიზანი® L
Espumisan® L
40მგ/მლ ემულსია ფლაკონი 30 მლ
კოლინი
COLIN
40მგ/მლ 30მლ სუსპენზია
მეტიგასტი
140მგ კაფსულა №20
დიალაკი
DIALAC
40მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბანანის გემოთი ქარვისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1
ბობოტიკი
BOBOTIC
66.66 მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონში
ესპუმიზანი ბეიბი
Espumizan Baby
100მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები,ემულსია ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1
ნორაფლატ® ფორტე
Noraflat Forte
120მგ საღეჭი ტაბლეტი მარწყვის არომატით №40
დიალაკი ფორტე
DIALAC FORTE
240მგ ჟელატინის რბილი კაფსულა №20 (1X20)
დიალაკი
DIALAC
120მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №40 (2X20)
ულგასიმი
Ulgasim
240მგ კაფსულა #30
დისფლატილი
DISPHLATYL
40 მგ/1მლ ფლაკონი 30მლ
ინფაკოლი
infacol
40მგ/მლ ორალური სუსპენზია 50მლ ფლაკონში
საბ სიმპლექსი
SAB SIMPLEX
69.19მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შუშის ფლაკონში საწვეთურით
სიმეტიკონი ნორმონი
SIMETHICONE NORMON
120მგ საღეჭი ტაბლეტი №40
სიმფენოლი
Simfenol
30მლ წვეთები მინის ფლაკონში დოზირებული პიპეტით
ინსტრუქცია
ჩვენებები
პრეპარატი ესპუმიზანი® კაფსულები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სიმეთიკონს, საშუალებას, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების მოსახსნელად და დამხმარე საშუალების სახით დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს. მოქმედი ნივთიერება - სიმეთიკონი – შლის საკვებ მასაში და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოში დაგროვილ აირის ბუშტუკებს. გამოთავისუფლებული აირები შემდგომში შეიწოვება ნაწლავის კედელში და გამოიყოფა ნაწლავის პერისტალტიკის მოქმედებით.
გამოყენების სფერო
- სიმპტომური მკურნალობისთვის აირების მომატებული დაგროვებით გამოწვეული ჩივილების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მაგალითად, მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი) ან აირების მომატებული დაგროვება, მუცლის გადავსების შეგრძნება.
- მუცლის ღრუს ორგანოების ისეთი დიაგნოსტიკური გამოკვლევისათვის მოსამზადებლად, როგორიცაა, რენტგენოგრაფია და სონოგრაფია (ულტრაბგერითი გამოკვლევა).
აირების მომატებული დაგროვებით განპირობებული ჩივილები შეიძლება იყოს კუჭ- ნაწლავის ტრაქტის მხრივ ფუნქციური დარღვევების ნიშანი და შეიძლება გამოვლინდეს დამძიმების ან გადავსების, ნაადრევი დანაყრების შეგრძნებით, ბოყინით, მუცელში ყურყურით, მუცლის შებერილობით.
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას.
უკუჩვენებები
ესპუმიზანი® კაფსულების მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგია სიმეთიკონის, საღებავის ყვითელი “მზის ჩასვლა” FCF (E 110), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის (E218) ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ესპუმიზანი® კაფსულების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მუცლის ღრუს ორგანოების მხრივ ჩივილების გამოვლენის ან ხანგრძლივი ხასიათის მიღების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა, რომელიც დაადგენს ჩივილების მიზეზს და შესაძლო დაავადებას, რომელიც საჭიროებს შემდგომ მკურნალობას.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ არსებობს.
ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიმეთიკონის მოქმედების მექანიზმისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ორგანიზმში
უმნიშვნელო რაოდენობით შეწოვის გამო, ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ესპუმიზანი® კაფსულების მიღებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს.
ორსულებში ესპუმიზანი® კაფსულების გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვას არ საჭიროებს.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატი მიიღება ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის მკაცრად დაცვით ან ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. პრეპარატის მიღების შესახებ რაიმე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება რეკომენებული დოზა:
აირების მომატებული წარმოქმნით, მაგალითად, მუცლის შებერილობით (მეტეორიზმით) ან აირების მომატებული დაგროვებით, გადავსების შეგრძნებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების მკურნალობა:
ასაკი
დოზირება
მიღების სიხშირე
ბავშვები 6 წლის ზემოთ, მოზარდები და მოზრდილები
2 კაფსულა (შეესაბამება
80 მგ სიმეთიკონს)
3-4-ჯერ დღე-ღამეში
მითითება: ესპუმიზანი® კაფსულების მიღება შეიძლება აგრეთვე ოპერაციის შემდეგ.
ჩვილებისათვის და მცირე ასაკის ბავშვებისათვის გაყიდვაშია სხვა სამკურნალო ფორმები.
ესპუმიზანი® კაფსულები მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში – ძილის წინ.
მიიღეთ ესპუმიზანი® კაფსულები ჩივილების მოგვარებამდე.
აუცილებლობის შემთხვევაში ესპუმიზანი® კაფსულების მიღება შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გაეცანით მე-2 პუნქტს ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები”
მუცლის ღრუს ორგანოების მოსამზადებლად დიაგნოსტიკური გამოკვლევისათვის მოსამზადებლად, როგორიცაა, რენტგენოგრაფია და სონოგრაფია (ულტრაბგერითი გამოკვლევა):
გამოკვლევამდე 24 საათით ადრე
დილით, გამოკვლევის ჩატარების დღეს
2 კაფსულა 3-ჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება საერთო დოზას 240 მგ სიმეთიკონს)
2 კაფსულა
(შეესაბამება 80 მგ სიმეთიკონს)
პრეპარატი ესპუმიზანი® კაფსულების დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში:
ესპუმიზანი® კაფსულების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოწამვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. ესპუმიზანი® კაფსულები დიდი რაოდენობითაც კი გადაიტანება გართულებების გარეშე.
პრეპარატი ესპუმიზანი® კაფსულების მოქმედი ნივთიერება - სიმეთიკონი - აქრობს ქაფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წმინდა ფიზიკური გზით. ნაწლავში გავლისას სიმეთიკონი არ შეიწოვება ორგანიზმში და არ განიცდის ქიმიურ ან ბიოლოგიურ ცვლილებებს.
ესპუმიზანი® კაფსულების დოზის გამოტოვება
თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატის გამოტოვებული დოზა.
ესპუმიზანი® კაფსულების მიღების შეწყვეტა
შესაძლებელია ჩივილები ისევ გაჩნდეს.
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების
შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ესპუმიზანი® კაფსულების მიღებასთან დაკავშირებული არავითარი გვერდითი მოქმედება არ არის დღემდე აღნიშნული.
საღებავს ყვითელ “მზის ჩასვლას” (E 110) შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E 218) შეუძლია გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, მათ შორის შენელებული მოქმედების.
შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე ან დასაკეც მუყაოს კოლოფზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.
პრეპარატის გაუქმებისას მისი კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
პრეპარატი ესპუმიზანი® კაფსულების შემადგენლობა მოქმედი ნივთიერება არის სიმეთიკონი.
პრეპარატი ესპუმიზანი® კაფსულების ერთი რბილი კაფსულა შეიცავს 40 მგ სიმეთიკონს.
სხვა კომპონენტები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218) [Ph.Eur.], ჟელატინი, გლიცერინი (85%), ქინოლინის ყვითელი (E 104), ყვითელი “მზის ჩასვლა” FCF (E110).
ესპუმიზანი® კაფსულები არის თითქმის მრგვალი, რბილი, გარეგნულად ერთგვარი, ყვითელი ჟელატინის კაფსულა, რომელსაც აქვს შოვი და გლუვი ზედაპირი. კაფსულის შემადგენლობა წარმოადგენს უფერო სითხეს, და შეიძლება იყოს ოდნავ მღვრიე.
ესპუმიზანი® კაფსულები გაიცემა შეფუთვით:
25 რბილი კაფსულა,
50 რბილი კაფსულა,
100 რბილი კაფსულა.
შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
www.Espumisan.ge
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
მეტეოსპაზმილი
Meteospasmyl
კაფსულა #30
დოპროკინი S
Doprokin-S
60მლ ორალური სუსპენზია მინის ფლაკონში საზომი ჭიქით
სიმალგელ
Simalgel
(405მგ+100მგ+125მგ)/5მლ 300მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ხუფით
დოპროკინი
DOPROKIN
10მგ ტაბლეტი №20
კოლიკ-ეზი
Colic EZ
წვეთები 30მლ
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.