მონოგრაფია Nº 01182 ურეცეპტო
ესპუმიზანი® L
Espumisan® L
40მგ/მლ ემულსია ფლაკონი 30 მლ
დან12.05 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- სიმეტიკონი (Simethicone)
- მწარმოებელი
- BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ბერლინ-ხემი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
40მგ/1მლ · 30მლ
-
GPC ყველაზე იაფი
ესპუმიზანი L სუსპენზია ორალური 40მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗12.05 ₾
14.18 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ესპუმიზანი L სუსპენზია ორალური 40მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗12.05 ₾
14.18 ₾
40მგ/მლ · 30მლ
-
PSP
ესპუმიზანი L - Espumisan L 40მგ/მლ. 30მლ. ხსნარი
ყიდვა ↗14.00 ₾
40მგ · 30მლ
-
ავერსი
ესპუმიზანი L 40მგ/მლ 30მლ ხსნ
ყიდვა ↗14.03 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: სიმეტიკონი. ჯერ ყველაზე იაფი.
ესპუმიზანი®
Espumisan®
40მგ კაფსულა #25
ესპუმიზანი ® ექსტრა
Espumisan® Extra
125 მგ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №14
კოლინი
COLIN
40მგ კაფსულა #30
კოლინი
COLIN
40მგ/მლ 30მლ სუსპენზია
მეტიგასტი
140მგ კაფსულა №20
დიალაკი
DIALAC
40მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბანანის გემოთი ქარვისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1
ბობოტიკი
BOBOTIC
66.66 მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონში
ესპუმიზანი ბეიბი
Espumizan Baby
100მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები,ემულსია ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1
ნორაფლატ® ფორტე
Noraflat Forte
120მგ საღეჭი ტაბლეტი მარწყვის არომატით №40
დიალაკი ფორტე
DIALAC FORTE
240მგ ჟელატინის რბილი კაფსულა №20 (1X20)
დიალაკი
DIALAC
120მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №40 (2X20)
ულგასიმი
Ulgasim
240მგ კაფსულა #30
დისფლატილი
DISPHLATYL
40 მგ/1მლ ფლაკონი 30მლ
ინფაკოლი
infacol
40მგ/მლ ორალური სუსპენზია 50მლ ფლაკონში
საბ სიმპლექსი
SAB SIMPLEX
69.19მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შუშის ფლაკონში საწვეთურით
სიმეტიკონი ნორმონი
SIMETHICONE NORMON
120მგ საღეჭი ტაბლეტი №40
სიმფენოლი
Simfenol
30მლ წვეთები მინის ფლაკონში დოზირებული პიპეტით
ინსტრუქცია
ჩვენებები
პრეპარატი ესპუმიზანი® L შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სიმეთიკონს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების სამკურნალო საშუალებას, რომელიც მოქმედებს როგორც ქაფის ჩამქრობი და გამოიყენება დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს.
შესაძლებელია გამოყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება - სიმეთიკონი – შლის აირის ბუშტუკებს საკვებ მასაში და კუჭისა და წვრილი ნაწლავის ლორწოში. გამოთავისუფლებული აირები შეიწოვება ნაწლავის კედლებში და გამოიყოფა ნაწლავის კედლის აქტიური მოძრაობის ხარჯზე.
გამოყენების სფერო
- სიმპტომური მკურნალობისთვის აირების მომატებული დაგროვებით გამოწვეული ფუნქციური დარღვევებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მაგალითად, მუცლის
შებერილობა (მეტეორიზმი), მუცლის გადავსების შეგრძნება, ასევე კოლიკა ახალშობილებში (სამთვიანთა კოლიკა).
- მუცლის ღრუს ორგანოების გამოკვლევისათვის მოსამზადებლად, როგორიცაა,
რენტგენოგრაფია, უბგ (ულტრაბგერითი გამოკვლევა) და გასტროსკოპია.
- როგორც ქაფის ჩამქრობი საშუალება სარეცხი საშუალებებით (ზედაპირულად- აქტიური ნივთიერებებით) მოწამვლისას.
- აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას.
უკუჩვენებები
პრეპარატი ესპუმიზანი® L-ის მიღება არ შეიძლება:
- თუ გაქვთ ალერგია სიმეთიკონის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (აღნიშნულია პარაგრაფში 6).
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღებამდე/გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების გამოვლენის და/ან თუ ეს ჩივილები მიიღებს
ხანგრძლივ ხასიათს მიმართეთ ექიმს, რომელიც ჩაატარებს გამოკვლევას დაავადების გამოსავლენად, რომელიც, შესაძლოა იწვევდეს ამ სიმპტომებს და საჭიროებს მკურნალობას.
პრეპარატი ესპუმიზანი® L-ის და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება/გამოყენება პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ არსებობს.
შვილოსნობის ფუნქცია, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ესპუმიზანი® L-ის მიღების შეზღუდვები არ არსებობს.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებს არ საჭიროებს.
ესპუმიზანი® L შეიცავს სორბიტს
შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
ესპუმიზანი® L ყოველთვის მიიღება/გამოიყენება მოცემული ჩანართის ინსტრუქციების ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. პრეპარატის მიღების შესახებ რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება რეკომენდებული დოზა:
- კუჭ-ნაწლავში აირების დაგროვებით გამოწვეული სიმპტომების მკურნალობა მაგალითად, აირების მომატებული დაგროვება (მეტეორიზმი), კუჭ-ნაწლავში გადავსების შეგრძნება და კოლიკა ახალშობილებში (სამთვიანთა კოლიკა):
ასაკი
დოზირება წვეთებში (მლ)
მიღების სიხშირე
ახალშობილები და ძუძუთა ბავშვები
25 წვეთს (1 მლ) ყოველი კვების დროს უმატებენ ბავშვის საკვების ბოთლში ან აძლევენ ძუძუთი კვების წინ ან შემდეგ.
1-6 წლის ასაკის ბავშვები
25 წვეთი (1 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
6-14 წლის ასაკის ბავშვები
25-50 წვეთი (1-2 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
14 წლის ზემოთ მოზარდები და მოზრდილები
50 წვეთი (2 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
მითითება: ესპუმიზანი® L-ის მიღება შეიძლება აგრეთვე ოპერაციის შემდეგ.
ესპუმიზანი® L მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში – ძილის წინ.
ესპუმიზანი® L-ის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ჩივილების არსებობით. აუცილებლობის შემთხვევაში ესპუმიზანი® L-ის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი
დროის განმავლობაში.
კუჭ-ნაწლავის დიაგნოსტიკური გამოკვლევისათვის მოსამზადებლად, მაგალითად, რენტგენოლოგიური გამოკვლევა, უბგ ან გასტროსკოპია:
- რენტგენოლოგიური გამოკვლევა და უბგ:
გამოკვლევამდე 24 საათით ადრე
დილით, გამოკვლევის ჩატარების დღეს
2 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში
(50 წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში)
2 მლ (50 წვეთი)
- კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიაზე დანამატის სახით:
4-8 მლ (100-200 წვეთი) ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღები კონტრასტული საშუალების 1 ლიტრზე.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპიური გამოკვლევისას მოსამზადებლად (გასტროსკოპია):
ენდოსკოპიის წინ – 4-8 მლ (100-200 წვეთი)
ენდოსკოპიის დროს შეიძლება - აუცილებლობის შემთხვევაში – ენდოსკოპის არხით ემულსიის რამდენიმე მილილიტრის შეყვანა აირის ბუშტუკების გასაქრობად, რომელიც ხელს უშლის გამოკვლევის ჩატარებას.
სარეცხი საშუალებებით (ზედაპირულად-აქტიური ნივთიერებებით) მოწამვლის
შემთხვევაში, ქაფის ჩამქრობი საშუალების სახით:
მოწამვლის სიმძიმის მიხედვით:
ასაკი
დოზირება
ბავშვები
2,5-10 მლ (65 წვეთიდან ფლაკონის შემცველობის 1/3-მდე 30 მლ- ზე ან ფლაკონის შემცველობის 1/5-მდე 50 მლ-ზე).
მოზრდილები
10-20 მლ (ფლაკონის შემცველობის 1/3-დან 2/3-მდე 30 მლ-ზე ან ფლაკონის შემცველობის 1/5-დან 2/5-მდე 50 მლ-ზე)
მითითება: დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ სარეცხი საშუალებების ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პირველადი დახმარების სახით თქვენ მიიღეთ ესპუმიზანი® L!
გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.
წვეთების დოზირებისთვის ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად თავით ქვევით.
25 წვეთი (1 მლ შიგნით მისაღები ემულსია) შეიცავს 40 მგ სიმეთიკონს.
პრეპარატი ესპუმიზანი® L-ის დიდი რაოდენობით მიღების/გამოყენების შემთხვევაში:
ესპუმიზანი® L-ით მოწამვლის შემთხვევები ცნობილი არ არის.
ესპუმიზანი® L-ის მოქმედი ნივთიერება – სიმეთიკონი - აქრობს ქაფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წმინდა ფიზიკური გზით და სრულიად არააქტიურია ბიოლოგიურ და ქიმიურ მიმართებაში. ამიტომ პრეპარატით მოწამვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. დიდი რაოდენობით ესპუმიზანი® L აგრეთვე გადაიტანება გართულებების გარეშე.
ესპუმიზანი® L-ის დოზის გამოტოვება
თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატის გამოტოვებული დოზა.
ესპუმიზანი® L-ის მიღების/გამოყენების შეწყვეტა
ესპუმიზანი® L-ის მიღების შეწყვეტის შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები შეიძლება განმეორდეს.
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ესპუმიზანი® L-ის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება დღემდე არ აღინიშნება.
შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.
ფლაკონის პირველ გახსნამდე მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ესპუმიზანი® L არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და დასაკეც კოლოფზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატის სტაბილურობა ფლაკონის გახსნის შემდეგ: ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ ესპუმიზანი® L სტაბილურია 6 თვის განმავლობაში არაუმეტეს 25˚ჩ ტემპერატურაზე შენახვის პირობით.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
პრეპარატი ესპუმიზანი® L-ის შემადგენლობა მოქმედი ნივთიერება არის სიმეთიკონი.
25 წვეთი (1 მლ ემულსია) შეიცავს 40 მგ სიმეთიკონს.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლის სტეარატი, გლიცერინის მონოსტეარატი, კარბომერები, ბანანის არომატიზატორი, კალიუმის აცესულფამი, სორბიტის ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბინის მჟავა გაწმენდილი წყალი.
რძისფერი-თეთრი დაბალი სიბლანტის ემულსია ხილის სუნით (ბანანი).
ესპუმიზანი® L გაიცემა შეფუთვით:
30 მლ ემულსია (ვერტიკალურად ჩადგმული საწვეთურით).
3 ხ 30 მლ ემულსია (ვერტიკალურად ჩადგმული საწვეთურით).
50 მლ ემულსია (ვერტიკალურად ჩადგმული საწვეთურით). შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
http://www.espumisan.ge/
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
მეტეოსპაზმილი
Meteospasmyl
კაფსულა #30
დოპროკინი S
Doprokin-S
60მლ ორალური სუსპენზია მინის ფლაკონში საზომი ჭიქით
სიმალგელ
Simalgel
(405მგ+100მგ+125მგ)/5მლ 300მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ხუფით
დოპროკინი
DOPROKIN
10მგ ტაბლეტი №20
კოლიკ-ეზი
Colic EZ
წვეთები 30მლ
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.