მონოგრაფია Nº 03288 ურეცეპტო
დიალაკი
DIALAC
120მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №40 (2X20)
დან26.39 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- სიმეტიკონი (Simethicone)
- მწარმოებელი
- Laboratorios ALCALA FARMA, ესპანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
დიალაკი კაფსულა 120მგ #40
0.66 ₾ / ც. × 40
ყიდვა ↗26.39 ₾
31.05 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
დიალაკი კაფსულა 120მგ #40
0.66 ₾ / ც. × 40
ყიდვა ↗26.39 ₾
31.05 ₾
-
ავერსი
დიალაკი 120მგ #40კაფს
0.78 ₾ / ც. × 40
ყიდვა ↗31.04 ₾
-
PSP
დიალაკი - DIALAC 120მგ 40 კაფსულა
0.78 ₾ / ც. × 40
ყიდვა ↗31.05 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: სიმეტიკონი. ჯერ ყველაზე იაფი.
ესპუმიზანი®
Espumisan®
40მგ კაფსულა #25
ესპუმიზანი ® ექსტრა
Espumisan® Extra
125 მგ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №14
კოლინი
COLIN
40მგ კაფსულა #30
ესპუმიზანი® L
Espumisan® L
40მგ/მლ ემულსია ფლაკონი 30 მლ
კოლინი
COLIN
40მგ/მლ 30მლ სუსპენზია
მეტიგასტი
140მგ კაფსულა №20
დიალაკი
DIALAC
40მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბანანის გემოთი ქარვისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1
ბობოტიკი
BOBOTIC
66.66 მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონში
ესპუმიზანი ბეიბი
Espumizan Baby
100მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები,ემულსია ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1
ნორაფლატ® ფორტე
Noraflat Forte
120მგ საღეჭი ტაბლეტი მარწყვის არომატით №40
დიალაკი ფორტე
DIALAC FORTE
240მგ ჟელატინის რბილი კაფსულა №20 (1X20)
ულგასიმი
Ulgasim
240მგ კაფსულა #30
დისფლატილი
DISPHLATYL
40 მგ/1მლ ფლაკონი 30მლ
ინფაკოლი
infacol
40მგ/მლ ორალური სუსპენზია 50მლ ფლაკონში
საბ სიმპლექსი
SAB SIMPLEX
69.19მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შუშის ფლაკონში საწვეთურით
სიმეტიკონი ნორმონი
SIMETHICONE NORMON
120მგ საღეჭი ტაბლეტი №40
სიმფენოლი
Simfenol
30მლ წვეთები მინის ფლაკონში დოზირებული პიპეტით
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1. სამედიცინო პროდუქტის დასახელება
დიალაკი
2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითო კაფსულა შეიცავს:
სიმეტიკონი ------ 120 მგ
დამხმარე ნივთიერებები გარკვეული ეფექტით:
გლიცერინი ----- 38.6 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.
3. ფარმაცევტული ფორმა
ჟელატინის რბილი კაფსულები
გამჭვირვალე, ოვალური კაფსულები
4. კლინიკური თავისებურებები
4.1 ჩვენებები
სიმეტიკონი 120 მგ გამოიყენება მეტეორიზმის სიმპტომური მკურნალობისთვის მოზრდილებში.
მიღების წესი და დოზირება
დოზირება:
მოზრდილები: დიალაკის რეკომენდებული მაქსიმალური დოზა შეადგენს 4 კაფსულას დღეში, არაუმეტეს 500 მგ-ისა დღეში.
მიიღეთ 1 კაფსულა ყოველი ძირითადი კვების შემდეგ (სადილი, ვახშამი)
დიალაკი (სიმეტიკონი) 120 მგ არ გამოიყენება ბავშვებში, მოცემულ ჯგუფში კვლევების არ არსებობის გამო.
ორალური.
კაფსულა მიიღება წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღემდე.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა სიმეტიკონის ან პრეპარატის შემადგენელი დამხმარე კომპონენტების მიმართ (ნაწილი 6.1).
განსაკუთრებული მითითებები
სიმპტომების გახანგრძლივების ან გაუარესების, ყაბზობის გახანგრძლივების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
სიმეტიკონი არ არის რეკომენდებული ახალშობილებში კოლიკის სამკურნალოდ, უსაფრთხოების მწირი მონაცემების გამო.
კვლევები ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა. მედიკამენტი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
4.8 არასასურველი ეფექტები
სიმეტიკონის მიღების პერიოდში გამოვლენილ იქნა შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომელთა სიხშირე ზუსტად დადგენილი არ არის:
გასტრო-ინტესტინალური დარღვევები: ზომიერი და გარდამავალი ყაბზობა და გულისრევა.
შესაძლოა გამოიწვიოს ბოყინი, რაც აირების ელიმინაციის დამახასიათებელი მექანიზმია სიმეტიკონით მკურნალობის დროს.
იმუნოლოგიური რეაქციები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა, გამონაყარი კანზე, ქავილი, სახის ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
კვლევები მედიკამენტოზური ურთიერთქმედების შესასწავლად არ ჩატარებულა.
4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულობის პერიოდში სიმეტიკონის გამოყენების შესახებ. ცხოველებში, რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე არასაკმარისი კვლევებია ჩატარებული (იხ. ნაწილი 5.3).
არ არსებობს მონაცემები ორსულებისთვის ზიანის მიყენების თაობაზე, ვინაიდან სიმეტიკონი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში.
ლაქტაცია
არ არსებობს ცნობები სიმეტიკონის დედის რძეში (ცხოველისა თუ ადამიანის) გადასვლის თაობაზე; არ არის მოსალოდნელი მისი გადასვლა რძეში, ვინაიდან კუჭ-ნაწლავში არ აბსორბირდება.
გამოყენება დასაშვებია
ვინაიდან პრეპარატის აბსორბცია არ ხდება კუჭ-ნაჭლავის ტრაქტში, მედიკამენტის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები უცნობია.
ვინაიდან პრეპარატი არ აბსორბირდება, რეკომენდებულზე გაცილებით მაღალი დოზით მედიკამენტის მიღების შემთხვევაშიც კი, გვერდითი მოვლენები ნაკლებ სავარაუდოა.
შემთხვევითი ან გამიზნული ჰიპერდოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია. განსაკუთრებული ღონისძიებები ჰიპერდოზირების სამკურნალოდ არ არსებობს.
5. ფარმაკოლოგიური თავისებურებები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაწლავთა ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა საშუალებები; ათქ კოდი: A03AX13
სიმეტიკონი ფიზიოლოგიურად ნეიტრალური ნაერთია, არ ახასიათებს ფარმაკოლოგიური აქტივობა. ის მოქმედებს აირების ზედაპირული დაჭიმულობის შეცვლის გზით და იწვევს მათ შებოჭვას და გამოდევნას.
ფარმაკოკინეტიკა
სიმეტიკონი არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსში და გამოიყოფა შეუცვლელი სახით ფეკალურ მასებთან ერთად.
ბიოშეღწევადობა: სიმეტიკონი არ აბსორბირდება.
5.3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
არ არსებობს კლინიკამდელი კვლევის მონაცემები, რომლებიც განიხილებოდა პროდუქტის მახასიათებლებთან შესაბამისობაში. სიმეტიკონი ინერტული ნაერთია, რომელიც სისტემურად არ აბსორბირდება.
ამგვარად, სისტემური ტოქსიკურობის გამოვლენა სავარაუდო არ არის.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
6. ფარმაცევტული თავისებურებები
6.1 დამხმარე ნივთიერებები
ჟელატინი, გლიცერინი (E-422) და გამოხდილი წყალი.
6.2 შეუთავსებლობა
არ არის აღწერილი.
ვარგისობის ვადა
36 თვე.
შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
20 ან 40 რბილი კაფსულა PVჩ/PVDჩ ალუმინის ბლისტერში. ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
6.6 განადგურება
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის განადგურება ხდება ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ან ბრუნდება აფთიაქში.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
მეტეოსპაზმილი
Meteospasmyl
კაფსულა #30
დოპროკინი S
Doprokin-S
60მლ ორალური სუსპენზია მინის ფლაკონში საზომი ჭიქით
სიმალგელ
Simalgel
(405მგ+100მგ+125მგ)/5მლ 300მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ხუფით
დოპროკინი
DOPROKIN
10მგ ტაბლეტი №20
კოლიკ-ეზი
Colic EZ
წვეთები 30მლ
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.