მონოგრაფია Nº 04530 ურეცეპტო
ნორაფლატ® ფორტე
Noraflat Forte
120მგ საღეჭი ტაბლეტი მარწყვის არომატით №40
დან20.70 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- სიმეტიკონი (Simethicone)
- მწარმოებელი
- Normon, ესპანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეფა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
ნორაფლატ ფორტე /სიმეტიკონი/ ტაბლეტი საღეჭი 120მგ #40
0.52 ₾ / ც. × 40
ყიდვა ↗20.70 ₾
24.35 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ნორაფლატ ფორტე /სიმეტიკონი/ ტაბლეტი საღეჭი 120მგ #40
0.52 ₾ / ც. × 40
ყიდვა ↗20.70 ₾
24.35 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: სიმეტიკონი. ჯერ ყველაზე იაფი.
ესპუმიზანი®
Espumisan®
40მგ კაფსულა #25
ესპუმიზანი ® ექსტრა
Espumisan® Extra
125 მგ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №14
კოლინი
COLIN
40მგ კაფსულა #30
ესპუმიზანი® L
Espumisan® L
40მგ/მლ ემულსია ფლაკონი 30 მლ
კოლინი
COLIN
40მგ/მლ 30მლ სუსპენზია
მეტიგასტი
140მგ კაფსულა №20
დიალაკი
DIALAC
40მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბანანის გემოთი ქარვისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1
ბობოტიკი
BOBOTIC
66.66 მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონში
ესპუმიზანი ბეიბი
Espumizan Baby
100მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები,ემულსია ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1
დიალაკი ფორტე
DIALAC FORTE
240მგ ჟელატინის რბილი კაფსულა №20 (1X20)
დიალაკი
DIALAC
120მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №40 (2X20)
ულგასიმი
Ulgasim
240მგ კაფსულა #30
დისფლატილი
DISPHLATYL
40 მგ/1მლ ფლაკონი 30მლ
ინფაკოლი
infacol
40მგ/მლ ორალური სუსპენზია 50მლ ფლაკონში
საბ სიმპლექსი
SAB SIMPLEX
69.19მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შუშის ფლაკონში საწვეთურით
სიმეტიკონი ნორმონი
SIMETHICONE NORMON
120მგ საღეჭი ტაბლეტი №40
სიმფენოლი
Simfenol
30მლ წვეთები მინის ფლაკონში დოზირებული პიპეტით
ინსტრუქცია
შემადგენლობა
სიმეტიკონი
რას შეიცავს ნორაფლატ® ფორტე:
აქტიური ნივთიერებაა სიმეტიკონი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 120 მგ სიმეტიკონს;
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), ნატრიუმის საქარინი (E-954), მაგნიუმის და ალუმინის მეტასილიკატი, მაგნიუმის სტეარატი და მარწყვის არომატი (შეიცავს გლუკოზას).
რას წარმოადგენს ნორაფლატ® ფორტე და მისი გამოყენება
ნორაფლატ® ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერება სიმეტიკონს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც შლის აირის ბუშტუკებს, ხელს უწყობს მათ გამოდევნას და ხსნის აირებით გამოწვეულ დისკომფორტს.
ნორაფლატ® ფორტე ნაჩვენებია ჭარბი აირებით გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია თუ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან მისი მდგომარეობა უარესდება 10 დღის შემდეგ, ან არ უმჯობესდება შეკრულობა.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორაფლატ® ფორტეს მიღებამდე
დაუშვებელია ნორაფლატ® ფორტეს მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია სიმეტიკონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თუ პაციენტს დადგენილი აქვს ან სავარაუდოა ნაწლავების ობსტრუქციის ან პერფორაციის არსებობა.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ნორაფლატ® ფორტეს მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
თუ სიმპტომები უარესდება, მკურნალობის 10 დღის შემდეგ ისევ აღინიშნება ან შეკრულობა არ უმჯობესდება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ბავშვები
ბავშვებისთვის განკუთვნილია სხვა ფარმაცევტული ფორმები.
სიმეტიკონი არ არის რეკომენდებული ჩვილ ბავშვებში კოლიკის სამკურნალოდ შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციის არსებობის გამო.
სხვა მედიკამენტები და ნორაფლატ® ფორტე
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ლევოთიროქსინის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და დარღვევების სამკურნალოდ) შეწოვაზე შეიძლება გავლენა იქონიოს სიმეტიკონმა მათი ერთდროული მიღებისას. შესაბამისად, ლევოთიროქსინისა და სიმეტიკონის შემცველი პრეპარატები მიღებულ უნდა იქნას ცალ-ცალკე, არაუმცირეს 4-საათიანი ინტერვალით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ნორაფლატ® ფორტეს არ აქვს გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ნორაფლატ® ფორტე შეიცავს სორბიტოლს (E-420), გლუკოზასა და ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 890 მგ სორბიტოლს თითოეულ ტაბლეტში. სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ პაციენტს (ან ბავშვს) დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა ან დიაგნოსტირებული აქვს ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობა (HFI), ან იშვიათი გენეტიკური დაავადება, როცა პაციენტს არ შეუძლია ფრუქტოზის დაშლა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი და სუსტი საფაღარათო ეფექტები. ეს მედიკამენტი შეიცავს გლუკოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
მან შეიძლება დააზიონოს კბილები.
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად "თავისუფალია ნატრიუმისაგან".
ნორაფლატ® ფორტეს მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით ან ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდები:
რეკომენდებული დოზაა ერთი საღეჭი ტაბლეტი (120 მგ სიმეტიკონი) სამჯერ დღეში ყოველი ძირითადი კვების შემდეგ.
დაუშვებელია დღეში 4 ტაბლეტზე მეტის მიღება (შეესაბამება 480 მგ სიმეტიკონს).
მიღების მეთოდი
მედიკამენტი განკუთვნლია შიგნით მისაღებად.
გადაყლაპვამდე ტაბლეტი კარგად უნდა დაიღეჭოს (ტაბლეტი არ უნდა გადაიყლაპოს მთლიანად).
თუ სიმპტომები უარესდება, მკურნალობის 10 დღის შემდეგ ისევ აღინიშნება ან შეკრულობა არ უმჯობესდება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ნორაფლატ® ფორტეს დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის ცნობილი.
მითითებულზე მეტი რაოდენობის გადაყლაპვის შემთხვევაშიც კი არ არის მოსალოდნელი, რომ განვითარდეს გვერდითი მოვლენები, რადგან მედიკამენტი არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო დაწესებულებაში ან ექიმთან, ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ნორაფლატ® ფორტეს მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
თუ სიმპტომები ნარჩუნდება, შემდეგი დოზის მიღება შეიძლება მე-3 პარაგრაფში "ნორაფლატ® ფორტეს მიღების წესი" აღწერილი ინსტრუქციების შესაბამისად.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები (სიხშირე უცნობია ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე) აღწერილ იქნა სიმეტიკონის გამოყენების პერიოდში:
მსუბუქი, გარდამავალი შეკრულობა და გულისრევა;
შეიძლება გამოიწვიოს ბოყინი, რაც ჩვეულებრივ ჭარბი აირების გამოყოფის გზაა მკურნალობის დროს;
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), როგორიცაა: კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, სახის ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: ჰტტპს:წწწ.ნოიფიცარამ.ეს
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ნორაფლატ® ფორტეს შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ნორაფლატ® ფორტეს ფლაკონის პირველად გახსნიდან ის გამოყენებულ უნდა იქნას 12 თვეში.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვა ან მედიკამენტი უნდა მოთავსდეს აფთიაქში განთავსებულ ადგილას, რომელიც აღნიშნულია სიგრე სიმბოლოთი. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
პროდუქტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ნორაფლატ® ფორტეს ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული და მარწყვის გემოთი.
წარმოდგენილია პლასტიკური შეფუთვით, რომელიც შეიცავს 40 ტაბლეტს.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
მეტეოსპაზმილი
Meteospasmyl
კაფსულა #30
დოპროკინი S
Doprokin-S
60მლ ორალური სუსპენზია მინის ფლაკონში საზომი ჭიქით
სიმალგელ
Simalgel
(405მგ+100მგ+125მგ)/5მლ 300მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ხუფით
დოპროკინი
DOPROKIN
10მგ ტაბლეტი №20
კოლიკ-ეზი
Colic EZ
წვეთები 30მლ
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.