8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03941 ურეცეპტო

ესპუმიზანი ® ექსტრა

Espumisan® Extra

125 მგ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №14

დან9.82 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ესპუმიზანი ® ექსტრა, 125 მგ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №14
მოქმედი ნივთიერება
სიმეტიკონი (Simethicone)
მწარმოებელი
Hermes Arzneimittel GmbH, გერმანია
იმპორტიორი საქართველოში
ბერლინ-ხემი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ესპუმიზანი ექსტრა გრანულა 125მგ პაკეტი #14

    0.70 ₾ / ც. × 14

    9.82 ₾

    11.55 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ესპუმიზანი ექსტრა გრანულა 125მგ პაკეტი #14

    0.70 ₾ / ც. × 14

    9.82 ₾

    11.55 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ესპუმიზანი ექსტრა - Espumisan Extra 125მგ 14 პაკეტი

    0.82 ₾ / ც. × 14

  • ავერსი

    ესპუმიზანი ექსტრა 125მგ #14პაკ

    0.82 ₾ / ც. × 14

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: სიმეტიკონი. ჯერ ყველაზე იაფი.

ესპუმიზანი®, 40მგ კაფსულა #25

ესპუმიზანი®

Espumisan®

40მგ კაფსულა #25

სიმეტიკონი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან6.25 ₾
კოლინი, 40მგ კაფსულა #30

კოლინი

COLIN

40მგ კაფსულა #30

სიმეტიკონი ავერსი ფარმა, საქართველო
დან10.63 ₾
ესპუმიზანი® L, 40მგ/მლ ემულსია ფლაკონი 30 მლ

ესპუმიზანი® L

Espumisan® L

40მგ/მლ ემულსია ფლაკონი 30 მლ

სიმეტიკონი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან12.05 ₾
კოლინი, 40მგ/მლ 30მლ სუსპენზია

კოლინი

COLIN

40მგ/მლ 30მლ სუსპენზია

სიმეტიკონი ავერსი ფარმა, საქართველო
დან12.40 ₾
მეტიგასტი, 140მგ კაფსულა №20

მეტიგასტი

140მგ კაფსულა №20

სიმეტიკონი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან14.88 ₾
დიალაკი, 40მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბანანის გემოთი ქარვისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1

დიალაკი

DIALAC

40მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბანანის გემოთი ქარვისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1

სიმეტიკონი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან16.45 ₾
ბობოტიკი, 66.66 მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონში

ბობოტიკი

BOBOTIC

66.66 მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონში

სიმეტიკონი პოლფარმა, პოლონეთი
დან17.88 ₾
ესპუმიზანი ბეიბი, 100მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები,ემულსია ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1

ესპუმიზანი ბეიბი

Espumizan Baby

100მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები,ემულსია ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1

სიმეტიკონი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან18.30 ₾
ნორაფლატ® ფორტე, 120მგ საღეჭი ტაბლეტი მარწყვის არომატით №40

ნორაფლატ® ფორტე

Noraflat Forte

120მგ საღეჭი ტაბლეტი მარწყვის არომატით №40

სიმეტიკონი Normon, ესპანეთი
დან20.70 ₾
დიალაკი ფორტე, 240მგ ჟელატინის რბილი კაფსულა №20 (1X20)

დიალაკი ფორტე

DIALAC FORTE

240მგ ჟელატინის რბილი კაფსულა №20 (1X20)

სიმეტიკონი Laboratorios ALCALA FARMA, ესპანეთი
დან24.68 ₾
დიალაკი, 120მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №40 (2X20)

დიალაკი

DIALAC

120მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №40 (2X20)

სიმეტიკონი Laboratorios ALCALA FARMA, ესპანეთი
დან26.39 ₾
ულგასიმი, 240მგ კაფსულა #30

ულგასიმი

Ulgasim

240მგ კაფსულა #30

სიმეტიკონი ADAMED, პოლონეთი
დან38.49 ₾
დისფლატილი, 40 მგ/1მლ ფლაკონი 30მლ

დისფლატილი

DISPHLATYL

40 მგ/1მლ ფლაკონი 30მლ

სიმეტიკონი მედა ფარმაცევტიკალს
ურეცეპტო
ინფაკოლი, 40მგ/მლ ორალური სუსპენზია 50მლ ფლაკონში

ინფაკოლი

infacol

40მგ/მლ ორალური სუსპენზია 50მლ ფლაკონში

სიმეტიკონი Forest Laboratories, დიდი ბრიტანეთი
ურეცეპტო
საბ სიმპლექსი, 69.19მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შუშის ფლაკონში საწვეთურით

საბ სიმპლექსი

SAB SIMPLEX

69.19მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შუშის ფლაკონში საწვეთურით

სიმეტიკონი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით
სიმეტიკონი ნორმონი, 120მგ საღეჭი ტაბლეტი №40

სიმეტიკონი ნორმონი

SIMETHICONE NORMON

120მგ საღეჭი ტაბლეტი №40

სიმეტიკონი Normon, ესპანეთი
ურეცეპტო
სიმფენოლი, 30მლ წვეთები მინის ფლაკონში დოზირებული პიპეტით

სიმფენოლი

Simfenol

30მლ წვეთები მინის ფლაკონში დოზირებული პიპეტით

სიმეტიკონი BION Corporation, დიდი ბრიტანეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

ესპუმიზანი® ექსტრა წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებულ გრანულებს, რომლებიც შეიცავს სიმეთიკონს – ქაფის ჩამქრობი თვისებების მქონე ნივთიერებას. ესპუმიზანი® ექსტრა სწრაფად იხსნება პირის ღრუში, რაც ხელს უწყობს პრეპარატის შიგთავსის სწრაფად მოხვედრას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც იწყება სიმეთიკონის მოქმედება.

გამოყენების სფერო

აირების ჭარბწარმოქმნით (მეტეორიზმით), მუცლის შებერილობით ან გადავსების შეგრძნებით გამოწვეული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების სიმპტომური მკურნალობისთვის.

02

უკუჩვენებები

არ მიიღოთ ესპუმიზანი® ექსტრა შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატ ესპუმიზანი® ექსტრას მოქმედი ნივთიერების სიმეთიკონის ან ესპუმიზანი® ექსტრას სხვა კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ესპუმიზანი® ექსტრას მიღებისას

აირების მომატებულ გამოყოფასთან დაკავშირებული ჩივილები შეიძლება იყოს კუჭ- ნაწლავის ტრაქტის მხრივ უფრო სერიოზული პრობლემების ნიშანი. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს, როგორც მუცელში მოჭერის ან გადავსების შეგრძნება, ბოყინი, ~ყურყური~ მუცელში და მუცლის შებერილობა. აღნიშნული ჩივილების გამოვლენის ან ხანგრძლივი ხასიათის მიღების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა, რომელიც დაადგენს, არის თუ არა აღნიშნული სიმპტომები დაავადების ნიშნები, რომელიც საჭიროებს შემდგომ მკურნალობას.

03

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ არსებობს.

04

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ესპუმიზანი® ექსტრას მიღების შეზღუდვები არ არსებობს.

05

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა არ არის საჭირო..

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესპუმიზანი® ექსტრას ზოგიერთი კომპონენტის შესახებ აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს სორბიტს. შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში ესპუმიზანი® ექსტრას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

06

მიღების წესი და დოზირება

თუ არ გაქვთ დანიშნული მიღების განსხვავებული რეჟიმი, ესპუმიზანი® ექსტრა ყოველთვის მიიღება ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის მკაცრად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები და მოზარდები 14 წლის ასაკიდან ზემოთ ღებულობენ ერთი პაკეტის შიგთავსს ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება შეიძლება აგრეთვე ძილის წინ.

თუ საჭიროა, დოზის გაზრდა შეიძლება 2 პაკეტამდე ერთ მიღებაზე. არ მიიღოთ დღეში 6 პაკეტზე მეტი (რაც შეესაბამება 750 მგ სიმეთიკონს).

6-14 წლის ასაკის ბავშვები ღებულობენ ერთი პაკეტის შიგთავსს ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება შეიძლება აგრეთვე ძილის წინ.

არ მიიღოთ დღეში 3 პაკეტზე მეტი (რაც შეესაბამება 375 მგ სიმეთიკონს).

6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ჩვილებისთვის არსებობს სხვა სამკურნალწამლო ფორმები.

გრანულები გადაიტანეთ პირდაპირ ენაზე და გადაყლაპეთ. სურვილისამებრ პრეპარატის მიღება შეიძლება წყლის მიყოლებით.

გამოყენების ხანგრძლივობა

გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების დინამიკაზე.

საჭიროების შემთხვევაში ესპუმიზანი ექსტრას მიღება შეიძლება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ჩივილების შენარჩუნების შემთხვევაში, გაეცანით მე-2 პარაგრაფს ~სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ესპუმიზანი® ექსტრას მიღებისას~.

07

ჭარბი დოზირება

ესპუმიზანი® ექსტრას მიღებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არასასურველი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. სიმეთიკონი დიდი რაოდენობითაც კი გადაიტანება სიმპტომების გარეშე.

თუ დაგავიწყდათ ესპუმიზანი® ექსტრას მიღება

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატის გამოტოვებული დოზა.

თუ შეწყვიტეთ ესპუმიზანი® ექსტრას მიღება

ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, ჩივილები განახლდეს.

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

08

გვერდითი მოვლენები

სიმეთიკონის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება დღემდე არ აღნიშნულა.

იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდითი მოქმედებას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

09

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი ესპუმიზანი® ექსტრა არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია პაკეტზე და დასაკეც მუყაოს კოლოფზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

10

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

პრეპარატ ესპუმიზანი® ექსტრას შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის სიმეთიკონი. თითო პაკეტი შეიცავს 125 მგ სიმეთიკონს.

პრეპარატის სხვა კომპონენტებია: სორბიტი, ტალკი, ვაშლის მჟავა, ლიმონის არომატიზატორი, ქლიავის არომატიზატორი.

ესპუმიზანი® ექსტრა არის თეთრი ფერის ფხვიერი გრანულები.

ესპუმიზანი® ექსტრა გაიცემა შეფუთვით 0.8 გ გრანულების შემცველი 8, 14 და 28 პაკეტით.

შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

11

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

http://www.espumisan.ge/

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.