- მოქმედი ნივთიერება
- სიმეტიკონი (Simethicone)
- მწარმოებელი
- ავერსი ფარმა, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ავერსი ფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
კოლინი კაფსულა 40მგ #30
0.35 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗10.63 ₾
12.50 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
კოლინი კაფსულა 40მგ #30
0.35 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗10.63 ₾
12.50 ₾
-
PSP
კოლინი - Colin 40მგ 30 კაფსულა
0.41 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗12.40 ₾
-
ავერსი
კოლინი 40მგ #30კაფს
0.41 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗12.41 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: სიმეტიკონი. ჯერ ყველაზე იაფი.
ესპუმიზანი®
Espumisan®
40მგ კაფსულა #25
ესპუმიზანი ® ექსტრა
Espumisan® Extra
125 მგ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №14
ესპუმიზანი® L
Espumisan® L
40მგ/მლ ემულსია ფლაკონი 30 მლ
კოლინი
COLIN
40მგ/მლ 30მლ სუსპენზია
მეტიგასტი
140მგ კაფსულა №20
დიალაკი
DIALAC
40მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბანანის გემოთი ქარვისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1
ბობოტიკი
BOBOTIC
66.66 მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონში
ესპუმიზანი ბეიბი
Espumizan Baby
100მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები,ემულსია ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1
ნორაფლატ® ფორტე
Noraflat Forte
120მგ საღეჭი ტაბლეტი მარწყვის არომატით №40
დიალაკი ფორტე
DIALAC FORTE
240მგ ჟელატინის რბილი კაფსულა №20 (1X20)
დიალაკი
DIALAC
120მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №40 (2X20)
ულგასიმი
Ulgasim
240მგ კაფსულა #30
დისფლატილი
DISPHLATYL
40 მგ/1მლ ფლაკონი 30მლ
ინფაკოლი
infacol
40მგ/მლ ორალური სუსპენზია 50მლ ფლაკონში
საბ სიმპლექსი
SAB SIMPLEX
69.19მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შუშის ფლაკონში საწვეთურით
სიმეტიკონი ნორმონი
SIMETHICONE NORMON
120მგ საღეჭი ტაბლეტი №40
სიმფენოლი
Simfenol
30მლ წვეთები მინის ფლაკონში დოზირებული პიპეტით
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
სიმეთიკონს – 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171), Brilliant Blue FCF (E 133).
სუსპენზიის 1 მლ შეიცავს:
სიმეთიკონის ემულსიას, 40 მგ სიმეთიკონის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის ბენზოატი, დინატრიუმის ედეტატი, თხევადი სორბიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ანისულის ზეთი, ნარევი Avicel RC–591 (მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა), საღებავი Sunset Yellow FCF (E 110), გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
კაფსულა: გაუმჭვირვალე, მყარი ჟელატინის კაფსულა თეთრი ფერის კორპუსითა და ლურჯი ფერის თავსახურით, შევსებული თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის ფხვნილით;
სუსპენზია: ნარინჯისფერი ტკბილი სუსპენზია არომატული სუნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კოლინი წარმოადგენს მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოსა და საჭმლის ფაფაში არსებული გაზის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, აბრკოლებს მათ წარმოქმნას და ხელს უწყობს დაშლას. გამოთავისუფლებული გაზის ბუშტუკები შეიწოვება ნაწლავის კედლის ლორწოვანი გარსის მიერ ან გამოიყოფა უცვლელი სახით ნაწლავების პერისტალტიკის საშუალებით. შედეგად მცირდება აირების საერთო რაოდენობა და წნევა ნაწლავის სანათურში. გარდა ამისა, სიმეთიკონი წარმოქმნის დამცავ შრეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე და იცავს ლორწოვან გარსს აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარებისას სიმეთიკონი ხელს უშლის გამოსახულების ხარვეზებით მიღებას, რაც განპირობებულია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გაზის ბუშტუკებისა და ქაფის წარმოქმნით.
ფარმაკოკინეტიკა
სიმეთიკონი ქიმიურად ინერტულია, არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საჭმლის მომნელებელი სისტემის გავლის შემდეგ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.
ჩვენებები
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების ჭარბი წარმოქმნა და დაგროვება (მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის შებერილობა, აეროფაგია, რემხელდის სინდრომი, პოსტოპერაციულ პერიოდში გაზების წარმოქმნა);
- რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი და ინსტრუმენტული მეთოდებით მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების კვლევის მოსამზადებელი პერიოდი;
- ტენსიდებით, სინთეტიკური სარეცხი საშუალებებით მოწამვლა.
მიღების წესი და დოზირება
კოლინი მიიღება პერორალურად საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში - ძილის წინ.
მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 1-2 კაფსულა ან 25-50 წვეთი 3-5-ჯერ დღეში, ჩვილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 10-15 წვეთი 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ.
სუსპენზია მიღების წინ შეანჯღრიეთ!
დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად:
გამოკვლევის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე მიიღება 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში და 2 კაფსულა დილას გამოკვლევის დღეს უზმოზე, ან 50 წვეთი 3-ჯერ დღეში, გამოკვლევამდე 2 დღის განმავლობაში, 50 წვეთი უზმოზე, დილით, გამოკვლევის დღეს და 50 წვეთი უშუალოდ გამოკვლევის წინ.
სინთეტიკური სარეცხი საშუალებით მოწამვლის დროს კოლინის დოზა განისაზღვრება ინტოქსიკაციის სიმძიმით (არა ნაკლებ 320 მგ).
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი (ცალკეულ შემთხვევებში).
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ნაწლავების გაუვალობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები.
ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელია კოლინის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის რეკომენდაციით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბციის არარსებობის გამო მისი ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედება და დედის რძეში გადასვლა არ არის მოსალოდნელი.
განსაკუთრებული მითითებები
კოლინის სუსპენზია არ შეიცავს საქაროზას, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტით ან საჭმლის მონელების დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
რეკომენდებული არ არის პრეპარატის ხანგრძლივი მიღება დიდი დოზებით ანტაციდებთან ერთად.
შენახვის პირობები
კაფსულა: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სუსპენზია: ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სუსპენზია ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
კაფსულა: 2 წელი.
სუსპენზია: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი).
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
მეტეოსპაზმილი
Meteospasmyl
კაფსულა #30
დოპროკინი S
Doprokin-S
60მლ ორალური სუსპენზია მინის ფლაკონში საზომი ჭიქით
სიმალგელ
Simalgel
(405მგ+100მგ+125მგ)/5მლ 300მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ხუფით
დოპროკინი
DOPROKIN
10მგ ტაბლეტი №20
კოლიკ-ეზი
Colic EZ
წვეთები 30მლ
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.