8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02450 ურეცეპტო

პმს-დომპერიდონი 10მგ

pms- DOMPERIDONE

10მგ ტაბლეტი #500

მოქმედი ნივთიერება
დომპერიდონი (Domperidone)
მწარმოებელი
Pharma science, კანადა
იმპორტიორი საქართველოში
G P C - ჯენერიკ მედიკამენტები
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: დომპერიდონი. ჯერ ყველაზე იაფი.

დომპერიდონ ბიოგარანი, 10მგ ტაბლეტი №20

დომპერიდონ ბიოგარანი

10მგ ტაბლეტი №20

დომპერიდონი ანფარმა, პოლონეთი
დან13.35 ₾
იმირანი, 10მგ ტაბლეტი №20

იმირანი

10მგ ტაბლეტი №20

დომპერიდონი მედოქემი, კვიპროსი
დან17.67 ₾
ბიგეტრიკი, ტაბლეტი #20

ბიგეტრიკი

BIGETRIC

ტაბლეტი #20

დომპერიდონი CASASCO laboratories, არგენტინა
დან19.23 ₾
დომპერიდონი ABC, 10მგ ტაბლეტი №30

დომპერიდონი ABC

Domperidone ABC

10მგ ტაბლეტი №30

დომპერიდონი ABC PHARMACEUTICI, იტალია
დან24.65 ₾
ეზოფლუქსი, 10მგ ტაბლეტი №20

ეზოფლუქსი

10მგ ტაბლეტი №20

დომპერიდონი მედოქემი, კვიპროსი
დან29.69 ₾
ბრიულიუმ ლინგვატაბსი, 10მგ პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი №20

ბრიულიუმ ლინგვატაბსი

BRULIUM LINGUATABS

10მგ პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი №20

დომპერიდონი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ბრიულიუმი 1მგ/მლ, 1მგ/მლ 100 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ბოთლი N1

ბრიულიუმი 1მგ/მლ

Brulium 1mg/ml

1მგ/მლ 100 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ბოთლი N1

დომპერიდონი Medinfar, პორტუგალია
ურეცეპტო
ბრიულიუმი ლინგვატაბსი, 10მგ ტაბლეტი #20

ბრიულიუმი ლინგვატაბსი

Brulium lingvatabs

10მგ ტაბლეტი #20

დომპერიდონი Brupharmexport, ბელგია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

პრეპარატი პმს-დომპერიდონი (pms-DOMPERIDONE) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დომპერიდონის მალეატს.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

პმს-დომპერიდონი ახდენს ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას, ამშვიდებს სლოკინს, ხსნის გულისრევის შეგრძნებას. იგი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მოტორულ ფუნქციას და აჩქარებს კუჭის დაცლას.

03

ჩვენებები

სხვადასხვა წარმომავლობის გულისრევა, ღებინება, სლოკინი. კუჭის და ნაწლავების ოპერაციის შემდგომი ჰიპოტონია და ატონია, სანაღვლე გზების დისკინეზია, მეტეორიზმი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, დისპეფსიის სხვადასხვა სახეები.

04

მიღების წესი და დოზირება

5წლის ზევით ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში ინიშნება 10მგ 3-ჯერ დღეში. ჭამამდე 15-30წთ-ით ადრე, ხოლო აუცილებლობისას დამატებით 10მგ ძილის წინ. გულისრევისა და ღებინების მწვავე შემთხვევებში, გამოხატული დისპეფსიის დროს ინიშნება 20მგ 3-4-ჯერ დრეში. თირკმელის უკმარისობის დროს პრეპარატის მიღების ჯერადობა უნდა შემცირდეს.

05

გვერდითი მოვლენები

  • მომატებული აგზნებადობა ან ექსტრაპირამიდული დარღვევები, თავის ტკივილი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი, პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება;
  • ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი;
  • სისხლის პლაზმაში პროლაქტინის დონის მომატება, გალაქტორეა, გინეკომასტია.
06

უკუჩვენებები

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაწლავების მექანიკური გაუვალობა, კუჭის ან ნაწლავების პერფორაცია, პროლაქტინომა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 5 წლამდე ასაკი, ალერგიული რეაქცია დომპერიდონის ან ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.

07

განსაკუთრებული მითითებები

პმს-დომპერიდონი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევების დროს.

08

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ანტაციდებთან და ანტისეკრეტორულ პრეპარატებთან (ციმეტიდინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი) ერთდროული მიღებისას მცირდება პმს-დომპერიდონის ბიოშეღწევადობა. ანტიქოლინერგული საშუალებები თრგუნავენ პმს-დომპერიდონის მოქმედებას. ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (აზოლების ჯგუფი), მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები იწვევენ სისხლის პლაზმაში დომპერიდონის დონის მომატებას.

09

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30C°) მშრალ, სინათლისა და ტენისგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილაზე.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.