მონოგრაფია Nº 03045 ურეცეპტო
უბიმოლი-400
UBIMOL-400
400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100
- მოქმედი ნივთიერება
- იბუპროფენი (Ibuprofen)
- მწარმოებელი
- Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი აი იმპექსი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: იბუპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.
ნუროფასტი
400მგ №20
იბუპროფენი
Ibuprofen
400მგ ტაბლეტი #500
იბუ-ბეიბი
60მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10
ნუროფენი®
NUROFEN®
200მგ ტაბლეტი #20
ნუროფენ ფორტე
NUROFEN FORTE
400მგ ტაბლეტი #12
Ibu-Fort
40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1
ადვილ ლიქვი-გელი
200მგ სპრეი 20 კაფსულა №20
ნუროფენ ექსპრესი
200მგ კაფსულა №16
იბუპროფენი დენკი 600მგ
Ibuprofen Denk 600mg
600მგ ტაბლეტი №20
იბუპროფენი ნორმონი სუსპენზია
Ibuprofen Normon Suspension
100მგ/5მლ 200 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში
მიგ ფორტე საბავშვო
40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1
პაიდოფებრილი
20მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 200 მლ
იბუფენი
IBUFEN
100მგ/5მლ 100გ პერორალური სუსპენზია ფორთოხლის არომატით ბავშვებისთვის
მიგოფენი
400მგ ტაბლეტი №10
მიგ ® 400
MIG® 400
400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი N20;N30;N50
ინფორინი
Inforin
400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ბრუფენ რაპიდი
Brufen Rapid
400 მგ-იანი რბილი კაფსულა #10
სიაფენი
100მგ/5მლ სუსპენზია ფლაკონი №1 120მლ
ნუროფენ ექსპრეს ფორტე
400მგ კაფსულა №10
ჯოინტრალი
100მგ/გ გელი 1 ტუბი №1
რადიანი B
კრემი ტუბი №1 100გრ
ნუროფენი საბავშვო
NUROFEN FOR CHILDREN
100მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში
პერუფენი
PERUFEN
400 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №10
იბუპროფენი ნორმონი
Ibuprofen Normon
600მგ ტაბლეტი №30
რადიანი B იბუპროფენი
5% გელი ტუბი №1 30გრ
ნუროფენი
150მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 150 მლ
იბუპროფენ ნორმონი
600მგ ტაბლეტი საღეჭი 40 ტაბლეტი №40
დოლგიტი
5% გელი №1 50გრ
ფენოგელი
FENOGEL
(50მგ + 30მგ) 40; 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
გინენორმი
GINENORM
0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისთვის – 100 მლ #5
ალგოფლექს ბეიბი
Algoflex Baby
20მგ/მლ 100მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შპრიც დოზატორთან ერთად
ალგოფლექს ფორტე
ALGOFLEX FORTE
600მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
ბებიტი
BEBIT
100მგ/5მლ 100მლ სუსპენზია
ბრუფენ რაპიდი
Brufen Rapid
200 მგ-იანი რბილი კაფსულა #10
იბუდექსი
IbuDex
200მგ ტაბლეტი #20
იბუპარ ფორტე
IBUPAR FORTE
400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
იბუპროფენ დენკი 400
Ibuprofen Denk 400
400 მგ ტაბლეტი #100
იბუპროფენ-გრინდექსი
IBUPROFEN-GRINDEKS
400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი
Ibuprofen (Arginin) Normon
400 მგ პაკეტი #30
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი
Ibuprofen (Arginin) Normon
600 მგ პაკეტი #30
იბუპროფენი აფლოფარმი
IBUPROFEN AFLOFARM
400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20
იბუპროფენი ნორმონი
Ibuprofen Normon
400მგ ტაბლეტი №30
იბუფენი D
IBUFEN D
100 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისათვის 120 მლ ფლაკონში
ინფორინი
Inforin
100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ქარვისფერი პეტ-ის ბოთლი №1 საზომ შპრიცთან ერთად
მიგ საბავშვო
MIG for children
100 მგ/5 მლ 100 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 6 თვიდან 9 წლამდე ასაკის ბავშებისათვის მარწყვის არომატით
მიგ საბავშვო ფორტე
MIG® for children
40 მგ/მლ, შიგნით მისაღების სუსპენზია
ნოვექსი იბუპროფენი
Novex Ibuprofen
100მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი 3 თვიდან 12 წლამდე ბავშვებისათვის ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
პერუფენი
PERUFEN
200 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №20
პერუფენი
PERUFEN
20მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია (უშაქრო) მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
პერუფენი
Perufen
100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი ბავშვებისათვის მინის ბოთლი №1
უბიმოლი-200
UBIMOL-200
200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100
ინსტრუქცია
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემცველობა:
იბუპროფენი B.P. 400მგ
არა-აქტიური ნივთიერებები:
ლაქტოზა B.P.……………..............................56.00 მგ
სახამებელი (მშრალი ნარევვი) B.P. ….......172.00 მგ
გამოხდილი წყალი BP ……….........................საკმ.რ.
მაგნიუმის სტერეატი B.P...……………..........8.00 მგ
სილიკონის კოლოიდური დიოქსიდი B.P.....4.00 მგ
ტალკი BP ………………..………..................10.00 მგ
ჩვენებები
იბუპროფენის ტაბლეტები ნაჩვენებია რევმატიული ართრიტის და ოსტეოართრიტის ნიშნებისა და სიმპტომების მოსახსნელად, მსუბუქიდან საშუალომდე ტკივილისას. იგი ასევე ნაჩვენებია პირველადი დისმენორეას სამკურნალოდ. იმის გამო, რომ კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ასპირინთან ერთად იბუპროფენის გამოყენების დადებითი ან უარყოფითი შედეგების შესახებ არ ჩატარებულა, წამლების ეს კომბინაცია არ შეიძლება რეკომენდირებული იქნას. ასევე არაა ჩატარებული კონტროლირებადი კლინიკური კვლევები იბუპროფენის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები: არაუმეტეს 3,2გ/დღეში. თუ ადგილი აქვს GI დარღევას, მაშინ ეს წამალი უნდა მიიღოთ საჭმელთან ერთად. რევმატიული ართრიტისა და ოსტეოართრიტის დროს დოზები ინდივიდუალურია, 1,2-დან 3,2გ-მდე დღეში (300 მგ 4-ჯერ დღეში ან 400მგ, 600მგ, ან 800 მგ 3-4-ჯერ დღეში). ქრონიკული დაავადებისას ზოგჯერ თერაპიული ეფექტი დგება რამდენიმე დღეში ან ერთ კვირაში, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში – 2 კვირაში. საერთოდ, რევმატიული ართრიტის მქონე პაციენტებს უფრო მაღალი დოზები ესაჭიროებათ, ვიდრე ოსტეოართრიტის შემთხვევაში.
საშუალოდან მწვავე ტკივილის შემთხვევაში წამლის აუცილებელი დოზაა 400მგ ყოველ 4-6 საათში.
პირველადი დისმენორეას შემთხვევაში წამლის აუცილებელი დოზაა 400მგ ყოველ 4 საათში.
OTC გამოყენება (მსუბუქი ტკივილები, დისმენორეა, ციების შემსუბუქება): 200მგ ყოველ 4-6 საათში, თუკი სიმპტომები ძლიერდება. თუ ტკივილსა და ციებაზე 200მგ-იანი დოზა ნაკლებად ეფექტურია, მაშინ შეიძლება მიიღოთ 400მგ. ამავდროულად, დოზის ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 1,2გ-ს 24 საათში. ამ წამლის გამოყენება 10 დღეზე მეტ ხანს ტკივილების შემთხვევაში და 3 დღეზე მეტ ხანს ციების შემთხვევაში, ექიმის რჩევის გარეშე არ შეიძლება.
ბავშვები: მსუბუქი ანალგეტიკური ან ანტიპირეტული საშუალების სახით: 10-15მგ/კგ დოზა ყოველ 4-6 საათში.
მოზარდებში რევმატიული ართრიტის შემთხვევაში: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 30-დან 70მგ/კგ/დღეს 3 ან 4 დაყოფილ დოზებად, დაავადების მსუბუქი ფორმისას შეიძლება ადეკვატური აღმოჩნდეს 20მგ/კგ/დღე დოზა.
ციების შემსუბუქებისათვის: (6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის) დოზა რეგულირდება თავდაპირველი ტემპერატურის დონის მიხედვით.
უკუჩვენებები
იბუპროფენი უკუნაჩვენებია აქტიური კუჭის წყლულის, GI სისხლდენის მქონე და ჰიპერმგრძობიარე პაცენტებისათვის.
გვერდითი მოვლენები
წამლები და მათი შესაძლო გვერდითი ეფექტები შესაძლოა ინდივიდუალურად ზემოქმედებდნენ პაციენტებზე. იბუპროფენის გამოყენებით გამოწვეული ცნობილი გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ. უნდა აღინიშნოს, რომ სია შეიძლება არასრული იყოს და რომ ყველა პირს, ვინც ამ წამლით მკურნალობს, გამოუვლინდება რომელიმე მათგანი.
თავის ტკივილი
გამონაყარი კანზე
სისხლის მიმოქცევის დარღვევები
კუჭნაწლავის დარღვევები, როგორიცაა დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი
დისპეპსია
სითხის შეკავება ორგანიზმის ქსოვილებში
თავბრუსხვევა
თირკმლის დარღვევები
კანის გარე შრის დაზიანება (ეპიდერმული ნეკროლიზი)
კუჭნაწლავური სისხლდენა
ღვიძლის დარღვევები
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ტუჩების, ენის, ყელის შეშუპება (ანგიოედემა) ან სასუნთქი გზების შევიწროება (ბრონქოსპაზმა)
კუჭის ან დუოდენალური წყლული
სპეციალური გაფრთხილებები
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა დაბინდული ან გაფანტული მხედველობა, სქოტომატა და/ან ცვლილებები ფერების გარჩევაში. იბუპროფენის ტაბლეტების მიღებისას ასეთი გართულებების წარმოშობის შემთხვევაში, მისი მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა გაიაროს ოფტალმოლოგიური შემოწმება, რაც მოიცავს მხედველობის ცენტრალური არეებისა და ფერების გარჩევადობის შემოწმებებს.
იბუპროფენის მიღებისას გამოვლინდა ასევე სითხის შეკავებისა და ედემას შემთხვევები, ამიტომ ეს მედიკამენტი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კარდიალური დეკომპენსაცია ან ჰიპერტენზია.
იბუპროფენმა, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო აგენტების მსგავსად, შეიძლება პლატერელური აგრეგაციის ინჰიბიცია გამოიწვიონ, მაგრამ რაოდენობრივად ეს ეფექტი უფრო ნაკლები და ხანმოკლეა, ვიდრე ასპირინის შემთხვევაში. დადგენილია, რომ იბუპროფენი ახანგრძლივებს სისხლდენის დროს (მაგრამ ნორმალურ ფარგლებში) ჯანმრთელ პირებში. იმის გამო, რომ გახანგრძლივებული სისხლდენის ეფექტი შეიძლება ზედმეტად მოჭარბებული აღმოჩნდეს ჰომოსტატური დეფექტების მქონე პაციენტებში, იბუპროფენი სიფრხილის დაცვით უნდა მიეცეს სისხლის შედედების დარღვევების მქონე პაციენტებს და მათ, ვინც ანტიკოაგულანტებით მკურნალობს.
იმ პაციენტებმა, ვინც იბუპროფენს სისტემატურად მოიხმარს, უნდა აცნობონ ექიმს კუჭნაწლავური წყლულის, სისხლდენის, დაბინდული მხედველობის ან თვალის სხვა დარღვევების, კანზე გამონაყარის, წონაში მომატების ან ედემას ნიშნების წარმოშობის შესახებ. დაავადების გართულების ან თირკმლის უკმარისობის თავიდან ასაცილებლად, პაიენტებმა, რომლებიც ხანგრძლივი დროით მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით, შეწყვეტამდე თანდათანობით უნდა შეამცირონ მათი მიღება, თუკი თერაპიული კურსი იბუპროფენის მიღებასაც ითვალისწინებს.
იმის გამო, რომ იბუპროფენი თირკმელებით გამოიყოფა, თირკმელის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევების მქონე პაციენტები მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ ამ პრეპარატის მიღებისას და მათთვის შესაძლოა საჭირო გახდეს წამლის დოზის შემცირება ორგანიზმში მისი დაგროვების თავიდან ასაცილებლად. იბუპროფენის უსაფრთხოების პერსპექტიული კვლევები ქრონიკული თირკმელური დარღვევების მქონე პაციენტებისათვის არ ჩატარებულა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
კომარინის ტიპის ანტიკოაგულანტები: რამდენიმე მოკლევადიანი კონტროლირებადი კვლევით ვერ დადგინდა, რომ იბუპროფენი მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას ახდენს პროთრომბინის დროზე ან შედედების სხვა ფაქტორებზე, როდესაც ეს პრეპარატი პაციენტებს ეძლევა კომარინის ტიპის ანტიკოაგულანტებან ერთად. მაგრამ, იმის გამო, რომ იბუპროფენისა და სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი აგენტების მიღებისას კომარინის ტიპის ანტიკოაგულანტებან ერთად, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა სისხლდენები, ექიმებმა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტონ, მიეცეს თუ არა პაციენტებს იბუპროფენი ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში.
ასპირინი: ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გვიჩვენა, რომ ასპრინის მიცემა არასტეროიდულ ანტიანთებით აგენტებთან, მათ შორის იბუპროფენთან ერთად, ამცირებს ანტი-ანთებით ეფექტს და ამავროულად ამცირებს არა-ასპირინის წამლის დონეს სისხლში. ერთჯერადი დოზის ბიოშეღწევადობის კვლევებმა ჯანმრთელ პირებში, ვერ დაადგინა ასპირინის ეფექტი იბუპროფენის დონეებზე სისხლში. კორრელაციური კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
მეტოტრექსატი: იბუპროფენი, აგრეთვე სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი წამლები, სავარაუდოდ, ამცირებენ მეტოტრექსატის ტუბულარულ სეკრეციას, როგორც ეს გვიჩვენა ბოცვრებზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა. ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ იბუპროფენს შეუძლია გაზარდოს მეტოტრექსატის ტოქსიკურობა. ამიტომ, სიფრთხილის დაცვაა საჭირო იბუპროფენისა და მეტოტრექსატის კომბინირებული მიცემისას პაციენტებისათვის.
H-2 ანტაგონისტები: მოხალისე პირებზე ჩატრებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ციმეტიდინის ან რანიტიდინისა და იბუპროფენის კომბინირებული მიცემა პაციენტისათვის, არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას იბუპროფენის კონცენტრაციზე შრატში.
ფუროსემიდი: კლინიკური კვლვებითა და რანდომიზებული დაკვირვებებით დადგენილია, რომ იბუპროფენმა შეიძლება შეამციროს ფუროსემიდისა და ტრიაზიდების ნატრიურეტიკული ეფექტი ზოგიერთ პაციენტში. ეს სავარაუდოდ გამოწვეულია თირკმელური პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიციით. ამ წამლების იბუპროფენთან ერთად მიცემისას, პაციენტი მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს რენალური დარღვევების ნიშნების გამოვლენის მხრივ, და ასევე დიურეტიკული ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით.
ლითიუმი: იბუპროფენი ზრდის ლითიუმის დონეს პლაზმაში და ამცირებს რენალური ლითიუმის კლირენსს, როგორც ეს გვიჩვენა 11 ჯანმრთელ მოხალისეზე ჩატარებულმა კვლევამ. იბუპროფენთან ერთად მიცემისას, ლითიუმის საშუალო მინიმალური კონცენტრაცია გაიზარდა 15%-ით, რენალური კლირენსი კი შემცირდა 19%-ით.
ეს ეფექტი გამოწვეულია იმით, რომ იბუპროფენი ახდენს რენალური პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიციას. ამდენად, იბუპროფენისა და ლითიუმის კომბინაციური მიცემისას, პაციენტები დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ, რომ არ გამოუვლინდეთ ლითიუმით მოწამვლის ნიშნები (ამ კომბინაციით თერაპიის დაწყებამდე, გაეცანით ლითოუმის მომზადების ინსტრუქციებს)
შენახვა: ინახება გრილ, მშრალ და ბნელ ადგილზე, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი
გაიცემა ექიმის რეცეპტით
მწარმოებელი: “უმედიკა ლაბორატორიზ პვტ. ლტდ.” ნაკვეთი #221, ჯი-აი-დი-სი, ვაპი – 396 195, გუჯარათი, ინდოეთი
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დიპ რილიფი
50მგ+30მგ გელი ტუბი №1 50გრ
ბიოფენი ექსტრა
325მგ+400მგ ტაბლეტი №10
ბიოფენი
№10
იბუტამოლი დუო
500მგ+200მგ ტაბლეტი №20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.