მონოგრაფია Nº 04558 ურეცეპტო
ნოვექსი იბუპროფენი
Novex Ibuprofen
100მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი 3 თვიდან 12 წლამდე ბავშვებისათვის ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
- მოქმედი ნივთიერება
- იბუპროფენი (Ibuprofen)
- მწარმოებელი
- ჰერბიონ ფარმა, პაკისტანი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
- იმპორტიორი საქართველოში
- ჰერბიონ ფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: იბუპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.
ნუროფასტი
400მგ №20
იბუპროფენი
Ibuprofen
400მგ ტაბლეტი #500
იბუ-ბეიბი
60მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10
ნუროფენი®
NUROFEN®
200მგ ტაბლეტი #20
ნუროფენ ფორტე
NUROFEN FORTE
400მგ ტაბლეტი #12
Ibu-Fort
40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1
ადვილ ლიქვი-გელი
200მგ სპრეი 20 კაფსულა №20
ნუროფენ ექსპრესი
200მგ კაფსულა №16
იბუპროფენი დენკი 600მგ
Ibuprofen Denk 600mg
600მგ ტაბლეტი №20
იბუპროფენი ნორმონი სუსპენზია
Ibuprofen Normon Suspension
100მგ/5მლ 200 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში
მიგ ფორტე საბავშვო
40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1
პაიდოფებრილი
20მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 200 მლ
იბუფენი
IBUFEN
100მგ/5მლ 100გ პერორალური სუსპენზია ფორთოხლის არომატით ბავშვებისთვის
მიგოფენი
400მგ ტაბლეტი №10
მიგ ® 400
MIG® 400
400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი N20;N30;N50
ინფორინი
Inforin
400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ბრუფენ რაპიდი
Brufen Rapid
400 მგ-იანი რბილი კაფსულა #10
სიაფენი
100მგ/5მლ სუსპენზია ფლაკონი №1 120მლ
ნუროფენ ექსპრეს ფორტე
400მგ კაფსულა №10
ჯოინტრალი
100მგ/გ გელი 1 ტუბი №1
რადიანი B
კრემი ტუბი №1 100გრ
ნუროფენი საბავშვო
NUROFEN FOR CHILDREN
100მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში
პერუფენი
PERUFEN
400 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №10
იბუპროფენი ნორმონი
Ibuprofen Normon
600მგ ტაბლეტი №30
რადიანი B იბუპროფენი
5% გელი ტუბი №1 30გრ
ნუროფენი
150მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 150 მლ
იბუპროფენ ნორმონი
600მგ ტაბლეტი საღეჭი 40 ტაბლეტი №40
დოლგიტი
5% გელი №1 50გრ
ფენოგელი
FENOGEL
(50მგ + 30მგ) 40; 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
გინენორმი
GINENORM
0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისთვის – 100 მლ #5
ალგოფლექს ბეიბი
Algoflex Baby
20მგ/მლ 100მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შპრიც დოზატორთან ერთად
ალგოფლექს ფორტე
ALGOFLEX FORTE
600მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
ბებიტი
BEBIT
100მგ/5მლ 100მლ სუსპენზია
ბრუფენ რაპიდი
Brufen Rapid
200 მგ-იანი რბილი კაფსულა #10
იბუდექსი
IbuDex
200მგ ტაბლეტი #20
იბუპარ ფორტე
IBUPAR FORTE
400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
იბუპროფენ დენკი 400
Ibuprofen Denk 400
400 მგ ტაბლეტი #100
იბუპროფენ-გრინდექსი
IBUPROFEN-GRINDEKS
400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი
Ibuprofen (Arginin) Normon
600 მგ პაკეტი #30
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი
Ibuprofen (Arginin) Normon
400 მგ პაკეტი #30
იბუპროფენი აფლოფარმი
IBUPROFEN AFLOFARM
400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20
იბუპროფენი ნორმონი
Ibuprofen Normon
400მგ ტაბლეტი №30
იბუფენი D
IBUFEN D
100 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისათვის 120 მლ ფლაკონში
ინფორინი
Inforin
100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ქარვისფერი პეტ-ის ბოთლი №1 საზომ შპრიცთან ერთად
მიგ საბავშვო
MIG for children
100 მგ/5 მლ 100 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 6 თვიდან 9 წლამდე ასაკის ბავშებისათვის მარწყვის არომატით
მიგ საბავშვო ფორტე
MIG® for children
40 მგ/მლ, შიგნით მისაღების სუსპენზია
პერუფენი
PERUFEN
200 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №20
პერუფენი
PERUFEN
20მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია (უშაქრო) მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
პერუფენი
Perufen
100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი ბავშვებისათვის მინის ბოთლი №1
უბიმოლი-200
UBIMOL-200
200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100
უბიმოლი-400
UBIMOL-400
400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100
ინსტრუქცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ფენილპროპიონის მჟავას წარმოებული. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.
მოქმედების მექანიზმი ანთების, ტკივილისა და ცხელების პათოგენეზში მთავარი როლის მქონე პროსტაგბლანდინების წინამორბედის არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის ძირითადი ფერმენტის ციკლოოქსიგენაზას აქტივობის დათრგოუნვასთან არის დაკავშირებული.
ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება განპირობებულია როგორც პერიფერიული (ირიბად, პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გზით), ასევე ცენტრალური მექანიზმით (რომელიც განპირობებულია პროსტაგბლანდინების სინთეზის დათრგუნვით ცენტრალურ და პერიფერიულ წერვულ სისტემაში). თრგუნვას თრომბოციტების აგრეგაციას.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების დროს ნოვექსი იბუპროფენი პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების ერთდროული მიღება ანელებს შეწოვის სიჩქარეს.
პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში (90%). T1/2 შეადგენს 2-3 საათს.დოზის 80% გამოიყოფა შარდთან ერთად უმეტესწილად მეტაბოლიტების სახით (70%), 10% - უცვლელი სახით; 20% გამოიყოფა ნაწლავის გავლით მეტაბოლიტების სახით.
ჩვენებები
ნოვექსი იბუპროფენს გააჩნია ძლიერი სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები უსაფრთხოების ფართო პროფილით.
პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს:
– ცხელება, რომელიც დაკავშირებულია ზედა სასუნთქი გზების ინფექციებთან და სხვა დარღვევებთან;
– იუვენილური რევმატოიდული ართრიტი;
– რბილი ქსოვილების ანთება;
– ტრავმული ანთებები და არასპეციფიკური ტკივილები.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარტს იღებენ შიგნით.
დოზა დამოკიდებულია ზავშვის მასაზე.
ცხელებისას და ტკივილის სინდრომის დროს პრეპარატს ნიშნავენ 5-10 მგ/კგ სხეულის მასისა დოზით 3-4 ჯერ/დღე-ღამეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ/კგ სხეულის მასას.
ასაკი
სხეულის მასა
დოზა
მაქსიმალური
სადღეღამისო დოზა
3 - 6 თვე
6-12 თვე
1-4 წელი
4-7 წელი
7-10 წელი
10-12 წელი
5 კგ-ზე ნაკლები
6-10 კგ
10-15 კგ
15-20 კგ
21-29 კგ
30-40 კგ
50 მგ (2.5 მლ) 3 ჯერ დღეში
50 მგ (2.5 მლ) 3-4 ჯერ დღეში
100 მგ (5 მლ) 3 ჯერ დღეში
150 მგ (7.5 მლ) 3 ჯერ დღეში
200 მგ (10 მლ) 3 ჯერ დღეში
300 მგ (15 მლ) 3 ჯერ დღეში
150 მგ
200 მგ
300 მგ
450 მგ
600 მგ
900 მგ
მითითებულ დოზას არ უნდა გადაამეტოთ.
ცხელების დროს იმუნიზაციის შემდეგ:
1 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში: პრეპარატს ნიშნავენ 50 მგ (2.5 მლ) დოზით;
1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: საჭიროებისას 6 საათის შემდეგ პრეპარატი შეიძლება დანიშნულ იქნას განმეორებით იგივე დოზით.
არ გამოიყენოთ 5 მლ-ზე მეტი 24 საათის განმავლობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: სიცხის დამწევი საშუალების სახით პრეპარატი არ უნდა მიღებულ იქნას 3 დღეზე მეტი ხნით, ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით - არაუმეტეს 5 დღის განმავლობაში.
თუ ცხელება (სხეულის მომატებული ტემპერატურა) ნარჩუნდება, მაშინ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
პრეპარატის გამოყენების წესები
სუსპენზია გამოყენებამდე გულმოდგინედ უნდა შენჯღრეულ იქნას.
სუსპენზიის ზუსტი დოზირებისთვის ფლაკონთან არის საზომი ჭიქა.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციები იშვიათად აღინიშნებოდა, თუმცა შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების გაჩენა.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ხშირად - გულისრევა, ანორექსია, ღებინება, ეპიგასტრიუმის არეში დისკომფორტის შეგრძნება, იშვიათად - სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
ცენტრალური ნერვულის სისტემის და პერიფერიული ნერვულისსისტემის მხრივ:
ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები, აგზნება, მხედველობის დარღვევები.
სისლმბადი სისტემის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია თირკმლების ფუნქციის დარღვევები.
ალერგიული რეაქციები: ხშირად - კანზე გამონაყარი, კვინკეს შეშუპება; იშვიათად - ასეპტიკური მენინგიტი (უფრო ხშირად აუტოიმუნური დაავადებების მქონე
პაციენტებში), ბრონქოსპასტიკული სინდრომი.
უკუჩვენებები
–- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში;
- მხედველობის ნერვის დაავადებები;
- ასპირინული ტრიადა;
- სისხლის წარმოქმნის დარღვევა;
- თირკმლების და/ან ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
- მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
არ შეიძლება ნოვექსი იბუპროფენის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში.
ორსულობის I და II ტრიმესტრებში გამოყენება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო ზიანს ნაყოფისთვის.
ნოვექსი იბუპროფენი უმნიშვნელო ოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.
შესაძლებელია ლაქტაციის დროს გამოყენება ტკივილებისა და სიცხის შემთხვევაში.
ხანგრძლივი გამოყენების ან მაღალ დოზებში (800 მგ/დღე-ღამე დოზაზე უფრო მაღალი) გამოყენების საჭიროებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების დროს
უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს.
პრეპარატი სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა გამოყენებულ იქნას 3-6 თვის ასაკის ბავშვებში, ბავშვის ანამნეზში ღვიძლის დაავადებების არსებობისას.
გამოყენება თირკმლების ფუნქციის დარღვევების დროს
უკუნაჩვენებია თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს.
პრეპარატი სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა გამოყენებულ იქნას 3-6 თვის ასაკის ბავშვებში, ბავშვის ანამნეზში თირკმლების დაავადებების არსებობისას.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლების თანმხლები დაავადებების, გულის ქრონიკული უკმარისობის, დისპეფსიური სიმპტომების დროს უშუალოდ მკურნალობის დაწყებამდე, უშუალოდ ქირურგიული ჩარევების შემდეგ, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენებზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებულ ალერგიულ რეაქციებზე მითითებების დროს.
მკურნალობის პროცესში საჭიროა ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციების, პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატიური კონტროლი.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: მუცლის ტკივილები, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, შუილი ყურებში, მეტაბოლური აციდოზი, კომა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, ტაქიკარდია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (მიღების შემდეგ მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში), აქტივირებული ნახშირის მიღება, ტუტოვანი სითხის მიღება, ფორსირებული დიურეზი; სიმპტომური თერაპია.
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება
ნოვექსი იბუპროფენის და ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენების დროს შესაძლებელია უკანასკნელთა მოქმედების გაძლიერება.
ერთდროული გამოყენების დროს წოვექსი იბუპროფენი ზრდის სისხლში დიგოქსინის, ფენიტოინის, მეტოტრექსატის, ლითიემის კონცენტრაციას.
ნოვექსი იბუპროფენი პრეპარატის დიურეზულ საშუალებებთან და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენების დროს შესაძლებელია უკანასკნელთა მოქმედების შესუსტება.
ერთდროული გამოყენების დროს ნოვექსი იბუპროფენი აძლიერებს მინერალოკორტიკოიდებისა და გლუკოკორტიკოიდების გვერდით ეფექტებს.
ვარგისობის ვადა
3 წელი, არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
პრეპარატის 120 მლ ქარვის ფერის შუშის ფლაკონში თავსახურით, რომელიც აღჭურვილია ბაშვების წვდომისგან დასაცავად; 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციითა და საზომი ჭიქით მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30“C ტემპერატურაზე;
დაიცავით სინათლისგან და სინესტისგან;
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დიპ რილიფი
50მგ+30მგ გელი ტუბი №1 50გრ
ბიოფენი ექსტრა
325მგ+400მგ ტაბლეტი №10
ბიოფენი
№10
იბუტამოლი დუო
500მგ+200მგ ტაბლეტი №20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.