მონოგრაფია Nº 02224 ურეცეპტო
ნუროფენი საბავშვო
NUROFEN FOR CHILDREN
100მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში
დან12.71 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- იბუპროფენი (Ibuprofen)
- მწარმოებელი
- რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ, დიდი ბრიტანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
- იმპორტიორი საქართველოში
- რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
100მგ/5მლ · 150მლ
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗12.71 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗12.71 ₾
-
GPC
ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗15.09 ₾
-
GPC
ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗15.09 ₾
-
ფარმადეპო
ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗15.09 ₾
-
ფარმადეპო
ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗15.09 ₾
100მგ/5მლ · 200მლ
-
GPC ყველაზე იაფი
ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 200მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗14.96 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 200მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗14.96 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 200მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗14.96 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 200მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗14.96 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: იბუპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.
ნუროფასტი
400მგ №20
იბუპროფენი
Ibuprofen
400მგ ტაბლეტი #500
იბუ-ბეიბი
60მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10
ნუროფენი®
NUROFEN®
200მგ ტაბლეტი #20
ნუროფენ ფორტე
NUROFEN FORTE
400მგ ტაბლეტი #12
Ibu-Fort
40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1
ადვილ ლიქვი-გელი
200მგ სპრეი 20 კაფსულა №20
ნუროფენ ექსპრესი
200მგ კაფსულა №16
იბუპროფენი დენკი 600მგ
Ibuprofen Denk 600mg
600მგ ტაბლეტი №20
იბუპროფენი ნორმონი სუსპენზია
Ibuprofen Normon Suspension
100მგ/5მლ 200 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში
მიგ ფორტე საბავშვო
40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1
პაიდოფებრილი
20მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 200 მლ
იბუფენი
IBUFEN
100მგ/5მლ 100გ პერორალური სუსპენზია ფორთოხლის არომატით ბავშვებისთვის
მიგოფენი
400მგ ტაბლეტი №10
მიგ ® 400
MIG® 400
400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი N20;N30;N50
ინფორინი
Inforin
400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ბრუფენ რაპიდი
Brufen Rapid
400 მგ-იანი რბილი კაფსულა #10
სიაფენი
100მგ/5მლ სუსპენზია ფლაკონი №1 120მლ
ნუროფენ ექსპრეს ფორტე
400მგ კაფსულა №10
ჯოინტრალი
100მგ/გ გელი 1 ტუბი №1
რადიანი B
კრემი ტუბი №1 100გრ
პერუფენი
PERUFEN
400 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №10
იბუპროფენი ნორმონი
Ibuprofen Normon
600მგ ტაბლეტი №30
რადიანი B იბუპროფენი
5% გელი ტუბი №1 30გრ
ნუროფენი
150მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 150 მლ
იბუპროფენ ნორმონი
600მგ ტაბლეტი საღეჭი 40 ტაბლეტი №40
დოლგიტი
5% გელი №1 50გრ
ფენოგელი
FENOGEL
(50მგ + 30მგ) 40; 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
გინენორმი
GINENORM
0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისთვის – 100 მლ #5
ალგოფლექს ბეიბი
Algoflex Baby
20მგ/მლ 100მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შპრიც დოზატორთან ერთად
ალგოფლექს ფორტე
ALGOFLEX FORTE
600მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
ბებიტი
BEBIT
100მგ/5მლ 100მლ სუსპენზია
ბრუფენ რაპიდი
Brufen Rapid
200 მგ-იანი რბილი კაფსულა #10
იბუდექსი
IbuDex
200მგ ტაბლეტი #20
იბუპარ ფორტე
IBUPAR FORTE
400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
იბუპროფენ დენკი 400
Ibuprofen Denk 400
400 მგ ტაბლეტი #100
იბუპროფენ-გრინდექსი
IBUPROFEN-GRINDEKS
400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი
Ibuprofen (Arginin) Normon
400 მგ პაკეტი #30
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი
Ibuprofen (Arginin) Normon
600 მგ პაკეტი #30
იბუპროფენი აფლოფარმი
IBUPROFEN AFLOFARM
400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20
იბუპროფენი ნორმონი
Ibuprofen Normon
400მგ ტაბლეტი №30
იბუფენი D
IBUFEN D
100 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისათვის 120 მლ ფლაკონში
ინფორინი
Inforin
100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ქარვისფერი პეტ-ის ბოთლი №1 საზომ შპრიცთან ერთად
მიგ საბავშვო
MIG for children
100 მგ/5 მლ 100 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 6 თვიდან 9 წლამდე ასაკის ბავშებისათვის მარწყვის არომატით
მიგ საბავშვო ფორტე
MIG® for children
40 მგ/მლ, შიგნით მისაღების სუსპენზია
ნოვექსი იბუპროფენი
Novex Ibuprofen
100მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი 3 თვიდან 12 წლამდე ბავშვებისათვის ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
პერუფენი
Perufen
100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი ბავშვებისათვის მინის ბოთლი №1
პერუფენი
PERUFEN
200 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №20
პერუფენი
PERUFEN
20მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია (უშაქრო) მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
უბიმოლი-200
UBIMOL-200
200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100
უბიმოლი-400
UBIMOL-400
400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ნუროფენი® საბავშვო
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: იბუპროფენი
ქიმიური დასახელება: (RS)-2-(4-იზობუთილფენილი)-პროპიონის მჟავა
სამკურნალო ფორმა: შიგნით მისაღები სუსპენზია [ფორთოხლის, მარწყვის]
სიროფის მაგვარი კონსისტენციის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის სუსპენზია ფორთოხლის ან მარწყვის სუნით.
შემადგენლობა
5 მლ სუსპენზია ნუროფენი® საბავშვო შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: 100 მგ იბუპროფენს და
დამხმარე ნივთიერებებს: პოლისორბატს 80,5 მგ, გლიცეროლს 0,5 მლ, მალტიტოლის სიროფს 1,625, ნატრიუმის საქარინატს 10 მგ, ლიმონმჟავას 20 მგ, ნატრიუმის ციტრატს 25,45 მგ, ქსანტინის გუმფისს 37,5 მგ, ნატრიუმის ქლორიდს 5,5 მგ, დომიფენის ბრომიდს 0,5 მგ, ფორთოხლის არომატიზატორს 2M16014 ან მარწყვის არომატიზატორს 500244 E 12,5 მგ, გასუფთავებულ წყალს 5 მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. (ასაპ)
ათქ კოდი: M01AE01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
იბუპროფენის მოქმედების მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს პროპიონის მჟავას წარმოებულს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (ასაპ) ჯგუფიდან, განპირობებულია პროსტოგლანდინების - ტკივილის, ანთების და ჰიპერთემიული რეაქციის მედიატორების სინთეზის ინჰიბირებით. არასელექტიურად ახდენს ციკლოოქსიგენაზა 1 (ცოგ-1) და ციკლოოქსიგენაზა 2-ის (ცოგ-2) ბლოკირებას, რის შედეგადაც ახდენს პროსტოგლანდინების სინთეზის შეფერხებას. გარდა ამისა, იბუპროფენი შექცევადად აინჰიბირენს თრომბოციტების აგრეგაციას.
ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. მაანალგეზირებელი მოქმედება უფრო გამოხატულია ანთებითი ხასიათის ტკივილის დროს. პრეპარატის მოქმედება გრძელდება 8 საათამდე.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია - მაღალი, სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (კნტ) (სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება - 90%). უზმოზე პრეპარატის მიღების შემდეგ მოზრდილებში იბუპროფენი აღინიშნება სისხლის პლაზმაში 15 წუთის შემდეგ, იბუპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 60 წუთის შემდეგ. საკვებთან ერთად პრეპარატის მიღებამ შეიძლება გაზარდოს მაქსიმალური კონცენტაციის მიღწევის დრო (თჩ მახ) 1-2 საათამდე. ნახევრად გამოყოფის პერიოდი (თ1/2) - 2 სთ. ნელა აღწევს სახსრების ღღუში, მისი შეკავება ხდება სინოვიალურ ქსოვილში, ქმნის რა მასში უფრო მაღალ კონცენტრაციას, ვიდრე სისხლის პლაზმაში. აბსორბციის შემდეგ ფარმაკოლოგიურად არააქტიური ღ-ფორმის დაახლოებით 60% ნელა ტრანსფორმირდება აქტიურ შ-ფორმაში. ექვემდებარენა მეტაბოლიზმს ღვიძლში. გამოიყოფა თირკმელებითY (უცვლელი სახით არაუმეტეს 1%) და, ნაკლები ხარისხით, ნაღველით.
შეზღუდულ კვლევებში იბუპროფენი აღინიშნებიდა დედის რძეში ძალიან დაბალ კონცენტრაციებში.
ჩვენებები
ნუროფენი® საბავშვო სუსპენზია გამოიყენება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სიმპტომატური მკურნალობისთვის სიცხის დამწევი საშუალების სახით მწვავე რესირატორული დაავადებების (მათ შორის, გრიპის), ბავშვთა ინფექციების, სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების და აცრის შემდგომი რეაქციების დროს, რომლებსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება.
პრეპარატი გამოიყენება როგორც სიმპტომატური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის: კბილის ტკივილის, თავის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიების, ყურის ტკივილის, ყელის ტკივილის, მყესების დაჭიმვის, კუნთების ტკივილის, რევმატიული ტკივილის და სახსრების ტკივილის დროს.
პრეპარატი განკუთვნილია სიპტომატური თერაპიისათვის, ტკივილის და ანთების შემცირებისთვის გამოყენების მომენტისთვის, დაავადების პროგრესირებაზე არ მოქმედებს.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა იბუპროფენის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ;
- ბრონქიალური ასთმის, ცხვირის და ცხვირის დანამატი წიაღების მორეციდივე პოლინოზის, და აცეტილალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ასაპ) აუტანლობის სრული ან არასრული კომბინაცია (მათ შორის ანამნეზში).
- სისხლდენა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის პერფორაცია ანამნეზში, პროვოცირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (ასაპ)
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) ან წყლულოვანი სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან ანამნეზში (წყლულოვანი დაავადების ან წყლულიდან სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი).
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში.
- თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ), დადასტურებული ჰიპერკალიემია.
- დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, პერიოდი აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდეგ.
- ცერებროვასკულარული ან სხვაგვარი სისხლდენა.
- ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები (მათ შორის ჰიპოკოაგულაცია), ჰემორაგიული დიათეზი.
- ორსულობა (III ტრიმესტრი);
- ფრუქტოზას აუტანლობა.
- 5 კგ-მდე ბავშვის სხეულის მასა.
სიფრთხილით
ამ ნაწილში მითითებული მდგომარეობების არსებობისას, პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული მიღება, ანამნეზში კუჭის წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წყლულოვანი სისხლდენის ერთჯერადი ეპიზოდის არსებობა, გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, Helicobacter pylori ინფექციის არსებობა, წყლულოვანი კოლიტი; ბრონქიალური ასთმა ან ალერგიული დაავადებები გამწვავების სტადიაში ან ანამნეზში - შესაძლებელია ბრონქოსპაზმის განვითარება; მძიმე სომატური დაავადებები, სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (შარპის სინდრომი) - მომატებულია ასეპტიური მენინგიტის რისკი; თირკმელების უკმარისობა, მათ შორის გაუწყლოვანების დროს (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), სითხის შეკავება და შეშუპებები, ღვიძლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა, ცერებროვასკულარული დაავადებები, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადებები, გაურკვეველი ეთიოლოგიის სისხლის დაავადებები (ლეიკოპენია და ანემია); სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ წყლულების ან სისხლდენის გაჩენის რისკის გაზრდა, კერძოდ, პერორალური გლუკოკორტიკოიდების (მათ შორის, პრედნიზოლონის), ანტიკოაგულანტების (მათ შორის ვარფარინის), სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (მათ შორის, ციტალოპრამის, ფლუოქსეტინის, პაროქსეტინის, სერტრალინის) ან ანტიაგრეგანტების (მათ შორის, აცეტილსალიცილის მჟავას, კლოპიდოგრელის); ორსულობის I-II ტრიმესტრი, ძუძუთი კვების პერიოდი, ხანდაზმული ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია
უკუნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში. ორსულობის I და II ტრიმესტრებში ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.
არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ იბუპროფენი უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს დედის რძეში რაიმე უარყოფითი შედეგების გარეშე მეძუძური ბავშვის ჯანმრთელობისათვის.
მიღების წესი და დოზირება
ნუროფენი საბავშვო - სუსპენზია, სპეციალურად შემუშავებული ბავშვებისთვის. შიგნით მისაღებად. პაციენტებში კუჭის მომატებული მგრძნობელობით რეკომენდირებულია პრეპარატის ჭამის დროს მიღება.
მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისათვის. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების წინ.
გამოყენებამდე ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს.
პრეპარატის დოზის ზუსტი გაზომვისთვის თან ახლავს მოსახერხებელი დოზირებული შპრიცი. პრეპარატის 5 მლ შეიცავს 100 მგ იბუპროფენს ან 20 მგ იბუპროფენს 1 მლ-ში.
დოზირებული შპრიცის გამოყენება:
შპრიცი კარგად უნდა მოტავსდეს ფლკონის ყელში.
ფლაკონი ამოატრიალეთ ფსკერით ზევით და დგუში ნელა ჩამოსწიეთ ქვევით, შპრიცში სუსპენზიის საჭირო ნიშნულამდე აღებით. ფლაკონი დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში და ამოიღეთ შპრიცი, მისი ნელა შემობრუნებით. შპრიცი მოათევსეთ პირის ღრუში და ნელა დააჭირეთ დგუშს სუსპენზიის ნელა გაშვებით.
გამოყენების შემდეგ შპრიცი გაავლეთ თბილი წყლით და გააშრეთ იგი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ცხელება და ტკივილი:
დოზირება ბავშვებისთვის დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და სხეულის მასაზე.
მაქსიმალირი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ/კგ ბავშვის სხეულის მასაზე, პრეპარატის მიღებებს შორის 6-8 საათის ინტერვალებით.
ბავშვები 3-6 თვის ასაკში (ბავშვის წონა 5-დან 7,6 კგ-მდე):
2,5 მლ (50 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 7,5 მლ (150 მგ) დღეში.
ბავშვები 6-12 თვის ასაკში (ბავშვის წონა 7,7 - 9 კგ):
2,5 მლ (50 მგ) 3-4 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 10 მლ (200 მგ) დღეში.
ბავშვები 1-3 წლის ასაკში (ბავშვის წონა 10 - 16 კგ):
5,0 მლ (100 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 15 მლ (300 მგ) დღეში.
ბავშვები 4-6 წლის ასაკში (ბავშვის წონა 17 - 20 კგ):
7,5 მლ (150 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 22,5 მლ (450 მგ) დღეში.
ბავშვები 7-9 წლის ასაკში (ბავშვის წონა 21 - 30 კგ):
10 მლ (200 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 30 მლ (600 მგ) დღეში.
ბავშვები 10-12 წლის ასაკში (ბავშვის წონა 31 - 40 კგ):
15 მლ (300 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 45 მლ (900 მგ) დღეში.
მკურნლობის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 დღე. არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.
თუ პრეპარატის მიღებისას 24 საათის განმავლობაში (3-5 თვის ასაკის ბავშვებში) ან 3 დღის განმავლობაში (6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში) სიმპტომები ნარჩუნდება ან ძლიერდება, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
იმუნიზაციის შემდგომი ცხელება:
6 თვემდე ასაკის ბავშვებში: პრეპარატის 2,5 მლ (50 მგ). საჭიროების შემთვევაში, კიდევ 2,5 მლ (50 მგ) 6 საათის შემდეგ. ნუ გამოიყენებთ 5 მლ-ზე (100 მგ) მეტს 24 საათის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტების გაჩენის რისკის დაყვანა მინიმუმამდე შეიძლება, თუ პრეპარატს მივიღებთ მოკლე კურსით, მინიმალური ეფეტქური დოზით, რომელიც აუცილებელია სიმპტომების აღმოსაფხვრელად.
გვერდითი ეფექტები უპირატესად დოზადამოკიდებულია.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები აღინიშნებოდა იბუპროფენის ხანმოკლე მიღებისას დოზებით, რომლებიც არ აღემატებოდნენ 1200 მგ/დღეში. ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობის დროს და ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სხვა გვერდითი რეაქციების გაჩენა.
გვერდითი რეაქციების გაჩენის სიხშირის შეფასება განხორციელებულია შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ძალიან ხშირად (1/10); ხშირად ( 1/100-დან და 1/10-მდე); არახშირად (1/1000-დან და 1/100-მდე); იშვიათად (1/10000-დან 1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (1/10 000), სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასების მონაცემები არ არსებობს).
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
- ძალიან იშვიათად: სისხლის წარმოქმნის დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი). ასეთი დარღვევების პირველი სიმპტომებია ცხელება, ყელის ტკივილი, ზედაპირული წყლულები პირის ღრუში, გრიპის მაგვარი სიმპტომები, გამოხატული სისუსტე, სისხლდენა ცხვირიდან და კანქვეშა სისხლჩაქცევები, უცნობი ეთიოლოგიის სისლხდენები და სისხლჩაქცევები.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
- არახშირად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები - არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსიური რეაქციები, რეაქციები სასუნთი გზების მხრივ (ბრონქიალური ასთმა, მათ შორის მისი გამწვავება, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, დისპნოე), კანის რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ექსფოლიატიური და ბულოზური დერმატოზები, მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიმორფული ერითემა), ალერგიული რინიტი ეოზინოფილია.
- ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, მათ შორის სახის, ენის და ხახის შეშუპება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია (ანაფილაქსია, კვინკეს შეშუპება ან მძიმე ანაფილაქსიური შოკი).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
- არახშირად: აბდომინალური ტკივილები, გულისრევა, დისპეპსია.
- იშვიათად: დიარეა, მეტეორიზმი, შეკრულობა და ღებინება.
- ძალიან იშვიათად: პეპტიური წყლული, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მელენა, ღებინება სისხლით, წყლულოვანი სტომატიტი, გასტრიტი.
- სიხშირე უცნობია: კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება.
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
- ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ
- ძალიან იშვიათად: თირკმელების მწვავე უკმარისობა (კომპენსირებული და დეკომპენსირებული), განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, სისხლის პლაზმაში შარდოვანას კონცენტრაციის მომატებასთან და შეშუპებების გაჩენასთან კომბინაციაში, პაპილარული ნეკროზი.
დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ
- არახშირად: თავის ტკივილი.
- ძალიან იშვიათად: ასეპტიური მენინგიტი (პაციენტებში აუტოიმუნური დაავადებებით).
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
- სიხშირე უცნობია: გულის უკმარისობა, პერიფერიული შეშუპებები, ხანგრძლივი გამოყენებისას მომატებულია თრომბოზული გართულებების რისკი (მაგალითად, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი), არტერიული წნევის მომატება.
დარღვევები სასუნთქი სისტემის და შუასაყარის ორგანოების მხრივ
- სიხშირე უცნობია: ბრონქიალური ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი.
სხვა
- ძალიან იშვიათად: შეშუპებები, მათ შორის პერიფერიული.
ლაბორატორიული მაჩვენებლები
- ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება შემცირდეს)
- სისხლდენის დრო (შეიძლება გაიზარდოს)
- სისხლის პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაცია (შეიძლება შემცირდეს)
- კრეატინინის კლირენსი (შეიძლება შემცირდეს)
- კრეატინინის პლაზმური კონცენტრაცია (შეიძლება გაიზარდოს)
- ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების აქტივობა (შეიძლება გაიზარდოს).
გვერდითი ეფექტების გაჩენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზირება
ბავშვებში ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს დოზის მიღების შემდეგ, რომელიც აღემატება 400 მგ/კგ სხეულის მასაზე. მოზრდილებში ჭარბი დოზირების დოზადამოკიდებული ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული. პრეპარატის ნახევრად გამოყოფის პერიოდი ჭარბი დოზირების დროს შეადგენს 1,5-3 საათს.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიაში ან, უფრო იშვიათად, დიარეა, ხმაური ყურებში, თავის ტკივილი და სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან. უფრო მძიმე შემთხვევებში აღინიშნება გამოვლინებები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, იშვიათად - აგზნებადობა, კრუნჩხვები, დეზორიენტაცია, კომა. მძიმე მოწამვლის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მეტაბოლური აციდოზი და პროთრომბინული დროის გახანგრძლივება, თირკმელების უკმარისობა, ღვიძლის ქსოვილის დაზიანება, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა და ციანოზი. პაციენტებში ბრონქიალური ასთმით შესაძლებელია ამ დაავადების გამწვავება.
მკურნალობა: სიმპტომატური, სასუნთქი გზების განვლადობის სავალდებულო უზრუნველყოფით, ეკგ-ს და ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგით პაციენტის მდგომარეობის ნორმალიზებამდე. რეკომენდირებულია აქტივირებული ნახშირის პერორალური გამოყენება ან კუჭის ამორეცხვა იბუპროფენის პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში. თუ იბუპროფენი უკვე აბსორბირებულია, შეიძლება დაინიშნოს ტუტე სასმელი თირკმელებით იბუპროფენის მჟავე წარმოებულის გამოყოფის მიზნით, ფორსირებული დიურეზი. ხშირი ან ხანგრძლივი კრუნჩხვები კუპირებული უნდა იქნას დიაზეპამის ან ლორაზეპამის ინტრავენური შეყვანით. ბრონქიალური ასთმის გაუარესებისას რეკომენდირებულია ბრონქოდილატატორების გამოყენება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
თავი უნდა ავარიდოთ იბუპროფენის ერთდროულად გამოყენებას შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
- აცეტილსალიცილის მჟავა: გარდა ექიმის მიერ დანიშნული აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზებისა (არაუმეტეს 75 მგ დღეში), რადგანაც ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების გაჩენის რისკი. ერთდროულად დანიშვნისას იბუპროფენი ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავის ანთების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგანტულ მოქმედებას (შესაძლებელია მწვავე კორონარული უკმარისობის განვითარების სიხშირის მომატება ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ანტიაგრეგანტული საშუალების სახით აცეტილსალიცილის მჟავის მცირე დოზებს, იბუპროფენის მიღების დაწყების შემდეგ).
- სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის, ციკლოოგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები: თავი უნდა ავარიდოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან ორი ან მეტი პრეპარატის ერთდროულად გამოყენებას, გვერდითი რეაქციების გაჩენის რისკის შესაძლო გაზრდის გამო.
სიფრთხილით გამოიყენება ერთდროულად შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
- ანტიკოაგულანტები და ტრომბოლიზური პრეპარატები: არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლია ანტიკოაგულანტების ეფექტის გაძლიერება, კერძოდ, ვარფარინის და თრომბოლიზური პრეპარატების.
- ჰიპოტენზიული საშუალებები (ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოთენზინ II-ის ანტაგონისტები) და დიურეტიკები: არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ ამ ჯგუფის პრეპარატების ეფექტურობის შემცირება. დიურეტიკებს და ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს შეუძლიათ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ნეფროტოქსიკურობის გაზრდა.
- გლუკოკორტიკოსტეროიდები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების წარმოქმნის და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების აღნიშვნის მომატებული რისკი.
- ანტიაგრეგანტები და სეროტონინის უკუ მიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის აღნიშვნის მომატებული რისკი.
- გულის გლიკოზიდები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და გულის გლიკოზიდების ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაძლიერება, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება და სისხლის პლაზმაში გულის გლიკოზიდების კონცენტრაციის მომატება.
- ლითიუმის პრეპარატები: არსებობს მონაცემები სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდის ალბათობის შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების ფონზე.
- მეტოტრექსატი: არსებობს მონაცემები სისხლის პლაზმაში მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდის ალბათობის შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების ფონზე.
- ციკლოსპორინი: ნეფროტოქსიკურობის რისკის გაზრდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ციკლოსპორინის ერთდროულად დანიშვნისას.
- მიფეპრისტონი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება დაწყებული უნდა იქნას მიფეპრისტონის მიღებიდან არაუადრეს 8-12 დღის შემდეგ, რადგანაც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ მიფეპრისტონის ეფექტის შემცირება.
- ტაკროლიმუსი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ტაკროლიმუსის ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში შესაძლებელია ნეფროტოქსიკურობის რისკის გაზრდა.
- ზიდოვუდინი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ზიდოვუდინის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემატოტოქსიკურობა. არსებობს მონაცემები ჰემართროზის და ჰემატომების აღნიშვნის მომატებული რისკის შესახებ აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ჰემოფილიით, ზიდოვუდინით და იბუპროფენით ერთდროულად მკურნალობისას.
- ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები: პაციენტებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ მკურნალობას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკებით, შესაძლებელია კრუნჩხვების გაჩენის რისკის გაზრდა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია მაქსიალურად შესაძლო მოკლე კურსით და მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც საჭიროა სიმპტომების აღმოსაფხვრელად.
ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის და თირკმელების და ღვიძლის ფუნქციონალური მდგომარეობის კონტროლი. გასტროპათიის სიმპტომების გაჩენისას ნაჩვენებია სათანადო კონტროლი, რომელიც შეიცავს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის ჩატარებას, სისხლის საერთო ანალიზი (ჰემოგლობინის განსაზღვრა), განავალის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე. 17-კეტოსტეროიდების განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას გამოკვლევამდე 48 საათით ადრე. მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული ეთანოლის მიღება. პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის ფრუქტოზას აუტანლობით, რადგანაც შეიცავს მალტიტოლს.
ნუროფენი® საბავშვო შეიძლება გამოყენებული იქნას ბავშვებში შაქრიანი დიაბეტით, რადგანაც პრეპარატი არ შეიცავს შაქარს. არ შეიცავს საღებავებს.
პაციენტებმა თირკმელების უკმარისობით აუცილებლად უნდა ჩაიტარონ კონსულტაცია ექიმთან პრეპარატის მიღების წინ, რადგანაც არსებობს თირკმელების ფუნქციონალური მდგომარეობის გაუარესების რისკი.
პაციენტებისთვის ჰიპერტონიით, მათ შორის ანამნეზში და/ან ქრონიკული გულის უკმარისობით, აუცილებელია ექიმთამ კონსულტაცია პრეპარატის გამოყენების წინ, რადგანაც პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება, არტერიული წნევის მომატება და შეშუპებები.
ზემოქმედება ტრანსპორტის და სხვა პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ძილიანობა, შენელებული რეაქციები ან მხედველობის დარღვევა იბუპროფენის მიღების დროს, თავი უნდა აარიდონ ავტოტრანსპორტის ტარებას ან მექანიზმების მართვას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
შიგნით მისაღები სუსპენზია [ფორთოხლის, მარწყვის] 100 მგ/5 მლ.
პოლიეთილენტერეფტალატის ფლაკონი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ან საფენით პოლიპროპილენის თავსახურით, რომელიც შეიცავს 100 მლ, 150 მლ ან 200 მლ სუსპენზიას.
თითოეული ფლაკონი შპრიც-დოზატორთან კომპლექტში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენება 6 თვის განმავლობაში.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს გასული ვარგისიანობის ვადით.
აფთიაქიდან გაცემის კატეგორია.
რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დიპ რილიფი
50მგ+30მგ გელი ტუბი №1 50გრ
ბიოფენი ექსტრა
325მგ+400მგ ტაბლეტი №10
ბიოფენი
№10
იბუტამოლი დუო
500მგ+200მგ ტაბლეტი №20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.