8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01607 ურეცეპტო

იბუპროფენ-გრინდექსი

IBUPROFEN-GRINDEKS

400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

იბუპროფენ-გრინდექსი, 400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
მოქმედი ნივთიერება
იბუპროფენი (Ibuprofen)
მწარმოებელი
Grindeks, ლატვია
იმპორტიორი საქართველოში
გრინდექსი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: იბუპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.

ნუროფასტი, 400მგ №20

ნუროფასტი

400მგ №20

იბუპროფენი
დან2.29 ₾
იბუპროფენი, 400მგ ტაბლეტი #500

იბუპროფენი

Ibuprofen

400მგ ტაბლეტი #500

იბუპროფენი Amneal Pharmaceuticals, აშშ
დან3.99 ₾
იბუ-ბეიბი, 60მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10

იბუ-ბეიბი

60მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10

იბუპროფენი
დან4.17 ₾
ნუროფენი®, 200მგ ტაბლეტი #20

ნუროფენი®

NUROFEN®

200მგ ტაბლეტი #20

იბუპროფენი რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ, დიდი ბრიტანეთი
დან5.24 ₾
ნუროფენ ფორტე, 400მგ ტაბლეტი #12

ნუროფენ ფორტე

NUROFEN FORTE

400მგ ტაბლეტი #12

იბუპროფენი რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ, დიდი ბრიტანეთი
დან5.65 ₾
Ibu-Fort, 40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

Ibu-Fort

40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

იბუპროფენი
დან6.17 ₾
ადვილ ლიქვი-გელი, 200მგ სპრეი 20 კაფსულა №20

ადვილ ლიქვი-გელი

200მგ სპრეი 20 კაფსულა №20

იბუპროფენი
დან6.32 ₾
ნუროფენ ექსპრესი, 200მგ კაფსულა №16

ნუროფენ ექსპრესი

200მგ კაფსულა №16

იბუპროფენი პათეონ სოფტჯელი, ნიდერლანდები
დან6.38 ₾
იბუპროფენი დენკი 600მგ, 600მგ ტაბლეტი №20

იბუპროფენი დენკი 600მგ

Ibuprofen Denk 600mg

600მგ ტაბლეტი №20

იბუპროფენი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან7.19 ₾
იბუპროფენი ნორმონი სუსპენზია, 100მგ/5მლ 200 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში

იბუპროფენი ნორმონი სუსპენზია

Ibuprofen Normon Suspension

100მგ/5მლ 200 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში

იბუპროფენი Normon, ესპანეთი
დან7.40 ₾
მიგ ფორტე საბავშვო, 40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

მიგ ფორტე საბავშვო

40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

იბუპროფენი
დან7.40 ₾
პაიდოფებრილი, 20მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 200 მლ

პაიდოფებრილი

20მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 200 მლ

იბუპროფენი
დან7.40 ₾
იბუფენი, 100მგ/5მლ 100გ პერორალური სუსპენზია ფორთოხლის არომატით ბავშვებისთვის

იბუფენი

IBUFEN

100მგ/5მლ 100გ პერორალური სუსპენზია ფორთოხლის არომატით ბავშვებისთვის

იბუპროფენი პოლფარმა, პოლონეთი
დან8.33 ₾
მიგოფენი, 400მგ ტაბლეტი №10

მიგოფენი

400მგ ტაბლეტი №10

იბუპროფენი ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან8.42 ₾
მიგ ® 400, 400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი N20;N30;N50

მიგ ® 400

MIG® 400

400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი N20;N30;N50

იბუპროფენი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან8.46 ₾
ინფორინი, 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ინფორინი

Inforin

400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

იბუპროფენი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან8.47 ₾
ბრუფენ რაპიდი, 400 მგ-იანი რბილი კაფსულა #10

ბრუფენ რაპიდი

Brufen Rapid

400 მგ-იანი რბილი კაფსულა #10

იბუპროფენი Geltec Private Limited, ინდოეთი
დან9.19 ₾
სიაფენი, 100მგ/5მლ სუსპენზია ფლაკონი №1 120მლ

სიაფენი

100მგ/5მლ სუსპენზია ფლაკონი №1 120მლ

იბუპროფენი სოფარმა, ბულგარეთი
დან9.70 ₾
ნუროფენ ექსპრეს ფორტე, 400მგ კაფსულა №10

ნუროფენ ექსპრეს ფორტე

400მგ კაფსულა №10

იბუპროფენი რეკიტ ბენკიზერი, ტაილანდი
დან10.03 ₾
ჯოინტრალი, 100მგ/გ გელი 1 ტუბი №1

ჯოინტრალი

100მგ/გ გელი 1 ტუბი №1

იბუპროფენი
დან11.36 ₾
რადიანი B, კრემი ტუბი №1 100გრ

რადიანი B

კრემი ტუბი №1 100გრ

იბუპროფენი თორნტონ და როსი, დიდი ბრიტანეთი
დან12.64 ₾
ნუროფენი საბავშვო, 100მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში

ნუროფენი საბავშვო

NUROFEN FOR CHILDREN

100მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში

იბუპროფენი რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ, დიდი ბრიტანეთი
დან12.71 ₾
პერუფენი, 400 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №10

პერუფენი

PERUFEN

400 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №10

იბუპროფენი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან14.39 ₾
იბუპროფენი ნორმონი, 600მგ ტაბლეტი №30

იბუპროფენი ნორმონი

Ibuprofen Normon

600მგ ტაბლეტი №30

იბუპროფენი Normon, ესპანეთი
დან14.57 ₾
რადიანი B იბუპროფენი, 5% გელი ტუბი №1 30გრ

რადიანი B იბუპროფენი

5% გელი ტუბი №1 30გრ

იბუპროფენი თორნტონ და როსი, დიდი ბრიტანეთი
დან14.85 ₾
ნუროფენი, 150მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 150 მლ

ნუროფენი

150მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 150 მლ

იბუპროფენი
დან15.09 ₾
იბუპროფენ ნორმონი, 600მგ ტაბლეტი საღეჭი 40 ტაბლეტი №40

იბუპროფენ ნორმონი

600მგ ტაბლეტი საღეჭი 40 ტაბლეტი №40

იბუპროფენი
დან16.22 ₾
დოლგიტი, 5% გელი №1 50გრ

დოლგიტი

5% გელი №1 50გრ

იბუპროფენი დოლორგიეტი, გერმანია
დან16.52 ₾
ფენოგელი, (50მგ + 30მგ) 40; 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში

ფენოგელი

FENOGEL

(50მგ + 30მგ) 40; 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში

იბუპროფენი Balkanpharma-Razgard AD, ბულგარეთი
დან28.30 ₾
გინენორმი, 0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისთვის – 100 მლ #5

გინენორმი

GINENORM

0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისთვის – 100 მლ #5

იბუპროფენი MITIM S.r.i. Via Cacciamali, იტალია
დან44.01 ₾
ალგოფლექს ბეიბი, 20მგ/მლ 100მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შპრიც დოზატორთან ერთად

ალგოფლექს ბეიბი

Algoflex Baby

20მგ/მლ 100მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შპრიც დოზატორთან ერთად

იბუპროფენი Sanofi-Aventis Deutschland GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ალგოფლექს ფორტე, 600მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

ალგოფლექს ფორტე

ALGOFLEX FORTE

600მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

იბუპროფენი Sanofi-Aventis Deutschland GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ბებიტი, 100მგ/5მლ 100მლ სუსპენზია

ბებიტი

BEBIT

100მგ/5მლ 100მლ სუსპენზია

იბუპროფენი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
ბრუფენ რაპიდი, 200 მგ-იანი რბილი კაფსულა #10

ბრუფენ რაპიდი

Brufen Rapid

200 მგ-იანი რბილი კაფსულა #10

იბუპროფენი Geltec Private Limited, ინდოეთი
ურეცეპტო

იბუდექსი

IbuDex

200მგ ტაბლეტი #20

იბუპროფენი Dexcel Pharma, დიდი ბრიტანეთი
ურეცეპტო
იბუპარ ფორტე, 400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

იბუპარ ფორტე

IBUPAR FORTE

400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

იბუპროფენი ADAMED, პოლონეთი
ურეცეპტო
იბუპროფენ დენკი 400, 400 მგ ტაბლეტი #100

იბუპროფენ დენკი 400

Ibuprofen Denk 400

400 მგ ტაბლეტი #100

იბუპროფენი DENK PHARMA GmbH, გერმანია
ურეცეპტო
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი, 400 მგ პაკეტი #30

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი

Ibuprofen (Arginin) Normon

400 მგ პაკეტი #30

იბუპროფენი Normon, ესპანეთი
ურეცეპტო
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი, 600 მგ პაკეტი #30

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი

Ibuprofen (Arginin) Normon

600 მგ პაკეტი #30

იბუპროფენი Normon, ესპანეთი
ურეცეპტო
იბუპროფენი აფლოფარმი, 400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20

იბუპროფენი აფლოფარმი

IBUPROFEN AFLOFARM

400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20

იბუპროფენი Aflofarm Farmacja Polska Sp. z o.o., პოლონეთი
ურეცეპტო
იბუპროფენი ნორმონი, 400მგ ტაბლეტი №30

იბუპროფენი ნორმონი

Ibuprofen Normon

400მგ ტაბლეტი №30

იბუპროფენი Normon, ესპანეთი
ურეცეპტო
იბუფენი D, 100 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისათვის 120 მლ ფლაკონში

იბუფენი D

IBUFEN D

100 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისათვის 120 მლ ფლაკონში

იბუპროფენი პოლფარმა, პოლონეთი
ურეცეპტო
ინფორინი, 100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ქარვისფერი პეტ-ის ბოთლი №1 საზომ შპრიცთან ერთად

ინფორინი

Inforin

100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ქარვისფერი პეტ-ის ბოთლი №1 საზომ შპრიცთან ერთად

იბუპროფენი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
ურეცეპტო
მიგ საბავშვო, 100 მგ/5 მლ 100 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 6 თვიდან 9 წლამდე ასაკის ბავშებისათვის მარწყვის არომატით

მიგ საბავშვო

MIG for children

100 მგ/5 მლ 100 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 6 თვიდან 9 წლამდე ასაკის ბავშებისათვის მარწყვის არომატით

იბუპროფენი Farmasierra, ესპანეთი
ურეცეპტო

მიგ საბავშვო ფორტე

MIG® for children

40 მგ/მლ, შიგნით მისაღების სუსპენზია

იბუპროფენი Farmasierra, ესპანეთი
ურეცეპტო
ნოვექსი იბუპროფენი, 100მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი 3 თვიდან 12 წლამდე ბავშვებისათვის ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

ნოვექსი იბუპროფენი

Novex Ibuprofen

100მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი 3 თვიდან 12 წლამდე ბავშვებისათვის ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

იბუპროფენი ჰერბიონ ფარმა, პაკისტანი
ურეცეპტო
პერუფენი, 20მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია (უშაქრო) მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით

პერუფენი

PERUFEN

20მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია (უშაქრო) მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით

იბუპროფენი Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
ურეცეპტო
პერუფენი, 200 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №20

პერუფენი

PERUFEN

200 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №20

იბუპროფენი ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
პერუფენი, 100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი ბავშვებისათვის მინის ბოთლი №1

პერუფენი

Perufen

100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი ბავშვებისათვის მინის ბოთლი №1

იბუპროფენი
ურეცეპტო

უბიმოლი-200

UBIMOL-200

200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100

იბუპროფენი Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
ურეცეპტო
უბიმოლი-400, 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100

უბიმოლი-400

UBIMOL-400

400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100

იბუპროფენი Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

რას შეიცავს Ibuprofen-Grindeks- ი

  • აქტიურ ნივთიერებას – იბუპროფენს (Ibuprofenum).

ერთი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს იბუპროფენის 400 მგ-ს.

  • სხვა კომპონენტები:

ტაბლეტის ბირთვი: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სტეარინის მჟავა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი (აეროსილ 200).

ტაბლეტის გარსი: საღებავი ოპადრაი 33G28707 თეთრი (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (ჰიპრომელოზა), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოლიეთილენგლიკოლი 3000 (მაკროგოლი), ტრიაცეტინი; კარნაუბის ცვილი.

Ibuprofen-Grindeks- ის აღწერილობა და შეფუთვა
თეთრი ან თეთრი მორუხო ელფერით, მრგვალი, გარსით დაფარული ტაბლეტები ორმხრივად ამობურცული ზედაპირებით.
10 ტაბლეტი ბლისტერში, მუყაოს ყუთში მოთავსებულია 1, 2 ან 3 ბლისტერი.
შეფუთვების ყველა სახე შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

02

ჩვენებები

Ibuprofen-Grindeks ამცირებს ტკივილს, ამცირებს ციებ-ცხელებას, გაწითლებას, შეშუპებას.
მას იყენებენ შემდეგ შემთხვევებში:

  • სხვადასხვა სახის მსუბუქი და საშუალო ტკივილების მოკლე ხნით გაყუჩებისთვის, მაგალითად, თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთის ტკივილები, სახსრების ტკივილები.
  • პირველადი მენსტრუალური ტკივილების სიმპტომატური მკურნალობისთვის. - ციებ-ცხელების დაქვეითებისთვის.

მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობა შეადგენს 3-10 დღეს.

03

მიღების წესი და დოზირება

გაურკვევლობის შემთხვევაში ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან: 1 ტაბლეტი (400 მგ) დღეში 1-3-ჯერ.
სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 3 ტაბლეტს (1200 მგ).
მენსტრუალური ტკივილები: 1 ტაბლეტი (400 მგ). შეგიძლიათ განმეორებით მიიღოთ ყოველ 6-8 საათში.
ასაკოვანმა პაციენტებმა და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ შეძლებისდაგვარად ნაკლები დოზა.
ღვიძლის ან თირკმლის მოქმედების მსუბუქი ან საშუალო დარღვევების მქონე პაციენტებისთვის დოზის შემცირება აუცილებელი არ არის.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევისას წამალი უნდა მიიღოთ საკვების მიღებასთან ერთად ან მიაყოლოთ რძე.
წამალი დანიშნულია მოკლევადიანი გამოყენებისთვის. ტკივილის შემცირების მიზნით. Iბუპროფენ-Gრინდეკს-ის 400 მგ გარსით დაფარულ ტაბლეტებს იყენებენ არაუმეტეს 10 დღის განმავლობაში, ციებ-ცხელების მკურნალობისთვის – არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში.
თუ ექიმმა დაგინიშნათ სხვა დოზების გამოყენება, უნდა დაიცვათ ექიმის მითითებები.

04

გვერდითი მოვლენები

სხვა წამლების მსგავსად, Ibuprofen-Grindeks- ს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყოველთვის არ ვლინდება.
გვერდითი ეფექტების სიხშირის კლასიფიკაცია:
ძალიან ხშირად – 10 პაციენტიდან ერთი ან ერთზე მეტი;
ხშირად – 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლები, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტი. უფრო იშვიათად - 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლები, მაგრამ 1 000 პაციენტიდან ერთზე მეტი.
იშვიათად - 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლები, მაგრამ 10 000 პაციენტიდან ერთზე მეტი.
ძალიან იშვიათად – 10 000 პაციენტიდან ერთზე ნაკლები, ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით.
ყველაზე ხშირად გვხდება შემდეგი არასასურველი გვერდითი ეფექტები – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევები. შეიძლება გამოვლინდეს გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნიშნები: გულისრევა, ღებინება, ტკივილები მუცლის არეში, ფაღარათი ან ყაბზობა, პეპტიური წყლულის გამწვავება. გვერდითი ეფექტები ჩვეულებისამებრ არ არის ძლიერ გამოხატული და ქრება.
იშვიათად არის შესაძლებელი კუჭის წყლული, სისხლდენა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია.
თუ განავალი შავი ფერისაა ან სისხლიანი, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
Ibuprofen-Grindeks-ის მსგავსი წამლების გამოყენება, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდის ინფარქტი) ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის (ინსულტი) ოდნავ მომატებულ რისკთან.
უფრო იშვიათად ვლინდება თავის ტკივილები, ნერვოზულობა, უძილობა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა (ფერადი მხედველობის დარღვევა, მხედველობის ველის შეზღუდვა, მხედველობის დაქვეითება). იშვიათად შესაძლებელია ხმაური ყურებში.
ძალიან იშვიათად – ცნობიერების დარღვევები, გუნების გაუარესება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში Ibuprofen-Grindeks-ს შეუძლია გამოიწვიოს თირკმლების მოქმედების დარღვევები. შარდის გამოყოფის დაქვეითება, შეშუპება, ცუდი საერთო მდგომარეობა შეიძლება იყოს განპირობებული ნეფროტიკული სინდრომით ან ინტერსტიციალური ნეფრიტით (თირკმლების ანთება), რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. შარდში შეიძლება გამოჩნდეს სისხლი. იზრდება ფეხების შეშუპების განვითარების რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში მომატებული არტერიული წნევით.
ძალიან იშვიათად არის შესაძლებელი ღვიძლის მოქმედების დარღვევები (კანის, ლორწოვანი გარსის, თვალის თეთრი გარსის სიყვითლე; ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის ცვლილება), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება.
ვლინდება კანის დაზიანება და რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი, ქავილი, მომატებული მგრძნობელობა ულტრაიისფერი სხივებისადმი; ძალიან იშვიათად – ბუშტუკები კანზე, შეშუპება, წყლულები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა, ლაიელის სინდრომი).
თუ გამოჩნდა გამონაყარი, ლორწოვანი გარსის დაზიანება ან მომატებული მგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნები, უნდა შეწყვიტოთ წამლის გამოყენება და მიიღოთ ექიმის კონსულტაცია.
ცალკეულ შემთხვევაში არსებობდა შეტყობინებები ასთმის შეტევების შესახებ არტერიული წნევის შემცირებასთან ერთად ან მის გარეშე.
წითელი მგლურით დაავადებულ პაციენტებში (აუტოიმუნური დაავადება შემდეგი სიმპტომებით: გამონაყარი სახეზე, მომატებული მგრძნობელობა მზის სხივებისადმი, თმის ცვენა, სახსრების ანთება, სისხლის შემადგენლობის ცვლილება და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება), ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოჩნდეს ტვინის გარსის ანთება და/ან მხედველობის დარღვევები. ასეთ შემთხვევებში წამლის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში Ibuprofen-Grindeks- ს შეუძლია გამოიწვიოს სისხლის შემადგენლობის ცვლილება, მაგალითად, ანემია (სისხლნაკლებობა), ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენია (სისხლში სისხლის თეთრი უჯრედების, სისხლის სხეულაკების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება). ჩამოთვლილი დაავადებების ზოგადი ნიშნებია: დაღლილობა, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, ციებ-ცხელება. ანემიის ზოგადი ნიშნებია: გულის მოქმედების აჩქარება, სუნთქვის გართულება, ხანდახან ტკივილები და სიმძიმის შეგრძნება მკერდის არეში, მომატებული აღგზნებულობა, განმეორებადი აპათია, ხმაური ყურებში, “წერტილები” თვალების წინ, კანისა და ლორწოვანი გარსების სიმკრთალე. ლეიკოპენიისა და აგრანულოციტოზის დროს შეიძლება დაიწყოს კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციები. თრომბოციტოპენიის დროს შესაძლებელია მცირე სისხლჩაქცევები კანში და ლორწოვან გარსში.
ასაკოვან პაციენტებში უფრო ხშირად ვლინდება აას-ს არასასურველი გვერდითი ქმედებები, განსაკუთრებით სისხლდენა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, ამიტომ ასაკოვანი პაციენტებისთვის აუცილებელია ექიმის განსაკუთრებით მკაცრი ზედამხედველობა.
წამლის არასასურველი გვერდითი ეფექტები შეიძლება შეამციროთ, თუ გამოიყენებთ უფრო ნაკლებ ეფექტურ დოზას, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის, რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში.
თუ შეამჩნიეთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტები, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში ან რომელიმე აღნიშნული გვერდითი ქმედება თქვენთან ვლინდება, გთხოვთ მოუყვეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

05

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ Ibuprofen-Grindeks შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) აქტიური ნივთიერება – იბუპროფენისადმი, აცეტილსალიცილის მჟავისადმი, სხვა არასტეროიდურ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებისადმი (აას) (მაგალითად, ინდომეტაცინი, დიკლოფენაკის ნატრიუმის მარილები და სხვ.) ან Ibuprofen-Grindeks- ის რომელიმე სხვა კომპონენტისადმი.
  • თუ გაქვთ ან გქონდათ ბრონქოსპაზმი, ბრონქიალური ასთმა, აგრეთვე ჭინჭრის ციებ-ცხელება და რინიტი აცეტილსალიცილის მჟავისა ან სხვა აას-ს გამოყენების დროს.
  • თუ ადრე გქონდათ სისხლდენა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, რომელიც დაკავშირებული იყო აას-ს გამოყენებასთან.
  • თუ არსებობს აქტიური პეპტიკური წყლული/სისხლდენა ან აღნიშნული დარღვევები უფრო ადრე გხვდებოდათ (წყლულის ან სისხლდენის ორი ან უფრო მეტი დამტკიცებული ეპიზოდი)
  • თუ არსებობს გულის მძიმე უკმარისობა
  • თუ არსებობს ღვიძლის ან/და თირკმლის მძიმე უკმარისობა
  • თუ არსებობს მხედველობითი ნერვის დაზიანება
  • თუ არსებობს უცნობი წარმოშობის სისხლის შედედების დარღვევები
  • თუ არსებობს უცნობი წარმოშობის სისხლის დაავადებები
  • თუ ორსულად ხართ
  • თუ ღებულობთ ლიტიუმის პრეპარატებს (წამლები ფსიქიკური დარღვევების მკურნალობისთვის) ან ციკლოოქსიგენაზის-2 ინჰიბიტორებს (აას, მაგალითად, ნიმესულიდი, ცელეკოკსიბი).

თუ თქვენ გაგაჩნიათ რომელიმე ზემოთაღნიშნული დაავადება ან მდგომარეობა, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ამ წამლის გამოყენებამდე.

Ibuprofen-Grindeks- ის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე აუცილებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ არსებობს სისხლდენა
  • ღვიძლის და/ან თირკმლის მოქმედების დარღვევა
  • პაციენტებისთვის, რომლებსაც წინათ ჰქონდათ ნაწლავის ანთება (მსხვილი ნაწლავის წყლულოვანი ანთება, კრონის დაავადება)
  • თუ ერთდროულად იყენებთ ანტიკოაგულანტებს (წამლები, რომლებიც აფერხებენ სისხლის შედედებას),
  • ასაკოვანი პაციენტებში
  • თუ არსებობს ინდუცირებული პორფირია
  • თუ არსებობს სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილების შერეული დაავადება.

პაციენტებში ასტმით, სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით (სასუნთქი გზების შევიწროებით), თივის ცხელებით, ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპებით (ცხვირის ღრუს პოლიპები) ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციით (თივის ცხელების სიმპტომებით), იბუპროფენს შეუძლია გამოიწვიოს ასტმის შეტევა, რბილი ქსოვილების შეშუპება (ენის, სახის, ყელის და საყლაპავი მილის) ან ჭინჭრის ციებ-ცხელება. მხედველობის დარღვევის გაჩენისას წამლის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ.
ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა უნდა იყოს გარჩეული ექიმთან ერთად!
Ibuprofen-Grindeks- ის გამოყენების დროს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებთან რეგულარულად უნდა აკონტროლოთ თირკმლების ფუნქცია და შეძლებისდაგვარად გამოიყენოთ უფრო მცირე ეფექტური დოზა. იბუპროფენის ხანგრძლივად გამოყენების დროს უნდა აკონტროლოთ აგრეთვე ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლები და სისხლდენა.
ისეთი წამლების გამოყენება, როგორიც, მაგალითად, Ibuprofen-Grindeks- ია, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდის ინფარქტის) ოდნავ მომატებულ რისკთან ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან (ინსულტი). თუ წამალი გამოიყენება დიდი დოზებით და ხანგრძლივად, შესაძლოა აღნიშნული დარღვევების უფრო მაღალი რისკი.
არ გამოიყენოთ წამალი უფრო დიდი დოზით და უფრო ხანგრძლივად, ვიდრე რეკომენდირებულია.
თუ გაგაჩნიათ გულის მოქმედების დარღვევები, გადაიტანეთ ინსულტი ან თვლით, რომ გაგაჩნიათ აღნიშნული დარღვევების რისკი (მომატებული არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან თუ ეწევით), აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

06

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობისას წამლის მიღება არ შეიძლება, რადგანაც არ არსებობს საკმარისი მონაცემები გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.
დედის რძეში გამოიყოფა აქტიური ნივთიერების – იბუპროფენის – ძალიან მცირე დოზა, რომელიც აშკარად არ უქმნის საფრთხეს ჩვილს. შეიძლება მოკლევადიანი გამოყენება ტკივილებისას ან ციებ-ცხელების დროს დედისთვის სარგებლის და ბავშვისთვის რისკის შეფასების შემდეგ. ხანგრძლივი გამოყენების ან დიდი დოზების მიღების დროს რეკომენდირებულია შეწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება.
არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ იბუპროფენის მსგავსი წამლების მიღებას შეუძლიათ დააქვეითონ ქალის ნაყოფიერება. მკურნალობის შეწყვეტისას ეფექტი ქრება.

07

განსაკუთრებული მითითებები

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების მომსახურეობა
პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ თავბრუსხვევები და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები, არ შეიძლება ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების მომსახურეობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია Ibuprofen-Grindeks- ის რომელიმე კომპონენტის შესახებ Ibuprofen-Grindeks- ის ტაბლეტის გარსი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაგაჩნიათ რომელიმე შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

08

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, გაბრუება, გონების დაკარგვა, ასევე ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა და ღებინება, სისხლში კალიუმის მომატებული დონე, ორგანიზმის ქსოვილებში რეაქციის ცვლილება სიმჟავისკენ, რომელიც გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის მჟავე პროდუქტების დაგროვებით, სხეულის ტემპტერატურის გაზრდა, სუნთქვის უკმარისობა, კომა.
მკურნალობა: სიმპტომური. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ამორეცხოთ კუჭი, უნდა მოახდინოთ სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემადგენლობის კორექცია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ძლიერო მოწამვლის დროს პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ საავადმყოფოში. დოზის გადაჭარბების დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს!

თუ დაგავიწყდათ Ibuprofen-Grindeks- ის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, რომ შეანაცვლოთ დავიწყებული დოზა.

თუ შეწყვიტეთ Ibuprofen-Grindeks-ის გამოყენება
არ არსებობს მონაცემები არასასურველი რეაქციების შესახებ

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებთ ან იყენებდით ბოლო დროს, მათ შორის არარეცეპტორული პრეპარატების შესახებ.
Ibuprofen-Grindeks- ს შეუძლია შემდეგი წამლების მოქმედების შემცირება:

  • დიურეტიკული საშუალებები ან ნივთიერებები, რომლებიც აძლიერებენ შარდის გამოყოფას (მაგალითად, ჰიდროქლორტიაზიდი, ფუროსემიდი და სხვ.)
  • წამლები, რომლებიც ამცირებენ მომატებულ წნევას, მათ შორის ეგრეთ წოდებული ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები.
  • მიფეპრისტონი (არ გამოიყენოთ იბუპროფენი 8-12 დღის განმავლობაში მიფეპრისტონის გამოყენების შეწყვეტის Dშემდეგ).

Ibuprofen-Grindeks- ს შეუძლია შემდეგი წამლების მოქმედების გაძლიერება:

  • ლიტიუმის მარილები, რომელსაც იყენებენ ფსიქიკური დარღვევების მკურნალობისთვის,
  • მეტოტრექსატი, რომელსაც იყენებენ ქიმიოთერაპიისას, აგრეთვე სხვადასხვა სახეობის ართრიტის მკურნალობისთვის.
  • მიორელაქსანტი ბაკლოფენი
  • სულფონილურინების წარმოებულები – დიაბეტის სამკურნალო საშუალებები
  • გულის გლიკოზიდები

იბუპროფენის გამოყენება ასპირინთან ერთად (მცირე დოზების გარდა, არა უმეტეს 75 მგ. დღეში, ექიმის დანიშნულებით) ზრდის არასასურველი გვერდითი ქმედებების რისკს.
არ შეიძლება ორი ან მეტი აას-ს გამოყენება, რადგანაც არასასურველი გვერდითი ქმედებების რისკი იზრდება.
ექსპერიმენტალური კვლევები ადასტურებს, რომ ასპირინის მცირე დოზასთან ერთად იბუპროფენს გამოყენების დროს მას შეუძლია შეაფერხოს ასპირინს ზემოქმედება სისხლის უჯრედებზე. თუმცა ეს მონაცემები არ ეხება კლინიკურ შემთხვევებს.
ანტიკოაგულანტების (კუმარინის, ჰეპარინის ტიპის ანტიკოაგულანტები) და იბუპროფენის ერთდროული მიღება ზრდის სისხლდენის და სისხლჩაქცევების განვითარების რისკს.
იბუპროფენის ანტითრომბულ საშუალებებთან და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან (დეპრესიის მკურნალობისთვის განკუთვნილი წამლები) ერთდროულად მიღება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკს.
აგფ -ს ინჰიბიტორები და II ანგიოტენზინის ანტაგონისტები (არტერიული წნევის შემამცირებელი წამლები) ზრდიან თირკმლის უკმარისობის და ჰიპერკალიემიის (სისხლში კალიუმის მომატებული დონე) რისკს.
ანტიდეპრესანტი მოკლობემიდი აძლიერებს იბუპროფენის მოქმედებას.
ტრანსპლანტირებული ქსოვილების ან ორგანოების შეუთავსებლობის თავიდან აცილებისთვის დანიშნულ წამალთან - ციკლოსპორინთან ერთად იბუპროფენის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს თირკმლების დაზიანებების განვითარების რისკი.
აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროულად მიღებისას იბუპროფენის მოქმედება მცირდება.
შარდმდენი წამლის – ტრიამტერენის და იბუპროფენის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა.
იბუპროფენისა და გლიკოკორტიკოიდების, პენტოქსიფილინის, ალკოჰოლის ან სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს გვერდითი ქმედებების განვითარების რისკი, რომელიც ეხება საკვების მომნელებელ ტრაქტს (იხილეთ მე4 პუნქტი).
ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები ზრდიან კრუნჩხვების განვითარების რისკს.
ანტივირუსული პრეპარატი ზიდოვუდინთან კომბინაცია ზრდის ტოქსიურობის რისკს, მაგრამ ანტივირუსული საშუალება რიტონავირი, შესაძლოა, ზრდის აას-ს კონცენტრაციას სისხლში.
იბუპროფენის გამოყენება არ შეიძლება ლიტიუმის პრეპარატებთან ერთად.

Ibuprofen-Grindeks- ის საკვებთან ერთად გამოყენება
წამლის გამოყენება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევისას წამალი უნდა გამოიყენოთ საკვების მიღების დროს ან მიაყოლოთ რძე.

10

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
არ გამოიყენოთ Ibuprofen-Grindeks-ი ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
წამლის გადაგდება არ შეიძლება სამეურნეო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. არასაჭირო წამლის ლიკვიდაციის შესახებ ჰკითხეთ ფარმაცევტს. ამ ღონისძიებებით შესაძლოა გარემოს დაცვა.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.