მონოგრაფია Nº 00085 ურეცეპტო
ალგოფლექს ფორტე
ALGOFLEX FORTE
600მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
- მოქმედი ნივთიერება
- იბუპროფენი (Ibuprofen)
- მწარმოებელი
- Sanofi-Aventis Deutschland GmbH, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
- იმპორტიორი საქართველოში
- Sanofi
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: იბუპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.
ნუროფასტი
400მგ №20
იბუპროფენი
Ibuprofen
400მგ ტაბლეტი #500
იბუ-ბეიბი
60მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10
ნუროფენი®
NUROFEN®
200მგ ტაბლეტი #20
ნუროფენ ფორტე
NUROFEN FORTE
400მგ ტაბლეტი #12
Ibu-Fort
40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1
ადვილ ლიქვი-გელი
200მგ სპრეი 20 კაფსულა №20
ნუროფენ ექსპრესი
200მგ კაფსულა №16
იბუპროფენი დენკი 600მგ
Ibuprofen Denk 600mg
600მგ ტაბლეტი №20
იბუპროფენი ნორმონი სუსპენზია
Ibuprofen Normon Suspension
100მგ/5მლ 200 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში
მიგ ფორტე საბავშვო
40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1
პაიდოფებრილი
20მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 200 მლ
იბუფენი
IBUFEN
100მგ/5მლ 100გ პერორალური სუსპენზია ფორთოხლის არომატით ბავშვებისთვის
მიგოფენი
400მგ ტაბლეტი №10
მიგ ® 400
MIG® 400
400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი N20;N30;N50
ინფორინი
Inforin
400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ბრუფენ რაპიდი
Brufen Rapid
400 მგ-იანი რბილი კაფსულა #10
სიაფენი
100მგ/5მლ სუსპენზია ფლაკონი №1 120მლ
ნუროფენ ექსპრეს ფორტე
400მგ კაფსულა №10
ჯოინტრალი
100მგ/გ გელი 1 ტუბი №1
რადიანი B
კრემი ტუბი №1 100გრ
ნუროფენი საბავშვო
NUROFEN FOR CHILDREN
100მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში
პერუფენი
PERUFEN
400 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №10
იბუპროფენი ნორმონი
Ibuprofen Normon
600მგ ტაბლეტი №30
რადიანი B იბუპროფენი
5% გელი ტუბი №1 30გრ
ნუროფენი
150მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 150 მლ
იბუპროფენ ნორმონი
600მგ ტაბლეტი საღეჭი 40 ტაბლეტი №40
დოლგიტი
5% გელი №1 50გრ
ფენოგელი
FENOGEL
(50მგ + 30მგ) 40; 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
გინენორმი
GINENORM
0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისთვის – 100 მლ #5
ალგოფლექს ბეიბი
Algoflex Baby
20მგ/მლ 100მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შპრიც დოზატორთან ერთად
ბებიტი
BEBIT
100მგ/5მლ 100მლ სუსპენზია
ბრუფენ რაპიდი
Brufen Rapid
200 მგ-იანი რბილი კაფსულა #10
იბუდექსი
IbuDex
200მგ ტაბლეტი #20
იბუპარ ფორტე
IBUPAR FORTE
400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
იბუპროფენ დენკი 400
Ibuprofen Denk 400
400 მგ ტაბლეტი #100
იბუპროფენ-გრინდექსი
IBUPROFEN-GRINDEKS
400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი
Ibuprofen (Arginin) Normon
600 მგ პაკეტი #30
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი
Ibuprofen (Arginin) Normon
400 მგ პაკეტი #30
იბუპროფენი აფლოფარმი
IBUPROFEN AFLOFARM
400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20
იბუპროფენი ნორმონი
Ibuprofen Normon
400მგ ტაბლეტი №30
იბუფენი D
IBUFEN D
100 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისათვის 120 მლ ფლაკონში
ინფორინი
Inforin
100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ქარვისფერი პეტ-ის ბოთლი №1 საზომ შპრიცთან ერთად
მიგ საბავშვო
MIG for children
100 მგ/5 მლ 100 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 6 თვიდან 9 წლამდე ასაკის ბავშებისათვის მარწყვის არომატით
მიგ საბავშვო ფორტე
MIG® for children
40 მგ/მლ, შიგნით მისაღების სუსპენზია
ნოვექსი იბუპროფენი
Novex Ibuprofen
100მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი 3 თვიდან 12 წლამდე ბავშვებისათვის ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
პერუფენი
PERUFEN
20მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია (უშაქრო) მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
პერუფენი
PERUFEN
200 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №20
პერუფენი
Perufen
100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი ბავშვებისათვის მინის ბოთლი №1
უბიმოლი-200
UBIMOL-200
200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100
უბიმოლი-400
UBIMOL-400
400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
ათქ კლასიფიკაციის კოდი
N01AE01
შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ან 20 ტაბ.
1 ტაბ.
იბუპროფენი . . . . . . . 600 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკამელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კრემნიუმის კოლოიდური დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, გლიცერინ-ტრიაცეტატი, ტიტანის დიოქსიდი, ერითროზინი, ალუმინის შეფერილობის პიგმენტი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ალგოფლექს ფორტეს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ისეთი სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის მოსახსნელად, როგორიცაა თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ტკივილი მენსტრუაციის დროს, ოპერაციის შემდგომი ტკივილი; ასევე - საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვადასხვა დაავადებათა, მყესებისა და კუნთების დაჭიმულობის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს, რომელიც იყოფა რამდენიმე მიღებად; ორ დოზას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 6 საათს.
სახსართა დაავადების გამწვავებისას, სასურველია დოზის გაზრდა დაავადების მწვავე სტადიის დასრულებამდე, თუმცა საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 4 ტაბლეტს.
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ბავშვებში!
კუჭ-ნაწლავზე გვერდითი ეფექტების პრევენციისთვის, სასურველია შემოგარსული ტაბლეტების მიღება საკვების მიღების დროს.
აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად მიღების აუცილევლობის შემთხვევაში, ალგოფლექს ფორტე ინიშნება აცეტილსალიცილის მჟავის შემცველი პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ ან მის მიღებამდე სულ მცირე 8 საათით ადრე.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: აღნიშნული პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება შეინიშნოს გულისრევა და ღებინება, ტკივილი მუცლის ღრუში, დისპეფსია, ყაბზობა, შებერილობა, დიარეა, ახალი ან შედედებული სისხლი განავალში, პირღებინება სისხლთან ერთად. ხანდახან, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაწყლულება/სისხლდენა ფატალური შედეგით სრულდება. უფრო მწვავე შემთხვევებში, შესაძლებელია თავი იჩინოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულოვანმა ანთებამ და კრონის დაავადების გაუარესებამ.
გულის მხრივ: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით შესაძლებელია გამოიხატოს შეშუპება, მაღალი სისხლის წნევა და გულის უკმარისობა.
ნერვული სისტემის მხრივ: შუილი ყურებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სმენის დარღვევა.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: მომატებული მიდრეკილება სისხლდენისადმი, ანემია, ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი და კანის სხვა ალერგიული რეაქციები, ასთმური შეტევა.
თირკმლისა და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის დარღვევები, სისხლიანი შარდი, შარდის ბუშტის ანთება, თირკმელების ანთება და დისფუნქცია. შეშუპება, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში და სითხის შეკავების მომატება.
ლაბორატორიული ტესტირება: ღვიძლის მოქმედების დარღვევები, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტისა და სისხლის შრატში კალციუმის შემცველობის დონეების შემცირება.
მხედველობის მხრივ: მხედველობის ისეთი დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, ფერთა აღქმის დარღვევა. აღნიშნული რეაქციები ქრებიან პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.
არასასურველი ეფექტების შემცირება შესაძლებელია მოკლე პერიოდის განმავლობაში უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით, რაც აუცილებელია მათ შესაჩერებლად.
უკუჩვენებები
ალგოფლექს ფორტეს მიღება არ შეიძლება:
- თუ აღინიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) იბუპროფენის ან სხვა შემადგენელი ნივთიერების, აცეტილსაცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ;
- თუ ანამნეზში აღინიშნებოდა ბრონქოსპაზმი, `თივის ცხელება~ ან ჭინჭრის ციება, განსაკუთრებით თუ ისინი ვლინდებოდნენ აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას;
- განმეორებითი ან აქტიური კუჭისა თუ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის/სისხლდენის შემთხვევაში; თუ ადრე აღინიშნებოდა არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ან კრონის დაავადება, წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას;
- ორსულობის, ლაქტაციის შემთხვევაში;
- აუტოიმუნური დაავადების (სისტემური წითელი მგლურა) შემთხვევაში;
- გულის მწვავე უკმარისობის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციათა დარღვევების, მაღალი არტერიული წნევის, ანტიკოაგულენტებით მკურნალობისას, ანამნეზში სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადების, პარკინსონის დაავადების, ეპილეფსიისა თუ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დარღვევების შემთხვევებში, რასაც თან ახლავს სისხლდენის რისკი;
- საბავშვო ასაკში.
ორსულობა და ლაქტაცია
დაუშვებელია ალგოფლექს ფორტეს მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება:
- მოხუცებულთა ასაკში;
- მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ იმ შემთხვევაში, თუ ვლინდება სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მხედველობისა თუ სმენის დარღვევები ან ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები;
- ლაქტოზას შემცველობის გამო, პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევები იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ლაქტოზას მიმართ, ვინაიდან ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ლაქტოზას.
სიფრთხილით ინიშნება:
- არტერიული წნევის დამწევ სამკურნალო საშუალებებთან ართად (ვინაიდან შეიძლება შეამციროს მათი ნევის დამწევი ეფექტი);
- თიაზიდურ დიურეზულ პრეპარატებთან ერთად (შესაძლებელია შეამციროს მათი დიურეზული მოქმედება);
- ლითიუმის პრეპარატებთან, დიგოქსინთან, ფენიტოინთან, მეტოტრექსატთან ერთად (შესაძლოა გაზარდოს მათი ტოქსიკური ეფექტი);
- ორალურ გლუკოზის დონის დამწევი პრეპარატებთან ერთად (შეიძლება გაზარდოს მათი სისხლში გლუკოზის დონის შემცველობის დამწევი ეფექტი);
- სულფონამიდების ტიპის ანტიბიოტიკებთან ერთად (ზრდის მათ მოქმედებას);
- ზრდის ე.წ. კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკების ეფექტს (ზრდის კალიუმის შემცველობის დონეს).
ზემოქმედება ავტომობილთა მართვის უნარზე: ალგოფლექს ფორტემ შესაძლებელია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვასა და იმ სამუშაოს შესრულებაზე, რაც მოითხოვს ყურადღების განსაკუთრებულ კონცენტრირებას!
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ალგოფლექს ფორტეს გამოყენება არ შეიძლება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
- ანტიკოაგულანტები (ზრდიან სისხლდენის რისკს);
- აცეტილსალიცილის მჟავა (ამცირებს იბუპროფენის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას);
- თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (ზრდიან კუჭსა და ნაწლავებში სისხლდენის განვითარების რისკს);
- გლუკოკორტიკოიდები (შეიძლება გაზარდონ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი);
- შარდმჟავას გამომყოფი, ფაღარათის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები;
- კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება ალერგიისა და ანთების საწინააღმდეგო მკურნალობისას.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C-ზე ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დიპ რილიფი
50მგ+30მგ გელი ტუბი №1 50გრ
ბიოფენი ექსტრა
325მგ+400მგ ტაბლეტი №10
ბიოფენი
№10
იბუტამოლი დუო
500მგ+200მგ ტაბლეტი №20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.