8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01995 ურეცეპტო

მიგ საბავშვო

MIG for children

100 მგ/5 მლ 100 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 6 თვიდან 9 წლამდე ასაკის ბავშებისათვის მარწყვის არომატით

მიგ საბავშვო, 100 მგ/5 მლ 100 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 6 თვიდან 9 წლამდე ასაკის ბავშებისათვის მარწყვის არომატით
მოქმედი ნივთიერება
იბუპროფენი (Ibuprofen)
მწარმოებელი
Farmasierra, ესპანეთი
იმპორტიორი საქართველოში
ბერლინ-ხემი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: იბუპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.

ნუროფასტი, 400მგ №20

ნუროფასტი

400მგ №20

იბუპროფენი
დან2.29 ₾
იბუპროფენი, 400მგ ტაბლეტი #500

იბუპროფენი

Ibuprofen

400მგ ტაბლეტი #500

იბუპროფენი Amneal Pharmaceuticals, აშშ
დან3.99 ₾
იბუ-ბეიბი, 60მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10

იბუ-ბეიბი

60მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10

იბუპროფენი
დან4.17 ₾
ნუროფენი®, 200მგ ტაბლეტი #20

ნუროფენი®

NUROFEN®

200მგ ტაბლეტი #20

იბუპროფენი რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ, დიდი ბრიტანეთი
დან5.24 ₾
ნუროფენ ფორტე, 400მგ ტაბლეტი #12

ნუროფენ ფორტე

NUROFEN FORTE

400მგ ტაბლეტი #12

იბუპროფენი რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ, დიდი ბრიტანეთი
დან5.65 ₾
Ibu-Fort, 40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

Ibu-Fort

40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

იბუპროფენი
დან6.17 ₾
ადვილ ლიქვი-გელი, 200მგ სპრეი 20 კაფსულა №20

ადვილ ლიქვი-გელი

200მგ სპრეი 20 კაფსულა №20

იბუპროფენი
დან6.32 ₾
ნუროფენ ექსპრესი, 200მგ კაფსულა №16

ნუროფენ ექსპრესი

200მგ კაფსულა №16

იბუპროფენი პათეონ სოფტჯელი, ნიდერლანდები
დან6.38 ₾
იბუპროფენი დენკი 600მგ, 600მგ ტაბლეტი №20

იბუპროფენი დენკი 600მგ

Ibuprofen Denk 600mg

600მგ ტაბლეტი №20

იბუპროფენი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან7.19 ₾
იბუპროფენი ნორმონი სუსპენზია, 100მგ/5მლ 200 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში

იბუპროფენი ნორმონი სუსპენზია

Ibuprofen Normon Suspension

100მგ/5მლ 200 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში

იბუპროფენი Normon, ესპანეთი
დან7.40 ₾
მიგ ფორტე საბავშვო, 40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

მიგ ფორტე საბავშვო

40მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

იბუპროფენი
დან7.40 ₾
პაიდოფებრილი, 20მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 200 მლ

პაიდოფებრილი

20მგ/მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 200 მლ

იბუპროფენი
დან7.40 ₾
იბუფენი, 100მგ/5მლ 100გ პერორალური სუსპენზია ფორთოხლის არომატით ბავშვებისთვის

იბუფენი

IBUFEN

100მგ/5მლ 100გ პერორალური სუსპენზია ფორთოხლის არომატით ბავშვებისთვის

იბუპროფენი პოლფარმა, პოლონეთი
დან8.33 ₾
მიგოფენი, 400მგ ტაბლეტი №10

მიგოფენი

400მგ ტაბლეტი №10

იბუპროფენი ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან8.42 ₾
მიგ ® 400, 400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი N20;N30;N50

მიგ ® 400

MIG® 400

400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი N20;N30;N50

იბუპროფენი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან8.46 ₾
ინფორინი, 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ინფორინი

Inforin

400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

იბუპროფენი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან8.47 ₾
ბრუფენ რაპიდი, 400 მგ-იანი რბილი კაფსულა #10

ბრუფენ რაპიდი

Brufen Rapid

400 მგ-იანი რბილი კაფსულა #10

იბუპროფენი Geltec Private Limited, ინდოეთი
დან9.19 ₾
სიაფენი, 100მგ/5მლ სუსპენზია ფლაკონი №1 120მლ

სიაფენი

100მგ/5მლ სუსპენზია ფლაკონი №1 120მლ

იბუპროფენი სოფარმა, ბულგარეთი
დან9.70 ₾
ნუროფენ ექსპრეს ფორტე, 400მგ კაფსულა №10

ნუროფენ ექსპრეს ფორტე

400მგ კაფსულა №10

იბუპროფენი რეკიტ ბენკიზერი, ტაილანდი
დან10.03 ₾
ჯოინტრალი, 100მგ/გ გელი 1 ტუბი №1

ჯოინტრალი

100მგ/გ გელი 1 ტუბი №1

იბუპროფენი
დან11.36 ₾
რადიანი B, კრემი ტუბი №1 100გრ

რადიანი B

კრემი ტუბი №1 100გრ

იბუპროფენი თორნტონ და როსი, დიდი ბრიტანეთი
დან12.64 ₾
ნუროფენი საბავშვო, 100მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში

ნუროფენი საბავშვო

NUROFEN FOR CHILDREN

100მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად შეფუთვაში

იბუპროფენი რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ, დიდი ბრიტანეთი
დან12.71 ₾
პერუფენი, 400 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №10

პერუფენი

PERUFEN

400 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №10

იბუპროფენი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან14.39 ₾
იბუპროფენი ნორმონი, 600მგ ტაბლეტი №30

იბუპროფენი ნორმონი

Ibuprofen Normon

600მგ ტაბლეტი №30

იბუპროფენი Normon, ესპანეთი
დან14.57 ₾
რადიანი B იბუპროფენი, 5% გელი ტუბი №1 30გრ

რადიანი B იბუპროფენი

5% გელი ტუბი №1 30გრ

იბუპროფენი თორნტონ და როსი, დიდი ბრიტანეთი
დან14.85 ₾
ნუროფენი, 150მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 150 მლ

ნუროფენი

150მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1 150 მლ

იბუპროფენი
დან15.09 ₾
იბუპროფენ ნორმონი, 600მგ ტაბლეტი საღეჭი 40 ტაბლეტი №40

იბუპროფენ ნორმონი

600მგ ტაბლეტი საღეჭი 40 ტაბლეტი №40

იბუპროფენი
დან16.22 ₾
დოლგიტი, 5% გელი №1 50გრ

დოლგიტი

5% გელი №1 50გრ

იბუპროფენი დოლორგიეტი, გერმანია
დან16.52 ₾
ფენოგელი, (50მგ + 30მგ) 40; 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში

ფენოგელი

FENOGEL

(50მგ + 30მგ) 40; 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში

იბუპროფენი Balkanpharma-Razgard AD, ბულგარეთი
დან28.30 ₾
გინენორმი, 0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისთვის – 100 მლ #5

გინენორმი

GINENORM

0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისთვის – 100 მლ #5

იბუპროფენი MITIM S.r.i. Via Cacciamali, იტალია
დან44.01 ₾
ალგოფლექს ბეიბი, 20მგ/მლ 100მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შპრიც დოზატორთან ერთად

ალგოფლექს ბეიბი

Algoflex Baby

20მგ/მლ 100მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შპრიც დოზატორთან ერთად

იბუპროფენი Sanofi-Aventis Deutschland GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ალგოფლექს ფორტე, 600მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

ალგოფლექს ფორტე

ALGOFLEX FORTE

600მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

იბუპროფენი Sanofi-Aventis Deutschland GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ბებიტი, 100მგ/5მლ 100მლ სუსპენზია

ბებიტი

BEBIT

100მგ/5მლ 100მლ სუსპენზია

იბუპროფენი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
ბრუფენ რაპიდი, 200 მგ-იანი რბილი კაფსულა #10

ბრუფენ რაპიდი

Brufen Rapid

200 მგ-იანი რბილი კაფსულა #10

იბუპროფენი Geltec Private Limited, ინდოეთი
ურეცეპტო

იბუდექსი

IbuDex

200მგ ტაბლეტი #20

იბუპროფენი Dexcel Pharma, დიდი ბრიტანეთი
ურეცეპტო
იბუპარ ფორტე, 400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

იბუპარ ფორტე

IBUPAR FORTE

400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

იბუპროფენი ADAMED, პოლონეთი
ურეცეპტო
იბუპროფენ დენკი 400, 400 მგ ტაბლეტი #100

იბუპროფენ დენკი 400

Ibuprofen Denk 400

400 მგ ტაბლეტი #100

იბუპროფენი DENK PHARMA GmbH, გერმანია
ურეცეპტო
იბუპროფენ-გრინდექსი, 400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

იბუპროფენ-გრინდექსი

IBUPROFEN-GRINDEKS

400მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

იბუპროფენი Grindeks, ლატვია
ურეცეპტო
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი, 400 მგ პაკეტი #30

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი

Ibuprofen (Arginin) Normon

400 მგ პაკეტი #30

იბუპროფენი Normon, ესპანეთი
ურეცეპტო
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი, 600 მგ პაკეტი #30

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი

Ibuprofen (Arginin) Normon

600 მგ პაკეტი #30

იბუპროფენი Normon, ესპანეთი
ურეცეპტო
იბუპროფენი აფლოფარმი, 400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20

იბუპროფენი აფლოფარმი

IBUPROFEN AFLOFARM

400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20

იბუპროფენი Aflofarm Farmacja Polska Sp. z o.o., პოლონეთი
ურეცეპტო
იბუპროფენი ნორმონი, 400მგ ტაბლეტი №30

იბუპროფენი ნორმონი

Ibuprofen Normon

400მგ ტაბლეტი №30

იბუპროფენი Normon, ესპანეთი
ურეცეპტო
იბუფენი D, 100 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისათვის 120 მლ ფლაკონში

იბუფენი D

IBUFEN D

100 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისათვის 120 მლ ფლაკონში

იბუპროფენი პოლფარმა, პოლონეთი
ურეცეპტო
ინფორინი, 100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ქარვისფერი პეტ-ის ბოთლი №1 საზომ შპრიცთან ერთად

ინფორინი

Inforin

100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ქარვისფერი პეტ-ის ბოთლი №1 საზომ შპრიცთან ერთად

იბუპროფენი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
ურეცეპტო

მიგ საბავშვო ფორტე

MIG® for children

40 მგ/მლ, შიგნით მისაღების სუსპენზია

იბუპროფენი Farmasierra, ესპანეთი
ურეცეპტო
ნოვექსი იბუპროფენი, 100მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი 3 თვიდან 12 წლამდე ბავშვებისათვის ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

ნოვექსი იბუპროფენი

Novex Ibuprofen

100მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი 3 თვიდან 12 წლამდე ბავშვებისათვის ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

იბუპროფენი ჰერბიონ ფარმა, პაკისტანი
ურეცეპტო
პერუფენი, 20მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია (უშაქრო) მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით

პერუფენი

PERUFEN

20მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია (უშაქრო) მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით

იბუპროფენი Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
ურეცეპტო
პერუფენი, 200 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №20

პერუფენი

PERUFEN

200 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა №20

იბუპროფენი ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
პერუფენი, 100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი ბავშვებისათვის მინის ბოთლი №1

პერუფენი

Perufen

100მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი ბავშვებისათვის მინის ბოთლი №1

იბუპროფენი
ურეცეპტო

უბიმოლი-200

UBIMOL-200

200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100

იბუპროფენი Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
ურეცეპტო
უბიმოლი-400, 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100

უბიმოლი-400

UBIMOL-400

400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100

იბუპროფენი Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

მიგი საბავშვო წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ სამკურნალო საშუალებას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, აასს) სიცხის დამწევი მოქმედებით.

მიგი საბავშვო გამოიყენება ბავშვებში სხეულის მასით 5 კგ-დან (6 თვის ასაკიდან) 29 კგ-მდე (9 წლამდე).

მიგი საბავშვო გამოიყენება ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში:

  • ცხელება;
  • მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილი.
02

უკუჩვენებები

პრეპარატი მიგი საბავშვოს გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

  • ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) იბუპროფენის ან პრეპარატი მიგი საბავშვოს ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
  • აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების შემდეგ გამოვლენილი ალერგიული რეაქციები, მაგალითად:
  • ბრონქოსპაზმი;
  • ბრონქული ასთმის შეტევები;
  • ცხვირის ლორწოვანის შესიება;
  • რეაქციები კანის მხრივ (გაწითლება, შეშუპება, გამონაყარი და სხვ.)
  • სისხლის წარმოქმნის გაურკვეველი ეტიოლოგიის დარღვევა;
  • თქვენ გაქვთ ან წარსულში არაერთხელ გქონდათ კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული) ან სისხლდენა (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი სხვადასხვა ეპიზოდი);
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ჩატარებულ თერაპიასთან დაკავშირებული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან პერფორაცია წარსულში;
  • სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ცერებრო-ვასკულური სისხლდენა) ან სხვა სისხლდენა აქტიურ ფაზაში;
  • თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
  • გულის იშემიური დაავადება;
  • გულის მძიმე უკმარისობა;
  • გამოხატული დეჰიდრატაცია (ღებინების, დიარეის ან არასაკმარისი სითხის მიღების შედეგად)
  • ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.

სიფრთხილე პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღებისას:

გვერდითი მოქმედების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის უმცირესი ეფექტური დოზის რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში მიღების გზით, რაც აუცილებელია სიმპტომების მოსახსნელად.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

მოერიდეთ პრეპარატი მიგი საბავშვოს და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად მიღებას, ე.წ. ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორების (ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების) ჩათვლით.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები:

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მომატებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე გვერდითი მოქმედებების სიხშირე, განსაკუთრებით სისხლდენები და პერფორაციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც შესაძლოა სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს. ამიტომ, ხანდაზმულები ექიმის განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ.

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლულების განვითარება და პერფორაცია, რაც შესაძლოა სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს, აღინიშნება ყველა აასს გამოყენებასთან დაკავშირებით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად მიმანიშნებელი სიმპტომების ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სერიოზული პათოლოგიის არსებობისა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულების განვითარებისა და პერფორაციის რისკი იზრდება აასს-ის დოზის გაზრდისას ანამნეზში წყლულის, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 2 ~პრეპარატი მიგი საბავშვოს გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში~), და აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთმა პაციენტებმა მკურნალობა მინიმალური შესაძლო დოზებით უნდა დაიწყონ.

ამ პაციენტებისათვის, და აგრეთვე მათთვის, ვისთვისაც აუცილებელია თანმხლები თერაპია აცეტილსალიცილის მჟავის (ასმ) დაბალი დოზებით ან ისეთი პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევის რისკის გაზრდას, აუცილებელია განხილული იქნას დამცავი მოქმედების მქონე საშუალებებით, მაგალითად, მიზოპროსტოლით ან პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებით კომბინირებული თერაპიის შესაძლებლობა.

თუ ადრე თქვენს ბავშვს აღენიშნებოდა გვერდითი მოქმედებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მაშინ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს (უპირველეს ყოვლისა კუჭ-ნაწლავის მხრივ სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბავშვი ერთდროულად ღებულობს პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს წყლულის ან სისხლდენების წარმოქმნის საშიშროება: პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ან ანტითრომბოციტული საშუალებები, მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა (იხ. პარაგრაფი 2 ~სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება~).

შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღება იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს თქვენს ბავშვს განუვითარდა სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან წყლული. თუ თქვენს ბავშვს განუვითარდა უჩვეულო სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს (იხ. პარაგრაფი 4 ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~).

ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა და ცერებრო-ვასკულურ სისტემაზე

პრეპარატი მიგი საბავშვოს ანალოგიურმა პრეპარატებმა შეიძლება რამდენადმე გაზარდოს გულის შეტევის (~მიოკარდიუმის ინფარქტის~) ან ინსულტის განვითარების რისკი. ნებისმიერი გართულების რისკი იზრდება დოზის გაზრდის და თერაპიის ხანგრძლივობის შესაბამისად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას (მაქსიმუმ 3 დღე).

თუ თქვენს ბავშვს აქვს გულის დაავადებები, გადატანილი აქვს ინსულტი ან თვლით, რომ არსებობს აღნიშნული მდგომარეობების განვითარების რისკი (მაგალითად, მომატებული არტერიული წნევის, შაქრიანი დიაბეტის, ქოლესტერინის მომატებული დონის შემთხვევაში), კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კანის რეაქციები

აასს-ის გამოყენებასთან დაკავშირებით აღწერილია კანის მძიმე რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები გაწითლებით და ბუშტუკების წარმოქმნით, ზოგჯერ ლეტალური შედეგით (ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი 4 ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~).

როგორც ჩანს, მკურნალობის დასაწყისში კანის რეაქციების განვითარების რისკი უფრო მაღალია, რადგან, უმეტეს პაციენტში აღნიშნული რეაქციების განვითარება ხდება თერაპიის პირველი თვის განმავლობაში. კანზე გამონაყარის პირველი ნიშნების, ლორწოვანი გარსების დაზიანებების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოვლინების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი საბავშვოს გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

ჩუტყვავილას დროს მიგი საბავშვოს გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სხვა მითითება

მიგი საბავშვო გამოიყენება მხოლოდ მოსალოდნელი სარგებელისა და რისკის საგულდაგულო შეფასების შემდეგ, თუ თქვენს ბავშვს:

  • აქვს გარკვეული აუტოიმუნური ხასიათის დარღვევები (სისტემური წითელი მგლურა და კომბინირებული კოლაგენოზები); ამ შემთხვევაში იზრდება ტვინის გარსის არაინფექციური ანთების (ასეპტიური მენინგიტის) სიმპტომების განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი 4 ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~);
  • აქვს სისხლის წარმოქმნის გარკვეული მემკვიდრეობითი დარღვევები (მაგალითად, მწვავე გარდამავალი პორფირია).
  • ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობა საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
  • თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
  • უშუალოდ მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
  • ალერგიის (მაგალითად, სხვა მედიკამენტების მიღებაზე გამოვლენილი კანის რეაქციები, ასთმა, პოლინოზი), ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება ან სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, რასაც თან ახლავს მათი შევიწროვება;
  • დეჰიდრატაცია.
  • ძალიან იშვიათად აღინიშნება მძიმე ხარისხის ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი). პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღების დროს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების პირველი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
  • იბუპროფენს, პრეპარატი მიგი საბავშვოს აქტიურ ნივთიერებას, შეუძლია დროებით დათრგუნოს თრომბოციტების ფუნქცია (თრომბოციტების აგრეგაცია). ამის გამო აუცილებელია სისხლის შედედების სისტემის დარღვევების მქონე პაციენტების საგულდაგულო მეთვალყურეობა.
  • პრეპარატი მიგი საბავშვოს ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში საჭიროა ღვიძლის მაჩვენებლების, თირკმელების ფუნქციის და სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი.
  • პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღების დროს ქირურგიული ჩარევის ჩატარებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს.
  • ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, რომელიც არ შეიძლება განიკურნოს ამ პრეპარატების დოზის გაზრდით. თუ პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღების მიუხედავად, თქვენს ბავშვს ხშირად აწუხებს თავის ტკივილი, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
  • ანალგეზიური საშუალებების ხშირმა, ~ჩვეულმა~ მიღებამ, განსაკუთრებით რამოდენიმე ტკივილგამაყუჩებელი მოქმედი ნივთიერების ერთდროულად გამოყენებამ, შეიძლება მიგვიყვანოს თირკმელების შეუქცევად დაზიანებამდე თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკის თანხლებით (ანალგეტიკური ნეფროპათია).
  • აასს-მა, კერძოდ კი იბუპროფენმა, შეიძლება შენიღბოს ინფექციისა და ცხელების სიმპტომები.
03

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით.

იბუპროფენის მოქმედებაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ზოგიერთმა ანტიკოაგულანტმა (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები) (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა/ასპირინი, ვარფარინი, ტიკლოპიდინი), არტერიული წნევის დამაქვეითებელმა ზოგიერთმა პრეპარატმა (აგფ ინჰიბიტორები, მაგალითად, კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ II ანტაგონისტები), ასევე სხვა პრეპარატებმა. თავის მხრივ, იბუპროფენმაც შეიძლება მოახდინოს გავლენა ჩამოთვლილი პრეპარატების მოქმედებაზე. ამიტომ, იბუპროფენისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

ქვემოთ მითითებული სამკურნალწამლო ნივთიერებების ან პრეპარატების ჯგუფის მოქმედება შეიძლება შეიცვალოს პრეპარატი მიგი საბავშვოსთან ერთდროულად მიღებისას.

მოქმედების გაძლიერება და/ან გვერდითი მოქმედება:

შემდეგ პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლში მათი კონცენტრაცია:

  • დიგოქსინი (გულის მუშაობის გამაძლიერებელი საშუალება);
  • ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი);
  • ლითიუმი (ფსიქიური დარღვევების სამკურნალო საშუალება); სწორი გამოყენებისას (მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში) ლითიუმის, დიგოქსინისა და ფენიტოინის კონცენტრაციის განსაზღვრა პლაზმაში, როგორც წესი, არ არის საჭირო.
  • ანტიკოაგულანტები, მაგალითად, ვარფარინი;
  • მეტოტრექსატი (ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებისა და გარკვეული რევმატული დაავადებების სამკურნალო პრეპარატი); არ მიიღოთ მიგი საბავშვო მეტოტრექსატის მიღებამდე ან შემდეგ 24 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია სისხლში მეტოტრექსატის კონცენტრაციის მომატება და მისი გვერდითი მოქმედებების გამოვლენის რისკის გაზრდა;
  • აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), მაგალითად გლუკოკორტიკოიდები (კორტიზონისა და კორტიზონის მსგავსი ნივთიერებების შემცველი პრეპარატები), რადგან იზრდება წყლულისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი;
  • თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო საშუალებები), რადგან იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი;
  • პრობენიციდს ან სულფინპირაზონის შემცველი პრეპარატები (პოდაგრის სამკურნალო საშუალებები), რადგან შესაძლოა ორგანიზმიდან იბუპროფენის გამოყოფის შეფერხება. იბუპროფენი შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და, შედეგად, იზრდება მისი გვერდითი მოქმედებების გამოვლენის რისკი.

მოქმედების შესუსტება:

  • სითხის გამოყოფის გამაძლიერებელი საშუალებები (დიურეზულები) და მაღალი არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები (ჰიპოტენზიური პრეპარატები), რადგან იზრდება თირკმელების მხრივ დარღვევების რისკი.
  • აგფ ინჰიბიტორები (გულის უკმარისობისა და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები), რადგან იზრდება თირკმელების ფუნქციის დარღვევების რისკი.
  • აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები, რადგან შეიძლება შესუსტდეს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების ანტიაგრეგანტული მოქმედება.

სხვა შესაძლო ურთიერთქმედება:

  • ზიდოვუდინი (შიდსის სამკურნალო საშუალება), რადგან არსებობს სახსრებში სისხლჩაქცევებისა და ჰემატომების რისკის მომატება ჰემოფილიის მქონე აივ-ინფიცირებულ პაციენტებში.
  • ციკლოსპორინი (იმუნური რეაქციის დამაქვეითებელი საშუალება, რომელიც გამოიყენება, მაგალითად, ტრანსპლანტაციის შემდეგ, ასევე რევმატიზმის სამკურნალოდ), თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკთან დაკავშირებით;
  • ტაკროლიმუსი, თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკთან დაკავშირებით;
  • კალიუმის დამზოგველი დიურეზულები (გარკვეული დიურეზულები); იბუპროფენთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში იზრდება სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატების რისკი.
  • სულფონილშარდოვანას პრეპარატები (შაქრის შემცველობის დამაქვეითებელი საშუალებები); მიუხედავად იმისა, რომ იბუპროფენისა და სულფონილშარდოვანას პრეპარატების ურთიერთქმედება ჯერ განსაზღვრული არ არის, სხვა აასს-გან განსხვავებით, ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებისას პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის კონტროლირება.
  • იბუპროფენისა და CYP2ჩ9 იზოფერმენტის ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებისას იბუპროფენის (CYP2C9 სუბსტრატის) ზემოქმედება შეიძლება გაიზარდოს. ვორიკონაზოლთან და ფლუკონაზოლთან (CYP2C9 ინჰიბიტორებთან) იბუპროფენის ერთდროულად გამოყენების კვლევებში შ(+)-იბუპროფენის ზემოქმედების მაჩვენებლები იზრდებოდა დაახლოებით 80-100%-ით. იბუპროფენისა და CYP2C9 ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში მიზანშეწონილია იბუპროფენის დოზის შემცირება, განსაკუთრებით, თუ იბუპროფენი მაღალი დოზით გამოიყენება ვორიკონაზოლთან და ფლუკონაზოლთან კომბინაციაში.

პრეპარატი მიგი საბავშვოს საკვებთან და სასმელთან მიღება

პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღების დროს, შეძლებისდაგვარად, მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, რადგან ეს იწვევს გვერდითი მოქედებების რისკის გაზრდას, ძირითადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

04

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღების პერიოდის განმავლობაში დაორსულების შემთხვევაში აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

იბუპროფენის მიღება ნებადართულია ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.

მიგი საბავშვოს მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ბოლო ტრიმესტრში დედისთვის და ბავშვისთვის გართულებების მომატებული რისკის გამო.

მიგი საბავშვო მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), რომლებსაც შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ქალის რეპროდუქციულ უნარზე. ეს მოქმედება შექცევად ხასითს ატარებს პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ძუძუთი კვების პერიოდი

მოქმედი ნივთიერება იბუპროფენი და მისი დაშლის პროდუქტები უმნიშვნელო რაოდენობით ხვდება დედის რძეში. ვინაიდან ახალშობილისთვის უარყოფითი შედეგების შესახებ ცნობები დღემდე არ არსებობს, პრეპარატის ხანმოკლე გამოყენებისას ძუძუთი კვების შეწყვეტის აუცილებლიბა, როგორც წესი, არ დგება. თუმცა, პრეპარატის მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში მიზანშეწონილია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

ვინაიდან პრეპარატი მიგი საბავშვოს მაღალი დოზებით მიღებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გვერდით მოვლენებს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა დაღლილობა და თავბრუსხვევა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სწრაფი რეაგირების უნარის, საგზაო მოძრაობაში ორიენტირებისა და მექანიზმების მართვის უნარის დარღვევა. აღნიშნული რეაქციები განსაკუთრებით გამოხატულია ალკოჰოლთან ერთდროულად მიღებისას. თქვენ შეიძლება დაკარგოთ მოულოდნელ სიტუაციებზე სწრაფი და ზუსტი რეაგირების უნარი. ამ შემთხვევაში, არ შეიძლება ავტომობილის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა! არ შეიძლება მექანიზმებთან ან ხელსაწყოებთან მუშაობა! არ შეიძლება მუშაობა ფეხებისთვის საიმედო საყრდენის გარეშე!

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი მიგი საბავშვოს ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

მოცემული პრეპარატი შეიცავს თხევად მალტიტოლს.

თუ თქვენს ბავშვს აქვს აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მოცემული პრეპარატი შეიცავს 3,7 მგ/მლ ნატრიუმს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინება აუცილებელია პაციენტებისათვის, რომლებიც არიან დიეტაზე ნატრიუმის შეზღუდული მოხმარებით.

05

მიღების წესი და დოზირება

მიგი საბავშვო ყოველთვის მიიღება წინამდებარე ინსტრუქციის ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივი დოზები:

ცხრილიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 6 საათს.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას (მაქსიმუმ 3 დღე).

თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევისას დოზის შემცირება საჭირო არ არის.

მიგი საბავშვოს გამოყენება რეკომენდებული არ არის 6 თვემდე ასაკის ბავშვებში 5 კგ-მდე სხეულის მასით.

შიგნით მისაღები საშუალება ბავშვებისათვის.

ზუსტი დოზირებისთვის შეფუთვაში მოთავსებულია შპრიცი პრეპარატის პერორალური მიღებისთვის (გრადუირებული 5 მლ-მდე 0,5 მლ ნიშნულებით)
1. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონის შიგთავსი.

2. ფლაკონის გასახსნელად დააჭირეთ თავსახურს და დაატრიალეთ ისრებით მითითებული მიმართულებით.

3. ჩასვით ნახვრეტში სუსპენზიის პერორალური შეყვანის შპრიცი.

4. შპრიცის ადგილზე დაფიქსირებით გადააბრუნეთ ფლაკონი და ფრთხილად დააფიქსირეთ დგუში საჭირო ნიშნულზე.

5. გადააბრუნეთ ფლაკონი ძირით ქვემოთ მდგომარეობაში და ფრთხილად ამოიღეთ შპრიცი დატრიალებით.

6. სიროფის შესაყვანათ მოათავსეთ შპრიცის თავი ბავშვის პირში და ნელა დააჭირეთ დგუშს შპრიცის კორპუსის მიმართულებით. პრეპარატი შეიყვანეთ ბავშვის ყლაპვის სიხშირის მიხედვით.

გამოყენების შემდეგ თავი დაახურეთ ფლაკონს. ამოიღეთ დგუში შპრიცის კორპუსიდან, გარეცხეთ თბილი წყლით და გააშვრეთ. შეინახეთ შპრიცი სუსპენზიის პერორალური შეყვანისთვის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

პრეპარატი მიგი საბავშვოს გამოყენების ფონზე რამდენიმე პაციენტში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი დისპეფსია. თუ ეს განუვითარდა თქვენს ბავშვს, მიეცით მას პრეპარატი ჭამის დროს.

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი მიგი საბავშვოს მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მხოლოდ ხანმოკლე თერაპიისათვის.

მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გაგიუარესდათ სიმპტომები ან არ გაგიუმჯობესდათ მდგომარეობა 3 დღის განმავლობაში.

მიგი საბავშვოს მიღება არ შეიძლება 3 დღეზე მეტი დროის განმავლობაში ექიმის ან სტომატოლოგის კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატი მიგი საბავშვოს დოზის გადაჭარბების შემთხვევები

პრეპარატი მიგი საბავშვო გამოიყენება ექიმის მითითების დაცვით ან ჩანართში მოყვანილი დოზირების შესაბამისად. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბავშვს ტკივილი არასაკმარისად შეუმსუბუქდა, დამოუკიდებლად ნუ გაზრდით დოზას – მიმართეთ მკურნალ ექიმს.

დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომები:

  • დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის წასვლის წინა მდგომარეობა და გონების დაკარგვა (ბავშვებში ასევე მიოკლონური კრუნჩხვა);
  • დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
  • ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
  • არტერიული წნევის დაცემა;
  • სუნთქვის შესუსტება (დათრგუნვა);
  • კანისა და ლორწოვანი გარსების შინდისფერი შეფერილობა (ციანოზი).

მოცემული პრეპარატის წინააღმდეგ სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

პრეპარატი მიგი საბავშვოს დოზის გადაჭარბების შესახებ ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მოწამვლის სიმძიმის მიხედვით ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ზომების შესახებ.

პრეპარატი მიგი საბავშვოს დოზის მიღების გამოტოვება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

06

გვერდითი მოვლენები

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ მიგი საბავშვოსაც აქვს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. თუ შენიშნავთ, რომ თქვენს ბავშვს აღენიშნება ქვემოთ მითითებული გვერდითი მოქმედებები, აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.

შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება:

  • ნაწლავური სისხლდენის ნიშნები, როგორიცაა მწვავე ტკივილი მუცლის არეში, კუპრისებრი განავალი, ღებინება სისხლით ან შავი, ყავის მარცვლების მაგვარი ნაწილაკებით;
  • იშვიათი, მაგრამ სერიოზული ალერგიული რეაქციების ნიშნები, როგორიცაა ასთმა, მშრალი ხიხინი ან გაურკვეველი ქოშინი, სახის, ენის ან ხახის შესიება, სუნთქვის გაძნელენა, ტაქიკარდია (გულის შეკუმშვათა მომატებული სიხშირე), არტერიული წნევის დაქვეითება, რომელიც იწვევს შოკს. აღნიშნული რეაქცია შეიძლება განვითარდეს პრეპარატის პირველივე გამოყენების შემდეგაც კი. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი.
  • მძიმე ხარისხის კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი მთელს სხეულზე, კანის აქერცვლა, ბუშტუკები ან კანის განშრევება.

შესაძლო გვერდითი მოქმდება

შემდეგი გვერდითი მოქმედებების სიაში მითითებულია ყველა გვერდითი მოქმედება, რომლებსაც ადგილი ჰქონდა იბუპროფენით მკურნალობისას, მათ შორის რევმატიზმის მქონე ავადმყოფებში მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ. დადგენილი სიხშირე, ძალიან იშვიათი შემთხვევების ჩათვლით, მიეკუთვნება ხანმოკლე მკურნალობას იბუპროფენის დღე-ღამური დოზებით 1200 მგ-მდე პერორალური სამკურნალო საშუალების შემთხვევაში და 1800 მგ-მდე სანთლების შემთხვევაში.

უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატის შემდეგი არასასურველი რეაქციები დამოკიდებულია დოზაზე და პაციენტთა ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

ყველაზე ხშირია გვერდითი მოქმედებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

მაგალითად, არსებობს კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის (პეპტიური წყლულის), პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების რისკი, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, (იხ. პარაგრაფი 2: ~განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღებისას:~).

არსებული ცნობებით პრეპარატის გამოყენების ფონზე შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი, კუპრისებრი განავალი, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება და წყლულები), გაძლიერდეს ნაწლავური დარღვევები, წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება (იხ. პარაგრაფი 2: ~განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღებისას:~).

იშვიათად აღინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი). კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და მიღების ხანგრძლივობაზე.

ასევე არსებობს ცნობები შეშუპების, არტერიული წნევის მომატების და გულის უკმარისობის შესახებ აასს-ით ჩატარებული მკურნალობის ფონზე.

ისეთმა მედიკამენტებმა, როგორიცაა მიგი საბავშვო, შეიძლება ოდნავ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების რისკი.

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ხშირად (გვხვდება 100 პაციენტიდან 1-10-ში)

დარღვევები კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გულძმარვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, ფაღარათი, შეკრულობა, ასევე უმნიშვნელო სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, რომლებმაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი სხეულაკების შემცირება (ანემია).

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ზოგჯერ (გვხვდება 1000 პაციენტიდან 1-10-ში)

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანზე გამონაყარის და ქავილის თანხლებით, აგრეთვე, ასთმის შეტევები (ზოგ შემთხვევაში არტერიული წნევის დაცემით).

აღნიშნულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღება.

დარღვევა ნერვული სისტემის მხრივ: დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, მაგალითად, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, აგზნება, გაღიზიანებადობა ან დაღლილობა.

დარღვევა მხედველობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა.

აღნიშნულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღება.

დარღვევა კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული) შესაძლო სისხლდენისა და პერფორაციის განვითარებით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება წყლულების წარმოქმნით (წყლულოვანი სტომატიტი), წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი).

დარღვევა კანისა და თმების მხრივ: სხვადასხა ტიპის გამონაყარი კანზე.

გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება იშვიათად (გვხვდება 10000 პაციენტიდან 1-10-ში)

დარღვევები ყურების მხრივ: შუილი ყურებში (ტინიტუსი).

დარღვევები თირკმელებისა და შარდმდენი ორგანოების მხრივ: შესაძლებელია თირკმლის ქსოვილის დაზიანება (თირკმლის დვრილების ნეკროზი), განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს, და სისხლში რძემჟავას კონცენტრაციის მომატება.

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ძალიან იშვიათად (10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები)

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: აღწერილია ინფექციური ანთებითი პროცესების გამწვავების შემთხვევები (მაგალითად, მანეკროზებელი ფასციიტის განვითარება), რომლებიც უკავშირდება გარკვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) გამოყენებას, რომლებსაც აგრეთვე მიეკუთვნება მიგი საბავშვო.

აღინიშნებოდა თავის ტვინის გარსის ანთების სიმპტომები (ასეპტიური მენინგიტი), მაგალითად, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება, კეფის კუნთების რიგიდობა და ცნობიერების დაბინდვა. აღნიშნული მოვლენების განვითარების რისკი იზრდება გარკვეული აუტოიმუნური დარღვევების (სისტემური წითელი მგლურა, კომბინირებული კოლაგენოზები) მქონე პაციენტებში.

პრეპარატი მიგი საბავშვოს გამოყენების ფონზე ინფექციის ნიშნების გამოვლენის ან დამძიმებისას შემთხვევაში (მაგალითად, გაწითლება, შეშუპება, სიცხე, ტკივილი, ცხელება) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სისხლის წარმოქმნის დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი).

პირველი ნიშნები შეიძლება იყოს: ცხელება, ყელის ტკივილი, ეროზია პირის ღრუში, გრიპისმაგვარი სიმპტომები, გამოხატული დაღლილობა, სისხლდენა ცხვირიდან, კანის სისხლდენა.

აღნიშნულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. არ მიიღოთ დამოუკიდებლად ტკივილგამაყუჩებელი ან სიცხის დამწევი საშუალებები.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: მძიმე ხარისხის გენერალიზებული ალერგიული რეაქციები.

გამოვლენის შესაძლო ფორმები: სახის შეშუპება, ენის შეშუპება, ხახის შეშუპება, რასაც თან ახლავს სასუნთქი გზების შევიწროება, ქოშინი, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაცემა სიცოცხლისთვის საშიშ შოკამდე.

ნებისმიერი აღნიშნული სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პრეპარატის პირველივე გამოყენებისას, საჭიროა სასწრაფო საექიმო დახმარება.

ფსიქიკური დარღვევები: ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია.

დარღვევები გულისა და სისხლძარღვების მხრივ: გულისცემა, გულის უკმარისობა, გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტონია).

დარღვევები სასუნთქი ორგანოების, გულ-მკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი და მშრალი ხიხინი.

დარღვევები კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: საყლაპავის (ეზოფაგიტი) და კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეატიტი) ანთება, ნაჭდევისებრი შევიწროების წარმოქმნა წვრილ და მსხვილ ნაწლავში (ნაწლავის დიაფრაგმისებრი სტრიქტურა).

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ღვიძლის დაზიანება, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე ანთება (ჰეპატიტი).

ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.

დარღვევები კანისა და თმის მხრივ: მძიმე ხარისხის კანის რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი გაწითლებით და ბუშტუკების წარმოქმნით (მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ლაიელის სინდრომი), თმის ცვენა (ალოპეცია).

ჩუტყვავილას დროს ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მძიმე ხარისხის კანის ინფექციებისა და რბილი ქსოვილების მხრივ გართულებების განვითარება (იხ. ასევე ~ინფექციები და ინვაზიები~).

დარღვევები თირკმელებისა და შარდმდენი ორგანოების მხრივ: დაქვეითებული დიურეზი (გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება) და ქსოვილებში სითხის შეკავება (შეშუპება), განსაკუთრებით პაციენტებში არტერიული ჰიპერტონიით ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით; ნეფროზული შეშუპება (ორგანიზმში სითხის დაგროვება [შეშუპება] და შარდთან ერთად მნიშვნელოვანი რაოდენობის ცილების გამოყოფა); თირკმელების ანთებითი დაავადება (ინტერსტიციული ნეფრიტი), რომელსაც შეიძლება თან ახლდეს თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა.

დაქვეითებული დიურეზი, ორგანიზმში სითხის შეკავება (შეშუპება) და ცუდი განწყობა შეიძლება იყოს თირკმელების ფუნქციის დარღვევის სიმპტომები, თირკმელების უკმარისობამდე.

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის ან დამძიმების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენების გაუარესებისას, ან ნებისმიერი სხვა გვერდითი მოქმედების გამოვლენისას, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

07

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი მიგი საბავშვო არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონზე ან კოლოფზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გადის მითითებული თვის ბოლო დღეს.

სტაბილურობა ფლაკონის გახსნის შემდეგ: 6 თვე 25°ჩ დაბალ ტემპერატურაზე შენახვის პირობით.

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

08

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

პრეპარატი მიგი საბავშვოს შემადგენლობა
პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს იბუპროფენი.

1 მლ სუსპენზია შეიცავს 20 მგ იბუპროფენს.

დამხმარე კომპონენტები:

ნატრიუმის ბენზოატი, უწყლო ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, საქარინ-ნატრიუმი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიპრომელოზა, ქსანტანის გუმფისი, თხევადი მალტიტოლი, გლიცერინი, გაწმენდილი წყალი, მარწყვის არომატიზატორი (შეიცავს ნატურალური არომატიზატორების იდენტურ ნივთიერებებს, ნატურალური არომატიზატორის პრეპარატებს, პროპილენგლიკოლს).

პრეპარატი მიგი საბავშვოს აღწერა და გამოშვების ფორმა

მიგი საბავშვო არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის შიგნით მისაღები ბლანტი სუსპენზია.

მიგი საბავშვო გამოდის ფლაკონებში შიგნით მისაღები 100 მლ სუსპენზიით.

შეფუთვაში მოთავსებულია შპრიცი სუსპენზიის პერორალური შეყვანისთვის.

(გრადუირებული 5 მლ-მდე 0,5 მლ ნიშნულებით).

09

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.