8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03033 Rx · რეცეპტით

ტულოზინი®

TULOSIN®

0.4 მგ კაფსულა #30

დან23.80 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
ტულოზინი®, 0.4 მგ კაფსულა #30
მოქმედი ნივთიერება
ტამსულოზინი (Tamsulosin)
მწარმოებელი
სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ალფა1- ადრენობლოკატორები
იმპორტიორი საქართველოში
სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ტულოზინი კაფსულა 0.4მგ #30

    0.79 ₾ / ც. × 30

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ტულოზინი კაფსულა 0.4მგ #30

    0.79 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ტამსულოზინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ეს-ტამი, 0.4მგ კაფსულა №30

ეს-ტამი

0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი სინთონი, ესპანეთი
დან23.80 ₾
სალოვერი, 0.4მგ კაფსულა #30

სალოვერი

SALOVER

0.4მგ კაფსულა #30

ტამსულოზინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან23.80 ₾
ტამოზინი, 0.4მგ კაფსულა №30

ტამოზინი

0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი ჯი ეი ფარმაციუტიკალსი, ავსტრია
დან23.80 ₾
ტამსოლი, 0.4მგ კაფსულა #10;#30

ტამსოლი

TAMSOL

0.4მგ კაფსულა #10;#30

ტამსულოზინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან23.80 ₾
ტამსულოზინი სტადა, 0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი სტადა

0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი ლამპ სან პროსპერო, იტალია
დან23.80 ₾
ტამსულოზინი-APO CR, 0.4მგ ტაბლეტი №30

ტამსულოზინი-APO CR

0.4მგ ტაბლეტი №30

ტამსულოზინი აპოტექსი, კანადა
დან23.80 ₾
ტამურექსი, 0.4მგ კაფსულა №30

ტამურექსი

0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი სომექს ფარმა, დიდი ბრიტანეთი
დან23.80 ₾
ტამსულოზინი შტადა, 0.4მგ კაფსულა №100

ტამსულოზინი შტადა

0.4მგ კაფსულა №100

ტამსულოზინი შტადა არცნაიმიტელი, გერმანია
დან38.82 ₾
გრასულანი, 0.4 მგ კაფსულა #30

გრასულანი

Grasulan

0.4 მგ კაფსულა #30

ტამსულოზინი Synthon BV, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ომნიკ ოკასი, 0.4მგ ტაბლეტი#30

ომნიკ ოკასი

Omnic ocas

0.4მგ ტაბლეტი#30

ტამსულოზინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ომნიკი®, 0.4მგ კაფსულა #30, 0.4მგ კაფსულა #10

ომნიკი®

Omnic®

0.4მგ კაფსულა #30, 0.4მგ კაფსულა #10

ტამსულოზინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ტალიზი, - 0.4მგ კაფსულა #30

ტალიზი

TALIZ

- 0.4მგ კაფსულა #30

ტამსულოზინი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ, 0,4 მგ. კაფსულა №100

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ

Tamsulozin 0,4mg.

0,4 მგ. კაფსულა №100

ტამსულოზინი STADA Arzneimittel AG, გერმანია
Rx · რეცეპტით

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4მგ.კაფს

TAMSULOZIN HYDROCHLORIDE

0.4მგ კაფსულა №500

ტამსულოზინი Wockhardt Limited, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

ფოკუსინი

Focusin

0.4მგ კაფსულა #30

ტამსულოზინი Zentiva, ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

პრეპარატის თითოეული მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება - 0.4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის სტეარატი, მეტაკრილის მჟავასა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი, ტვინი 80, ტალკი, ტრიეთილციტრატი.
კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინი, ინდიგოკარმინი, ქინოლინის ყვითელი, ტიტანის დიოქსიდი.

02

ჩვენებები

ტულოზინის® აქტიური ნივთიერება – ტამსულოზინი განეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომლებსაც ალფა-1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები ეწოდებათ. იგი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლისა და შარდსადენი არხის გლუვი კუნთების დაჭიმულობას, და ამგვარად აადვილებს შარდის დინებას და ხელს უწყობს შარდის ბუშტის დაცლას. იგი გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომების შესამცირებლად (ხშირი შარდვა დღისით და ღამით; გაძნელებული შარდვა – შარდვის დაწყების გაძნელება, შარდის სუსტი და წყვეტილი ნაკადი; შარდის მოწოლა, შარდვის იმპერატიული (გადაუდებელი) მოთხოვნილება, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება).

03

მიღების წესი და დოზირება

ტულოზინი® მიიღება შიგნით თითო კაფსულა დღეში. კაფსულები მიიღება 30 წუთში საკვების ერთსა და იმავე დროს მიღებისას, კაფსულის მთლიანად ჩაყლაპვით და საკმარისი რაოდენობით – თითქმის ნახევარი ჭიქა – წყალის მიყოლებით. კაფსულების მიღებისას პაციენტი უნდა იჯდეს ან იდგეს. არ შეიძლება კაფსულების დაღეჭვა, გახსნა ან გატეხვა, ვინაიდან ამან შეიძლება იმოქმედოს პრეპარატის ეფექტზე.
ტამსულოზინის ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზაა 0.4 მგ-ს (ერთი კაფსულა). პრეპარატის თვისებების წყალობით დოზის ინდივიდუალურად შერჩევა საჭირო არ არის.
ტულოზინი® ხანგრძლივად მოქმედი პრეპარატია, იგი ყოველთვის დღეში ერთხელ მიიღება.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
პრეპარატის მიღების თვითნებურად შეწყვეტა არ შეიძლება.
ტულოზინი® განკუთვნილია მხოლოდ მამრობითი სქესის მოზრდილი პაციენტებისათვის.
გამოტოვებული დოზა
დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. ამის შემდეგ პრეპარატის მიღება გრძელდება ექიმის მიერ დანიშნული რეჟიმითა და დოზებში. თუ გამოტოვებულის შემდეგ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილია 12 საათზე ნაკლები დრო, გამოტოვებული კაფსულის მიღება არ შეიძლება და პრეპარატის მიღება ჩვეულებრივ დანიშნულებისამებრ გრძელდება. გამოტოვებული დოზის კომპენსაციისათვის დოზის გაორმაგება არ შეიძლება, ვინაიდან ამან შეიძლება ჭარბი დოზირება გამოიწვიოს.

04

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება. როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება.
მძიმე გვერდითი ეფექტების ან იმ ეფექტების, რომლებიც არ არის მოხსენიებული ამ ინსტრუქციაში, განვითარებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
პირველი დოზის მიღების შემდეგ ან ტულოზინით® მკურნალობის პირველ დღეებში იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაქვეითება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევით, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით, გულყრით, განსაკუთრებით დაჯდომის ან წოლითი მდგომარეობიდან ადგომის მცდელობისას. იგივე მოვლენა შეიძლება განვითარდეს რამოდენიმედღიანი შესვენების შემდეგ პრეპარატის მიღების განახლებისას. სისუსტის ან თავბრუსხვევის ნიშნების შეგრძნებისას აუცილებელია დაჯდომა ან დაწოლა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
სხვა არასასურველი ეფექტები ჩვეულებრივ სუსტად გამოხატულია და სწრაფად გაივლის. ტამსულოზინით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და ძილიანობა. უფრო იშვიათად აღინიშნა თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, გულისცემა, რინიტი, ყაბზობა, დიარეა, ღებინება, გულისრევა, გამონაყარი კანზე, ქავილი, ეაკულაციის დარღვევა (რეტროგრადული ეაკულაცია), სისუსტე. ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა გულყრა, ანგიონევროზული შეშუპება. ძალიან იშვიათი არასასურველი ეფექტი – პრიაპიზმი (სასქესო ორგანოს მტკივნეული და ხანგრძლივი ერექცია, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს ექიმის დახმარებას).
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინებისას აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

05

უკუჩვენებები

ტულოზინის® გამოყენება არ შეიძლება ალერგიული რეაქციის შემთხვევაში ტამსულოზინის ან სხვა ალფა-1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორების მიღების შემდეგ, ან ჰიპერმგრძნობელობისას ემ კაფსულების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

06

განსაკუთრებული მითითებები

  • თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
  • თავბრუსხვევა ან გულყრა მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ფეხზე ადგომის დროს.

ტულოზინით® მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს ჩამოთვლილი მდგომარეობების შესახებ.
ტულოზინით® მკურნალობის დაწყებამდე ექიმს შეუძლია მთელი რიგი გამოკვლევების ჩატარება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის თაობაზე, რათა გამოირიცხოს ამ ჯირკვლის სხვა დაავადებების არსებობა.
ქალებისა და ბავშვების სამკურნალოდ ტულოზინის® გამოყენება არ შეიძლება.
ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიშ ქანიზმების მუშაობის უნარზე
პრეპარატის მიღებაზე ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით ტულოზინს შეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ამიტომ ტულოზინით® მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში სახეობების საქმიანობის განხორციელებისას, რომლებიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

07

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზის სიმპტომები: შესაძლებელია არტერიული წნევის დაწევა.
მკურნალობა: არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაწევისას სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებისათვის ავადმყოფი უნდა დაწვეს. თუ ჰიპოტენზიის სიმპტომები შენარჩუნდა, უნდა მოხდეს სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების მონიტორირებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. ტამსულოზინის შემდგომი შეწოვის პრევენციისათვის მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირისა და ოსმოსური საფაღარათე საშუალების მიღება. სიმპტომური მკურნალობის ჩატარებისას აუცილებელია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდა შემდგომი ვაზოპრესული ნივთიერებების მიღებით. ტამსულოზინი კარგად უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამიტომ ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.

08

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ტამსულოზინს სხვა ადრენობლოკატორებთან ან სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უფრო მკვეთრად დაქვეითება.

09

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
4 წელი. შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

10

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ორნადექსი, 0.5მგ+0.4მგ კაფსულა №30

ორნადექსი

0.5მგ+0.4მგ კაფსულა №30

Dutasteride + ტამსულოზინი ლაბ. ლეონ ფარმა, ესპანეთი
დან34.69 ₾
სოლიტომბო, 6მგ+0.4მგ ტაბლეტი №30

სოლიტომბო

6მგ+0.4მგ ტაბლეტი №30

სოლიფენაცინი + ტამსულოზინი ადამედ ფარმა, პოლონეთი
დან59.75 ₾

სოლიფენაცინი/ტამსულოზინი სტადა

6მგ+0.4მგ ტაბლეტი №30

სოლიფენაცინი + ტამსულოზინი სინთონი-ესპანეთი, ესპანეთი
დან67.95 ₾
დუტაპროსი, კაფსულა №30

დუტაპროსი

DUTAPROS

კაფსულა №30

Dutasteride + ტამსულოზინი ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით
დუტასტერიდ-ტამსულოზინი, 0.5 მგ/0.4 მგ . კაფსულა №30

დუტასტერიდ-ტამსულოზინი

Dutasterida/Tansulosina STADAFARMA

0.5 მგ/0.4 მგ . კაფსულა №30

Dutasteride + ტამსულოზინი STADA Arzneimittel AG, გერმანია
Rx · რეცეპტით
სოლიფენაცინი/ტამსულოზინი შტადაფარმა 6 მგ/0,4 მგ, მრგვალი ტაბლეტი

სოლიფენაცინი/ტამსულოზინი შტადაფარმა 6 მგ/0,4 მგ

solifenacina tamsulosina

მრგვალი ტაბლეტი

სოლიფენაცინი + ტამსულოზინი Synthon Hispania, ესპანეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.