მონოგრაფია Nº 02898 Rx · რეცეპტით
ტალიზი
TALIZ
- 0.4მგ კაფსულა #30
- მოქმედი ნივთიერება
- ტამსულოზინი (Tamsulosin)
- მწარმოებელი
- ჯი-ემ-პი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული მოშარდვის ფუნქციონალურ დარღვევბის დროს გამოსაყენებელი პრეპარა
- მიმართულება
- უროლოგია
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ტამსულოზინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ეს-ტამი
0.4მგ კაფსულა №30
სალოვერი
SALOVER
0.4მგ კაფსულა #30
ტამოზინი
0.4მგ კაფსულა №30
ტამსოლი
TAMSOL
0.4მგ კაფსულა #10;#30
ტამსულოზინი სტადა
0.4მგ კაფსულა №30
ტამსულოზინი-APO CR
0.4მგ ტაბლეტი №30
ტამურექსი
0.4მგ კაფსულა №30
ტულოზინი®
TULOSIN®
0.4 მგ კაფსულა #30
ტამსულოზინი შტადა
0.4მგ კაფსულა №100
გრასულანი
Grasulan
0.4 მგ კაფსულა #30
ომნიკ ოკასი
Omnic ocas
0.4მგ ტაბლეტი#30
ომნიკი®
Omnic®
0.4მგ კაფსულა #30, 0.4მგ კაფსულა #10
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ
Tamsulozin 0,4mg.
0,4 მგ. კაფსულა №100
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4მგ.კაფს
TAMSULOZIN HYDROCHLORIDE
0.4მგ კაფსულა №500
ფოკუსინი
Focusin
0.4მგ კაფსულა #30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ტალიზის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის 0.4 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორი, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომური სამკურნალო საშუალება. ტამსულოზინი ამორჩევითად აბლოკირებს წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის ყელის, ურეთრის პროსტატული ნაწილის გლუვი კუნთების პოსტსინაფსურ ალფა1A-ადრენორეცეპტორებს. შედეგად აღნიშნულ უბნებში მცირდება გლუვი კუნთების ტონუსი, იოლდება შარდის გამოყოფის პროცესი. ერთდროულად მცირდება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეული ობსტრუქციისა და გაღიზიანებადობის სიმპტომები. პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ.
ტამსულოზინს მნიშვნელოვნად ნაკლებად აქვს გამოხატული სისხლძარღვების გლუვი კუნთების ალფა1Bადრენორეცეპტორების ბლოკირების უნარი. პრეპარატი მაღალი სელექციურობის გამო არ იწვევს არტერიული წნევის კლინიკური მნიშვნელობის დაქვეითებას როგორც არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულებში, ასევე ნორმალური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში. მიღების შემდეგ ტამსულოზინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ტამსულოზინის 0.4 მგ-ის ერთჯერადად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 6 საათში. მკურნალობიდან მეხუთე დღეს, როცა პლაზმაში აქტიური ნივთიერების თანაბარი რაოდენობა მიიღწევა, Cmax 60-70%-ით მეტია ერთჯერადად მიღებულ დოზასთან შედარებით. პლაზმის ცილებს უკავშირდება 99%.
ტამსულოზინს არ ახასიათებს “პირველადი გავლის” ეფექტი. ღვიძლში განიცდის ბიოტრანსფორმაციას აქტიურ მეტაბოლიტებამდე, რომელთაც ალფა1A-ადრენორეცეპტორებისადმი შენარჩუნებული აქვთ მაღალი სელექციურობა. აქტიური ნივთიერების უმეტესი ნაწილი სისხლში შენარჩუნებულია შეუცვლელი სახით. ტამსულოზინი გამოიდევნება თირკმლებით, დოზის 9% - შეუცვლელი სახით. 0.4 მგ ტამსულოზინის ერთჯერადი მიღების შემდეგ T1/2 შეადგენს 10 საათს.
ჩვენებები
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეული ფუნქციური სიმპტომების მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ინიშნება საუზმის შემდეგ, 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. კაფსულის დაღეჭვა რეკომენდებული არ არის.
გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - თავბრუსხვევა, ორთოსტატური ჰიპოტენზია, გულისცემის გაძლიერება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ზოგჯერ - თავის ტკივილი, ასთენია. სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად - რეტროგრადული ეაკულაცია.
უკუჩვენებები
- ანამნეზში ორთოსტატური ჰიპოტენზია;
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
- პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
ტალიზი სიფრთხილით ინიშნება ორთოსტატური ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დიაგნოზის ვერიფიცირება _ პაციენტის გამოკვლევა, რათა გამოირიცხოს ისეთი დაავადებების არსებობა, რომელთაც წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ. ტამსულოზინის ატენოლოლთან, ენალაპრილთან და ნიფედიპინთან ერთად დანიშვნისას ურთიერთქმედება არ აღინიშნება. ციმეტიდინთან ერთად იწვევს სისხლის პლაზმაში ტამსულოზინის კონცენტრაციის მატებას, ხოლო ფუროსემიდთან - კონცენტრაციის შემცირებას, რაც ტამსულოზინის დოზის ცვლილებას არ მოითხოვს. სხვა ალფა1-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენებისას შესაძლოა ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება მოხდეს. დიკლოფენაკი და ვარფარინი ტამსულოზინის ელიმინაციის სიჩქარის გაზრდას იწვევენ.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების მწვავე შემთხვევები აღწერილი არ არის. დოზის გადაჭარბებამ, თეორიულად, შესაძლებელია მწვავე ჰიპოტენზია გამოიწვიოს, რაც კარდიოტროპულ თერაპიას მოითხოვს. სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში, საჭიროა სისხლის მოცულობის შემანარჩუნებელი სითხეებისა და სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატების დანიშვნა. პრეპარატის შეწოვის შესაფერხებლად რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის ან ოსმოსური საფაღარათო საშუალებების მიღება.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 4 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით!
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
წს N რ - 002104 25.12.2006
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ორნადექსი
0.5მგ+0.4მგ კაფსულა №30
სოლიტომბო
6მგ+0.4მგ ტაბლეტი №30
სოლიფენაცინი/ტამსულოზინი სტადა
6მგ+0.4მგ ტაბლეტი №30
დუტაპროსი
DUTAPROS
კაფსულა №30
დუტასტერიდ-ტამსულოზინი
Dutasterida/Tansulosina STADAFARMA
0.5 მგ/0.4 მგ . კაფსულა №30
სოლიფენაცინი/ტამსულოზინი შტადაფარმა 6 მგ/0,4 მგ
solifenacina tamsulosina
მრგვალი ტაბლეტი
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.