8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02661 Rx · რეცეპტით

სალოვერი

SALOVER

0.4მგ კაფსულა #30

დან23.80 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
სალოვერი, 0.4მგ კაფსულა #30
მოქმედი ნივთიერება
ტამსულოზინი (Tamsulosin)
მწარმოებელი
ავერსი ფარმა, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ალფა1- ადრენობლოკატორები
იმპორტიორი საქართველოში
ავერსი ფარმა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    სალოვერი ტაბლეტი 0.4მგ #30

    0.79 ₾ / ც. × 30

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    სალოვერი ტაბლეტი 0.4მგ #30

    0.79 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ტამსულოზინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ეს-ტამი, 0.4მგ კაფსულა №30

ეს-ტამი

0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი სინთონი, ესპანეთი
დან23.80 ₾
ტამოზინი, 0.4მგ კაფსულა №30

ტამოზინი

0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი ჯი ეი ფარმაციუტიკალსი, ავსტრია
დან23.80 ₾
ტამსოლი, 0.4მგ კაფსულა #10;#30

ტამსოლი

TAMSOL

0.4მგ კაფსულა #10;#30

ტამსულოზინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან23.80 ₾
ტამსულოზინი სტადა, 0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი სტადა

0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი ლამპ სან პროსპერო, იტალია
დან23.80 ₾
ტამსულოზინი-APO CR, 0.4მგ ტაბლეტი №30

ტამსულოზინი-APO CR

0.4მგ ტაბლეტი №30

ტამსულოზინი აპოტექსი, კანადა
დან23.80 ₾
ტამურექსი, 0.4მგ კაფსულა №30

ტამურექსი

0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი სომექს ფარმა, დიდი ბრიტანეთი
დან23.80 ₾
ტულოზინი®, 0.4 მგ კაფსულა #30

ტულოზინი®

TULOSIN®

0.4 მგ კაფსულა #30

ტამსულოზინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან23.80 ₾
ტამსულოზინი შტადა, 0.4მგ კაფსულა №100

ტამსულოზინი შტადა

0.4მგ კაფსულა №100

ტამსულოზინი შტადა არცნაიმიტელი, გერმანია
დან38.82 ₾
გრასულანი, 0.4 მგ კაფსულა #30

გრასულანი

Grasulan

0.4 მგ კაფსულა #30

ტამსულოზინი Synthon BV, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ომნიკ ოკასი, 0.4მგ ტაბლეტი#30

ომნიკ ოკასი

Omnic ocas

0.4მგ ტაბლეტი#30

ტამსულოზინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ომნიკი®, 0.4მგ კაფსულა #30, 0.4მგ კაფსულა #10

ომნიკი®

Omnic®

0.4მგ კაფსულა #30, 0.4მგ კაფსულა #10

ტამსულოზინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ტალიზი, - 0.4მგ კაფსულა #30

ტალიზი

TALIZ

- 0.4მგ კაფსულა #30

ტამსულოზინი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ, 0,4 მგ. კაფსულა №100

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ

Tamsulozin 0,4mg.

0,4 მგ. კაფსულა №100

ტამსულოზინი STADA Arzneimittel AG, გერმანია
Rx · რეცეპტით

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4მგ.კაფს

TAMSULOZIN HYDROCHLORIDE

0.4მგ კაფსულა №500

ტამსულოზინი Wockhardt Limited, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

ფოკუსინი

Focusin

0.4მგ კაფსულა #30

ტამსულოზინი Zentiva, ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გაუმჭვირვალე, მყარი ჟელატინის კაფსულები ნარინჯისფერი კორპუსით და შავი თავსახურით, შევსებული თეთრი ფერის გრანულებით;
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს _ 0.4 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ეთილცელულოზა, ეუდრაჯიტი L30D, პოლიეთილენგლიკოლი, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, საღებავი ტიტანის დიოქსიდი (E 171).
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, ჟელატინი გამოხდილი წყალი, საღებავები: Ponceau 4R (E 124), Brilliant Blue (E 133), Sunset Yellow (E 110), ტიტანის დიოქსიდი (E 171).

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ალფა1A-ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელ საშუალებას და განკუთვნილია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომური მკურნალობისთვის.
არჩევითად აბლოკირებს წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის ყელის, შარდსადენის პროსტატის ნაწილის გლუვი კუნთების პოსტსინაპსურ ალფა1A-ადრენორეცეპტორებს, რის შედეგად მცირდება გლუვი კუნთების ტონუსი, ადვილდება შარდის დინება და უმჯობესდება მოშარდვის აქტი. ამავდროულად, მცირდება ობსტრუქციის (დაცლის) და გაღიზიანების (შევსების) სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან. თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ.
ტამსულოზინს ნაკლებად აქვს გამოხატული გლუვი კუნთების ალფა1B-ადრენორეცეპტორების ბლოკირების უნარი, ამიტომ მისი მოქმედება სისტემური არტერიული წნევის მაჩვენებლებზე უმნიშვნელოა როგორც არტერიული ჰიპერტენზიის, ასევე ნორმალური წნევის მქონე პაციენტებში.

03

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: ტამსულოზინი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. 400 მკგ სალოვერის ერთჯერადად მიღებისას, ტამსულოზინის Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 6 სთ-ში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%-ია.
საკვების მიღების შემდეგ სალოვერის შეწოვა მცირდება. ერთ და იმავე დროს ჭამის შემდეგ პრეპარატის მიღებისას მისი შეწოვის დონე თანაბრდება. კონცენტრაციის წონასწორული მდგომარეობის მიღებისას (5-დღიანი კურსის შემდეგ) ტამსულოზინის Cmax სისხლის პლაზმაში 60-70%-ით მაღალია, ვიდრე პრეპარატის ერთჯერადად მიღებისას.
განაწილება: პლაზმის ცილებს უკავშირდება 99%. Vd შეადგენს 0.2 ლ/კგ. მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ტამსულოზინი ნელა მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად ნაკლებად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით, რომლებიც ინარჩუნებენ მაღალ სელექტიურობას ალფა 1A- ადრენორეცეპტორებისადმი. აქტიური ნივთიერების უმეტესი ნაწილი ცირკულირებს სისხლში უცვლელი სახით.
სალოვერი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით, აქედან ტამსულოზინის 9% გამოიყოფა უცვლელი ფორმით. ერთჯერადი მიღებისას T1/2 შეადგენს 10-12 სთ-ს, ხოლო ტერმინალური T1/2 შეადგენს - 22 სთ-ს.

04

ჩვენებები

სიმპტომების მკურნალობა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას, რომელსაც ახასიათებს გახშირებული და გაძნელებული შარდვა განსაკუთრებით ღამით, შარდის წყვეტილი ნაკადი და შარდის ბუშტის არასრული დაცლა.

05

მიღების წესი და დოზირება

სალოვერი მიიღება პერორალურად 0.4 მგ (1 კაფსულა) ერთხელ დღეში, დილით საკვების მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. არ არის რეკომენდებული კაფსულის დაღეჭვა.

06

გვერდითი მოვლენები

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად – რეტროგრადული ეაკულაცია; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი, თავბრუ, ასთენია, ძილის დარღვევა (ძილიანობა ან უძილობა);
ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში – გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება;
სხვა: იშვიათად - ტკივილი ზურგის არეში, რინიტი.

07

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისა და მისი შემადგენელი კომპონენტებისადმი; ღვიძლის გამოხატული უკმარისობა; არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის ორთოსტატული ჰიპოტენზია).

08

განსაკუთრებული მითითებები

ტამსულოზინი სიფრთხილით გამოიყენება ორთოსტატული ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილ პაციენტებში, ვინაიდან, როგორც სხვა ალფა1-ადრენობლოკატორების მიღებისას, არტერიული წნევა ქვეითდება, რაც იწვევს გულისწასვლას. ორთოსტატული ჰიპოტენზიის პირველი ნიშნების გამოვლენისას (თავბრუ და სისუსტე) პაციენტი უნდა დაჯდეს ან დაწვეს.
მკურნალობის დაწყების წინ და რეგულარულად თერაპიის დროს სავალდებულოა ჩატარდეს რექტო-დიგიტალური გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში დგინდება პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი (PSA).
სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ ნაკლებია), ვინაიდან მისი გამოყენების უსაფრთხოება ამ კატეგორიის პაციენტებში გამოკვლეული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მკურნალობის პერიოდში აუცილებელია დავიცვათ სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

09

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების მწვავე შემთხვევები არ არის აღწერილი.
სიმპტომები: შესაძლებელია განვითარდეს მწვავე არტერიული ჰიპოტენზია. მკურნალობა: სიმპტომური თერაპიის ჩატარება. არტერიული წნევის და გულისცემის ნორმალური რიტმის აღდგენა შესაძლებელია, თუ პაციენტს მოვათავსებთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შევიყვანოთ სისხლის შემავსებელი საშუალებები და სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატები.
ტამსულოზინის შემდგომი აბსორბციის ასაცილებლად მართებულია კუჭის გამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის, ოსმოსური საფაღარათო საშუალების (ნატრიუმის სულფატის) მიღება.
აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი. ნაკლებად სავარაუდოა დიალიზის ეფექტურობა, ვინაიდან ტამსულოზინი ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ტამსულოზინის ურთიერთქმედება ატენოლოლთან, ენალაპრილთან, ნიფედიპინთან ან თეოფილინთან მათი ერთდროულად მიღებისას აღმოჩენილი არ არის.
ციმეტიდინთან ერთად მიღებისას აღინიშნება ტამსულოზინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში; ფუროსემიდთან კომბინირებისას - კონცენტრაციის შემცირება, თუმცა სალოვერის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
დიკლოფენაკი და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები რამდენადმე ზრდიან ტამსულოზინის ელიმინაციის სიჩქარეს.
დიაზეპამი, პროპრანოლოლი, ტრიქლორმეთიაზიდი, ქლორმადინონი, ამიტრიპტილინი, დიკლოფენაკი, გლიბენკლამიდი, სიმვასტატინი და ვარფარენი არ ცვლის ტამსულოზინის თავისუფალ ფრაქციას სისხლის პლაზმაში in vitro. თავის მხრივ, ტამსულოზინი არ ცვლის დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ტრიქლორმეთაზიდის და ქლორმადინონის თავისუფალ ფრაქციებს.
სალოვერის და სხვა ალფა1-ადრენობლოკატორების ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

11

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ორნადექსი, 0.5მგ+0.4მგ კაფსულა №30

ორნადექსი

0.5მგ+0.4მგ კაფსულა №30

Dutasteride + ტამსულოზინი ლაბ. ლეონ ფარმა, ესპანეთი
დან34.69 ₾
სოლიტომბო, 6მგ+0.4მგ ტაბლეტი №30

სოლიტომბო

6მგ+0.4მგ ტაბლეტი №30

სოლიფენაცინი + ტამსულოზინი ადამედ ფარმა, პოლონეთი
დან59.75 ₾

სოლიფენაცინი/ტამსულოზინი სტადა

6მგ+0.4მგ ტაბლეტი №30

სოლიფენაცინი + ტამსულოზინი სინთონი-ესპანეთი, ესპანეთი
დან67.95 ₾
დუტაპროსი, კაფსულა №30

დუტაპროსი

DUTAPROS

კაფსულა №30

Dutasteride + ტამსულოზინი ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით
დუტასტერიდ-ტამსულოზინი, 0.5 მგ/0.4 მგ . კაფსულა №30

დუტასტერიდ-ტამსულოზინი

Dutasterida/Tansulosina STADAFARMA

0.5 მგ/0.4 მგ . კაფსულა №30

Dutasteride + ტამსულოზინი STADA Arzneimittel AG, გერმანია
Rx · რეცეპტით
სოლიფენაცინი/ტამსულოზინი შტადაფარმა 6 მგ/0,4 მგ, მრგვალი ტაბლეტი

სოლიფენაცინი/ტამსულოზინი შტადაფარმა 6 მგ/0,4 მგ

solifenacina tamsulosina

მრგვალი ტაბლეტი

სოლიფენაცინი + ტამსულოზინი Synthon Hispania, ესპანეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.