8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 05027 Rx · რეცეპტით

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ

Tamsulozin 0,4mg.

0,4 მგ. კაფსულა №100

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ, 0,4 მგ. კაფსულა №100
მოქმედი ნივთიერება
ტამსულოზინი (Tamsulosin)
მწარმოებელი
STADA Arzneimittel AG, გერმანია
იმპორტიორი საქართველოში
შტადა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ტამსულოზინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ეს-ტამი, 0.4მგ კაფსულა №30

ეს-ტამი

0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი სინთონი, ესპანეთი
დან23.80 ₾
სალოვერი, 0.4მგ კაფსულა #30

სალოვერი

SALOVER

0.4მგ კაფსულა #30

ტამსულოზინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან23.80 ₾
ტამოზინი, 0.4მგ კაფსულა №30

ტამოზინი

0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი ჯი ეი ფარმაციუტიკალსი, ავსტრია
დან23.80 ₾
ტამსოლი, 0.4მგ კაფსულა #10;#30

ტამსოლი

TAMSOL

0.4მგ კაფსულა #10;#30

ტამსულოზინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან23.80 ₾
ტამსულოზინი სტადა, 0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი სტადა

0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი ლამპ სან პროსპერო, იტალია
დან23.80 ₾
ტამსულოზინი-APO CR, 0.4მგ ტაბლეტი №30

ტამსულოზინი-APO CR

0.4მგ ტაბლეტი №30

ტამსულოზინი აპოტექსი, კანადა
დან23.80 ₾
ტამურექსი, 0.4მგ კაფსულა №30

ტამურექსი

0.4მგ კაფსულა №30

ტამსულოზინი სომექს ფარმა, დიდი ბრიტანეთი
დან23.80 ₾
ტულოზინი®, 0.4 მგ კაფსულა #30

ტულოზინი®

TULOSIN®

0.4 მგ კაფსულა #30

ტამსულოზინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან23.80 ₾
ტამსულოზინი შტადა, 0.4მგ კაფსულა №100

ტამსულოზინი შტადა

0.4მგ კაფსულა №100

ტამსულოზინი შტადა არცნაიმიტელი, გერმანია
დან38.82 ₾
გრასულანი, 0.4 მგ კაფსულა #30

გრასულანი

Grasulan

0.4 მგ კაფსულა #30

ტამსულოზინი Synthon BV, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ომნიკ ოკასი, 0.4მგ ტაბლეტი#30

ომნიკ ოკასი

Omnic ocas

0.4მგ ტაბლეტი#30

ტამსულოზინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ომნიკი®, 0.4მგ კაფსულა #30, 0.4მგ კაფსულა #10

ომნიკი®

Omnic®

0.4მგ კაფსულა #30, 0.4მგ კაფსულა #10

ტამსულოზინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ტალიზი, - 0.4მგ კაფსულა #30

ტალიზი

TALIZ

- 0.4მგ კაფსულა #30

ტამსულოზინი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4მგ.კაფს

TAMSULOZIN HYDROCHLORIDE

0.4მგ კაფსულა №500

ტამსულოზინი Wockhardt Limited, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

ფოკუსინი

Focusin

0.4მგ კაფსულა #30

ტამსულოზინი Zentiva, ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1. რას წარმოადგენს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ და მისი გამოყენება?
ტამსულოზინი α1A-ადრენორეცეპტორის ანტაგონისტია. ის ადუნებს პროსტატისა და საშარდე გზების კუნთებს.
ტამსულოზინი ინიშნება საშარდე სიმპტომების მოსახსნელად, რომლებიც გამოწვეულია პროსტატის გადიდებით (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით). კუნთის მოდუნებით შარდი ადვილად გადაადგილდება საშარდე გზებში, რის შედეგადაც ხდება შარდვის გააადვილდება.

02

უკუჩვენებები

დაუშვებელია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია ტამსულოზინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში [სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სახისა და ხორხის შეშუპებას (ანგიონევროზულ შეშუპებას)];
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება არტერიული წნევის დაცემა წამოდგომისას, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას, გაბრუებას ან გულის წასვლას;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები.

03

განსაკუთრებული მითითებები

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან გაბრუება, განსაკუთრებით წამოდგომისას. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდმა 0.4 მგ-მა შეიძლება დააქვეითოს არტერიული წნევა და გამოიწვიოს ზემოთ აღნიშნული სიმპტომები. სიმპტომების გაქრობამდე პაციენტი უნდა იჯდეს, ან წამოწვეს;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე პრობლემები. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის ნორმალურ დოზას არ ექნება მოსალოდნელი ეფექტი თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში;
თუ პაციენტს აღენიშნება სახის ან ხორხის შეშუპება. ეს არის ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 2 “დაუშვებელია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის მიღება). დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ტამსულოზინის მიღება და საჭიროა ექიმთან მიმართვა. პაციენტმა არ უნდა განაახლოს ტამსულოზინით მკურნალობა;
თუ პაციენტი გეგმავს თვალზე ოპერაციას კატარაქტის გამო (მხედველობის დაკარგვა, განსაკუთრებით ლურჯი ფერების). ოპერაციის დროს შეიძლება განვითარდეს ფერადი გარსის დარბილების სინდრომი (IFIშ), თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა ტამსულოზინს. IFIშ სინდრომმა შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ოპერაციის დროს, ამიტომ ოპერაციამდე რეკომენდებულია 1-2 კვირით ადრე ტამსულოზინის მიღების შეწყვეტა. საჭიროა ექიმთან და ქირურგთან კონსულტაცია ამ მდგომარეობის შესახებ.

ბავშვები
მედიკამენტი არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან ის არაეფექტურია ამ ასაკობრივ ჯგუფში.

სხვა მედიკამენტები და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ
ტამსულოზინმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტებზე. ასევე, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ტამსულოზინზე. ტამსულოზინი ურთიერთქმდებს შემდეგ მედიკამენტებთან:
დიკლოფენაკი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიანთებითი მედიკამენტი. ამ პრეპარატმა შეიძლება დააჩქაროს ტამსულოზინის გამოყოფა ორგანიზმიდან, რითიც შეიძლება შეამციროს ტამსულოზინის ეფექტურობის დრო;
ვარფარინი, ანტითრომბოზული მედიკამენტი. ამ პრეპარატმა შეიძლება დააჩქაროს ტამსულოზინის გამოყოფა ორგანიზმიდან, რითიც შეიძლება შეამციროს ტამსულოზინის ეფექტურობის დრო;
არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტები, როგორიცაა ვერაპამილი და დილტიაზემი;
აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა რიტონავირი და ინდინავირი;
სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი;
სხვა α1A-ადრენორეცეპტორის ბლოკატორები, როგორიცაა დოქსაზოზინი, ინდორამინი, პრაზოზინი ან ალფუზოზინი. ამ კომბინაციამ შეიძლება დააქვეითოს არტერიული წნევა და გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გაბრუება;
ერითრომიცინი, ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტამსულოზინი მიიღება ჭიქა წყალთან ერთად საუზმის შემდეგ ან პირველი საკვების მიღების შემდეგ.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის ინფორმაცია ტამსულოზინის გავლენის შესახებ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტმა მხედველობაში უნდა იქონიოს, რომ ტამსულოზინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გაბრუება. ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

04

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა ერთხელ დღეში საუზმის ან პირველი საკვების მიღების შემდეგ.
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად დგომის ან ჯდომის დროს (და არა წოლით მდგომარეობაში). მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს კაფსულის გატეხვა ან გასრესვა, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის ეფექტზე.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის დოზის გადაჭარბებისას
არტერიული წნევა შეიძლება უეცრად დაეცეს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის დოზის გადაჭარბებისას. პაციენტს შეიძლება აღენიშნოს თავბრუსხვევა, სისუსტე და გულის წასვლა. საჭიროა წოლითი მდებარეობის მიღება ამ სიმპტომების შესამცირებლად და შემდეგ - ექიმთან მიმართვა. ექიმმა პაციენტს შეიძლება მისცეს წნევის ამწევი საშუალებები და მოახდიონის პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს კუჭის ამორეცხვა და საფაღარათო საშუალებების გამოყენება ორგანიზმიდან ტამსულოზინის ნარჩენი რაოდენობის მოსაცილებლად, რომლებიც ჯერ არ არის მოხვედრილი სისხლის ნაკადში.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

05

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):თავბრუსხვევა; პათოლოგიური ეაკულაცია (ეაკულაციის დარღვევა) – ამ დროს სათესლე სითხე გამოიყოფა არა ურეთრის გზით, არამედ ხვდება შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) ან ეაკულატის მოცულობა მცირდება ან საერთოდ ქრება (ეაკულაციის უკმარისობა). ეს ფენომენი არ არის საზიანო.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):თავის ტკივილი; გულისცემის შეგრძნება (გულის თრთოლვა); არტერიული წნევის დაცემა ადგომისას, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას, გაბრუებას ან გულის წასვლას (ორთოსტატიული ჰიპოტენზია); ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება და გაღიზიანება (რინიტი); ყაბზობა; დიარეა; გულისრევა; ღებინება; გამონაყარი; ქავილი; ჭინჭრის ციება; სისუსტის შეგრძნება (ასთენია).
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):გულის წასვლა (სინკოპე); ძლიერი ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სახის ან ხახის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება): ამ დროს საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა და დაუშვებელია ტამსულოზინით ხელახალი თერაპია (იხ. პარაგრაფი 2: “დაუშვებელია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის მიღება”).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი); მძიმე მდგომარეობა კანზე, პირში, თვალებსა და გენიტალიებზე ბუშტუკების განვითარებით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):მძიმე გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატიური დერმატიტი); ცხვირიდან სისხლდენა; მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დაზიანება; კატარაქტის ოპერაციის დროს გუგის დაპატარავება, რომელიც ცნობილია ფერადი გარსის ინტრაოპერაციული დარბილების სინდრომით (IFIშ) და დაკავშირებული იყო ტამსულოზინით თერაპიასთან პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
დამატებითი გვერდითი ეფექტები (პოსტმარკეტინგული გამოცდილება):ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ტამსულოზინის გამოყენებისას აღინიშნა გულის რითმის დარღვევა (წინაგულების ფინრილაცია), არარეგულარული გულისცემა (არითმია), აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია) და ქოშინი (დისპნოე).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

5. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, პირველი ორი ციფრი მიუთითებს თვეს და ბოლო ოთხი ციფრი –წელს, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ბლისტერები ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.
კონტეინერი ინახება მჭიდროდ თავდახურული ნესტისაგან დასაცავად.

06

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რას შეიცავს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ
აქტიური ნივთიერებაა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ;
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

კაფსულა: მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთაკრილის მჟავა – ეთილ აკრილატის კოპოლიმერი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, ტრიეთილციტრატი, ტალკი;

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ინდიგოტინი (E132), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172).

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ორნადექსი, 0.5მგ+0.4მგ კაფსულა №30

ორნადექსი

0.5მგ+0.4მგ კაფსულა №30

Dutasteride + ტამსულოზინი ლაბ. ლეონ ფარმა, ესპანეთი
დან34.69 ₾
სოლიტომბო, 6მგ+0.4მგ ტაბლეტი №30

სოლიტომბო

6მგ+0.4მგ ტაბლეტი №30

სოლიფენაცინი + ტამსულოზინი ადამედ ფარმა, პოლონეთი
დან59.75 ₾

სოლიფენაცინი/ტამსულოზინი სტადა

6მგ+0.4მგ ტაბლეტი №30

სოლიფენაცინი + ტამსულოზინი სინთონი-ესპანეთი, ესპანეთი
დან67.95 ₾
დუტაპროსი, კაფსულა №30

დუტაპროსი

DUTAPROS

კაფსულა №30

Dutasteride + ტამსულოზინი ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით
დუტასტერიდ-ტამსულოზინი, 0.5 მგ/0.4 მგ . კაფსულა №30

დუტასტერიდ-ტამსულოზინი

Dutasterida/Tansulosina STADAFARMA

0.5 მგ/0.4 მგ . კაფსულა №30

Dutasteride + ტამსულოზინი STADA Arzneimittel AG, გერმანია
Rx · რეცეპტით
სოლიფენაცინი/ტამსულოზინი შტადაფარმა 6 მგ/0,4 მგ, მრგვალი ტაბლეტი

სოლიფენაცინი/ტამსულოზინი შტადაფარმა 6 მგ/0,4 მგ

solifenacina tamsulosina

მრგვალი ტაბლეტი

სოლიფენაცინი + ტამსულოზინი Synthon Hispania, ესპანეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.